რაშია ცხოვრების აზრი?

cxovrebis azri

ნებისმიერ სასარგებლო იდეას აქვს თავისი ევულუცია, მისი წარმოშობის, განვითარების და სრულყოფის გზა. ასეთი გზა გაიარეს მაგალითად რაკეტების, ცათამბჯენების, ავტომობილების, კომპიუტერების იდეამ. თუ თქვენ გესმით, რომ სასარგებლო, ადამიანებისთვის საჭირო იდეები მუდმივად ევოლუციონირებენ, თუ თქვენ შეგიძლიათ თვალი მიადევნოთ მათი განვითარება-სრულყოფის გზას და გაარკვიოთ რა იყო გუშინ, გუშინწინ, რა ხდება დღეს, მაშინ შეძლებთ გაიგოთ რა მოხდება ხვალ. 

მეტაფიზიკურ სამყაროში, იდეების, გრძნობების, აზრების, ზეიდეების  სამყაროში, ისევე მიდის მუდმივი ევოლუცია, განვითარება და სრულყოფა, როგორც ფიზიკურ სამყაროში. მაგალითად, ჩვენ არ დავდივართ დღეს, ფიზიკურ სამყაროში, ნაჯახებით და წვერწამახული შუბებით, რადგან ჩვენი მატერიალური სამყარო მუდმივად ვითარდება და ხდება უფრო სრულყოფილი, ზუსტად იგივე პროცესები მიმდინარეობს მეტაფიზიკურ სამყაროში, იდეების, გრძნობების და აზრების სამყაროში.

ეს ცოცხალი პროცესებია. როცა ჩვენ ვიწყებთ აზროვნების პროცესს, უნდა გვესმოდეს, რომ საქმე გვაქვს მუდმივად ცვალებად კატეგორიებთან და სიდიდეებთან. იდეების, ზეიდეების განვითარება — წარმოუდგენლად საინტერესო პროცესია. როცა თქვენ შეგიძლიათ თვლაყური მიადევნოთ თქვენი აზრების განვითარების ევოლუციას, გიადვილდებათ ნებისმიერი ამოცანის სწორი პასუხის, ამოხსნის გზის პოვნა.

პირველად, როცა 11 წლის ვიყავი, ჩემს უფროს მეგობარს ვკითხე: „რაშია ცხოვრების აზრი“? ჩემი უფროსი მეგობარი 17 წლის იყო და მე ის მეჩვენებოდა წარმოუდგენლად ჭკვიან და ბრძენ ადამიანად. მან მიპასუხა:

„ არავინ არ იცის პასუხი ამ კითხვაზე და არც შენ გირჩევ ამაში გაარკვევა სცადო. უამრავი ადამიანი გადავიდა ჭკუიდან ამ კითხვაზე პასუხის ძიებაში.

დამეთანხმებით ალბათ, რომ საგიჟეთში მოხვედრა არავის არ უნდა და მეც როგორღაც თავი მივანებე ამაზე ფიქრს. ნუ, ვცხოვრობ ჩვეულებრივად, რა საჭიროა ამაზ თავის მტვრევა? რაც მთავარია ხომ ვსუნთქავ და რა მნიშვნელობა აქვს როგორ და რატომ? მაგ პერიოდებში მე წარმოვიდგენდი თევზს, რომელიც ცხოვრობს პატარა ტბაში და რომელიც ვერასდროს ვერ გაიგებს რა ხდება თუნდაც უახლოესი გორაკის მიღმა. ან მაგალითად წარმოიდგინეთ კოღო. ცხოვრობს ის თვისთვის, ცოტახანს ცხოვრობს, ზაფხულობით და ვერასდროს ვერ ნახავს თუ როგორ გუნდაობენ ადამიანები ზამთარში თოვლით. ხომ შემიძლია მეც ვიყო ჩემთვის და არ დავიტანჯო იმაზე ფიქრით თუ რატომ ვარ?

