ოქრო თუ ნაგავი? – ანუ, ვინ რას უზიარებს გარშემომყოფებს

oqro-tu-nagavi

ხანდახან გვეჩვენება, რომ გარშემომყოფებს არ ესმით, თუ რამდენად კარგი ადამიანი ვართ, ვერ ამჩნევენ ჩვენს ღირსებებს. რა არის ამის მიზეზი? 

იქნებ ის, რომ სინამდვილეში ეს ასე არ არის? იქნებ არც გვაქვს არანაირი ღირსებები? ან შეიძლება ადამიანებს არ აქვთ უნარი შეამჩნიონ ისინი?

ახლა მე ადამიანებში ძირითადად მხოლოდ კარგს ვხედავ. ოღონდ,  ყოველთვის კი არ ვიყავი ასეთი. თუნდაც ერთი წლის წინ. მაგრამ შემდეგ ჩემში რაღაც შეიცვალა და მე დავიწყე ადამიანებში უმეტეს შემთხვევაში კარგის დანახვა. უფრო მეტიც, მე შევამჩნიე, რომ ჩემს გვერდით ადამიანები ისხნებიან და ავლენენ ყველაფერს საუკეთესოს, რაც მათშია.   

ადამიანები ყველაფერს ხედავენ. ისინი ხედავენ იმასაც თუ როგორი კარგი პიროვნება ხართ სინამდვილეში. მაგრამ არ სურთ თქვენი საუკეთესო თვისებების შემჩნევა და აღიარება.

თუ ისინი აღიარებენ, რომ თქვენ სინამდვილეში ძალიან კარგი ადამიანი ხართ, რომ თქვენ შეიძლება ბევრად უკეთესი ხართ ვიდრე თვითონ, მაშინ მოუწევთ თვითონაც შეიცვალონ უკეთესობისაკენ, რომ  თქვენი ღირსნი გახდნენ.

მაგრამ ამას ხომ საკუთარ თავზე მუშაობა დასჭირდება. და რომ არ გამოუვიდეთ? ამიტომ უმჯობესია არ შეამჩნიონ თქვენი ღირსებები. ჯობია ეცადონ თქვენს პროვოცირებას, რომ რაც შეიძლება მეტი ნაკლოვანებები გამოაჩინოთ. მათთვის ასე უფრო ადვილია.

ადამიანებისთვის უფრო ადვილია განაწყენება, ჩვენება იმისი რომ თქვენ მათი რაიმე გმართებთ. სწორედ წყენისა და სამართლიანობის გრძნობების მეშვეობით ისინი უფრო მარტივად იღებენ თქვენგან იმას, რაც სურთ. ასეთ დროს ხომ მათ არ უწევთ საკუთარ თავზე ძალის დატანება, რომ შეიცვალონ უკეთესობისაკენ  და ამოვიდნენ ტალახიდან, რათა თქვენ გაგიტოლდნენ. მათთვის შედარებით უფრო ადვილია თქვენც ტალახში ჩაგითრიონ.

საერთოდ, ეს ყველაფერი თამაშია, სანამ თქვენ ჩართული ხართ ამ თამაში, ყველაფერი ასეც იქნება. მაგრამ რაღაც მომენტში გრძნობთ, რომ შეგიძლიათ იცხოვროთ სხვანაირად და გსურთ თავი დაანებოთ იმ თამაშს რომელიც სხვებმა მოგახვიეს თავზე. ამ თამაშს ჰქვია: ტალახი თუ ოქრო?“

მისი არსი მდგომარეობს შემდეგში: ადამიანი ყოველთვის თან დაათრევს ორ ტომარას, რომელთაგან ერთში ოქროა, მეორეში კი ტალახი. და ვისაც რა უფრო მეტი აქვს, იმას უზიარებს სხვებს.

დავუკვირდეთ, როგორ მიდის ადამიანების ურთიერთობა.

ხვდება ერთმანეთს ორი ადამიანი და ერთი ეკითხება მეორეს – როგორ ხარ?

მეორე ამბობს: ერთი წუთით, მოიცა – იღებს იმ ტომარას, რომელიც უფრო დიდია და იწყებს იმის გაზიარებას, რაც მასში აქვს. უმრავლეს შემთხვევაში ეს სწორედ ის არის, რისი გაზიარებაც არ ეზარებათ.

ის იღებს ტალახს ტომრიდან და იწყებს პირველის მოთხვრას ამ ტალახით: ოჯახში ცუდად ვართ, სამსახურშიკიდევ უარესად და ა.შ.

პირველი იღებს თავის ტომარას და ამბობს: მოიცა, შენ ჯერ ჩემი ტალახის სიმყრალე არ გიგემია და იწყებს თავისი ტალახით მეორის მოთხვრას.

