შინაგანი ბორკილები – ანუ როგორ შეიძლება ჩვეულებრივი თოკით დავაბათ უზარმაზარი სპილო

zoloto

მოგესალმებით ჩემო ძვირფასო, არაჩვეულებრივო მეგობრებო!

მიხარია, რომ კვლავ ჩემი სტუმრები ხართ. ეს ნიშნავს, რომ თქვენც ჩემსავით ეძებთ. მაძიებელი კი არ არის ჩვეულებრივი ადამიანი, რადგან ჩვეულებრივისგან განსხვავებით, ჩვენ  „ოქროს“ ვეძებთ არა მდინარის ფსკერზე, არამედ საკუთარ თავში.

 

თითოეული ჩვენთაგანი იბადება იმისთვის, რომ იყოს ჯანმრთელი, მდიდარი, ბედნიერი, წარმატებული ადამიანი. ამის კოდი თითოეულ ჩვენთაგანში დაბადებიდანვე დევს, მაგრამ შემდეგ, ჩვენივე უკუღმართი ცხოვრების, ჩვენივე ცრუ სტერეოტიპული აზროვნების შედეგად შექმნილი სოციალური წნეხის ქვეშ მოქცეულები ვკარგავთ ამ კოდის გასაღებს…

ინტერნეტში წავიკითხე ერთი საინტერესო ისტორია…   გაგრძელება »

დღეს ბლოგის დაბადების დღეა!

 

მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო, ერთგულო მკითხველებო, ახალშემობრძანებულო სტუმრებო!

გილოცავთ, დღეს ამ ბლოგზე დღესასწაულია!

დღეს ჩვენ გვყავს იუბილარი, რომელიც ერთი წლის გახდა!

დიახ – „ჩვენ გვყავს!“ – ვინაიდან ეს ბლოგი არ არის მარტო ჩემი საკუთრება.

მართალია, ის ჩემი მეცადინეობით გაჩნდა, მაგრამ გაჩენა ერთია, მთავარია როგორ აღზრდი. აი, ამაში კი მარტო მე ვერაფერს გავხდებოდი.

 

gilocav-dabadebis-dges

 

ის ვერ მოაღწევდა თავის პირველ დაბადების დღემდე, რომ არა თქვენისთანა არაჩვეულებრივი ადამიანები, რომლებმაც, პირველივე დღიდან, სიყვარულით ჩაიხუტეთ გულში ახალშობილი და, შემდეგ, შეძლებისდაგვარად, უშურველად უზიარებდით თქვენს წილ სითბოს, სიყვარულსა და მზრუნველობას.

მანამდეც არაერთხელ აღმინიშნავს, რომ, ამ ბლოგის შექმნა, იყო ჩემი თვითაღზრდის პროცესის გასაჯაროების მცდელობა…   გაგრძელება »

მწვანე ფერის თმები

latansky

 

ნიკოლაი ლატანსკი, თავისი  ერთ–ერთი ტრენინგის დროს, მოულოდნელად მიუახლოვდა ერთ მსმენელს და უთხრა:  გაგრძელება »

სულის მუსიკა

 

– მე ისეთი ცუდი ვარ, ისეთი უვარგისი, – დაიჩივლა ერთმა ახალგაზრდამ მასწავლებელთან.

– შენ ცუდი არ ხარ, უბრალოდ უნდა შეიცვალო.

– ეს როგორ? თუ ცუდი არ ვარ, როგორც თქვენ ამბობთ, მაშინ რატომ უნდა შევიცვალო? რა, ცუდი უნდა გავხდე?

– არა, – ღიმილით უპასუხა მასწავლებელმა, – რატომ ცუდი. მოდი, ერთ რამეს გაჩვენებ.

 

salamuri

 

მან ამოიღო სალამური, გაუწოდა მოსწავლეს და თხოვა დაეკრა მასზე. ახალგაზრდამ არ იცოდა სალამურზე დაკვრა და როცა ჩაბერა, საკრავმა არასასიამოვნო, ხრიწიანი ხმები ამოუშვა.

– აი, ხედავ, როგორი მუსიკა გამოგივიდა, – უთხრა მასწავლებელმა. – მაგრამ თუ შენ მოინდომებ და სალამურზე დაკვრას ისწავლი, მაშინ შენი მუსიკა სულ სხვანაირად აჟღერდება…   გაგრძელება »

თვითმკვლელი

xidi1

 

ადამიანი, რომელიც ხიდის მოაჯირზე იდგა, ძალიან ახალგაზრდა იყო, მაგრამ უკვე ბევრის გადატანა მოესწრო.  გაგრძელება »

რა არის ნორმა და ვინ არის „ნორმალური“ მოქალაქე

norbekov

ნორმა – ეს არის ის რაც უმრავლესობისათვის მისაღებია… ნორმა ადამიანს იმორჩილებს, ერთხელ და სამუდამოდ ვიღაცის მიერ დადგენილ ჩარჩოში ათავსებს, გზას უღობავს შემოქმედებისაკენ. ეს არის ჭაობი, სადაც იხრჩობიან ისე, რომ გამოღვიძებასაც ვერ ასწრებენ მომავალი გენიოსები, ტიტანები, შემოქმედი ადამიანები.   გაგრძელება »

ასწავლეთ ბავშვებს ფრენა

ზის ერთი მოხუცი გზის პირას და ჩაფიქრებული გაჰყურებს ჰორიზონტს.

ხედავს, მოდის კაცი და თან მოყვება ბავში. როცა მოახლოვდნენ, კაცი გაჩერდა და ბავშვს უთხრა მიეწოდებინა მოხუცისთვის წყალი და პური.

aswavlet-bavshvebs-frena

თვითონ კი თავაზიანად შეეკითხა:

– რას აკეთებ აქ, ძიაკაცო?

– შენ გელოდები! – უპასუხა მოხუცმა – შენ ხომ ეს ბავშვი აღსაზრდელად მოგაბარეს?    გაგრძელება »

როგორ შევიტანოთ სინათლე ჩვენს შინაგან სამყაროში…

diogene-sinopeli

«ერთი მოხუცი თავისი სახლში წინ რაღაცას ეძებდა. გამვლელებმა ჰკითხეს:

– რა დაგკარგვია ძიაკაცო?

– ერთადერთი მონეტა დამივარდა და ვერ ვპოულობ, – უპასუხა მოხუცმა.

 

გამვლელებმაც დაიწყეს მონეტის ძებნა. მათ თანდათანობით სხვებიც შეუერთდნენ, მთლიანად გადაქექეს სახლის მიმდებარე ტერიტორია, მაგრამ ვერაფერი იპოვეს.    გაგრძელება »

სახლი 1 დოლარად

saxli

– ნახე, სახლს ყიდიან ერთ დოლარად.

უთხრა ერთმა მათხოვარმა მეორეს და რომელიღაც გაზეთის ნაგლეჯი მიაწოდა.

მეორემ დახედა. ეტყობა უცბად წაიკითხა რაც ეწერა და თქვა: გაგრძელება »

ისინი იყვნენ ორნი…

qali-da-kaci

ისინი იყვნენ ორნი – ქალი და კაცი. მათ სადღაც იპოვეს ერთმანეთი და ახლა ცხოვრობდნენ ერთად, ერთი ცხოვრებით, ზოგჯერ მხიარული, ზოგჯერ მოწყენილი და საერთოდ, ორი ძალიან ბედნიერი ადამიანის ძალზე ჩვეულებრივი ცხოვრებით.

გაგრძელება »