“ერთხელ, მოულოდნელად, თქვენს ოთახში ლურჯი ჩიტი შემოფრინდა. რაღაცნაირად მიგიზიდათ ამ ჩიტმა და გადაწყვიტეთ დაიტოვოთ ის თქვენთვის, მაგრამ თქვენდა გასაკვირად, მეორე დღეს ჩიტმა შეიცვალა ლურჯი ფერი და გახდა ყვითელი! ეს საოცარი ჩიტი, ფერს იცვლის ყოველღამე. მესამე დღეს, დილით ის უკვე კაშკაშა წითელი იყო, ხოლო მეოთხე დილით –შავი ფერის…”
მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო! ის რაც ზემოთ წაიკითხეთ, იყო ნაწყვეტი “კოკოლოგიის” სახელით ცნობილი იაპონური ფსიქოლოგიური ტესტ–თამაშების სერიის ერთ–ერთი ტესტიდან.
ფსიქოლოგიაში „კოკოლოგია“ არის პოპულარული ტერმინი ადამიანის ქცევების და სიტუაციური საპასუხო რეაქციების დაფარული მნიშვნელობების ინტერპრეტაციისათვის. (კოკორო იაპონურად ნიშნავს ცნობიერებას, შეგრძნებას, გონებას, სულს + ბერძნული ლოგია – შესწავლა)
ხოლო იაპონელი ფსიქოლოგების მიერ შექმნილი თამაში „კოკოლოგია“ არის, მხიარული და სახალისო ფორმით გადმოცემული ფსიქოლოგიური ტესტების სერია, რომელიც ეფუძნება ღრმა ფსიქოლოგიურ პრინციპებს და რომელთა დანიშნულებაცაა მოთამაშის ემოციონალური და ქცევითი თავისებურებების გამოვლენა…
კოკოლოგია გვთავაზობს უნიკალურ მიდგომას საკუთარი თავის შესაცნობად. ის გთხოვთ უპასუხოთ თითქოსდა ჩვეულებრივ, უწყინარ კითხვებს, მაგალითად ოთახში შემოფრენილი ჩიტის ფერი, და შემდეგ ხსნის თუ რას ამბობს თქვენი პასუხი.
ეს არის თამაში, რომელიც დაფუძნებულია ფსიქოლოგიურ მეცნიერებაზე, მაგრამ ამავე დროს მისი მხიარული და მსუბუქი მიდგომა იძლევა შესაძლებლობას ნებისმიერმა მიიღოს სიამოვნება ცნობიერების სამყაროსგან.
კოკოლოგიაში შეიძლება არ დაეთანხმო ტესტის პასუხის ინტერპრეტაციას, როცა ის ჟღერს ძალზე უაზროდ ან დაუჯერებლად, მაგრამ სწორედ ამაში მდგომარეობს მისი სათამაშო ხასიათი.
თუმცა, უფრო ხშირად, თქვენ დარჩებით გაოცებული, იმით, თუ რა ზუსტად გამოხატავენ პასუხები ადამიანების ხასიათს, მათ შორის თქვენსას. ეს ხდის თამაშს საინტერესოს და ამავე დროს წარმოგვიდგება შესანიშანავ საშუალებად მეგობრებსა და საყვარელ ადამიანებს შორის გაუგებრობების გადასალახავად, ის დაგაახლოებთ უფრო მეტად და შეგაძლებინებთ ისეთ თემებზე საუბარს, რომელზეც სხვა გარემოებებში საუბარი იქნებოდა რთული და შეიძლება უხერხულიც კი.
კოკოლოგია, გამოსვლისთანავე იქცა ბესტსელერად. მარტო იაპონიაში ის გაიყიდა ოთხ მილიონზე მეტი ტირაჟით. ახლა კი, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, უკვე ქართულ ენაზე და თანაც სრულიად უფასოდ, გაეცნოთ კოკოლოგიას და თავად გამოსცადოთ ამ ტეტსების ძალა საკუთარ თავზე.
მანამდე კი გაეცანით კოკოლოგიის შემქნელების, იაპონელი ფსიქოლოგის, პროფესორ ისამუ საიტოს და პროექტ „კოკოლოგიას“ ხელმძღვანელის ტადასიკო ნაგაოს რვა რჩევა – მინიშნებას, რომელთა გათვალისწინებითაც თქვენი შეხვედრა „კოკოლოგიასთან“ იქნება ბევრად უფრო საინტერესო, სახალისო და სასარგებლო.