ასე არის მიღებული. ასეც ურთიერთობენ.

მაგრამ რა მოხდება თუ ერთ–ერთი დაიწყებს ტალახის ნაცვლად ოქროების გაზიარებას?

იმისთვის, რომელიც ტალახს ისვრის, ეს ყველაფერი გახდება უინტერესო და თავისი გზით წავა, ან, თუ სურს დარჩეს თქვენთან, მაშინ თავის ტალახიან ტომარასაც ოქროს ტომრით შეცვლის და დაიწყებს თვითონაც ოქროს გაზიარებას.

მაგრამ თუ თქვენ არ გეყოფათ მოთმინება, როცა თანამოსაუბრე დააძრობს ტალახიან ტომარას და იგივეთი უასუხებთ, მაშინ დამარცხებისთვის ხართ განწირული. თამაში როგორც არ უნდა გაგრძელდეს, შედეგი ერთი და იგივეა – თქვენ რჩებით ტალახში მოთხვრილი, ამასთან უკვე ვერც გაარჩევმოწინააღმდეგის, თუ საკუთარში.

ამიტომ, ყოველთვის ეცადეთ სხვებს მხოლოდ ოქრო გაუზიაროთ და თქვენს გარშემო თანდათან ანალოგიური ოქროსტომრიანი ადამიანები შეიკრიბებიან.

როცა თქვენ წარმოაჩენთ თქვენს საუკეთესო თვისებებს და გარშემომყოფებს უზიარებთ, ამით მათაც ეხმარებით, რომ გაიხსნან. ზოგიერთებისთვის ეს შეიძლება უინტერესო ან/და მიუღებელი აღმოჩნდეს და ისინი წავიდენ თქვენგან, შეიძლება სამუდამოდაც, მაგრამ მათ მაგივრად მოვლენ სხვები, რომლებიც სინამდვილეში გჭირდებოდათ…

ჩვენ ჯერ გავცემთ და მხოლოდ ამის შემდეგ ვღებულობთ. უმრავლესობა გაცემას აღიქვამს როგორც დანაკარგს და უკან ითხოვს იმის ზუსტ ასლს რაც გასცა.

ნუ გეშინიათ იყო გულწრფელი. უნდა ისწავლოთ სიმართლის თქმა ყოველგვარი თავის მართლებისა და დადანაშაულების გარეშე. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ბავშვებს შეუძლიათ ამის კეთება. ამიტომაც ბავშვები ყველას უყვარს.

და ბავშვებიც მუდამ ოქროს აფრქვევენ ირგვლივ…

 

სიყვარულით და პატივისცემით, ხვიჩა მებონია

 

წყარო: http://vladimir-fay.ru

 

P.S. თქვენს ცხოვრებაში რა ხდება? უფრო ხშირად რას უზიარებთ გარშემომყოფებს და/ან რას გიზიარებენ ისინი? 


 

 

12 thoughts on “ოქრო თუ ნაგავი? – ანუ, ვინ რას უზიარებს გარშემომყოფებს”

  1. XVICHA  ME  YOVELTVIS   VAMBOBDI   ROM  CALENJIXELEBI   MEGRELEBSHI   GAMORCHEULI   XALXIA. SHEN  XAR  AMIS  ERT  ERTI  DADASTUREBA…..

    პასუხი
  2. “ადამიანები ყველაფერს ხედავენ. ისინი ხედავენ იმასაც თუ როგორი კარგი პიროვნება ხართ სინამდვილეში. მაგრამ არ სურთ თქვენი საუკეთესო თვისებების შემჩნევა და აღიარება.” – სამწუხარო რეალობაა, მაგრამ ხვიჩა შენ სხვანაირად დაგვანახე ამ რეალობასთან ბრძოლის ხერხები. ადამინაები ძალით ვირთულებთ ცხოვრებას. ამ სიტუაციას შევადარებდი შემთხვევას, როცა კბილი გვტკივა და იმის გამო, რომ ექიმთან მისვლა გვეშინია წლობით ვიტანჯებით ამ აუტანელი ტკივილით. არ ჯობია ერთხელ და სამუდამოდ მოვიშოროთ “ჭიანი” კბილი, ის მაინც “არაფრის მაქნისი” აღარ არის, პირიქით წამლავს მთელ ორგანიზმს. ასეა ცხოვრებაშიც, რაც უფრო მალე მოვიშორებთ მავნე ჩვევებს ჩვენს თვზე მუშაოებით მით უფრო ტკბილად და გემრიელად გავატარებთ  წამიერსოფელს,  რადგან მოვლენები ამ ქვეყნად  წუთიერად კი არა წამიერად ხდება ხოლმე და  მეც ამიტომ ვუწოდე წუთისოფელს წამისოფელი.
    მადლობა ხვიჩა ამ მეტად მნიშვნელოვანი გაკვეთილისთვის..
     

    პასუხი
  3. “ნუ გეშინიათ იყო გულწრფელი. უნდა ისწავლოთ სიმართლის თქმა ყოველგვარი თავის მართლებისა და დადანაშაულების გარეშე. ეს ძალიან მნიშვნელოვანია”
    კარგი სტატიაა, მადლობა ბატონო ხვიჩა, “ერთი” ფილმიდან გავიხსენებ დაახლოებით ნაწყვეტს: “ილაპარაკე მხოლოდ სიმართლე, თუნდაც ეს სიცოცხლის ფასად დაგიჯდეს” 🙂

    პასუხი
  4. ძალიან მიხარია, რომ აღმოვაჩინე ეს გვერდი. მადლობა თქვენ, ხვიჩა და თქენს მიმდევრებს ასეთი საინტერესო გვერდის შექმნისთვის. საკუთარი გამოცდილებით დავრწმუნდი, რომ ცხოვრების თავიდან დაწყება არასდროს არ არის გვიან, რომ ამისთვის საჭიროა: სურვილი, გამბედაობა და შრომისმოყვარეობა. არ მიყვარს წუწუნი და მოწუწუნე ადამიანები. ამით ისინი ისევ თავის თავს ვნებენ (დიდი ძალა აქვს სიტყვას). ყოველთვის ვცდილობ, ადამიანებს მხოლოდ ოქრო გავუზიარო. თუ ამის მიღება არ სურთ და სამაგიეროდ ტალახს მთავაზობენ, არ ვეკამათები. მალე ვრწმუნდები, რომ ხვდებიან ჩემს სიმსრთლეს და ცდილობენ შეიცვალონ. ესეც კარგია. ვცდილობ მართალი ვიყო უფლისა და საკუთარი თავის წინაშე, რაც სიმშვიდეს მგვრის. როცა ადამიანი ცდილობს თავისი უბედურების მიზეზი სხვაგან ეძებოს და სხვას ტალახი ესროლოს, იგი ამით თავის სისუსტესა და სიზარმაცეს ამტკიცებს.         ხვიჩა, მიხარია, რომ შენნაირი ახალგაზრდები არსებობენ და ცდილობთ აიყოლიოთ სხვებიც. იმედი მაქვს, მალე ქართველი ახალგაზრდებიც შეუერთდებიან დანარჩენი  წარმატებული ქვეყნების ახალგაზრდების რიგებს და მოწინავე ადგილსაც დაიკავებენ.                                                                       

    პასუხი
    • მოგესალმებით ელენე. მეც ძალიან მიხარია რომ კიდევ ერთი თანამოაზრე აღმოვაჩინე 🙂 უღრმესი მადლობა გულთბილი და გუწრფელი შეფასებისთვის! 

      დიახ, ახალი ცხოვრების დაწყება არასდროს არ არის გვიან. მე თვითონაც ფაქტიურად 40 წლის ასაკში გამოვიღვიძე და აღმოვაჩინე, რომ სულ სხვა სამყაროც არსებობს, უფრო სწორად ამ სამყაროში სხვანაირადაც შეიძლება ცხოვრება. არა ისე როგორც ირგვლივ ყველა გვიკიჟინებს: ნორმალურად, რეალისტურად, ციდან მიწაზე დაშვებით და ა.შ. არამედ ხწორედ ისე, როგორც ბავშვობიდან მოყოლებული ყველაზე თამამ ოცნებებში წარმოგვიდგენია. რომ ყველას შეუძლია იცხოვროს ბედნიერი, წარმატებული ადამიანის ცხოვრებით 🙂

      კეთილი იყოს თქვენი გამოჩენა ამ ბლოგზე 🙂 წარმატებებს გისურვებთ! 

       

      პასუხი
  5. კარგი სტატიაა, მადლობა ბატონო ხვიჩა კარგი და საინტერესო რჩევებისთვის, მე ძირითადად ყველას ოქროს ვუზიარებ უმეტესწილად , მაგრამ საბოლოო ჯამში რას ვიღებ ? ტალახს, როგორც დღეს ერთმა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანმა ადამიანმა (ძვირფასმა)  მესროლა დიდი დიდი ტალახი, თავის საქციელს ვგულისხმოდ და გამანადგურა, როცა მე ამ ადამიანს მანამდე მხოლოდ ოქროთი ვავსებდი:))ასე რომ  უნდა იცოდე ოქრო ვის უნდა გაუზიარო:)

