ოცნებიდან რეალობამდე!

ოცნება

«„სცადე…“ – ჩაიჩურჩულა ოცნებამ

„რა? ისევ?“ – აღშფოთდა გამოცდილება.  

„ჰმ! ჩემს გამო“ – გაიღიმა მიზეზმა.

„არა! ჩემს გამო!“ – შეეპასუხა სიამაყე.

„იქნებ ხვალ ჯობია?“ – იკითხა ფრთხილად ეჭვმა.

„ან დღეს ან არასდროს“ – მოუჭრა სიჯიუტემ. 

„უჩემოდ როგორ იქნება?“ – წამოხტა სიშლეგე.      

„უშენოდ არც როგორ“ – უპასუხა სიმშვიდემ.    

„მთავარია არა ისე, როგორც გუშინ!“ – გააფრთხილა წყენამ.

„გუშინდელი არ განმეორდება!“ – დაამშვიდა სიბრიყვემ.

„ყველაფერი სხვანაირად იქნება !“– განაცხადა წინათგრძნობამ.

„იქნებ არ არის საჭირო?“ – შეაპარა სიფრთხილემ.

„ეს რაღაცას მაგონებს!“ – ჩაფიქრდა მეხსიერება…

„თქვენ მე ვერ შემაჩერებთ!“ – გაიბრძოლა ოცნებამ.

„გეგონოს“ – უპასუხა ცინიზმმა.

„აი მეც მოვედი!“ – გამოჩნდა მოულოდნელად სითამამე, აიტაცა ხელში ოცნება და ელვის სისწრაფით აიჭრა ზეცაში… «

ოცნება – გარღვევაა!..

ეს არის ენერგია რომლითაც ჩვენი სული იკვებება და რომლის გარეშეც შეუძლებელია ბედნიერების მოპოვება,  ვინაიდან  ის არის ერთგვარი ხიდი, საშუალება, სამყაროსთან კონტაქტის დასამყარებლად, რათა მივიღოთ მისგან  ყველა ის სიკეთე, რისი მოცემაც მას შეუძლია…

ერთი წუთით დაივიწყეთ რომ უკვე ზრდასრული ადამიანი ხართ და მოძებნეთ თქვენში ის ბავშვი, რომელსაც ოდესღაც ლამაზი ოცნება ჰქონდა.

გაიხსენეთ, როგორ ჩაუთქვამდით სურვილებს ახალი წლის ღამეს და მერე ელოდებოდით თოვლის ბაბუა როდის აგისრულებდათ მათ.

შეიძლება, თქვენ იყავით ბიჭუნა, რომელიც ოცნებობდა  ფეხბურთელობაზე  და ყოველ ღამე ესიზმრებოდა, თუ როგორი ოვაციებით ხვდებოდა მის გატანილ გოლებს მილიონობით გულშემატკივარი.

ან შეიძლება გინდოდათ გამხდარიყავით ცნობილი რეჟისორი და მეზობლის ბავშვებთან ერთად ხშირად აწყობდით სხვადასხვა სახის თეატრალურ წარმოდგენებს.

ან იქნებ იყავით გოგონა, რომელსაც სურდა გამხდარიყო ცნობილი პრიმაბალერინა და ოცნებობდა საბალეტო სცენების ტრიუმფით დაპყრობაზე.

ან, როგორც ასოლი, ოცნებობდა ჭაბუკზე, რომელიც ალისფერი იალქნებით გაწყობილი გემით მოაკითხავდა, რომ მერე მასთან ერთად შეეცურა სიყვარულისა და ბედნიერების უკიდეგანო ოკეანეში…

მაგრამ გავიდა წლები. ის პატარა ბავშვი უკვე დიდი ხანია გაიზარდა და იცის რომ თოვლის ბაბუა არ არსებობს.  ოცნებებს კი თანდათანობით დააკლდა  სითამამე, ჟინი და გაბედულება.