რვა რჩევა–მინიშნება თამაშისთვის
1. უპასუხეთ პირველივე სიტყვებით, რაც მოგივათ თავში.
თამაში–ტესტი ყველაზე კარგად მაშინ გამოდის, როცა თქვენ არ ყოყმანობთ და არ იტანჯებით პასუხის გაცემისას სიტყვების შესარჩევად. არ არსებობს სწორი ან არასწორი პასუხები. უბრალოდ მოეშვით და უპასუხეთ ის რაც პირველად მოგივათ თავში.
2. თუ არის შესაძლებლობა, ითამაშეთ სხვა ადამიანებთან ერთად.
კოკოლოგია შეიძლება წაიკითხო დამოუკიდებლად, როგორც ნებისმიერი წიგნი, მაგრამ ბევრად უფრო სახალისო და სასრგებლოა ითამაშოთ პარტნიორთან ან მეგობრების ჯგუფთან ერთად. ეს არის კარგი შესაძლებლობა გართობისა და ამავე დროს ერთმანეთის კარგად შეცნობისთვის. თქვენ შეიძლება აღმოაჩინოთ, რომ თქვენს შორის ბევრად უფრო მეტი საერთოა, ვიდრე წარმოგედგინათ და პირიქით, იმდენად განსხვავდებით ერთმანეთისგან, თითქოს სხვადასხვა პლანეტებიდან იყოთ.
3. ნუ ეცდებით წინასწარ განსაზღვროთ ტესტის ფარული არსი.
მართალია, ეს ბუნებრივი რეაქციაა, განსაზღვრო რა ფარული ზრახვები აქვს გამოკითხვის ავტორს, მაგრამ რას ისწავლით ასეთ შემთხვევაში?
4. იყავით გულახდილი საკუთარ თავთან.
კოკოლოგიას, როგორც ნებისმიერ თამაშს, შეუძლია ბევრი რამ გასწავლოთ, თუ რა თქმა უნდა თქვენ ამას ისურვებთ. ნუ შეგეშინდებათ სიმართლის მიღების, როცა თავს იჩენს თქვენი რაიმე ნაკლი. მე ვგრძნობ, რომ თქვენ საერთოდ ძალზე კარგი, სასიამოვნო, ინტელიგენტი ადამიანი ხართ. თქვენ ხომ კოკოლოგიას თამაშობთ?
5. იყავით მზად.
ზოგიერთი ტესტი–თამაშის დავალება მოითხოვს რამის დაწერას და დახატვას, ამიტომ კარგია, თუ წინასწარ მოემზადებით და ხელთ გექნებათ ფურცელი და ფანქარი, ან ავტოკალამი. ზოგიერთი გამოცდილი კოკოლოგი ვიდეოზეც კი იღებ თამაშის პროცესს.
6. ნუ დაიწყებთ ბოლოდან.
ეს რჩევა ავსებს მე–3 რჩევას (ნუ ეცდებით ტესტის ფარული არსის გამოცნობას) მაგრამ მიმართულია ისეთი ტიპის მკითხველებისკენ, რომლებიც დეტექტიური წიგნების კითხვას ბოლოდან იწყებენ. ნუთუ თქვენ ასეთ სიამოვნებას განიჭებთ შესაძლებლობა თქმისა, რომ: „ასეც ვიცოდი, მე ამას თავიდანვე მივხვდი?“
7. დააკვირდით ადამიანების რეაქციას (საკუთარი თავის ჩათვლით)
ტესტებში მოცემული სხვადასხვა სახის სცენარების ინტერპრეტაცია, მხოლოდ ათვლის წერტილია იმისთვის, რომ გაიგოთ მეტი საკუთარ თავზე და სხვებზე. ზოგჯერ ბევრად უფრო სასწავლოა (და სახალისოც) თუ როგორ რეაგირებს ადამიანი პასუხზე, რომელიც აღმოჩნდა არც თუ ისე ზუსტი, ვიდრე წაიკითხო ინტერპრეტაცია, რომელიც ზუსტად მიზანში ხვდება.
8. შეინარჩუნეთ თქვენი გონება გახსნილად.