    პასუხი
    • განადგურებული ადამიანი ვერ დაწერს კომენტარს და თანაც ასეთს, ქეთუთა…

      შეიძლება თქვენ მართლაც ძალიან დიდი ტალახი გესროლეს და დიდი ტკივილიც მოგაყენეს, მაგრამ ვერ გაგსვარეს, ვერ გაგაბოროტეს. არც ერთ თქვენ სიტყვაში არ იგრძნობა გაბოროტება და ღვარძლი… ყოველშემთხვევაში, ჩემი გადმოსახედიდან ასე ჩანს ეს ყველაფერი…

      ეტყობა თქვენ არაჩვეულებრივი პიროვნება ხართ! გააგრძელეთ ოქროს ფრქვევა, სამყაროს ძალიან სჭირდება თქვენისთანა პოზიტიური ადამიანები!

      აქვე ვისარგებლებ შემთხვევით და გთხოვთ, რომ არ დაგავიწყდეთ ერთი ოქროს ჩემსკენ გადმოგდებაც – შემდეგისთვის მომმართეთ ბატონოს გარეშე 🙂

      პასუხი
      • მართლაც გულში ბოღმას ვერ ვიდებ, არ ვიცი  ეს ჩემი ნაკლია , თუ პირიქით პლიუსი:)))))))იმ ადამიანსაც ვინც ეხლა ყველაზე მეტად მატკინა გული, სხვაზე გამცვალა ბოროტებას  მაინც ვერ ვუსურვებმ  მომკალით და:)ალბათ ღმერთი გადაუხდის სამაგიეროს…..:)თავისდროზე

        პასუხი
        • ქეთუთა, ალბათ გსმენია ეს ისტორია, რომელიღაც წიგნიდანაა, ახლა არ მახსოვს რომლიდან: კაცი რომ ეკლესიის გუმბათიდან ჯვარს მოგლიჯავს და ყვირის “აბა დამსაჯოს თქვენმა თმერთმა თუ არსებობსო” რომელიღაცა ამის შემყურე კი ჩაილაპარაკებს “მეტი რაღა უნდა დაგსაჯოს შე უბედურო, ისე გაუგიჟებიხარ ჯვარს გლიჯავ ტაძრის გუმბათიდანო”

          მეტი რითი უნდა გადაუხადოს სამაგირეო ღმერთმა იმ ადამიანს, ვინც გული ასე გატკინა, რითი დასაჯოს იმაზე უფრო მეტად ვიდრე შენისთანა არაჩვეულებრივი ქალის დაკარგვაა?

          როგორ ფიქრობ, ჩვეულებრივ ქალს შეუძლია სიკეთე უსურვოს ადამიანს, რომელმაც ის მოულოდნელად სხვაზე გაცვალა და გული საშინლად ატკინა, თანაც ამ ფაქტის დადგომის დღიდანვე, ანუ ცხელ კვალზე?

          რა ნაკლზეა საუბარი, ეს ხომ უზარმაზარი პლიუსია… პლიუსი კი არა უდიდესი ნიჭია, უძვირფასესი სამკაული, რომელიც სამწუხაროდ მხოლოდ ძალზე ცოტა ადამიანს ამშვენებს.

          ზიგ ზიგლარი ამბობდა:”ადამიანი, რომელსაც არ შუძლია დამახსოვრება, იმყოფება ათასჯერ უფრო უკეთეს მდგომარეობაში, ვიდრე ადამიანი, რომელსაც არ შეუძლია დავიწყებაო” 

          ბოღმა და სიძულივილი, ისევე როგორც ნებისმიერი ნეგატიური ენერგია თვითონ მის მატარებელს ხრავს და ფიტავს შიგნიდან. ვინც გული გატკინა, იმას გარკვეული პერიოდის მერე შეიძლება არც გაახსენდეს ეს ყველაფერი, მაგრამ თუ შენ ამ გულისტკენას დიდხანს ატარებ თან, მაშინ “სამაგიეროს” ამისთვის პირველ რიგში შენ მიიღებ საკუთარ ცხოვრებაში კიდევ უფრო მეტი სტრესისა და ნეგატიური მოვლენების სახით.

          ასე, რომ ნუ ფიქრობ იმაზე სწორად იქცევი თუ არა. შენ არაჩვეულებრივად იქცევი, იმიტომ შენი ბუნებაა ასეთი და მიენდე მას…

           

           

          პასუხი
  6. წუწუნს ვაპირებდი, მეთქი არავის ესმის ჩემი და ჩემს შესაძლებლობებს სათანადოდ ვერ აფასებენ მეთქი, 🙂 და რამდენიმე წუთში, ეს პოსტიც აღმოვაჩინე. სასიამოვნო ნაწერია. მადლობა ამისთვის !

    პასუხი

Leave a Comment

Comment moderation is enabled. Your comment may take some time to appear.