მაგრამ დრო გადიოდა და  ნებისმიერი მოაზროვნე ადამიანი ადრე თუ გვიან მაინც დაუსვამს საკუთარ თავს შეკითხვას: „კი მაგრამ რისთვის ვცხოვრობ? რატომ ვიტან ამ ტკივილს, დამცირებას, რატომ ვიტანჯები, რაშია ამ ტანჯვის აზრი, ჩემი ახლობლების ტანჯვის აზრი, რაშია ამ ყველაფრის, საერთოდ ცხოვრების აზრი და რა არის ჩემი მისია?“

რა თქმა უნდა ალკოჰოლი, ღამის კლუბები, ნარკოტიკები და მსგავსი გასართობები ბევრს უმსუბუქებს ცხოვრებას. ყოველდღიური, უაზრო რუტინა თანდათანობით სულ უფრო მეტ ადგილს იკავებს ადამიანების თავში, ცხოვრებაში და მათი უმრავლესობა თავს ანებებს იმაზე ფიქრით თავის შეწუხებას თუ „ვინ ვარ მე?“; „საით მივდივარ?“; „რატომ?“; „რაშია ჩემი ცხოვრების არსი?“

მაგრამ თუ თქვენ თავს დანებებთ უაზრო დროსტარებას და დაიწყებთ საკუთარი ინტელექტის, ჭკუის, გონების განვითარებაზე ზრუნვას, მაში ადრე თუ გვიან მოგიწვეთ პასუხის გაცემა თქვენი ბედის განმსაზღვრელ უმნიშვნელოვანეს კითხვაზე: „რაშია ჩემი ცხოვრების აზრი?“

შემდგომი ეტაპი ამ კითხვაზე პასუხის ძიებაში იყო ყველაზე გავრცელებული შეხედულება:

მე ვცხოვრობ იმისთვის, რომ „დავრგო ხე, ავაშენო სახლი და გავაჩინო შვილი“

მაგრამ გადის დრო და შენ ხვდები, რომ ნებისმიერი არსება, ფრინველიც და ცხოველიც კი იშენებს თავის სახლს, ტოვებს შთამომავლობას და გრძნობ რომ რაღაცნაირად კვლავ მოსაწყენი ხდება ცხოვრება. „ნუთუ მეც ისეთი ცხოვრების აზრით უნდა ვიცხოვრო როგორც ნებისმიერმა ცხოველმა?“

იქნებ აზრი სამუშაოშია? მაგრამ სამუშაოდან შეიძლება ნებისმიერ დროს დაგითხოვონ. ფირმა რომელშიც მუშაობ ან რომელიც შენია, შეიძლება გაკოტრდეს.

კი მაგრამ, როგორ შეიძლება გაკოტრდეს ცხოვრების აზრი? თუ ცხოვრების აზრი სამსახურშია და შენ დაგითხოვენ, როგორ შეიძლება ცხორების აზრმა დაგითხოვოს სამსახურიდან?

იქნებ შვილებშია ცხოვრების აზრი? მაგრამ ბავშვები იზრდებიან და ადრე თუ გვიან ტოვებენ ბუდეს. მათ თავიანთი გზა აქვთ, თავიანთი ბედი. მაგრამ როგორ შეიძლება ცხოვრების აზრი შენგან წავიდეს?

ქონება, ფული, სიმდიდრე? მაგრამ ქონება შეიძლება დაიწვას, ფული, სიმდიდრე დაკარგო. როგორ შეიძლება რომ ცხოვრების აზრი დაიწვას, დაკარგო?

ასეთ მსჯელობებში გადიოდა წლები. მე ვკითხულობდი ფილოსოფოსთა ნაშრომებს. ვეკითხებოდი ადამიანებს რომლებსაც ვთვლიდი ჩემს მასწავლებლებად: „რაშია ცხოვრებია აზრი? რატომ ვცხოვრობთ?“

და აი, ერთხელ, მე გონება გამინათდა და როგორც არქიმედემ დავიყვირე: „ევრიკა!“

ყველაფერი სინამდვილეში აღმოჩნდა ბევრად უფრო მარტივი, გასაგები და სასარგებლო ვიდრე მთელი ეს წლები წარმომედგინა.

