სულის მუსიკა

 

– მე ისეთი ცუდი ვარ, ისეთი უვარგისი, – დაიჩივლა ერთმა ახალგაზრდამ მასწავლებელთან.

– შენ ცუდი არ ხარ, უბრალოდ უნდა შეიცვალო.

– ეს როგორ? თუ ცუდი არ ვარ, როგორც თქვენ ამბობთ, მაშინ რატომ უნდა შევიცვალო? რა, ცუდი უნდა გავხდე?

– არა, – ღიმილით უპასუხა მასწავლებელმა, – რატომ ცუდი. მოდი, ერთ რამეს გაჩვენებ.

 

salamuri

 

მან ამოიღო სალამური, გაუწოდა მოსწავლეს და თხოვა დაეკრა მასზე. ახალგაზრდამ არ იცოდა სალამურზე დაკვრა და როცა ჩაბერა, საკრავმა არასასიამოვნო, ხრიწიანი ხმები ამოუშვა.

– აი, ხედავ, როგორი მუსიკა გამოგივიდა, – უთხრა მასწავლებელმა. – მაგრამ თუ შენ მოინდომებ და სალამურზე დაკვრას ისწავლი, მაშინ შენი მუსიკა სულ სხვანაირად აჟღერდება…   გაგრძელება »

თვითმკვლელი

xidi1

 

ადამიანი, რომელიც ხიდის მოაჯირზე იდგა, ძალიან ახალგაზრდა იყო, მაგრამ უკვე ბევრის გადატანა მოესწრო.  გაგრძელება »

რა არის ნორმა და ვინ არის „ნორმალური“ მოქალაქე

norbekov

ნორმა – ეს არის ის რაც უმრავლესობისათვის მისაღებია… ნორმა ადამიანს იმორჩილებს, ერთხელ და სამუდამოდ ვიღაცის მიერ დადგენილ ჩარჩოში ათავსებს, გზას უღობავს შემოქმედებისაკენ. ეს არის ჭაობი, სადაც იხრჩობიან ისე, რომ გამოღვიძებასაც ვერ ასწრებენ მომავალი გენიოსები, ტიტანები, შემოქმედი ადამიანები.   გაგრძელება »

ასწავლეთ ბავშვებს ფრენა

ზის ერთი მოხუცი გზის პირას და ჩაფიქრებული გაჰყურებს ჰორიზონტს.

ხედავს, მოდის კაცი და თან მოყვება ბავში. როცა მოახლოვდნენ, კაცი გაჩერდა და ბავშვს უთხრა მიეწოდებინა მოხუცისთვის წყალი და პური.

aswavlet-bavshvebs-frena

თვითონ კი თავაზიანად შეეკითხა:

– რას აკეთებ აქ, ძიაკაცო?

– შენ გელოდები! – უპასუხა მოხუცმა – შენ ხომ ეს ბავშვი აღსაზრდელად მოგაბარეს?    გაგრძელება »

როგორ შევიტანოთ სინათლე ჩვენს შინაგან სამყაროში…

diogene-sinopeli

«ერთი მოხუცი თავისი სახლში წინ რაღაცას ეძებდა. გამვლელებმა ჰკითხეს:

– რა დაგკარგვია ძიაკაცო?

– ერთადერთი მონეტა დამივარდა და ვერ ვპოულობ, – უპასუხა მოხუცმა.

 

გამვლელებმაც დაიწყეს მონეტის ძებნა. მათ თანდათანობით სხვებიც შეუერთდნენ, მთლიანად გადაქექეს სახლის მიმდებარე ტერიტორია, მაგრამ ვერაფერი იპოვეს.    გაგრძელება »

სახლი 1 დოლარად

saxli

– ნახე, სახლს ყიდიან ერთ დოლარად.

უთხრა ერთმა მათხოვარმა მეორეს და რომელიღაც გაზეთის ნაგლეჯი მიაწოდა.

