რუბრიკა: საავტორო სტატიები
“მან გადაწყვიტა ეპოვა მარადიული ახალგაზრდობის ელექსირი, რათა გადაეცა ის ადამიანებისთვის და ამ მიზნით გაემგზავრა ხანგრძლივ მოგზაურობაში.
ის შეუპოვრად მიიწევდა წინ. მიაპობდა ტალღებს ზღვებზე და ოკეანეებზე, ებრძოდა წყურვილს და აუტანელ სიცხეს უდაბნოს მცხუნვარე მზის ქვეშ, მიიკვლევდა გზას გაუვალ ჯუნგლებში, არ ტოვებდა კუთხე–კუნჭულს მიწის ზემოთ თუ მიწის ქვეშ, მაგრამ იმას, რასაც ეძებდა, მიაგნო ერთი მთის მწვერვალზე.
იქ ასაღწევად ათეულობით წლები დასჭირდა, რომლის განმავლობაშიც უამრავი ტანჯვა გამოიარა. მას არ შერჩა ერთი მთელი ძვალი სხეულში და კანი ხელ–ფეხზე, მან დაივიწყა მშობლიური სახლი, ოჯახი, თავისი სიყვარული, საკუთარი სახელიც კი, მაგრამ მაინც ავიდა იმ მწვერვალზე და… სამუდამოდ იქ დარჩა! რადგან აღმოჩნდა, რომ შეუძლებელია ამ ელექსირის გადატანა და ადამიანებისთვის მისი გადაცემა!”
ჩვენ, სულ ძიებაში ვართ. მთელი ცხოვრება ვეძებთ სიხარულს, სიყვარულს, წარმატებას, ბედნიერებას. ამ ძიებაში შეიძლება რამოდენიმეჯერ გამოვიცვალოთ საცხოვრებელი ადგილი, სამსახური, პარტნიორები, ბიზნესი და მეუღლეც კი, მაგრამ ვერ მივაღწიოთ საწადელს. მაშინ გვიპყრობს საოწარკვეთა, ბრაზი, სიძულვილი… მიგვაჩნია, რომ მთელმა სამყარომ ზურგი გვაქცია და გვიჩნდება პრეტენზიები ყველას და ყველაფრის მიმართ.
„კი მაგრამ როდემდე უნდა გაგრძელდეს ასე?!“ – ვფიქრობთ ან გავიძახით აღშფოთებულები, – „სად არის ჩემი წილი ბედნიერება, როდის და როგორ უნდა ვიპოვო ის“ – და ვერ ვხვდებით რომ იქ არ ვეძებთ, სადაც საჭიროა, რომ ბედნიერებას ვერ იპოვი რამდენჯერაც არ უნდა შემოიარო დედამიწა, რადგან ამ ბედნიერების წყარო თვითონ ჩვენშია.
მის მოსაძებნად ექსპედიცია უნდა მოვაწყოთ არა სამყაროს კიდემდე, არამედ საკუთარ თავში და გავარკვიოთ რა ხდება იქ, რადგან ყველაფერი, რასაც ცხოვრებაში ვღებულობთ, წარმატება თუ წარუმატებლობა, ბედნიერება, თუ უბედურება, არის გარემომცველი სამყაროს ადეკვატური რეაქცია მანამდე ჩვენს მიერ განხორციელებულ ქმედებებზე.
ადამიანს გარშემო ყოველთვის აკრავს ერთგვარი ენერგეტიკული ველი, რომელსაც გააჩნია გარკვეული ვიბრაცია და რომელიც იცვლის სიხშირეს იმის და მიხედვით თუ რა გრძნობებს , განცდებს, ემოციებს ვასხივებთ ჩვენ თვითონ.
ეს ენერგეტიკული ველი სამყაროში ვრცელდება ათასობით კილომეტრზე, როგორც რადიოტალღები და იზიდავს შესაბამის სიხშირეზე მყოფ, მსგავსი ვიბრაციის მქონე ენერგეტიკულ ველებს.
ჩვენ ყოველდღე ვფიქრობთ და ვამბობთ, რომ ცხოვრება რთულია, რომ ადამიანი ტანჯვისთვის არის გაჩენილი, რომ ყველგან უკეთესია სადაც ჩვენ არ ვართ და ვერ ვხვდებით, რომ ამით, ნეგატიური ემოციებით ვმუხტავთ ჩვენს ქვეცნობიერებას და ვასხივებთ შესაბამის აზრებს, რომლითაც თანდათანობით ივსება სივრცე ჩვენს გარშემო და იქმნება ჯაჭვური რეაქცია შესაბამისი მოვლენების მოზიდვისა.
მერე გვიკვირს – საიდან ამდენი უარყოფითი მუხტი, პრობლემა, წარუმატებლობები ჩვენს ცხოვრებაში.
მგონი აინშტაინის სიტყვებია: “სიგიჟე, ეს არის ყოველდღე აკეთო ერთი და იგივე და ელოდო განსხვავებულ შედეგებს!”
ჩვენ მასიურად მოგვიცვა ამ სიგიჟემ – მუდმივად ვფიქრობთ იმაზე რაც არ გვინდა და ველოდებით, რომ მივიღებთ იმას, რაც გვსურს… მუდმივად ვთესავთ ეკალს და ველოდებით რომ ვარდი ამოვა!
„როგორ უნდა ვიფიქრო კარგზე, თუ მუდმივად პრობლემები მახვევია გარს?“ – იკითხავს ადამიანი. – „აი თუ მე მივაღწევ წარმატებას, ვიშოვი ბევრ ფულს, მაშინ შევძლებ ვიზრუნო ჩემს ჯანმრთელობაზე როგორც ფიზიკურზე ისე სულიერზე, გავხდები ბედნიერი და მერე შემეძლება გავცე პოზიტივი, ვასხივო სიხარული და ბედნიერება!..“
ანუ ჩვენს ცნობიერებაში ჩამოყალიბებულია ერთგვარი სტერეოტიპი აზროვნებისა, თუ როგორ უნდა მივაღწიოთ ბედნიერებას: ჯერ საშუალება (მაგარი სამსახური, საკუთარი ბიზნესი, მდიდარი მემკვიდრეობა, ლატარიაში ფულის მოგება და ა.შ.), რომ მივიღო ყველაფერი რაც მინდოდა და ვუზრუნველყო ყველაფრით საკუთარი თავი და ოჯახი და სწორედ ეს მაქცევს ბედნიერ ადამიანად.
არადა, ყველა წარმატებული, სახელგანთქმული, მდიდარი და ჭეშმარიტად ბედნიერი ადამიანი, ვისაც კი ოდესმე რამე უთქვამს ან დაუწერია წარმატების ფსიქოლოგიაში, ერთხმად ამტკიცებს, რომ სინამდვილეში ყველაფერი პირიქითაა, რომ ბედნიერება ეს არის – საბოლოო პროდუქტი უპირველეს ყოვლისა ჩვენი აზროვნებისა და მისი ხარისხი ყოველთვის შეესაბამება იმ ძალისხმევას, რასაც ამ აზროვნების ფორმირებაზე ვხარჯავთ.
ყველაფერი ჩვენს ცხოვრებაში – ჩვენი ურთიერთობები, ჩვენი კარიერა, ჩვენი ფინანსები, ჩვენი წარმატება და ბედნიერება – დამოკიდებულია სწორედ იმ აზროვნების ფორმაზე, რომლითაც მუდმივად ვაპროგრამეთ ჩვენს ქვეცნობიერს, რომელსაც, თავის მხრივ, გააჩნია უზარმაზარი პოტენციალი ეძებოს გარემომცველ სამყაროში ყველა რესურსი, საშუალება ამ პროგრამის განსახორციელებლად.
ამიტომ, მიუხედავად ყველაფრისა, ეცადეთ მუდმივად იყოთ სულიერი სიმშვიდის, პოზიტიური განცდების მდგომარეობაში, ეცადეთ მუდმივად გასცეთ სიყვარული და სიხარული, აქციეთ ეს თქვენი ცხოვრების წესად, ირწმუნეთ რომ ამით შეძლებთ წარმატების მიღწევას და თქვენ გაოცდებით, ისე მოულოდნელად, თითქოს არსაიდან დაიწება თქვენს ცხოვრებაში საოცარო ცვლილებები: გამოჩნდებიან საჭირო ადამიანები, ხელსაყრელი გარემოებები,შემთხვევები, შესაძლებლობები და თქვენ გაგეხსნებათ გზა წარმატების მწვერვალებისკენ!
ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ თითოეული ჩვენი სიტყვა, ნააზრევი, გადატანილი ემოცია, ჩადენილი საქციელი – არის ერთგვარი ინვესტიცია, ჩადებული გარემომცველ სამყაროში, რომელიც შემდეგ, თავის მხრივ, ყველაფერს პროცენტებით გვიბრუნებს უკან.
გახდით საკუთარი წარმატებული ცხოვრების წინდახედული ინვესტორები.
სიყვარულით და მადლიერებით, ხვიჩა მებონია
P.S. დაიწყეთ წარმატებული ცხოვრების შენების საქმეში ინვესტიციის ჩადება ახლავე – გამოხატეთ თქვენი მოსაზრებები (მოწონებები, სურვილები, რეკომენდაციები და ა.შ.) კომენტარების სახით.
აგრეთვე გაუზიარეთ ეს პოსტი მეგობრებს სოციალური ქსელების მეშვეობით.
საკმაოდ მრავლის მომცველი პოსტია, რომელიც თუნდაც ერთი წამით, მაგრამ მაინც შეაჩერებს ადამიანს და საკუთარი ცხოვრების სტილზე და წესჩვეულებებზე დააფიქრებს! სამწუხაროდ ადამიანებს ბედნიერება დანიშნულების პუნქტი ჰგონიათ, იმას კი ვერ ან არ აცნობიერებენ, რომ თვით მათშია და არ არის საჭირო მისი ძებნა და დევნა. ბედნიერი უნდა იყო თითოეული წამით – დღეს, აქ და ამჟამად, ხოლო ამ შემთხვევაში კი, როგორც შენ უკვე ულამაზესად აღწერე, ეს ერთი პატარა ბედნიერება მეორეს მოიზიდავს, მეორე მესამეს და ასე შეიცვლება მათი ხასიათიც და ყოფიერებაც!!!
დიდი მადლობა ხვიჩა, სერიოზულ საპასუხისმგებლო საქმეს ჩაეჭიდე და ეს უკვე დიდი მიღწევაა. დარწმუნებული ვარ, რომ კონკრეტულად იცი რა გსურს და საით მიდიხარ! ღმერთმა დაგლოცოს, გაგახაროს და გაგაძლიეროს! 😉
“ადამიანებს ბედნიერება დანიშნულების პუნქტი ჰგონიათ” – არაჩვეულებრივია! ზუსტი და ამომწურავი შედარებაა… დიახ ბედნიერება ჩვენში აღიქმება როგორც საბოლოოდ მისაღწევი მიზანი, არადა ის მდგომარეობაა, რომელშიც ან იმყოფები, ან არა და ამის და მიხედვით ან აღწევ წარმატებას ცხოვრებაში, ან არა…
გმადლობ გიორგი! შენ ერთერთი იმ ადამიანთაგანი ხარ, ვინც არამარტო იცის როგორ უნდა იმყოფებოდეს მუდმივად “ბედნიერების მდგომარეობაში” არამედ, ვინც აგრეთვე იცის როგორ ასწავლოს ეს სხვებს…
რა მშვენიერი პოსტია, ხვიჩა და ასევე… მშვენივრად იცი, რომ ყველაფერში გეთანხმები 🙂
ბედნიერების, ახალგაზრდობის, წარმატების და ა.შ. ელექსირი სწორედ იმ ცოდნაშია, ამ სტატიაში რომ უზიარებ მკითხველს. ცოდოა ადამიანი ამ ცოდნის გარეშე. ყოველთვის გული მტკივა, როცა ვუყურებ ყოველდღიურად რამდენი არაჩვეულებრივი, ნიჭიერი, წესიერი ადამიანი ექცევა ნეგატიური ემოციებისა და გარემოებების მიერ ოსტატურად დაგებულ ხაფანგში, თანაც, ისე, რომ წარმოდგენაც კი არა აქვს ამის შესახებ.
