
ცოტა ხნის წინ მიმიწვიეს ჯგუფში რომელიც გერმანიაში მცხოვრებმა ჩვენმა თანამემამულემ თამარ ჯიქია-ასათიანმა რამოდენიმე თანამოაზრესთან ერთად შექმნა.
ბაბუას დედა, დედაჩემის ბებია იყო ვიბლიანების ქალი, ანეტა ვიბლიანი. ერთხელ, როცა ბაბუაჩემი პატარა ბავშვი იყო, მთელი ოჯახი სვანეთში, ჭუბერში წავიდა სტუმრად. რამდენი დღე იყვნენ არ ვიცი მაგრამ გაცილებისას სვანებმა ისე დაათვრეს სიძე ანუ ბაბუჩემის მამა, რომ ოთხმა კაცმა ძლივს აიყვანა თურმე მანქანის საბარგულზე. ანეტა და ბავშვებიც, ბაბუას უმცროსი ძმა და კიდევ მეზობლის გოგო საბარგულზე მოთავსდნენ. … Read more
ვეღირსეთ როგორც იქნა დამოუკიდებლობას და მაშინვე ჯვარს ვაცვით ჩვენი პირველი პრეზიდენტი. დროც კი არ მივეცით რამე რომ ექნა… დაღუპავს ქვეყანას თავისი გამოუცდელობით და არასწორი პოლიტიკითო დავსვით დიაგნოზი და ტყვია დავახალეთ შუბლში ადამიანს, რომელმაც მთელი თავისი სიცოცხლე – პირველი ამოსუნთქვიდაბ ბოლო ამოსუნთქვამდე, სამშობლოს თვისუფლებისთვის ბრძოლას შეალია… ხოდა მოვიყვანეთ გამოცდილი, მსოფლიო დონის პოლიტიკოსი. ქვეყანა იცნობს, დიდი დიპლომატია, … Read more
ადამიანები დასაბამიდან მივილტვით შეუცნობელის შეცნობისკენ და ეს სწრაფვა ალბათ სხვა არაფერია თუ არა ნაწილის სწრაფვა მთელისკენ. იმ მთელისკენ, რომელსაც მოვწყდით ერთ დროს და სამყაროში გზააბნეულებმა შევქმენით საკუთარი წარმოდგენები მთელსა და მთლიანობაზე. და როცა მივისწრაფით მთელისკენ, ხშირ შემთხევავში მივისწრაფით იმ მთელის საკუთარი ინტერპრეტაციისკენ და ამით კიდევ უფრო მეტად ვშორდებით ნამდვილს … და ერთმანეთსაც… მაგრამ თუ გულში … Read more
“ადამიანებს ჰგონიათ, გზები იმიტომ არის მოგონილი რომ იარონ. ერთი სოფლიდან მეორე სოფელში მივიდნენ, იყიდონ და გაყიდონ, გაახარონ ვინმე ან ავნონ ვინმეს. ადამიანები გზებს იმისთვის იყენებენ რომ ვიღაც გამვლელს ჩაუსაფრდნენ და გაძარცვონ. იმას კი არ ფიქრობენ, რომ ყველა გზა, რაც დედამიწაზე არსებობს, ერთ დიდ მიზანს უნდ ემსახურებოდეს – სულის სრულყოფსა და ამაღლებას. დღეები გზებია, გზები კი … Read more

ცოტა ხნის წინ მიმიწვიეს ჯგუფში რომელიც გერმანიაში მცხოვრებმა ჩვენმა თანამემამულემ თამარ ჯიქია-ასათიანმა რამოდენიმე თანამოაზრესთან ერთად შექმნა.
რას ვფიქრობ ჩემო მარკ და ვფიქრობ იმ დღეზე, როცა უნდობლად, ეჭვით ან/და გაოცებით არ დამიწყებენ ყურებას, როდესაც ვიტყვი,… Опубликовано Khvicha Mebonia Вторник, 7 апреля 2015 г.
ვიქნებოდი ასე 10-11 წლის, კარს დავეჯახე შუბლით… ![]()
კარის გაღება ვიცოდი უცნაურად, სწრაფი მოძრაობით შევაღებდი ისე თითოქოს შტურმით ვაპირებ შევარდნასო და თან ეგრევე შევყვებოდი მეც… ამის გამო ხშირად ვღებულობდი საყვედურს, იქნება მეორე მხარეს ვინმე დგას თავი უნდა გაუხეთქოო?…

„თუ მთა არ მივა მუჰამედთან, მუჰამედი მივა მთასთან თქო“ შევუძახე საკუთარ თავს ერთხელაც, როცა „სუნთქვის შემგროვებლის“ წალენჯიხაში ჩამოსვლის ლოდინში კიდევ ერთი დღე ჩამადნა ხელებში გაზაფხულის თოვლივით და მაშინვე სიტყვას საქმეც მივაყოლე: ავდექი, წიგნის „დაუფლების“ დაუოკებელი სურვილი ქალამნებად ამოვიცვი ფეხებზე, ყოველი შემთხვევისთვის მოთმინებაც ავისხი ტანზე აბჯარივით და დავადექი “დიდი ქალაქისკენ” მიმავალ გზას…

თუ თქვენ მოგივიდათ რაიმე იდეა, მაგრამ აღმოაჩინეთ, რომ თქვენთვის ავტორიტეტული ადამიანები და შესაბამისი სფეროს ექსპერტები მას არარეალურად ან სულაც უაზრობად თვლიან, ნუ დაყრით ფარხმალს.
ჩემო არაჩვეულებრივი, საყვარელო, უნიჭიერესო, გენიალურო, პოზიტიურო, მხიარულო, ბედნიერო მკითხველებო, ძველო თუ ახალშეძენილო მეგობრებო, გილოცავთ ახალ წელს, გისურვებთ კიდევ უფრო მეტ ბედნიერებას, კიდევ უფრო მეტ ჯანმრთელობას, ხვავს, ბარაქას, სიყვარულით და სინათლით სავსე დღეებს. შარშან ახალ წლებზე, ფოსტაზე მივიღე ჩემი არაჩვეულებრივი მოლდოველი მეგობრის,უჭკვიანესი და უალამაზესი ქალბატონის, ფსიქოლოგ ანტონინა ლიტოვკას წერილი რომელშიც ის მოლოსცვასთან ერთად იძლეოდა ძალზე საინტერესო … Read more