ჩვენ უკვე ზრდადსრული ადამიანები გავხდით და გვეღიმება იმ გულუბრყვილო ბავშვურ ოცნებებზე, რომლებიც ჩვენი მაშინდელი, გამოუცდელი გონების ფანტაზიის ნაყოფი იყო. ახლა უკვე რეალისტებად ქცეულები დროს არ ვკარგავთ ასეთ „ზღაპრებზე“ და მთლიანად სამსახურზე , ოჯახზე და სხვა ყოფით საკითხებზე გადართულებს გვიხარია, რომ ბოლოს და ბოლოს, შევძელით რეალური ცხოვრებისთვის ფეხის აყოლა და მოვიპოვეთ სიმშვიდე… (?!)

და რა ხდება სინამდვილეში?

სინამდვილეში ეს ყველაფერი თავის მოტყუებაა, რადგან აუხდენელი ოცნება ეს არის ნელი, ხანგრძლივი მოქმედების შხამი, რომელიც შეუმჩნევლად, თანდათანობით გვიწამლავს  ცხოვრებას.

შედეგად, ჩვენ დღითიდღე ვკარგავთ ამ მოჩვენებით სიმშვიდეს, გვაღიზიანებს ყველა და ყველაფერი: ყოველდღე ადრე ადგომა და სამსახურში სიარული, კაპასი ცოლი თუ უვარგისი ქმარი, ინტრიგანი მეზობელი თუ უმადური შვილები და შეიძლება არ ვაღიაროთ, მაგრამ ვხვდებით, რომ ჩვენ ვუღალატეთ ჩვენს ოცნებას, ვუღალატეთ იმ ბავშვს, ვინც ამ ოცნებით ცხოვრობდა და რომ ჩვენმა შიშმა სინამდვილეში მიგვიყვანა იქამდე, რის გამოც თავის დროზე ოცნებაზე უარი ვთქვით – იმედგაცრუებამდე და მარცხამდე.

და რა უნდა ვქნათ ახლა?

პირველ რიგში, უნდა ვირწმუნოთ ოცნების ძალის! უნდა ვირწმუნოთ, რომ ოცნება, როგორც სომერსეტ მოემი ამბობდა, კი არ გვაშორებს მიზანს, არამედ პირიქით გვაახლოებს მას, ვინაიდან ოცნება სურვილების პირმშოა, სურვილი კი ეს არის ენერგია რომელიც მოდის გარესამყაროდან და თუ ვინმე გვაძლევს ამ ენერგიას, ის დაინტერესებულიცაა რომ ეს სურვილი აგვისრულდეს.

ადამიანის ტვინის შესწავლისას მეცნიერები მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ მას გააჩნია მაგნიტური თვისებები. მისგან გარემომცველ სამყაროში ვრცელდება ელექტრომაგნიტური ტალღები, რომლებსაც ჩვენ ვერ ვხედავთ, მაგრამ ისინი იზიდავენ გარკვეულ მოვლენებს, ადამიანებს, საგნებს, რესურსებს. ჩვენ შეგვიძლია, ჩვენი აზრების საჭირო მიმართულებით ფორმირების მეშვეობით,  ავამუშავოთ ეს კანონები და სწორედ მათი გამოყენებით შევძლოთ ოცნებასთან მიახლოება.

მეორე: უნდა დავაკვირდეთ საკუთარ თავს, როგორ ფიქრებში ვატარებთ დღის უმეტეს ნაწილს, რაზე ვფიქრობთ ძილის წინ, დილით გაღვიძებისას თუ ტრანსპორტით მგზავრობისას და შევეცადოთ ყოველთვის და ყველგან, მუდმივად ვიფიქროთ კარგზე, ვიფიქროთ იმაზე რაც გვინდა და არა იმაზე რაც არ გვსურს, ვინაიდან ჩვენი აზრებით ჩვენ ვაპროგრამებთ საკუთარ  თავს და თანდათანობით, ყოველწამიერად ვქმნით ჩვენს მომავალს.

მესამე: ოცნებისგან უნდა გამოვძერწოთ რეალური მიზანი!