თავის დროზე, როგორც ბევრმა სხვამ, ეს საკუთარ თავზე გამოვცადე. იმდენად მგრძნობიარე და დაუცველი ვიყავი ყოველგვარი ნეგატივისგან, საკუთარი თავი და ცხოვრება კინაღამ საბოლოოდ გავანადგურე. ახლა ვინც მიცნობს, ამას ალბათ ვერ დაიჯერებს 🙂 ერთ მშვენიერ დღეს კი, უბრალოდ, მომწყინდა… რეალობას თვალებში ჩავხედე და ვთქვი: მორჩა, ასე გაგრძელება აღარ შეიძლება, ეს გზა იქ არ მიდის, სადაც მისვლას ვისურვებდი და… მიმართულება შევიცვალე. აი, ასე, უცებ: როგორც შენ სიგარეტის მოწევას დაანებე თავი 🙂
მას შემდეგ ყოველ დილას ვაკეთებ ერთსადაიმავე არჩევანს… ბედნიერების, პიროვნული სრულყოფისა და თვითრეალიზაციის, ჯანმრთელობის, სიმშვიდის, კეთილდღეობის სასარგებლოდ და მჯერა, ადამიანის ცხოვრების ხარისხს, პირველ რიგში, მისი არჩევანი განსაზღვრავს. შენც და შენს მკითხველსაც (მათ შორის, საკუთარ თავს) მთელი გულით ვუსურვებ სწორი არჩევანის გაკეთებას… ყო-ველ-დღი-უ-რად! გზიდან არ გადაგვეხვიოს და “დაუკრეფავში” არ გადავსულიყავით 🙂
შეანიშნავია ქეთევან! შენი კომენტარისგან ცალკე პოსტი გამოვიდოდა!
დიახ, ადამიანები ყოველდღე ვაკეთებთ არჩევანს. ჩვენ ყოველ დილით ან ვეუბნებით ჩვენს თავს, სამყაროს რომ ჩვენი არჩევანი დღეს არის “ბედნიერების, პიროვნული სრულყოფისა და თვითრეალიზაციის, ჯანმრთელობის, სიმშვიდის, კეთილდღეობის სასარგებლოდ” ( 🙂 ) როგორც ამას შენ ამბობ და აკეთებ ან არ ვაკეთებთ ამას და სწორედ ეს არის ჩვენი არჩევანი, რომელსაც უკვე საპირისპირო მიმართულებით მივყავართ, ოღონდ უმრავლესობა ვერ ვხვდებით ამას…
შენი გამოცდილება, შენი ცოდნა ქეთევან უდიდესი ფასეულობაა და უღრმესი მადლობა კიდევ ერთხელ რომ მას ასე უშურველად გვიზიარებ!
და რა თქმა უნდა მადლობა რომ შენი კომენტარებით ძალიან დიდი სტიმულს მაძლევ 🙂
გამარჯობა ხვიჩა,
მე პირადად ძალიან მომეწონა პოსტი. ერთ–ერთი რაც ყველაზე ძალიან მომწონს თქვენს პოსტებში (რათქმაუნდა მათი შინაარსი პირველ რიგში) არის წერის მანერა, სტილი, როგორც გინდათ ისე დავარქვათ. ძალიან სასიამოვნო და ადვილად წასაკითხია. ჩემი აზრით ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს!
მომიტევეთ, მაგრამ ბიოველებთან და მათ გავრცელებასტან დაკავშირებით ვერ დაგეთანხმებით, უფრო გეთანხმებით იმაში, რომ ჩვენი ნეგატაიური აზროვნებით, თუ ფიქრებით ზემოქმედებას ვახდენთ ჩვენს ქვეცნობიერზე და შემდეგ ეს ყველაფერი როგორც თქვენ ლამაზად გაქვთ აღწერილი, სამწუხაროდ ზეგალენას ახდენს ჩვენს და ჩევნს გარშემო მყოფების ცხოვრებაზე!
დიდი მადლობა საინტერესო პოსტისთვი!
მოგესალმები გიორგი!
