ყველაზე მომაკვდინებელი შხამი!

infi

რას ფიქრობთ, რომელია ყველაზე სახიფათო შხამი  დედამიწაზე?

Read more

გენიოსების საიდუმლო

kosmiuri kultura

დღეს ეჭვი აღარავის ეპარება, რომ არსებობს მასობრივი კულტურა და ელიტარული კულტურა.

წიგნები, რომლებიც მილიონიანი ტირაჟით გამოდის და წიგნები, რომელთა 100 ეგზემპლარის გამოცემაც  საკმარისია.

გიგანტური მოედნები, რომლებიც 10 000-ობით  პოპმუსიკის მსენელს იტევს და პატარა  საკონცერტო დარბაზები  კამერული მუსიკის მოსასმენად.

კომიკსების მილიონიანი ტირაჟი და  სახვითი ხელოვნების მშვენიერი ალბომები, რომელთა ფასები მთელ მსოფლიოში იმდენად მაღალია, რომ აუცილებელია კარგად გესმოდეთ მათი ღირებულება, რათა თავს უფლება მისცეთ, შეიძინოთ ისინი.

არსებობს მიწიერი და კოსმიური კულტურა.  ადამიანი – ეს ხომ კოსმიური სულია, მოთავსებული მიწიერ სხეულში. ამიტომ მიწიერი და კოსმიური კულტურის მიზნები სხვადასხვაა.

მიწიერი კულტურის მიზანი სხეულის მოფერება და ლოიალობაა, მიწაზე ბიოლოგიური სხეულის მიჯაჭვა და ამ  ბიოლოგიური სხეულის  უკანასკნელ ზღვარამდე  გაძღომაა, რათა შექმნას საშუალო ხატი ადამიან-პიროვნებისა და განსაზღვროს მისი (პიროვნების)  ძირითადი მოთხოვნები.  პიროვნებამ უნდა იაზროვნოს სტერეოტიპულად და  იმოქმედოს დანარჩენი საშუალოდ არსებულთა პიროვნებების სასარგებლოდ.  ამიტომ კულტურა მათთვის ასე გახსნილად იწოდება „მასობრივ კულტურად“.  ხოლო საინფორმაციო წყარო, რომელიც  მათ უნდა მიიიღონ, იწოდება „მასობრივი ინფორმაციის საშუალებებად“…    

Read more

ანტუან დე სენტ ეკზიუპერის ლოცვა

რუბრიკა: დიდი ადამიანები

 

ღმერთო, მე გთხოვ არა სასწაულებს და მირაჟებს არამედ ყოველი დღის ძალას. მაზიარე პატარა ნაბიჯების ხელოვნებას.

მაქციე დაკვირვებულად, რომ ყოველდღიურობის მრავალფეროვნებაში დროულად შევჩერდე იმ აღმოჩენებზე და გამოცდილებაზე, რომლებმაც ამაღელვეს.

მასწავლე ჩემი ცხოვრების დროის სწორად განკარგვა. მაჩუქე უნარი, რომ გავარჩიო პირველხარისხოვანი მეორეხარისხოვანისაგან.
ekziuperi
მე გთხოვ მომცე ზომიერების და თავშეკავების ძალა, რომ გონივრულად ვგეგმავდე ჩემს ყოველ დღეს, შემეძლოს მწვერვალების დანახვა და ხანდახან მაინც მრჩებოდეს დრო ხელოვნებით ტკბობისთვის.

დამეხმარე გავიგო, რომ არა აქვს მნიშვნელობა ოცნებებს წარსულზე და მომავალზე, დამეხმარე ვიყო აქ და ამჟამად და აღვიქვა ეს წუთი როგორც ყველაზე მნიშვნელოვანი.   

Read more

ფინანსების მოცარტის 14 რჩევა მათთვის, ვისაც სურს გაზარდოს საკუთარი შემოსავლები

ის აღიარებულია ევროპის საუკეთესო კონსულტანტად და ტრენერად ფინანსების სფეროში.

ის არის ყველაზე წარმატებული ავტორი მთელ მსოფლიოში მათ შორის, ვისაც კი რამე დაუწერია ფულზე და ფინანსებზე.

მისი ყველა წიგნი ბესტსელერია. მათგან ყველაზე პოპულარულები კი „გზა ფინანსური დამოუკიდებლობისაკენ“ და „მანი, ანუ ფულის ანაბანა“ თარგმნილია 30-ზე მეტ ენაზე და ათეულ მილიონობით ეგზემპლიარად არის გაყიდული მთელ მსოფლიოში.

მის თითოეულ სემინარს ათასობით ადამიანი ესწრება. მოსკოვში მისი ვიზიტის დროს სემინარზე დასწრების მსურველთა რაოდენობამ კი ისეთ ციფრებს მიაღწია, რომ ორგანიზატორებს მოუწიათ ოლიმპიური სტადიონის დაქირავებამ, სადაც 35 ათასი ადამიანი შეიკრიბა.

მისი მოსწავლეების აბსოლუტური უმრავლესობა წარმატებული ადამიანი გახდა და მათ შორის ათასზე მეტი მილიონერია.

ეს კაცი გახლავთ გერმანელი მულტიმილიონერი მწერალი, ბიზნესმენი, ინვესტორი, ტაიმენეჯმენტისა და ფინანსების სფეროს შეუდარებელი პრაქტიკოსი და ვირტუოზი-ბოდო შეფერი, რომელსაც მსოფლიოში ყველაზე ხშირად მოიხსენიებენ თანამემამულეების მიერ შერქმეული სახელით – „ფინანსური მოცარტი“

bodo-shefer

მე გადავწყვიტე დროდადრო გამოვაქვეყნო ამ ბლოგზე მისი რჩევები და კონსულტაციები  ფულისა და დროის მენეჯმენტის თემებზე და ამ პროექტის ფარგლებში გთავაზობთ პირველ პუბლიკაციას, რომელშიც აღწერილია ბოდო შეფერის 14 რჩევა იმ ადამიანებისთვის, რომელბსაც სურთ საკუთარი ხელფასის და ზოგადად შემოსავლების გაზრდა.

მაშ ასე, ფინანსების მოცარტი გვირჩევს:

Read more

მონობიდან მბრძანებლობამდე, ანუ რაშია წარმატების ჯადოქრობა?

კაიროს ე.წ. „მკვდართა ქალაქში“ რამოდენიმე ყველაზე ცნობილი ადამიანის უკანასკნელი განსასვენებელია.  მათგან ერთ–ერთში განისვენებს ალი ბეი ალ ქაბირი – ეგვიპტის ყველაზე სახელგანთქული მმართველი. ისტორიკოსები მას ახალი ეგვიპტის ფუძემდებლად მოიხსენიებენ, ხოლო მადლიერი თანამემამულეები კი „ქარბუქთა დამაოკებელს“ და „ორი ზღვის ყაენს უწოდებდნენ.“

მისი საფლავის პირდაპირ აღმართულია მავზოლეუმი, სადაც განისვენებს „კაიროს თეთრ განძად“ წოდებული ნაფისა ხანუმი – უმშვენიერესი ცოლი დიდი ალი ბეისა. ქალი რომელმაც სიცოხლეშივე დაატყვევა მთელი აღმოსავლეთის სამყარო თავისი სილამაზით, გონიერებითა და განსწავლულობით, ქალი, რომლის გამბედაობამაც ქედი მოახრევინა ამაყ ნაპოლეონ ბონაპარტეს, ხოლო მისი დიპლომატიური ნიჭის წყალობით შესაძლებელი გახდა ფრანგებისა და  მამელუქი ბეგების შერიგება და ამ უკანასკნელთა მშვიდობიანი დაბრუნება ქაიროში, რომლის გამოც ნაფისა ხანუმს თანამედროვეებმა კიდევ ერთი ზედმეტსახელი „უმალ მამალიკ“ (მამლუქთა დედა) შეარქვეს.   

Read more