მაგალითად ოცნებაა როცა ვამბობთ, რომ გვსურს გავხდეთ მდიდარი, წარმატებული ადამიანი, მაგრამ თუ ჩვენს თავზე ვიმუშავებთ და გავარკვევთ, კონკრეტულად რა არის ჩვენთვის სიმდიდრე და წარმატება, რისი გაკეთებაა საჭირო მის მისაღწევად და რა დროის განმავლობაში გვინდა ამის მიღება – ეს უკვე მიზანია.

და ბოლოს: მოქმედება, მოქმედება და კიდევ ერთხელ მოქმედება!

ერთ–ერთი ძირითადი მიზეზი, თუ რატომ რჩება ჩვენი ოცნება აუხდენელი – უმოქმედობაა… უმრავლეს შემთხვევაში ჩვენ  არაფერს ვაკეთებ საიმისოდ რომ საწადელს მივაღწიოთ, ვზივართ და  ზურგის ქარს ველოდებით…

ფიქრობთ რომ თქვენთვის უკვე გვიანია?

გასულ საუკუნეში გერმანიის ერთ–ერთ პროვინციულ, მრავალშვილიან  ოჯახში დაიბადა გოგონა, სახელად ინგებორგა მოოტცი. ის ცხოვრობდა უკიდურეს სიღატაკეში და ოცნებად ჰქონდა ქცეული როდის გაიზრდებოდა და მიაღწევდა ფინანსურ დამოუკიდებლობას, გათხოვდებოდა საყვარელ მამაკაცზე და შექმნიდა ბედნიერ ოჯახს.

მაგრამ აი გაიზარდა, გათხოვდა და მისი ოცნებებიც ერფეროვანმა ოჯახურმა ცხოვრებამ შეიწირა. ქმარი მას არც  მუშაობის დაწყების უფლებას აძლევდა  და არც ფულს. ნებისმიერი წვრილმანის საყიდლად საჭირო თანხისთვის დიდი ხვეწნა და მუდარა სჭირდებოდა.

ასე განვლო საუკეთესო წლებმა და უკვე 75(!) წლის ასაკს მიღწეული, დაქვრივებული ქალი, სინანულით იხსენებდა თავის განვლილ ცხოვრებას, იხსენებდა როგორ ართმევდნენ ოცნებას ჯერ მშობლები,  და-ძმა, სიღატაკე და ხელმოკლე ცხოვრება, მერე მეუღლე და  მისი ძუნწი, აუტანელი ხასითი და თვალები სიმწრის ცრემლებით ევსებოდა. ის მისტიროდა თავის ბავშვობას და მაშინდელ ლამაზ ოცნებებს…

მაგრამ შემდეგ, მოულოდნელად მასში კვლავ გაიღვიძა ბავშვურმა სითამამემ და გაბედულებამ .

„არა თქვენ ვერ წამართმევთ ჩემს ოცნებას!“

იმეორებდა ის სულ უფრო ხშირად და ერთხელაც გადაწყვიტა ემოქმედა.  მან გამოძებნა დიდი ხნის წინ მივიწყებული ერთადერთი ქონება: ქმრის დანატოვარი რომელიღაც ფირმის რამოდენიმე აქცია და გადაწყვიტა მათი გაყიდვა. იმის შიშით რომ არავის მოეტყუებინა მარტოხელა მოხუცი, მან გადაწყვიტა თვითონ შეესწავლა ამ აქციების რაობა, ფასი. ის თანდათან გაიტაცა ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობამ და ცოტა ხანში ისეთი ალღო გამოაჩნდა ამ საქმეში, რომ უზარმაზარი ქონება დააგროვა.

ინგებორგა მოოტცი

დღეს ინგებორგა მოოტცი 84 წლისაა და კვლავაც აქტიურად მოღვაწეობს საფონდო ბირჟებზე, ამასთანავე  ის მოგზაურობს მთელ მსოფლიოში, წერს წიგნებს, ატარებს ლექციებს, კონსულტაციებს. მისი დახმარებით ათასობით პენსიონერმა შეძლო ფინანსური დამოუკიდებლობის მოპოვება. მან იპოვა თავის მოწოდება და ცხოვრობს სიცოცხლით სავსე, შინაარსიანი, ბედნიერი ცხოვრებით.