კოკოლოგიაში, ისევე როგორც ცხოვრებაში, მთავარია უყუროთ საგნებს პერსპექტივაში. არ არსებობს სწორი პასუხები, ისევე როგორც არ არსებობს ერთადერთი სწორი საშუალება ამა თუ იმ სიტუაციის ინტერპრეტაციისა. თუ თქვენ თამაშობთ მეგობრებთან ერთად, გამოიყენეთ შესაძლებლობა გაიგოთ რაიმე ახალი მათგან და მათზე. რა იქნებოდა საინტერესო სამყაროში ყველა რომ ერთნაირად ფიქრობდეს? მრავალფეროვნება – ცხოვრების მარილია.
დარწმუნებული ვარ ყველაფერი გასაგებია. ამიტომ მოდით პირდაპირ საქმეზე გადავიდეთ.
ახლა შემოგთავაზებთ სრულ ვერსიას ტესტისა „ლურჯი ჩიტი“, რომლის ნაწყვეტსაც ამ სტატიის დასაწყისში გაეცანით. ის არის ერთ–ერთი ყველაზე მარტივი ტესტი, რომელიც განკუთვნილია დამწყები კოკოლოგებისათვის და თუ თქვენ გახდებით „კოკოლოგიის“ გზავნილების ხელმომწერი (რაც სრულიად უფასოა), მაშინ გექნებათ შესაძლებლობა გაეცნოთ უფრო რთულ, სახალისო და მრავალფეროვან ტესტ–თამაშებსაც.
ტესტი
ლურჯი ჩიტი.
ერთხელ მოულოდნელად თქვენს ოთახში ლურჯი ჩიტი შემოფრინდა. რაღაცნაირად მიგიზიდათ ამ ჩიტმა და გადაწყვიტეთ დაიტოვოთ ის თქვენთვის, მაგრამ თქვენდა გასაკვირად, მეორე დღეს ჩიტმა შეიცვალა ლურჯი ფერი და გახდა ყვითელი! ეს საოცარი ჩიტი ფერს იცვლის ყოველღამე. მესამე დღეს, დილით ის უკვე კაშკაშა წითელი იყო, ხოლო მეოთხე დილით შავი ფერის.
და აი გათენდა მეხუთე დღე. რა ფერისაა ჩიტი?
1. ჩიტი არ იცვლის ფერს, ის ისევ შავია.
2. უბრუნდება თავის საწყის ლურჯ ფერს.
3. ხდება თეთრი ფერის.
4. ხდება ოქროსფერი.
გასაღები ტესტისთვის „ლურჯი ჩიტი“
ოთახში შემოფრენილი ჩიტი აღიქმება, როგორც წარმატების სიმბოლო, მაგრამ მისი ფერის მოულოდნელი ცვლილება იწვევს თქვენ შეშფოთებას, შეგრძნებას იმისა, რომ ბედნიერება შეიძლება ხანმოკლე აღმოჩნდეს.
თქვენი რეაქცია ამ სიტუაციაში ახდენს იმის დემონსტრირებას, თუ როგორ რეაგირებთ ცხოვრებისეულ სიძნელეებსა და მოულოდნელობებზე.
1. ისინი, ვინც უპასუხა, რომ ჩიტი დარჩა შავი ფერის, ცხოვრებას უყურებენ პესიმისტურად. თქვენ ფიქრობთ, რომ თუ სიტუაცია ერთხელ გაუარესდა, შემდეგ არ გამოსწორდება.
შეიძლება თქვენთვის აუცილებელია იფიქროთ შემდეგი გასაღებით: თუ ყველაფერი ასე ცუდადაა, მაშინ ამაზე უარესი არაფერი მოხდება. დაიმახსოვრეთ, რომ არ არის ისეთი წვიმა, რომელიც არ გადაიღებს და ისეთი ღამე, რომელიც არ გათენდება.
2. ისინი, ვინც თქვეს, რომ ჩიტი ისევ ლურჯი ფერის გახდა, არიან პრაქტიკული ოპტიმისტები.