მოხარული ვარ, რომ დაგაინტერესათ ჩემმა სტატიებმა, და უღრმესი მადლობა თქვენი მოსაზრებების კომენტარებში დაფიქსირებისთვის!
რაც შეეხება ადამიანის გარშემო გარკვეული ენერგიის ველის არსებობას: თუ თქვენ გჯერათ, რომ ჩვენი აზროვნების ძალით შეგვიძლია მოვახდინოთ ზეგავლენა ჩვენს ქვეცნობიერზე, რომელსაც თავის მხრივ შეუძლია მიზეზ–შედეგობრივ კავშირში შევიდეს გარემომცველ სამყაროსთან, მაშინ ჩვენ ბევრი საერთო გვქონია და მე ძალიან მიხარია კედევ ერთი თანამოაზრის შეძენა, ხოლო თანამოაზრეებს კი ყოველთვის შეუძლიათ საერთო ენის გამონახვა იმ საკითხზც კი რომელზეც შეიძლება განსხვავებული შეხედულებები ჰქონდეთ. 🙂
ხვიჩა, ჩემო კარგო, წავიკითხე და იდეაში კარგი და მისაღებია, მაგრამ მე მაინც უფრო მარტივად შევხედავდი ამ ყველაფერს. იქნებ ბედნიერების პოვნას არ ჭირდება ამდენი თეორია, იქნებ ის საძებარიც არ არის და სულ ახლოსაა, მაგრამ სიამაყე თუ არ ვიცი კიდევ რა, არ გვაძლევს, იმის უფლებას რომ ვიპოვოთ ჩვენი წილი ბედნიერება, შევირგოთ და გავიხაროთ.
ხვიჩა, წარმატებულად და ბედნიერად მოიწყვე ცხოვრება, ოღონდ მარტო ფეისბუკზე არა…
კეთილი იყოს შენი ფეხი ამ ბლოგზე ქეთი!
მადლობა ღმერთს და მადლობა შენ, რომ როგორც იქნა გადმოინაცვლა შენმა კომენტარებმა ტელეფონიდან და ფეისბუკიდან ამ ბლოგზე 🙂
რაც შეეხება ქვეტექსტებს კომენტარში – ძალიან მსიამოვნებს რომ გამუდმებით ჩემზე ზრუნვაში ხართ ჩემი მეგობრები, ოღონდ მაცალეთ ბატონო, ჯერ საკმაოდ ახალგაზრდა ვარ და ყველაფერი წინ მაქვს, ვიზამ მაგ საქმესაც და დამშვიდდებით თქვენც და მეც 🙂
საინტერესო და დამაფიქრებელი პოსტია.ჩემი რწმენით და გამოცდილებით სინამდვილეს შეესაბამება.მაგრამ სამწუხაროდ ადამიანები ყოველდღიურად ვაბინძურებთ ჩვენს ქვეცნობიერს და არ ვფიქრობთ მის სავალალო შედეგებზე.
დიახ მზია, თქვენ ზუსტად გადმოეცით არსი: “ვაბინძურებთ ქვეცნობიერს!”
ჩვენ ყოველდღე ვიხედებით სარკეში და ფეხსაც არ გავადგამთ გარეთ სანამ არ მოვიწესრიგებთ გარეგნობას, მაგრამ რატომღაც არ ვიხედებით საკუთარ თავში, არ ვარკვეთ რა ხდება ჩვენს გონებაში და არ ვზრუნავთ მის გასუფთავებაზე იმ ნაგვისგან, რომლითაც სისტემატიურად ვაბინძურებთ მას ჩვენივე დაუდევრობით…
უღრმესი მადლობა, რომ ასე შინაარსიანად ერთვებით ბლოგის საქმიანობაში. თქვენი მოსაზრებები ძალზე მნიშვნელოვანია, რადგან თქვენეული ხედვები პრობლემებისა, მარწმუნებს იმაში, რომ თქვენ ასევე აქტიურად შეგიძლიათ ჩაერთოთ ამ პრობლემების მოგვარების გზების ძიების პროცესში!