დიახ, ოცნებას არა აქვს ასაკი! ის არ არჩევს ბავშვს, ყმაწვილს, ზრდასრულს თუ მოხუცს, ის ერთნაირად მშვენიერია ყველა ასაკში და მისი ხომალდი ყოველთვის მზადაა ასაფრენად ვარსკვლავეთში სამოგზაუროდ. მთავარია ჩვენ ვისწავლოთ მისი მართვა.

ასე რომ, ნუ გერიდებათ ოცნების, ის  დიდებული მეგზურია სულისა, რომელიც გვავსებს ღირსებით გრძნობით და გვაიძულებს გავიზარდოთ პიროვნულად!

ნურასოდეს დანებდებით იმ რეალობას, რომელიც ოცნებით არ არის ნასაზრდოები!

ნუ შეაქცევთ ზურგს საკუთარ ბავშვობას და ნუ უღალატებთ მაშინდელ ოცნებებს! უბრალოდ იოცნებეთ, შემდეგ  აქციეთ ოცნება მიზნად და რაც მთავარია იმოქმედეთ!

ფორტუნას უყვარს თამამი და გაბედული ადამიანები!

 

სიყვარულით და მადლიერებით, ხვიჩა მებონია

P.S. როგორ ფიქრობთ, რამ შეგიშალათ ხელი თქვენი ოცნებების განხორციელებაში და თუ იმ კატეგორიას მიეკუთვნებით ვინც შეძლო ოცნების ახდენა, მაშინ მოგვიყევით, როგორ მოახერხეთ ეს? დიდი ინტერესით ველოდები თქვენს გამოხმაურებებს კომენტარებში.

ამასთანავე, გაუზიარეთ ეს პოსტი თქვენს მეგობრებს ქვემოთ განთავსებული 

სოციალური ქსელების ღილაკების მეშვეობით

 

უღრმესი მადლობა და მომავალ შეხვედრამდე!

 

 

32 комментария ჩანაწერზე “ოცნებიდან რეალობამდე!”

  1. მაია:

    სამწუხაროდ,ჯერჯერობით, იმ ბედნიერ ადამიანთა რიცხვს არ მივეკუთვნები,რომელთაც ოცნება (ან ოცნებები)  აისრულეს. 🙂
    ჩემთვის  სანუკვარი 🙂 ოცნების ასრულება რამდენჯერმე ამაოდ ვცადე, თუმცა ამ მცდელობებმა ჩემი (ამ შემთხვევაში ერთი) მნიშვნელოვანი უარყოფითი თვისება და ერთიც გადაულახავი პრობლემა დამანახა. რეალობა ნამეტანი მწარე იყო (არის) 🙂 მაგრამ, ის რაც უკვე ძვალსა და რბილში მაქვს გამჯდარი და რასაც ჩემი ნაწილი ჰქვია როგორ დავთმო?! 🙂 მთელი კაცობრიობის ოცნებებს მირჩევნია 😀 
     მე არა ,მაგრამ ჩემს ფორტუნას ,მგონი სითამამე აკლია 🙂 
     ყველას,ოცნებების ასრულებას გისურვებთ!!!

    • რამდენჯერმე ცდა არ არის საკმარისი მაია 🙂  უნდა სცადოთ მანამ, სანამ არ გამოგივათ! მგონი ედისონმა თქვა – ადამიანთა უმრავლესობა ალბათ ვერც კი წარმოიდგენს თუ რა ახლოს იყო მიზანთან როცა დანებდაო!

      გმადლობთ და გისურვებთ მაგ სანუკვარი ოცნების ასრულებას! 🙂 

      • მაია:

        უღრმესი მადლობა რჩევებისთვის,გამხნევებისთვის…  აუცილებლად ავისრულებ 🙂

  2. კაცურად, ეს ჩიტი მოაშორეთ რა აქედან, მოწამლა ტვინი 🙂 ხელს უშლი კითხვას და კომენტარის დაწერას.