თქვენ გწამთ, რომ ცხოვრება – ეს არის კარგისა და ცუდის ნაზავი და საჭიროა ამ რეალობის შეგუება. თქვენ ხვდებით უსიამოვნებებს მშვიდად და უფლებას აძლევთ საგნებს იარონ თავიანთი რიგით ყოველგვარი ზედმეტი შფოთისა და სტრესის გარეშე. ასეთი მიდგომა საშუალებას გაძლევთ უსაფრთხოდ გადაიტანოთ კატასტროფების ტალღები, არ მისცეთ რა მათ საშუალება თან გაგიყოლონ.
3. ისინი, რომლებმაც უპასუხეს, რომ ჩიტი გახდა თეთრი ფერის, წნეხის ქვეშაც მშვიდად და მტკიცედ იქცევიან.
თქვენ არ კარგავთ დროს შფოთვაზე და ყოყმანზე, მაშინაც კი, როცა ვითარდება კრიზისი. როცა სიტუაცია ხდება საკმაოდ ცუდი, თქვენ გრძნობთ, რომ ჯობია დროულად შეწყვიტოთ უსარგებლო საქმე და ეძებოთ სხვა გზა საკუთარი მიზნისკენ, ვიდრე გაეხვიოთ შარში, რომელიც არავის არ სჭირდება.
ასეთი მიდგომა ნიშნავს, რომ თითქოსდა ყველაფერი ხდება ბუნებრივად და თქვენებურად.
4. ისინი, ვინც თქვეს, რომ ჩიტი გახდა ოქროსფერი – შეიძლება აღვწეროთ სიტყვით „უშიშარი“.
თქვენ არ იცით რა არის წნეხი. თქვენთვის ნებისმიერი კრიზისი – ეს არის ხელსაყრელი შესაძლებლობა. თქვენი შედარება შეიძლება ნაპოლეონთან, რომელმაც თქვა: „… შეუძლებელი – ეს არ არის ფრანგული სიტყვა.“
მაგრამ იყავით ფრთხილად, არ მისცეთ უფლება თქვენს უსაზღვრო თავდაჯერებულობას, რომ გაჯობოთ. სიმამაცესა და უგუნურებას შორის ძალზე მოკლე მანძილია.
სიყვარულით და მადლიერებით, ხვიჩა მებონია
თუ თქვენ მოგეწონათ ტესტი და გსურთ მიიღოთ სრულიად უფასოდ სხვა, უფრო მრავალფეროვანი ტესტ–თამაშებიც “კოკოლოგიის” სერიიდან, მაშინ გადადით ქვემოთ მოცემულ ბმულზე და მიყევით ინსტრუქციას:
https://manychat.com/l5/meboniakhvicha
Gamarjoba, Xvicha! Zalian saintereso shemotavazebaa, sasiamovno, saxaliso da sasargeblo. Didi interesit gaviare test-tamashis pirveli testi, chemi pasuxi iyo ,,tetri feri”.
GasaRebs rom gavecani, gavvocdi – 100%-iani sizustit daemtxva. Zalian davinteresdi, rogorc chemtvis, aseve garshemomyoftatvis. Chems ert shvils ukve gavacani, mastanac 100%-iania pasuxi. Erti suli maqvs danarchenebs rodis gavacnob!.. Moutmenlad veli shemdeg gzavnils, raTa gadavamowmo, ramdenad sworad vafaseb sakutar tavsa da sxva adamianebs.
Minda aRvnishno, rom testma chemi sruli ndoba daimsaxura!..
Xvicha, Gmadlob, yvelafristvis! Gaixare!
მადლობა შენ ნინო! ძალიან მიხარია, რომ მოგეწონა. წინ კიდევ უფრო საინტერესო თამაშები გელის… ტესტები თანდათანობით უფრო გართულდება, უფრო მრავალფეროვანი და სახალისო გახდება 🙂
კარგია ისიც, რომ ტესტის გასაღები 100%–ით მოერგო შენს ხასიათს, მაგრამ არა ნაკლებ საინტერესოა როცა პირიქით ხდება, ანუ ტესტის გასაღებში მოცემული ახსნა–განმარტება არ ემთხვევა მოთამაშის ხასიათს.. ასეთ დროს მისმა რეაქციამ შეიძლება ბევრად უფრო მეტად ჩაგახედოთ მისი სულის სიღრმეებში, ვიდრე “სწორმა” პასუხებმა 🙂
მშვენიერი ჩანაფიქრია, ხვიჩა! ძაალიან მიყვარს იაპონელები და, ბუნებრივია, გამოვიწერე კიდეც. გმადლობ:).