ძალიან სასარგებლო და დამაფიქრებელი პოსტია. მადლობთ
მადლობა შენ დავით, რომ პირველივე დღიდან აქტიურად ჩაერთვე ბლოგის საქმიანობაში 🙂
საკმაოდ საინტერესოდ, ლამაზად და კარგი ენით არის გადმოცემული სათქმელი 🙂 მე პირადად სახარებისეული სწავლება ამოვიკითხე თქვენს ამ პოსტში 🙂 როგორც ქრისტემ იქადაგა ”სასუფეველი ცათა იიძულების” (და კიდევ სხვა ბევრი რამ ”მიუხედავად ყველაფრისა, ეცადეთ მუდმივად იყოთ სულიერი სიმშვიდის, პოზიტიური განცდების მდგომარეობაში, ეცადეთ მუდმივად გასცეთ სიყვარული და სიხარული, აქციეთ ეს თქვენი ცხოვრების წესად, ირწმუნეთ რომ ამით შეძლებთ წარმატების მიღწევას” :)).
საჭიროა მივიღოთ გადაწყვეტილება და მუდმივ მოქმედებაში ვიმყოფებოდეთ, ვაიძულოდ საკუთარი თავი, ვაჯობოთ მას და ვაკეთოთ ყოველივე სასარგებლო, სანამ ეს ჩვევად არ გვექცევა.გავაღოთ ჩვენი სულისა და გონების დახშული კარები და შემოვუშვათ ნათელი.
დიდი მადლობა ამ პოსტისთვის :))
“საჭიროა მივიღოთ გადაწყვეტილება და მუდმივ მოქმედებაში ვიმყოფებოდეთ, ვაიძულოდ საკუთარი თავი, ვაჯობოთ მას და ვაკეთოთ ყოველივე სასარგებლო, სანამ ეს ჩვევად არ გვექცევა.გავაღოთ ჩვენი სულისა და გონების დახშული კარები და შემოვუშვათ ნათელი.”
არაჩვეულებრივია ნათია! თუნდაც მარტო ამ სიტყვების გაგონებად ღირდა ამ ბლოგის შექმნა!
ძალიან მიხარია რომ ინეტის “თვალუწვდენელ” სივრცეში თქვენსავით მოაზროვნე ადამიანს გადავაწყდი!
ურღმესი მადლობა, თქვენი აქტიურობისა და ასეთი, ღრმად შინაარსიანი კომენტარებისთვის!
ძალიან საინტერესო პოსტია! მთელი ჩემი განვლილი ცხოვრება მეც იმ ადამიანებს შორის ვიყავი, რომლებიც მართლა უსასრულოდ ეძებენ ბედნიერებას და გონიათ რომ ის სადმე უნდა იდოს მიხვიდე და აიღო! ჩემი აზრით ბედნიერება არის საკუთარი თავის პოვნა, საკუთარი დანიშნულების გამოვლენა და რაიმე ფასეულის შექმნა! წარმატებეს გისურვებ ხვიჩა!
გმადლობ კონსტანტინე!
შენი და შენი მეგობრების საქმიანობა ნათელი დადასტურება და ამავე დროს მაგალითია იმისა, თუ როგორ უნდა იპოვო ადამიანმა საკუთარი თავი, დანიშნულება ამ სამყაროში და იარო წარმატების გზით!
bednieria is vinc erti gmertis mschvidobian karavschi schedzlebs am udabnoschi gadahrdilebas hemi azrit swored im karvis povnis survilschia bedniereba
ჩვენ ვიპოვით იმ კარავს “სევე” 🙂 ოღონდ მოიშორე ნიღაბი, თორემ ასე “მთვარეზე ვერ გავფრინდებით” 😀
tu mentalurad ar xar mzad, ufalmac rom gickalobos kvelaperi, rasac bednierebad tvli, mainc dakargav. bednierebac da ubedurebac ibadebian shesabamisi azrovnebis shedegad.
Xvicha, mikvirs da mixaria. turme ramdeni chemnairi gizhi arsebobs.