  3. ნუთუ შენც ჩემსავით გჯერა ზღაპრების?! 
    რა ბედნიერებაა!!! 
    მეტს, უბრალოდ, ვერაფერს ვიტყვი 🙂
     

    • დიახ ქეთევან! 🙂 და რატომაც არა? 🙂

      თუ ჩვენ შევძლებთ ამის აღქმას – ცხოვრება ერთი უსასრულო, ლამაზი ზღაპარია 🙂

      შენ მშვენივრად გესმის რასაც ვამბობ! 🙂

       
       

  4. მადლობთ ხვიჩა საინტერესო პოსტისთვის! 

    სამწუხაროდ ადამიანებს, რომლებსაც დაულაგებელი ცხოვრება აქვთ (შინაგანიც და გარეგანიც), როგორ წესი არ სჯერათ ოცნების. უფრო სწორედ ვერ აცნობიერებენ მის მნიშვნელობას. მათ უბრალოდ არ სცალიათ ოცნებისთვის და აბსოლუტურად ტყუილი დროის კარგვად მიაჩნიათ.

    რამდენჯერ მომისმენია, როდესაც იძახიან: «ეჰ მარტო ოცნება, რომ შველოდეს საქმესო!!!»  რატომღაც მათ ჰგონიათ, რომ ჩვენ ვეუბნებით — წამოწექით და მარტო იოცნებეთ, სხვა არაფერი აკეთოთ და სოფელიც თავისით აშენდებაო :))))

    ნაპოლეონ ჰილს, თავის მსოფლიო ბესტსელერში: «წარმატების კანონები» შემდეგი სიტყვები უწერია: «ამერიკის ყველაზე წარმატებული ადამიანების 20 წლიანმა კვლევამ ნათლად დამანახა ერთი საერთო თვისება, რომელიც თითოეულ მათგანს ართიანებდა, ისინი ყველანი დიდი მეოცნებენი იყვნენოოოო!» (ციტირება სიტყვასიტყვით ზუსტი არ არის, მაგრამ შინაარსი ეგ არის) 😉

    სწორედ ოცნებას შეუძლია ადამიანი გამოიყვანოს ფსიქოლოგიური და სულიერი მარწუხებიდან; 
    სწორედ ოცნებას ძალუძს ადამიანის შთაგონება ისეთ დონეზე, რომ სასწაულებისაკენ უბიძგოს მას;
    სწორედ ოცნებიდან კრისტალიზებული მიზანი არის ჭეშმარიტი და არა სოციუმისაგან თავს მოხვეული;

     
    მოკლედ, ძალიან სასარგებლო პოსტია ხვიჩა და აუცილებლად გავაზიარებ. ცოტა ხნის წინ ჩემს მეუღლეს ვესაუბრებოდი  მსგავს თემაზე და რაღაცის ახსნის დროს ცოტა ემოციებში, რომ შევიჭერი მომენტალურად ამ უპატივცემულესი ქალბატონის ისტორია გამახსენდა (ინგებორგა მოოტცი), სასწრაფოდ მოვისვი გვერდში ჩემი მეუღლე და ხმამაღლა წაუკითხე შენი ფასდაუდებელი პოსტი 😉

    • გმადლობ გიორგი!

      მე თვითონ სწორედ ასე გავატარე მთელი ცხოვრება დღემდე – «წამოწოლილად» ოცნებაში და ვერ ვხვდებოდი, რომ თავისთავად ოცნებას აზრი არა აქვს თუ აქტიურ ქმედებებს არ მივმართავთ მისი რეალურად განხორციელების მიზნით!

