ქალიშვილის წერილი მამას

papa

ჩვენი ისტორია დაიწყო ჩემს დაბადებამდე დიდი ხნით ადრე. მე ჯერ არ ვიყავი, მაგრამ შენ უკვე მელოდებოდი. და მელოდებოდი ალბათ ისე, როგორც არ ელოდებიან არასდროს და არავის ცხოვრებაში და  შენ უკვე გიყვარდი, მთელი გულით, მთელი არსებით.  

მე ზუსტად ვიცი, რომ, როცა პირველად მოვევლინე  ამ სამყაროს, შენ სიხარულისგან იტირე.

დედა მიყვებოდა, რომ შენ იდექი სამშობიარო სახლის ფანჯარასთან სიხარულის და ბედნიერების ემოციებისგან გადარეული, იქნევდი ყვავილებს და მღეროდი. დედას არ ესმოდა შენი ხმა, იმიტომ რომ ფანჯრები არ იღებოდა და მიუხედავად იმისა, რომ შენ ეს იცოდი, მაინც აგრძელებდი ყვირილს და სიმღერას.

ბავშვობიდან მე მახსოვს შენი ძლიერი და ამავე დროს მზრუნველი ხელები, რომლებიც შიშისა  და აღფრთოვანებისგან აყვირებულს ამაგდებდნენ ხოლმე ჰაერში… მე ყოველთვის ვიცოდი რომ შენ დამიჭერდი.

შენ იყავი ყველაზე მომთმენი და ყურადღებიანი ყველა ჩემს მასწავლებელს შორის, შენ პირველმა მასწავლე ამ სამყაროს შეცნობა და შეყვარება.

შენ ყოველთვის იცოდი როგორ უნდა გეზრუნა ჩემზე.

იცი, მე ხანდახან მაკლდი შენ და მაკლდა შენი სიტყვები. ვიცოდი რომ ბევრს მუშაობდი, მაგრამ ვიცოდი რომ ამას ჩვენთვის აკეთებდი.

გახსოვს ჩემი პირველი პირველი სექტემბერი? შენ იყავი ისეთი ამაყი და საყვარლად სასაცილო, თითქოს შენ მიდიდოდი პირველ კლასში და არა მე.

გახსოვს ჩვენი კინკლაობა მაღალ კლასებში? შენი მზერისგან მინდოდა მიწა გამსკდომოდა, მაგრამ ჩემს თხოვნაზე „ოღონდ დედას ნუ ეტყვი“  შენ ღრმად ამოისუნთქებდი და … მისრულებდი თხოვნას.

შენ ყოველთვის გიხაროდა ჩემი წარმატებები. აკეთებდი ყველაფერს იმისთვის, რომ მე შენით მეამაყა და მე ვამაყობ შენით, იმიტომ რომ შენ ყოველთვის ახერხებდი დედასთვის ბედნიერების მინიჭებას.

შემ მე მასწავლე არა მხოლოდ ჩემი, არამედ სხვების  ცხოვრების დაფასებაც და პატივისცემაც. შენი გაკვეთილები სამუდამოდ დარჩნენ ჩემს მეხსიერებაში.

შენ ყოველთვის პატივს სცემდი ჩემს არჩევანს. მაშინაც კი, როცა მე ვფიქრობდი, რომ ყველა საუკეთესო მამაკაცი უკვე ჩვენმა დედებმა ჩაიგდეს ხელში, მე შევხვდი კაცს, რომელიც ძალიან მაგონებს მამას. ის რა თქმა სხვა არის, მაგრამ როცა მას ვუყურებ ხშირად ვფიქრობ შენზე.

მე მახსოვს შენი პირველი ჭაღარა, მაგრამ  სავსებით ახალგაზრდული თვალები…

მე ყველაფერი მახსოვს მამა.

ჩემი მამა, ჩემი მამიკო… შენ ყოველთვის გესმოდა ჩემი, შენ ყოველთვის მხარს მიჭერდი რაც არ უნდა მომხდარიყო, შენ იყავი ჩემი ყველაზე საიმედო დასაყრდენი, ჩემი მფარველი ანგელოზი, ჩემი ციხესიმაგრე…

თითოეულ ადამიანს სჭირდება მამა. მამა და არა სიტყვა და იცი, თუ მე შემეკითხებიან, ვინ არის საუკეთესო მამა მსოფლიოში, მე ვუპასუხებ რომ შენ ხარ, საუკეთესო, ჩემი მამა, ჩემი მამიკო.

მიყვარხარ ძალიან… და მენატრები…

 

სიყვარულით და მადლიერებით, ხვიჩა მებონია

წყარო: http://youtu.be/DgXLSygDRo4

 

 

3 комментария ჩანაწერზე “ქალიშვილის წერილი მამას”

  1. სოფიო:

    ცრემლი მომადგა თვალზე..მართლაც რა სასიამოვნოა ასეთი მამის ყოლა. მადლობა ხვიჩა ამ პოსტისთვის..

  2. ნიკოლოზ ქავთარაძე:

    კარგი იყო :))

  3. სოფო:

    ამ წერილის მერე ძალიან ძალიან ძალიან დავაფასე ჩემი მამიკოოოოოოოოოოო……მიყვარხარ მამიი<3

დატოვეთ კომენტარი

Проверка комментариев включена. Прежде чем Ваши комментарии будут опубликованы пройдет какое-то время.