იცოცხლე ქეთევან! თუ გამოიწერე, მაშინ შეამჩნევდი, რომ შენი რჩევა გავითვალისწინე და გზავნილების სერია ახალ სერვისზე ავაწყვე 🙂
უღრმესი მადლობა! 🙂
ძალიან საინტერესოა. ჩემი ჩიტი თეთრი გახდა. ამ კუთხით არ მიფიქრია საკუთარ თავზე. მადლობა ხვიჩა!
ვატყობ თეთრი ფერები ჭარბობს ჩემს გარშემო 🙂 ეს კარგია, ჩემს ოქროსფერს მოუხდება 🙂
მადლობა შენ, მარიკა, რომ ყოველთვის ინტერესით ადევნებ თვალს ბლოგის სიახლეებს და საკუთარ მოსაზრებებსაც ყოველთვის გვიზიარებ 🙂
samwuxarod ar momivida danarcheni testebi
მარიკა, ხელმოწერის აქტივაცია მოახდინე?
უკვე მომეწონა ეს ტესტები :)) ძალიან კარგია და აუცილებლად ვურჩევ მეგობრებსაც , შემდეგი როდის იქნება ?? :)))
პირველი ორი წერილი, რომელთაგან ერთი შესავალი ინსტრუქციაა, ხოლო მეორე სერიის პირველი ტესტი, მოგივათ გამოწერის აქტივაციისთანავე, 2–3 წუთის ინტერვალით, დანარჩენები ჯერ–ჯერობით ყოველ 24 საათში ერთხელ… შემდეგში ვნახოთ, შეიძლება ინტერვალი გადიდდეს ან პირიქით შემცირდეს. გააჩნია მოთხოვნა როგორი იქნება 🙂
ძალიან საინტერესო ტესტებია და იმედია გამოგზავნნებს შორის ინტერვალი შემცირდება: )))
დიდი მადლობა ხვიჩა ასეთი სახალისო ტესტებისათვის,მაგრამ გამოვიწერე და არ მომდის 🙁
მზია, მომწერე ელფოსტაზე ის იმეილი, რომლითაც გამოიწერე და გავრაკვევ, მაგრამ სავარაუდოდ გამოწერის შემდეგ აქტივაცია არ მოგიხდენია. ანუ მას შემდეგ, რაც შეიყვან შენ სახელს, ელფოსტას და დააჭერ ღილაკს გამოწერა, უნდა შეხვიდე შენს იმეილზე და იქ დაგხვდება წერილი სპეციალური ბმულით, რომელზეც დაკლიკებითაც ხდება გამოწერის აქტივაცია და უკვე ამის შემდეგ მიიღებ წერილების სერიას, პირველი ორი წერილი 2–3 წუთში მოვა. დანარჩენები ჯერ–ჯერობით ყოველ 24 საათში ერთხელ, შემდეგ ვნახოთ 🙂
ჩემი ჩიტი ოქროსფერი გახდა!!!
შესანიშნავია კახა! კიდევ ერთი თანამოაზრის პოვნა 🙂 თუმცა ალბათ ხვდებით, რომ დიდი სიფრთხილეც გვმართებს… მე უკვე გამოცდილი მაქვს ჩემს თავზე რომ “სიმამაცესა და უგუნურებას შორის ძალზე მოკლე მანძილია” 🙂
მათთვის, ვინც გააფორმა ხელმოწერა, მაგრამ მაინც არ ღებულობს წერილებს!
ძვირფასო მეგობრებო! თქვენი მისამართები უკვე არის ჩემს ხელმომწერთა ბაზაში, მაგრამ წერილებს არ ღებულობთ იმიტომ, რომ არ გაგივლიათ ხელმოწერის აქტივაციის პროცედურა.
მას შემდეგ, რაც დააჭირეთ ღილაკზე “გამოწერა” თქვენს ელ ფოსტაზე მოგივიდათ სპეციალური წერილი აქტივაციის ბმულით. გახსენით ეს წერილი და დააკლიკეთ იმ ბმულზე, რომელიც მასში დაგხვდებათ.