      როცა ეს შევიგნე, ოცნებიდან კონკრეტული მიზნებიც თითქოსდა თავისთავად გამოიკვეთა და მე ვიგრძენი თუ როგორ იქცა ეს ოცნება, მწარე რეალობიდან თავის დასაღწევი ზღაპრული თავშესაფარიდან – სრულიად ხელმისაწვდომ, საჭირო მონდომების შემთხვევაში, განხორციელებად მშვენიერ სინამდვილედ 🙂

  5. მარიკა:

    ocneba kargia, magram tu chemi gamocdileba gainteresebt, 
    amascinat erti didi ocneba mqonda, sasicocxlo mnishvnelobis. gmertis ckalobit  gadavrchi. magram amistvis sastiki samkvdro-sasicocxlo brdzola mqonda. junglis kanonebi chemtvis ucxo agar aris.

    • თუ სწორად  გავიგე, თქვენ დიდი ბრძოლების გადახდამ მოგიწიათ, მაგრამ მაინც შეძელით ოცნების რეალიზება  და თუ ეს ასეა, გილოცავთ! მე აღფრთოვანებული ვარ თქვენი შეუპოვრობით და მიზანდასახულობით! 🙂

  6. ქეთი:

    პირველი სიტყვა ,,ოცნება» რომ წავიკითხე, მერე არც გავაგრძელე :)) შემოგდებული მახე მეგონა, ვაითუ იიის ოცნებაა-მეთქი, გავაგრძელე კითხვა და ცოტა შევშინდი, ასეთი პროგრამა ჯერ ივანიშვილს არც დასიზმრებია. ხვიჩა, იმედია, არც წაიკითხავს, თორემ ვეჭვობ გამოიყენებს და რამე შარში არ გაება….  :)) (ეს იუმორისტული ჩართვა).

    ვფიქრობ,  ყველას გვაქვს ოცნება, ყოველთვის არის რაღაც, რის მიღწევასაც ვცდილობთ ან უფალს ვთხოვთ. ახდენილი ოცნებები კი  მალე გვავიწყდება …
    პატივს ვცემ ადამიანს, ვისაც შესწევს ძალა, ენერგია და უნარი იბრძოლოს ოცნებების ასახდენად, თუმცა ამასთანავე ჩემთვის მიუღებელია,  ნებისმიერი მეთოდის ან ხერხის გამოყენება ამის მისარწევად…განსაკუთრებით კი ღალატი…
    მე საოცარი მეოცნებე ვარ… თანაც ოპტიმისტი…. მჯერა, რომ  ძალიან უნდა გინდოდეს და აუცილებლად ახდება! მინდა, რომ ყველა კეთილი ოცნება ახდეს!

     

    • admin:

      🙂  არა ქეთი, ამ ბლოგზე პოლიტიკური დატვირთის მქონე არც სტატია გაჭაჭანდება და არც კომენტარი 🙂

      რაც შეეხება ხერხებს და მეთოდებს. თუ ადამიანის ოცნებისგან კეთილშობილური, ღირსეული მიზანი ფორმირდება, განხორციელებული ქმედებებიც შესაბამისი იქნება, მაგრამ თუ ამ ქმედებებმა უღირსი სახე მიიღო, გამოდის ოცნებამ და მიზანმა დეფორმაცია განიცადეს და ავადმყოფურ ლტოლვად იქცნენ!…

      აი ეს კი უკვე ძალიან, ძალიან მომწონს ქეთი! ყოჩაღ! ასე გააგრძელე!!!!!!!!!!! 

  7. გულში ჩამწვდომი პოსტი იყო. თქვენი ყველა პოსტი ყოველთვის დამაფიქრებელია ბატონო ხვიჩა, დიდი მადლობა .

    • admin:

      მადლობა დავით, რომ პირველივე დღიდან აქტიური მკითხველი ხარ და მიხარია თუ ჩემი პოსტები გაძლევთ საფუძველს ფიქრისა და განსჯისთვის 🙂 

  8. ოცნებას რეალობის მფარველს დავარქმევდი თუნდაც… .ყველას ჭირდება ნუგეში… მით უფრო მას…
    მადლობთ საინტერესო პოსტისთვის….

