ჯუჯა თუ გიგანტი? – არჩევანი თქვენზეა

იაპონელებს გამოჰყავთ საინტერესო ფორმის მცენარე – „ბონსაი.“ ეს არის ჯუჯა ხე ქოთნებში. ის ძალიან ლამაზია, აქვს იდეალური ფორმები და პროპორციები.თუმცა მისი სიმაღლე მხოლოდ რამოდენიმე სანტიმეტრს აღწევს…

კალიფორნიაში ხარობს გიგანტური ხეების ჯიში, რომლებსაც „სეკვოიას“ ეძახიან. ამ ხეების უმრავლესობას სახელებიც კი აქვს. მაგალითად ერთ–ერთს ჰქვია „გენერალი შერმანი.“ ის სიმაღლეში 83 მეტრია, ხოლო მისი ტანის გარშემოწერილობა 24 მეტრს აღწევს.

ეს დიდებული გიგანტი იმდენად დიდია რომ, თუ მისგან მასალას დაამზადებდნენ, ამ მასალით აშენდებოდა 35 საშუალო ზომის კერძო სახლი…

არადა იყო დრო, როცა ჯუჯა – ბონსაი და გიგანტური სეკვოია ერთი და იგივე ზომების იყვნენ. მათი სათესლე მარცვლები, თითოეული დაახლოებით 1/100 გრამს იწონის. მიუხედავად ამისა, „მოწიფულბის ასაკში“ მათ შორის, ზომებით, კოლოსალური განსხვავებაა.

ასეთი განსხვავება კი მომდინარეობს იმ განსხვავებული გაკვეთილებიდან, რომლებსაც ეს ხეები იღებდნენ ცხოვრებიდან.

ბონსაის ხის ყლორტს, მიწიდან თავს გამოყოფს თუ არა, მაშინვე ამოაძრობენ ძირიანად და აჭრიან მთავარ საფესვე არტერიას, ასევე რამოდენიმე გვერდით, მკვებავ ფესვს და ამით ხელოვნურად აჩერებენ მისი ზრდის პროცესს. შედეგად ვღებულობთ მინიატურულ, ლამაზ, ელეგანტურ, მაგრამ მაინც ჯუჯა ხეს.

მომავალი „გენერალი შერმანის“ თესლი კი მოხვდა კალიფორნიის ნოყიერ ნიადაგში, საიდანაც ის იკვებებოდა სხვადსხვა მინერალებით და ორგანული ნივთიერებებით, წვიმის წყლით და მზის სხივებით. შედეგად გაიზარდა გიგანტური ხე.

არც ჯუჯა ბონსაის და არც გიგანტურ სეკვოიას არ ჰქონდათ არჩევანის გაკეთების საშუალება.

თქვენ კი გაქვთ!

თქვენ შეგიძლიათ იყოთ იმდენად პატარა ან იმდენად დიადი, რადენადაც თვითონ მოისურვებთ. თქვენ შეგიძლიათ იყოთ ბონსაი ან იყოთ „გენერალი შერმანი“. თქვენი რწმენა და საკუთარი თვითშეფასება, – ის თუ როგორს ხედავთ საკუთარ თავს, – განსაზღვრავს თქვენს მომავალს. განსაზღვრავს იმას, როგორი იქნებით: ჯუჯა თუ გიგანტი.

არჩევანი – თქვენზეა.

სიყვარულით და მადლიერებით, ხვიჩა მებონია

წიგნიდან: “До встречи на вершине” – Зиг Зиглар

8 thoughts on “ჯუჯა თუ გიგანტი? – არჩევანი თქვენზეა”

  1. გამარჯობა  ხვიჩა, მინდა მადლობა გადაგიხადოთ ასეთი საინტერესო და შემეცნებითი სტატიებისათვის,სიამოვნებით ვკითხულობ, რაღაც ნაცნობია, რაღაც აუცილებლად დაგაფიქრებს და ახლებურად დაგანახებს საკუთარ შესაძლებლობებს , გეთანხმები , რწმენა და საკუთარი თვითშეფასება ნამდვილად განსაზღვრავს ჩვენს მომავალს, რაც ნამდვილად არჩევანის შემთხვევაში გამართლების საშუალებაა, თუმცა, რეალურად უნდა შეგვეძლოს საკუთარი შესაძლებლობების შეფასება, რათა წარმატება გიგანტების კვალობაზე ღირსეულად იყოს მოპოვებული და შემდგომში გამართლებული.

    პასუხი
    • გამარჯობა მანანა.  უღრმესი მადლობა, რომ მეწვიეთ და საკუთარი მოსაზრებებიც გაგვიზიარეთ 🙂

      ბოდიშს გიხდით, რომ თქვენი კომენტარი რატომღაც სპამში მოხვედრილა. წერილებს თვითონ სისტემა ახარისხებს ავტომატურად, ჩემი ჩარევის გარეშე და ხანდახან ურევს ხოლმე 🙂

       

      პასუხი
  2. რაზე დავფიქრდი, იცი, ხვიჩა? ბონსაიც ხომ ძალიან ლამაზია 🙂 (ვგიჟდები ამ ჯუჯა ხეებზე) და რაბინდრანათ თაგორი გამახსენდა (ძალიან ხშირად მახსენდება ხოლმე): “ბალახის ღერი რომ ხისოდენა იზრდებოდეს, მიდამო საამო მწვანით არ დაიფარებოდა”. მოკლედ, გეთანხმები: მთავარი სწორედ არჩევანია და ის, რომ ეს არჩევანი გარედან არ იყოს ნაკარნახევი, თავს მოხვეული, ხოლო რასაც შენით ირჩევ, რაშიც შენს სულს და შრომას ჩადებ, ყველაფერი მშვენიერი გამოდის ხოლმე, როგორც, მაგალითად, აი, ეს პოსტი :). გმადლობთ 🙂

    პასუხი
    • გმადლობ ქეთევან 🙂 სრულიად გეთანხმები…ამიტომაც გამოდის ყველაფერი, რასაც შენ აკეთებ მშვენიერი 🙂

      პასუხი
  3. დიდი მადლობა ხვიჩა საინტერესო პოსტებისა და სტატიებისთვის 🙂

    პასუხი
    • უღრმესი მადლობა თათა, სტუმრობისა და საკუთარი შთაბეჭდილებების გაზიარებისათვის 🙂

      პასუხი
  4. საინტერესოა და დამაფიქრებელი… იქნებ, ბევრს უნდა გიგანტი იყოს, მაგრამ ის ნოყიერი ნიადაგი აკლია…:(

    პასუხი
  5. chveni cxovreba aris mxolod shecdomebi da meti araferi. unda gamovricxot shecdomebi da viswavlot swori gadawyvetilebebis migeba, unda gadavwyvitot ise rogorc momavalshi iqneba kargi da gamosadegari chveni gadawyveyileba da ara is tu dges rogor magachnia sworad. mtavaria momavali!!!tore awmyo yoveldge warsulia, warsuli romelsac sinanulit gavixsenebt da vegar shevcvlit. albat yvelas gagigiat meti ra shegrcheba am cxovrebidano, es dzalian cudi azrovnebaa…..mase vinc cxovrobs bolos araferi rcheba da eqneba nuli shedegi bolos, bolos sadac dros vegar dabrunebs tumca dzan endomeba da tavis tavic shezizgdeba, ramdeni icxovra da ra carelaa yvelanairad.

    პასუხი

Leave a Comment

Comment moderation is enabled. Your comment may take some time to appear.