ჩვენ ვცხოვრობთ იმისთვის, რომ ვიყოთ ბედნიერები და გულუხვად გავუზიაროთ ეს ბედნიერება მთელ სამყაროს!

თითქოსდა მოხდა უეცარი გაელვება და თვალისმომჭრელმა შუქმა გაანათა ჩემს ირგვლივ ყველაფერი. ის სივრცე, რომელიც მანამდე იყო წყვდიადში, წამში გახდა ნათელი და კაშკაშა ფერებით სავსე.

როგორც კი მე გავაცნობიერე, რომ ცხოვრების აზრი მდგომარეობს ბედნიერებაში და ამ ბედნიერების სხვებისთვის გაზიარებაში — ჩემს ბნელ მეტაფიზიკურ სამყაროში ამოვიდა მზე.

სხვანაირად არ ვიცი ამას რა ვუწოდო. დააკვირდით როგორ ცვლის სამყაროს ჩვენს გარშემო მზის ამოსვლა, მისი მაცოცხლბელი სხივები. ღამით, სიბნელეში ხილული ნივთებიც კი რაღაც სხვანაირ ფორმას ღებულობენ, ხოლო პეიზაჟების უმრავლესობას საერთოდ ვერ ვხედავთ. თუ ვარსკვლავებიანი ცა ღრუბლებითაც არის დაფარული, ღამის ხილული სამყარო ძალიან პატარაა. მაგრამ საკმარისია გამოჩნდეს სინათლე, საკმარისია ამოვიდეს მზე, რომ ჩვენს თვალწინ მაშინვე გადაიშლება უკიდეგანო მინდვრები, ტყეები, მთები, ზღვები, ულამაზესი თეთრი ღრუბლები, რომლებიც ნარნარად მიცურავენ ფირუზისფერ ლურჯ ცაზე.

მსგავის რამე დამემართა მეც. როგორც კი ვიპოვე პასუხი მთავარ კითხვაზე, ჩემმა შინაგანმა სამყარომ შეიძინა სილამაზე, მაშტაბები და ძალა. სულში ჩამეღვარა საოცარი სითბო, სინათლე და ავივსე სიხარულით.

აბა რა, ბედნიერება! აბა იმისთვის ხომ არ ვცხოვრობთ რომ ვიტანჯოთ. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ აზრი მატერიალურია და ჩვენი აზრებით ჩვენ ვახდენთ საკუთარი მომავლის ფორმირებას, ალბათ დამეთანხმებით, რომ ჯობია მომავალში გავაგზავნოთ პოზიტიური აზრები, პოზიტიური მონახაზები ჩვენი ბედისა.

ადამიანი, რომელიც ფქირობს, რომ ცხოვრება ჰგავს საზღვაო ჟილეტს, რომელშიც თეთრი და შავი ზოლები ენაცვლებიან ერთმანეთს, აზროვნების ამ ფორმით საკუთარ მომავალს ისე აპროგრამებს, რომ მის ცხოვრებაში ყოველ ბედნიერ, ნათელ პერიოდს აუცილებლად მოჰყვება უბედურება, კატასტროფა.

ხოლო ადმიანი, რომელიც გაცნობიერებულად გეგმავს ბედნიერ, წარმატებულ, მდიდარ, შინაარსიან ცხოვრებას — აუცილებლად მიიღებს მას.

იყო ბედნიერი — ეს თავისთავად ბდნიერებაა.

ბედნიერებაზე უფრო დეტალურად ჩვენ ვისაუბრებთ მომდევნო პოსტებში. ახლა უბრალოდ მინდა თქვენი ყურადღება მივაპყრო შემდეგ რამეს:

ბედნიერები ადამიანები ასხივებენ ბედნიერებას, სინათლეს, სხიარულს.

მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ თქვენი ბედნიერების 15% ავტომატურად გადადის თქვენს მეგობრებზე და ახლობლებზე. 7% თქქვენი ბედნიერებისა  გადადის თქვენი მეგობრების მეგობრებზე. როცა თქვნს სამეფო დროშაზე აკეთებთ წარწერას: „ჩემი ცხოვრების აზრი არის — ვიყო ბედნიერი!“, თქვენ ავტომატურად ზრუნავთ თქვენ ახლობლებზე, ნათესავებზე, მეგობრებზე და მთლიანად კაცობრიობაზე. თქვენ ავტომატურად ხდებით ვარსკვლავი, რომელიც ანათებს სიკეთით, სითბოთი, სინათლით და სიყვარულით სავსე ენერგიას.

ძალიან გთხოვთ, ნუ დაუჯერებთ იმ ადამიანებს, რომლებმაც აზროვნებენ იმ ფორმით, რომ „ჯანდაბას ჩემი თავი, დაე მე ვიტანჯო, ოღონდ ჩემი ოჯახი, ჩემი შვილები იყვნენ კარგად და ბედნიერად!“

ამაზე უფრო დიდ უაზრობას ადამიანი ვერ მოიფიქრებს. ღმერთო ჩემო როგორ შეუძლია უბედურ მშობელს ბედნიერება მოუტანოს შვილებს. უბედური ადამიანები ასხივებენ სამყაროში ტკივილს, ტანჯვას, პესიმიზმს, უბედურებას და წარუმატებლობას. სიბნელიდან იშვება სიბნელე, სიცივიდან-სიცივე. მხოლოდ ბედნიერ ადამიანს შეუძლია სხვებს მოუტანოს ბედნიერება, იმიტომ რომ მხოლოდ ბედნიერი ადამიანი ასხივებს ბედნიერებას,  სიხარულს, ოპტიმიზმს, სიყვარულს, სიკეთეს, მეგობრობას, მადლიერებას, კეთილშობილებას. აი რატომ ვართ უბრალოდ ვალდებულები, რომ ვიყოთ ყოველდღიურად კიდევ უფრო მეტად ბედნიერები, რომ ყოველდღიურად კიდევ უფრო მეტი სინათლით, სიხარულით და სიყვარულით ავავსოთ სამყარო.

თავად ბედნიერებას აქვს რამოდენიმე კატეგორია, მნიშვნელობა.

პირველი — ბედნიერება ეს არის გზა და არა დანიშნულების წერტილი.

მეორე — ბედნიერება — ეს არის ცხოვრების აზრი.

მესამე — ბედნიერება — ეს არის ენერგია, რომლითაც ჩვენ ყოველდღე ვავსებთ ჩვენს სხეულს.

მეოთხე —  ბედნიერება ეს არის ჩვენი ზეშესაძლებლობების გასაღები

როგორც ხედავთ ბედნიერება არის ჩვენი ცხოვრების ყველაზე მყარი საფუძველი. მაგრამ ამ თემებზე ჩვენ ვისაუბრებთ მომდევნო პოსტში. ახლა კი შეეცადეთ გააცნობიეროთ ის, რაც ზემოთ წაიკითხეთ. ნუ მიიღებთ ყველაფერს როგორ ჭეშმარიტებას, უბრალოდ დააკვირდით, გაანალიზეთ, იკამათეთ, ეძიეთ. მხოლოდ თქვენ ხართ საკუთარი ცხოვრების დამკვირვებელი, მკვლევარი და შესაბამისად პატრონიც.

 

სიყვარულით და მადლიერებით, ხვიჩა მებონია

წყარო: ვლადმირ დოვგანის წიგნების მიხედვით
 

 

დატოვეთ კომენტარი