  9. admin:

    მადლობა  თქვენ,  ნარმა,  რომ მესტუმრეთ და თან ასეთი საინტერესო კომენტარი გააკეთეთ! 
     
    სრულიად გეთანხმებით , მაგრამ აქვე უნდა ავღნიშნო, რომ, თუ  ჩვენს რეალობას ნუგეში სჭირდება, ე.ი. თავის დროზე ოცნებისთვის არ გვიბრძოლია ბოლომდე!

  10. მზია დოლიძე:

    ოცნება გიყვარდეს მქონდა,სულ ვოცნებობდი ,მერე მართლაც დასუსტდა ჩემი ოცნებები.უბრალოდ მივივიწყე…ბევრი ოცნებაც ამისრულდა,შეიძლება დროში გაიწელა,მაგრამ მაინც ამისრულდა.მე თამამად შემიძლია ვთქვა დღეს,რომ რაც გულით მინატრია ამსრულებია,ხან მოგვიანებით,მაგრამ მაინც.რაც შეეხება ბავშვურ ფრთებიან ოცნებებს თავი დავანებე და ახლა დავიწყე ისევ 49 წლის ასაკში,ვითომ გამომივა რამე?ცოტა რთული კია.მადლობა ხვიჩა ამ გამამხნევებელი პოსტისათვის.

    • რა თქმა უნდა გამოგივათ მზია! თქვენ თავად ამბობთ «რაც გულით მინატრია ამსრულებიაო» ხოდა ახლაც გულით ინატრეთ და რაც მთავარია ირწმუნეთ რომ ეს შესაძლებელია 🙂

      მადლობა თქვენ, რომ ამ ბლოგის ხშირი სტუმარი და აქტიური მკითხველი ხართ! 

  11. სოფიო:

    აი ამ ეტაპზე ერთი დიდი და ალბათ შეუძლებელი ოცნება მაქვს და იმის განსახორციელებლად ვიბრძვი დ ვნახოთ როგორ დამთავრდება ეს ჭიდილი, შედეგს აუცილებლად შეგატყობინებთ… ძალიან საინტერესო სტატიაა და ყველას ვურჩევ წაიკითხოს…

    • admin:

      კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ამ ბლოგზე სოფიო! თქვენ აუცილებლად გამოგივათ. დარწმუნებული ვარ, როცა პირობის შესრულების დრო მოვა, სასიხარულო ამბის მაცნე იქნებით 🙂

  12. მანანა:

    ocnebas kaci ar mouklavso da…dgemde meocnebeTa rigebSi var.
    ocnebas Tanamgzavrad Sroma, gabeduleba, nebiyofac Tu eyoleba… yvelaferi kargad iqneba.
    yvela ocneba ar  ьфчвуифamgram aman ar unda SegaSinos. 🙂 

  13. ლალი:

    ძალიან კარგი და საინტერეს სტატიაა.თუ ვინმეზე შეიძლება ითქვას –მეოცნებეაო,ალბათ ერთ–ერთი მე ვიქნები.მაგრამ მოხდა ისე,რომ ჩემგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო,ოცნებები დღემდე ოცნებებად რჩება და დღევანდელობის გათვალისწინებით,მათი ასრულების შანსიც ნაკლებია.ინგებორგა მოოტცის შემთხვევამ მეტ–ნაკლებად გამამხნევა….ყველას ვუსურვებ წარმატებებს და ოცნებების ახდენას…

  14. ლელა:

    მადლობა, ნამდვილად სასარგებლო, აუცილებელია მუდმივად ზრდა- განვითარება და ოცნებების ასრულებისკენ სწრაფვა, ესაა რომ სხვა თუ არაფერი გვიშლის ხელს, მაშინ ზურგის ქარი გვჭირდება და ესაც ზურგის ქარია.მომეწონა ინგებორგა მოოტცის ისტორია.არასოდეს არაა გვიანი. 

    • admin:

      დიახ ლელა, არასოდეს არაა გვიანი 🙂

      უღრმესი მადლობა, რომ გვეწვიეთ და თან თქვენი აზრიც გაგვიზიარეთ! 🙂

  15. გამარჯობა ხვიჩა,,დავიწყებ იქიდან რომ ძალიან კარგი პოსტია და საჭირო,,დიახ ოცნება ,,,რეალობაა რომელიც ნამდვილად ხდება თუ ამის დიდი რწმენა და ღრმა ფევები ააქვს ადამიანის გონებაში,,მე პირადად მჯერა ოცნებების ასრულების,,მართალია მეც ცოტა გვიან მივხვდი ამას(თუმცა ვთვლი რომ ოცნებას დრო არ ააქვს)მაგრამ მწამს რომ ასეა,,ოცნების მიზანია ახდეს და ჩვენ ადამიანები რწმენით და მოქმედებით უნდა დავეხმაროთ უბრალოდ,,სამწუხაროდ ეს გვაკლია ადამიანებს რომ არ გვჯერა ოცნებეის ახდენის(მე უკვე მჯერა)მე დიდი ხანი არაა, მაგრამ, ვმეგობრობ ასე ვთქვათ თქვენ მეგობარ ,,ბლოგებთან,,სწორეთ იქიდან აგმოგაჩინეთ თქვენც და მომწონს და მინდა სხვადასხვა პიროვნებისგან თუ ადამიანისგან გავიგო სხვადასხვა მოსაზრება და მიდგომა ,მინდა უფრო მეტი ვისწავლო უფრო მეტი ადამიანისგან ასე რომ ვიმეგობრებ თქვენთანაც და წარმატებებს გისურვებთ,,

  16. admin:

    «მე პირადად მჯერა ოცნებების ასრულების»  – არაჩვეულებრივია ნინო! მიხარია რომ კიდევ ერთი თანამოაზრე შევიძინე 🙂 სიამოვნებით ვიმეგრობებთ თქვენთან მე და ჩემი ბლოგი 🙂

  17. მაკა დვალი:

    dzalian magaria, agfrtovanebuli var.

  18. მაკა დვალი:

    ocnebistvis oci nebaa,anu oci nebelobiti nabojia sajiro,romelic gvezareba xshirad da ocnebas vabralebt ar xdebio…….dabralebac xom shvenive iaragia sakutari tavis gasamartleblad.

  19. მაკა დვალი:

    neba ki arakide uaresic
    ,,…. momavals imedith vukurebth
    ocneba shamqrali tvalebit,,

  20. გიგა:

    ოცნება — იმედისა და მოლოდინის შერწყმაა, ალექსანდრე დიუმა მამამ დაგვიტოვა ფრაზა: „ელოდე და იმედი იქონიე“, რომელსაც ბევრი აღიარებს როგორც სიცოცხლეში აუცილებელ და შეიძლება რეალობას მოკლებულ მაგრამ აზრის „მომნიჭებელს“… წმინდა ილია მართალმადაგვიტოვა ფრაზა: „ირწმუნე და იმოქმედე“ — სადაც რწმენა არის არა ბრმა ან ცრუ, არამედ გაცნობიერებაზე ანუ განათლებაზე დაყრდნობილი, ხოლო ქმედება შესაძლებლობების ოპტიმიზაცია და ნაბიჯების თანმიმდევრული გადადგმა. მე პირადად ილია ჭავჭავაძის ნათქვამი ჭეშმარიტებათ მიმაჩნია! ოცნება კი უსაქმოდ მყოფი პიროვნების შვებად! შეიძლება ჯარისკაცის მამას გიორგი ისევ ცოცხალი ჰგონებოდა და ვერ გაიგებდა ბედნიერი იყო თუ უბედური? შვილის სიკვდილის საკუთარი თვალით ნახვის შემდეგ მან უზარმაზარი ტკივილი განიცადა, მაგრამ სინათლეში ანუ გარკვეული დარჩა! ამის შემდეგ შეიძლება ვინმემ ისევ იმედი აირჩიოს, რომელიც კაცის სიკვდილის შემდეგაც რომ არსებობს?!

დატოვეთ კომენტარი