პირდაპირ მიზანში ურტყამ მარიკა! ძლიან მიხარია 🙂
აი “გიჟმა” კი შემდეგი სტროფები გამახსენა (თუ არ ვცდები შოთა ნიშნიანიძისაა) :
“ერთხელ გიჟმა თქვა: სულ ფუჭია თქვენთან კამათი, სიმცირის გამო სიმართლეშიც ვერ გექიშპებით. უმრავლესობა ჩვენ რომ ვიყოთ, მაშინ ნახავდით – ვის ერქმეოდა ჭკვიანები და ვის გიჟები”
დიახ ჩვენ დღეს უმცირესობაში ვართ მარიკა 😀 მაგრამ ამავე დროს ჩვენვე შეგვიძლია ძალთა ასეთი თანაფარდობის შეცვლა! 🙂
მართლაც რომ, ძალიან გამოსაყენებელი და დამაფიქრებელი პოსტია.. მე პირადად, გავაანაიზე მთელი ჩემი ცხოვრება… დიდი მადლობა ამისთვის…
მადლობა თქვენ, მარია, რომ გვესტუმრეთ და თანაც გამოგვეხმაურეთ! კეთილი იყოს თქვენი “ფეხი” ამ ბლოგზე. ხშირად გვესტუმრეთ და მე ჩემის მხრივ გპირდებით, რომ აქ ყოველთვის იპოვით საინტერესო და სასარგებლო მასალებს 🙂
“ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ თითოეული ჩვენი სიტყვა, ნააზრევი, გადატანილი ემოცია, ჩადენილი საქციელი – არის ერთგვარი ინვესტიცია, ჩადებული გარემომცველ სამყაროში, რომელიც შემდეგ, თავის მხრივ, ყველაფერს პროცენტებით გვიბრუნებს უკან.”
საინტერესო და სასარგებლო სიტყვებია!!!:))
გმადლობთ ნიკოლოზ! ძალიან მიხარია, რომ დაგაინტერესათ. ეს ნიშნავს, რომ კიდევ ერთი თანამოაზრე გამოჩნდა ინეტის თვალუწვდენელი სივრცის ჰორიზონტზე 🙂
ბედნიერება დამოუკიდებელია პრობლემებისგან,სირთულეებისგან,დაცემებისგან…მე ბედნიერი ვარ რომ მაქვს პრობლემები! ე.ი. ცოცხალი ვარ! მე ბედნიერი ვარ, რომ გავდივარ სირთულეებს! ე.ი. მე ვიწრთვნები! მე ბედნიერი ვარ ,რომ ვეცემი! ე.ი. წამოვდგები და ეს წამოდგომა იქნება თავდაჯერებული, გაწრთვნილი, ცოცხალი ადამიანის წამოდგომა…
თუ პრობლემები გაქვს, ყველა წარუმატებლობაზე დეპრესია გემართება და გამუდმებით ტირი და ამ დროს ცდილობ იყო ბედნიერი ე.ი. უწყლო უდაბნოში მირაჟის შექმნას ცდილობ;მაგრამ თუ ხარ უბრალოდ ბედნიერი და ხალასი, რაც არ უნდა შეგემთხვას ყველაფერს მოერევი, რადგან პოზიტივი ყოველთვის იმარჯვებს!…უღრმესი მადლობა საინტერესო პოსტებისთვის.
ნატალია, თქვენი ყოველი კომენტარი ერთგვარი “მინი” პოსტია, საოცრად შინაარსიანი და სასარგებლო ინფორმაციით… იგრძნობა, რომ გამოცდილებაც დიდი გაქვთ, სათქმელიც ბევრი და “თქმაც” არაჩვეულებრივად გეხერხებათ… 🙂
ძალიან მიხარია, რომ კიდევ ერთი არაჩვეულებრივი ადამიანი შეემატა ამ ბლოგის სტუმართა რიგებს!
უღრმესი მადლობა! 🙂
ძალიან კარგი ტექსტია. მსგავსი რამ არის “the secret”-ში და ვეთანხმები. მაგრამ რთული შესასრულებელია.
სრულიად გეთანხმებით ნიკოლოზ, რთულია… მაგრამ არა – შეუძლებელი 🙂
გმადლობთ, რომ მესტუმრეთ და თანაც საკუთარი აზრი დააფიქსირეთ.