საკონკურსო ნაშრომი N16
ქუჩაში მივდივარ და ვოცნებობ, ნაცნობი არავინ შემხვდეს.. მივდივარ ჩემთვის, ფეხათრეული, უმიზნოდ, ზომბივით, გაყინული გონებით.. მივაშრიალებ გაცრეცილ ფოთლებს და ვხვდები, შემოდგომის შეგრძნებაც გამიქრა… ვიცი, რომ სახლში მინდა. ოღონდ ასე რად მიმეჩქარება? ვერ ვხვდები… ნუთუ იმიტომ, რომ გავეხვიო თბილ პლედში, ცხელი ჩაის ჭიქით ხელში, დავჯდე ოთხ კედელს შორის და ვიფიქრო საკუთარ უსუსურობაზე?
იზრდები, ვითარდები, აზროვნება გეცვლება.. გიხარია შენში მომხდარი სასიკეთო ცვლილებები… სუნთქავ, მოძრაობ-ანუ ცოცხლობ..
მე კი ფეხაკრეფით დავდივარ, თითქოს საკუთარ ნაბიჯებსაც ვუფრთხი..
ვიკეტები საკუთარ ნაჭუჭში…
ფსიქოლოგიიდან გამახსენდა სირაქლემას პოზა… მიწაში თავწარგული გავურბივარ რეალობას…
ნუთუ ნამუსი საერთოდ დავკარგე? როგორ არ მრცხვენია ჩემი უმწეობის? განა რა მიშლის ხელს პოზიტივით ავივსო?
ვფიქრობ, ვიაზრებ, მაგრამ არ ვმოქმედებ..
მივდივარ ქუჩაში, ვიყურები მარტო წინ და ქვემოთ..
ვიმალები ქურთუკში..
ისე გავურბივარ ნაცნობი სახეების ნახვას, თითქოს ეგაა და დანაშაულზე წამასწრებენ…
ირონიულად მეღიმება საკუთარ ქმედებაზე… მასას შევერიე, გავუფერულდი.. არადა, ერთიც მითხარი რა მაკლია თუნდაც ერთი ჯანსაღი ღიმილისათვის?
დღითიდღე მეტს ვფიქრობ შემოდგომისფერ სევდაზე, ბურუსივით რომ შემომეხვია და გზა არ ჩანს…
გავიხედ-გამოვიხედე, უნებურად გონებაში გიორგი ზანგურის ლექსი ამოტივტივდა: