რას ნიშნავს «ოსიმ ხაიმ» და როგორ დავტკბეთ ცხოვრებით?

screenshot_1

 

ეს წერილი ერთმა ებრაელმა მეგობარმა გამიზიარა და იმდენად დიდი პოზიტიური ენერგიით ამავსო, მაშინვე ვთარგმნე ჩემი ონლიან-პროგრამის მონაწილეებისთვის და დავდე პროგრამის დახურულ ჯგუფში. დღეს კი გადავწყვიტე აქ, ბლოგზეც გამომექვყნებინა.

“ხშირად სასწაული ისეთი პატარაა, რომ ადამიანები მას უბარლოდ ვერ ამჩენევენ…

აღმოჩნდა, რომ შეკითხვაზე: „რას აკეთბ?“ ან „რას საქმიანობ?“ შეიძლება უპასუხო: „ოსიმ ხაიმ“ – „ცხოვრებით ვტკბები“.’

ეს გამოთქმა პირველად აქ, ისრაელში გავიგე. სიტყვა სიტყვით ის შემდეგნაირად ითარგმნება: „ცხოვრებას ვაკეთებ“.

პატარა კაფე. შუადღე. მეზობელ მაგიდასთან ხანშიშესული წყვილი ზის. ქალი და კაცი. მაგრამ არამგონია რომ ცოლ-ქმარი. ალბათ უფრო ძველი ნაცნობები, ან მეგობრები. ისინი მშვიდად საუბრობენ, ცოტას ფლირტაობენ კიდეც, მიირთმევენ ყავას. რეკავს ტელეფონი, კაცი იღებს ყურმილს. ვიღაც ყურმილის მეორე მხარეს სავარაუდოდ ეკითხება: „რას აკეთებ?“. ის პასუხობს: „ცხოვრებით ვტკბები“.

არა ვმუშაობ პრობლემების გადაჭრაზე, არა ვცდილობ ფულის გამომუშავებას, არა ვეძებ კითხვებზე პასუხებს, ან თუნდაც მიზნებს ვაყალიბებ თუ ვცდილობ მათ მიღწევას, არა! უბრალოდ ცხოვრებით ვტკბები.

სიტყვების ამგვარმა თამაშმა მე მომაჯადოვა და მივხვდი, რომ მეც ძალიან მომინდა მესწავლა ეს „ოსიმ ხაიმი“.

პირველი გაკვეთილი მივიღე ზოომაღაზიაში, სადაც ერთხელ დილაუთენია შევირბინე ძაღლის საკვებისთვის. მეპატრონემ ის ის იყო გააღო მაღაზია და აუჩქარებლად ალაგებდა საქონელს დახლებზე. მე წლების განმავლობაში გამომუშავებული მოსკოვური ჩვევის მიხედვით შევეცადე ამეხსნა, რომ არ მქონდა დრო დავლოდებოდი, როდის მორჩებოდა ის საქონლით დახლების გაწყობას და ვთხოვე სასწრაფოდ მომმსახურებოდა. კაცმა ერთი შემომხედა. შემდეგ უხმოდ მიბრუნდა, საიდანღაც გამოაძრო მომცრო გალია, ამოიყვანა იქიდან პატარა ბოცვერი და პირდაპირ ხელში მომაჩეჩა.

ჩემთვის დრო თითქოს გაჩერდა. მე ხელებს ნაზად ვუსვამდი ფაფუკ, ფუმფულა, თბილ ბეწვზე ჩემს ხელში გაყურსულ ბოცვერს და მოჯადოებულივით ვუყურებდი როგორ აუჩქარებლად საქმიანობდა მაღაზიის გამყიდველი. და მაშინ მივხვდი: აი თურმე როგორი ხარ შენ „ოსიმ ხაიმ“.

შემდეგ ცხოვრებაში იყო უამრავი გაკვეთილი და თითეულ მათგანს ჩემთვის მოჰქონდა უდიდესი სიხარული და ბედნიერება.

მაგრამ, ყველაზე მთავარი გაკვეთილი „ოსიმ ხაიმ“ მე მივიღე ორი წლის წინ. მაშინ, როცა საკუთარი სხეულით გადავეფარე ჩემს პატარა ქალიშვილს.

ეს მოხდა 2014 წლის ზაფხულში. მე და სონია მივდიოდით მანქანით სახლში და გავიგონეთ სირენების ხმა. როგორც შემდეგ გავიგე, მიდიოდა ოპერაცია „სალი კლდე“ და ჩვენ მოვყევით სარეკეტო დარტყმების ქვეშ.

ინსტრუქციის მიხედვით, მე მაშინვე გავაჩერე მანქანა, გამოვრთე ძრავი. გამოვიყვანე ბავშვი მანქანიდან, დავაწვინე გზაზე და ზედ გადავეფარე ჩემი სხეულით. მე ახლაც მახსოვს ჩამოგდებული  რაკეტისგან წარმოქნილი აფეთქების ძლიერი ტალღა, რომელმაც ზედ გადამიარა და ჩემი გოგონას ჩუჩულით ნათქვამი: „დედა, გამჭყლიტავ“. თურმე ძალიან ვაწვებოდი…

ამ შემთხვევის შემდეგ, სამყარო ჩემს ირგვლივ ათამაშდა სრულიად სხვა ფერებში და საბოლოოდ მივხვდი თუ რას ნიშნავს „ოსიმ ხაიმ“ — აქ ადა ამჟამად ცხოვრებით ტკბობა!”