ამ პროცედურით ადასტურებთ, რომ ნამდვილად თქვენ გამოიწერეთ გზავნილების სერია და არა ვთქვათ ვინმემ სხვამ შეიყვანა თქვენი მონაცემები 🙂
გისურვებთ წარმატებებს!
სიყვარულით და მადლიერებით, ხვიჩა მებონია.
საინტერესო და სახალისოა.ჩემდა სამწუხაროდ,ჩიტმა ფერი არ შეიცვალა. 🙁 თუმცა იმედს არ ვკარგავ და ხელმოწერას აუცილებლად გავაფორმებ.
არა უშავს ლალი 🙂 რაც მთავარია შენ იცი, სინამდვილეში რა გაფერხებდა ცხოვრებაში და თუნდაც რატომ იყავი პესიმისტი აქამდე და დაწყებული გაქვს მუშაობა საკუთარ თავზე, რომელიც აუცილებლად გამოიღებს თავის ნაყოფს! 🙂
ხვიჩა! უდიდესი მადლობა რომ ასე ზრუნავ ჩვენზე. ეხლა გავაკეთე ეს ტესტი, მინდა აღვნიშნო ზუსტად ის პასუხი აღმოჩნდა როგორიც სინამდვილეში ვარ 🙂 ჩემი ჩიტი გახდა თეთრი :)))) მართლა ჩემზეა რა.. მადლობა და აუცილებლად გავეცნობი სხვა კოკოლოგიის ტესტებს.
მშვენიერია მარი! “თეთრების გვარდია” ალყაში მაქცევს, როგორც ვატყობ… მაგრამ ეს მომწონს 🙂
chemi lurji gaxda.
მგონი მოკავშირე გამომიჩნდა “თეთრების” წინააღმდეგ 🙂
მოგესალმებით ნინო! უღმესი მადლობა შედეგის გაზიარებისთვის! 🙂
chemi shavi iyooo da shesabamisad daemtxva kidec .. 🙂
ძალიან საინტერესოა, სულმოუთქმელად ველი შემდეგ ტესტებს. 🙂
გმადლობთ ქეთი! მიხარია რომ მოგეწონათ! 🙂
თეთრი.
მოკლედ, გადათეთრდა ეს ბლოგი 🙂
ჩემი ჩიტი ოქროსფერია, თუმცა ვთვლი რომ ზუსტად თავდაჯერებულობა მაკლია 🙁
“ზუსტად თავდაჯერებულობა მაკლია” – არა მგონია ეს სიტყვები თავდაჯერებულობის ნაკლებობაზე მიუთითებდეს 😀
ჩემი ჩიტი ისევ ლურჯია :დ
მიყვარს ლურჯი ფერი… განსაკუთრებით ზაფხულში 🙂
ძალიან საინტერესოა, იცით რატომღაც მწვანე ფერი გავიფიქრე და არცერTი პასუხი არ იყო მწვანე 😀 რა საოცარია რატომ მომაფიქრდა მწვანე
აა მივხვდი იმ პასუხებიდან უნდა ავირჩიო ფერი 😀 მადლობა <3
დიახ, ქეთი, მართალი ხართ. უღრმესი მადლობა რომ მესტუმრეთ 🙂 წარმატებებს გისურვებთ!
ძალიან მომეწონა. თეთი ვგახდა ჩიტუნა და შეფასებსაც ვეთანხმები. გავვოცდი და გამეცინა. ეს ნამდვილად მე ვარ.
შეკითხვა როგორც კი წავიკითხე პასუხი რაც მომაფიქრდა იყო რომ ჩიტი მოკვდა. მსგავსი პასუხი არ არის ჩამონათვალში და როგორ დამახასიათებთ?