მეორემ დახედა. ეტყობა უცბად წაიკითხა რაც ეწერა და თქვა: გაგრძელება »

ისინი იყვნენ ორნი…

qali-da-kaci

ისინი იყვნენ ორნი – ქალი და კაცი. მათ სადღაც იპოვეს ერთმანეთი და ახლა ცხოვრობდნენ ერთად, ერთი ცხოვრებით, ზოგჯერ მხიარული, ზოგჯერ მოწყენილი და საერთოდ, ორი ძალიან ბედნიერი ადამიანის ძალზე ჩვეულებრივი ცხოვრებით.

გაგრძელება »

წინასწარმეტყველება… ანუ — მითხარით რას კითხულობთ, რას უყურებთ, რას უსმენთ და გეტყვით როგორი მომავალი გელოდებათ…

«არტურ ბარი, გასული საუკუნის დასაწყისის ანტიკვარიული ფასეულობების და ძვირფასეულობის ყველაზე ცნობილი და სახელგანთქმული ქურდი იყო. მის მიერ გაქურდულთა სიაში მოხვედრა ერთგვარ პრესტიჟადაც კი ითვლებოდა.

საქმე იმაშია, რომ ბარის ინტერესის სფეროში მოსახვედრად უბრალოდ მდიდარ ადამიანად ყოფნა საკმარისი არ იყო.  მის მომავალ კლიენტს აუცილებლად უნდა ჰქონოდა ძვირად ღირებული ანტიკვარიული ნივთები ან უმაღლესი ხარისხის ძვირფასეულობა და თან აუცილებელად უნდა ყოფილიყო საზოგადოების უმაღლესი ფენების წარმომადგენელთა სიაში.

artur-barri

 

ამავე დროს, ის იპარავდა არა ყველაფერს რასაც თუნდაც ამ ადამიანთა სახლში წააწყდებოდა.  ბარი იყო ანტიკვარიულობის და ძვირფასი ქვების უბადლო ექსპერტი, თანაც ბრწყინვალედ ერკვეოდა ხელოვნებაში, ჰქონდა ძალზე დახვეწილი გემოვნება და იპარავდა მხოლოდ ძალზე იშვიათ და განსაკუთრებულ ნივთებს.

სწორედ ამიტომ, არტურ ბარის მიერ გაქურდულთა სიაში ყოფნა,  მაღალი საზოგადოებრივი მდგომარეობის ერთგავრ სიმბოლოდაც კი იქცა.  გაგრძელება »

სამურაის სიბრძნე

იაპონიაში, ერთ–ერთ სოფელში ცხოვრობდა ერთი მოხუცი სამურაი. მას უამრავი მოსწავლე ჰყავდა და დროის უმეტეს ნაწილს მათ წვრთნაში ატარებდა.

ერთხელ, ვარჯიშის დროს, მასთან მივიდა ახალგაზრდა მეომარი, რომელიც განსაკუთრებული უხეშობით და სისასტიკით იყო ცნობილი იმ მხარეში.

samuray

მისი საყვარელი მეთოდი იყო  მოწინააღმდეგის ნერვებზე თამაში. ამით მწყობრიდან გამოყავდა ადამიანი. ეს უკანასკნელიც განნრისხებული იწვევდა მას ორთაბრძოლაში, მაგრამ ბრაზისგან დაბრმავებული, შეცდომას შეცდომაზე უშვებდა და მარცხდებოდა.   გაგრძელება »

რაინდი უდაბნოში

udabno

უდაბნოში ერთი რაინდი მიიკვლევდა გზას. დიდი ხნის მძიმე მგზავრობამ მას ძალები გამოაცალა, მითუმეტეს რომ ცხენიც დაკარგა. მან მოიშორა აბჯარი და ფარი, რომლებიც უკვე მძიმე ტვირთად აწვა და როცა უკვე იმედი გადეწურა – შენიშნა ოაზისი.

 

გახარებულს, დროებით დაღლაც გადაავიწყდა და თითქმის სირბილით გააგრძელა გზა. მაგრამ როცა ოაზისამდე მიაღწია, ნახა რომ წყაროსთან უზარმაზარი სამთავიანი ურჩხული იჯდა. გაგრძელება »