სიმდიდრე — არ არის ის, თუ როგორი ქურქი გაცვია, როგორი მანქანით დადიხარ და რა ტელეფონი გიკავია ხელში. სიმდიდრე ეს არის ცოცხალი მშობლები, ჯანმრთელი შვილები, საიმედო მეგობრები და საყვარელი ადამიანი გვერდით!

თუ შენ გაქვს მხედველობა, სმენა, შეგიძლია სიარული, ლაპარაკი, სიყვარული და ყოველ დილით ადგომა ლიგინიდან — ესი იგი შენ ზღაპრულად მდიდარი ადამიანი ხარ!

და თუ როდისმე გაგიჩნდება პრეტენზია, რომ ცხოვრება უსამართლოდ გექცევა, გაიხსენე ისინი, ვინც ძალიან ადრე წავიდნენ ამ ქვეყნიდან. თუ მეუღლეზე  გაბრაზდები, წარმოიდგინე რამდენი ადამიანი ოცნებობს ოჯახის შექმნაზე. თუ ფიქრობ რომ ძალინ ურჩი შვილები გყავს, სანამ მათზე საყვედური დაგცდება, დაფიქრდი რამდენი ადამიანი ევედრება ღმერთს რომ აჩუქოს შვილი… დააფასე ის, რაც გაქვს!

არსებოს სამი ხაფანგი, რომლებიც გვპარავენ სიხარულს და ბედნიერებას: სინანული წასულის გამო, შფოთვა მომავალზე და უმადურობა აწმყოთი. ნუ მოაშთობ შენს ცხოვრებას ამ ხაფანგებში. იყავი მადლიერი იმისთვის, რაც გაქვს და მუდამ გახსოვდეს „ოსიმ ხაიმ“!

P.S. დააფასე  ის, რომ შეგიძლია საკუთარი აზრის გამოხატვა და შემოგვიერთდი კომენტარებში.

P.P.S. იყავი მადლიერი, რომ მოგეცა საშუალება გადასცე პოზიტიური ენერგია მეგობრებს და გაუზიარე მათ ეს პოსტი სოციალური ქსელების მეშვეობით.

 

შევხვდებით მწვერვალზე!

სიყვარულით და მადლიერებით, ხვიჩა მებონია

 

 

5 комментариев ჩანაწერზე “რას ნიშნავს «ოსიმ ხაიმ» და როგორ დავტკბეთ ცხოვრებით?”

  1. თიკუნა:

    საოცარია :)) მწარე რეალობაა ის რომ ცხოვრებას არ ვაფასებთ, სრ ვირგებთ, არ ვტკბებით. იმდენად ,, , დამბურძგვნელი’ ‘ სტატია იყო, რომ გამომაფხიზლა და შემომძახა : მორჩი ყოველ დღე შფოთვას თუ რა იქნება ეხლა, და რა იქნება მომავალში. ..დატკბი თითოეული წუთით რომელიც ღმერთმა გიბოძა. ვფიქრობ, ცხოვრებით ტკბობას თუ ვისწავლით, ბედნიერ მომენტებს თუ ერთმანეთს გავუზიარებთ, გავიღიმებთ და ლაღები ვიქნებით მაშინ ჩვენ ერთმანეთს უკეთ დავაფასებთ, გავუფრთხილდებით, გვეყვარება ღმერთი, სამშობლო, ოჯახის წევრები, მეგობრები, ნათესავები, უბრალოდ ნაცნობები, თანამემამულენი…პ.ს.მადლობა ბატონო ხვიჩა ამ, ,შეფხიზლებისთვის » 🙂 ლამაზ დღეს გისურვებთ!

    • admin:

      იცოცხლეთ თიკუნა! უღრმესი მადლობა არაჩვეულებრივად თბილი, სიკეთით და სიყვარულით სავსე გამოხმაურებისთვის.

      შევხვდებით მწვერვალზე!

  2. ლია:

    არსებოს სამი ხაფანგი, რომლებიც გვპარავენ სიხარულს და ბედნიერებას: სინანული წასულის გამო, შფოთვა მომავალზე და უმადურობა აწმყოთი. ნუ მოაშთობ შენს ცხოვრებას ამ ხაფანგებში.

    სიმდიდრე – არ არის ის, თუ როგორი ქურქი გაცვია, როგორი მანქანით დადიხარ და რა ტელეფონი გიკავია ხელში. სიმდიდრე ეს არის ცოცხალი მშობლები, ჯანმრთელი შვილები, საიმედო მეგობრები და საყვარელი ადამიანი გვერდით!
    !!!!!

  3. ზურა:

    კარგ საქმეს აკეთებ ხვიჩაგაგიმარჯოს

დატოვეთ კომენტარი