სულსწრაფი ყოფილხართ 🙂
ეგ არაფერს არ ნიშნავს n10a… ყოველშემთხვევაში კოკოლოგიის მიხედვით 🙂 თქვენ უნდა აგერჩიათ ერთ–ერთი პასუხი ჩამოთვლილთაგან 🙂
ჩემი ჩიტი ისევ ლურჯი გახდა და აბსოლუტურად მოერგო ჩემს ხასიათს, თუმცა მინდოდა რომ იასამნისფერი გამხდარიყო 🙂 🙂
samwuxarod milze aranairi werili ar mimigia 🙁
დალი, გადავამოწმე და თქვენი იმეილი დაფიქსირებულია სისტემაში, მაგრამ შეცდომით. ნაცვლად @gmail.com მითითებული გაქვთ @gmil.com ეტყობა შეცდომით გამოგრჩათ “a” სხვათაშორის იგივენაირად გავქთ მითითებული თქვენი იმეილი აქვე, კომენტარის დატოვების დროსაც 🙂
საგანგაშო არაფერია. უბრალოდ თავიდან შეავსეთ კოკოლოგიის გამოწერის ფორმა, შემდეგ დაელოდეთ აქტივაციის წერილს, რომელშიც სპეციალურ ბმულზე დაკლიკებით თქვენ დაადასტურებთ რომ ტესტების გამოწერა ნამდვილად თვენ გინდათ და ამის შემდეგ პერიოდულად მოგივათ ტესტ–თამაშები.
გმადლობთ რომ დაინტერესდით კოკოლოგიით და გისურვებთ წარმატებებს!
dzalian momecona testebi gavakete megobartan ertad da absoliturad realurari agmochnda kvelaperi da gbarda amisi kidev ertxel davrcmundi rom adamianis pantazias sazgvrebiu ar gaachnia , kvelas sxva dasxva pasuxi gvkonda da adekvaturi shepasebac cavikitxe . madloba tkven
da mxolod erti testi devs? dzalian sainteresoa upro mets du dadebs moxaruli viknebi, namdvilad dasapasebeli tkveni shroma. carmatebebs gisurvebt.
ნინი, სტატიის ბოლოში და/ან ამ ბლოგის მარჯვენა ზედა კუთხეში არის ტესტების გამოწერის სპეციალური ფორმა. შეავსეთ ეს ფორმა და თქვენს ელფოსტაზე მოსული წერილის მეშვეობით გამოწერის აქტივაციის შემდეგ პერიოდულად მიიღებთ ხოლმე კოკოლოგიის სხვა ტესტებსაც 🙂
გმადლობთ რომ დაინტერესდით კოკოლოგიით. წარმატებებს გისურვებთ! 🙂
ეს ტესტი ნამდვილად ჩემს ხასიათში ჩაჯდა 🙂 კარგია
გმადლობთ, მაიკო, მიხარია რომ მოგეწონათ! 🙂
ძალიან მომწონს მსგავსი ტესტ – თამაშები და რაც უფრო აქტუალური იქნება მივესალმები…..
ნათია, გმოიწერეთ და ტესტები პერიოდულად მოგივათ ხოლმე ელფოსტაზე. გმადლობთ, რომ დაინტერესდით კოკოლოგიით 🙂
მადლობა ტესტისთვის. პასუხების წავკითხვამდე წარმოვიდგინე თეთრი. თუმცა მერე რომ ჩამონათვალი ვნახე, ოქროსფერი ჩიტი ძალიან მომეწონებოდა ვიზუალურად.
საინტერესო და სახალისო ტესტი იყო. მომდევნოებსაც სიამოვნებით ველოდები. ტესტები ჩემი ერთ-ერთი ჰობია და გამიხარდა თვქვენს ბლოგს რომ გადავაწყდი
მეც მიხარია, რომ იდევ ერთი თანამოაზრე შევიძინე თქვენი სახით, სოფო 🙂
წარმატებები!
გამარჯობა ხვიჩა,
მიხარია, რომ ამ საინტერესო თამაშის მონაწილე გავხდი:)
ავტომატური დაგზავნები მივიღე და ძალაიანც ვისიამოვნე : ჩემი ჩიტი ოქროსფერი გახდა:)
24 საათის გასვლას სულმოუთქმელად ველოდები:)
შეხევდრამდეეე
მოგესალმები მაშო,
კეთილი იყოს თქვენი “ფეხი” ჩემს ბლოგზე 🙂 მიხარია რომ მოგეწონათ აქაურობა. ჩვენც ყოველთვის სულმოუთქმელად დაველოდებით თქვენს სტუმრობას!
ver gamoviwere da ra vqnaa
me mapatiet , ukve gamoviweree 🙂
აქტივაცია თუ მოახდინეთ ნინო? თუ კი და მაინც არ მოგივიდათ, მაშინ მომწერეთ პირადში ელფოსტა რომლითაც გამოიწერეთ და ყველაფერს გავარკვევ.
srulid shemTxveviT aRmovachine tkveni blogi batono xvicha da zalian momewona da gamitaca. testebi udavod sainteresoa. ramodenime ukve momivida meilze da shemi archeuli pasuxebis axsna namdvilad emtxveva shems shinagan xasiatsa da bunebas. miviltvi warmatebisken radganac zalian minda sakutar Tavze gamovcado es sasiamovno grznoba. tumca chemma oqrosperma chitma cota damafiqra da zalianac kargi, radgan tkveni ar iyos simamacesa da ugunurebas shoris zalian mokle manzilia.
warmatebebs vusurveb tkvens blogs da sakutar tavsac. :):)
მოგესალმებით თამარ, კეთილი იყოს თქვენო მობრძანება ამ ბლოგზე 🙂 მიხარია კიდევ ერთი თანამოაზრის აღმოჩენა, მითუმეტეს რომ ორივე ოქროსფერი ჩიტების მოყვარულნი ვყოფილვართ 🙂
კიდევ ერთხელ მადლობა თქვენ,მადლიერებისთვის სიყვარულითვის,თბილი სიტყვებისთვის,ამ ყველაფრის ,როცა ასეთი ნაკლებობაა…წარმატებებს გისურვებთ თკვენ და საკუთარ თავსაც, ამ ყველაზე რეალურ ვირტუალურ სამყაროში:)
გმადლობთ, მაკონა!
შევხვდებით მწვერვალზე!
ჩემი ჩიტი არის ლურჯი,ავირჩიე საკრავი ვიოლინო და მ2–2 ტესტის პასუხი ჩავწერე 3–ე.არ ვიცი აქ
სხვებს უწერიათ,ასეთი სახის პასუხები და მეც დავწერე:)
მადლობა, ბატონო, ხვიჩა ასეთი სინტერესო ტესტებისთვის,ძალიან დიდი პოზიტივი მომცა იმან, რო ზუსტად დაემთხვა პასუხი, ჩემს ხასიათს,რაღაცნაირად თავდაჯერებულობა ვიგრძენი, რომელიც ძალიან მჭირდბოდა მოცემულ მოომენტში.
P.S თქვენი აქ ხილვით მიღებულ პოზიტივზე რომ არაფერი ვთქვა.მიყვარხართ და მემამყებით, რომ ერთი დიდი გენიდან მოვდივართ.აუცილებლლად გამოივწერ თქვენს ტესტებს და აქტიურად მივადევნებ ბლოგს თვალს.მადლობა თქვენ <3
მადლობა ნინო გამოხმაურებისთვის, შთაბეჭდილებების გაზიარებისთვის, მადლიერებისთვის 🙂 <3
ჩემთვის ძალიან საინტერესო და სასიხარულოა ყოველი ახალი ადამიანის შეძენა, მითუმეტეს თუ ერთი გენებიდან მოვდივართ. ეს ჩემი Facebook გვერდია, დამიმატეთ მეგობრებში რომ უკეთ გავიცნოთ ერთმანეთი 🙂
https://www.facebook.com/khvicha.mebonia
ვისიც მწვანე გახდა?
ლიკა, პასუხი ტესტში ჩამოთვლილებიდან უნდა აირჩიო. ანუ უნდა დაასახელო რომელიმე იმ ოთხი ფერიდა: შავი, ლურჯი, თეთრი ან ოქროსფერი. თანაც უპასუხოთ დაუფიქრებლად, რომელიც პირველი მოგივათ აზრად ამ ოთხიდან 🙂
საინტერესო და სახალისო ტესტებია,აუცილებლად ვურჩევ ჩემს მეგობრებსაც გაიზიარონ. წარმატებებეს გისურვებთ
saintereso da saxaliso testebia, zalian momwons.
miyvars fsiqologia
testebi axali sad unda movidziot
ამ ბმულიდან შეგიძლლიათ გამოიწეროთ უფასოდ: https://manychat.com/l5/meboniakhvicha
გამოიწერეთ ამ ბმულიდან https://manychat.com/l5/meboniakhvicha
არ მომდის ტესტები სამწუხაროდ:(( ლინკიც არ მუშაობს..
უკაცრავად, ძველი ლინკი იყო ახლა შეცვლილია ახლით: https://manychat.com/l5/meboniakhvicha