პრეტენზია ბანკთან

 

რუსეთის ერთ–ერთ პროვინციულ ქალაქში, ერთ–ერთ ბანკში, ბანკის თანამშრომელსა და მოქალაქეს შორის მოხდა კონფლიქტი. კლიენტი ბანკს ედავებოდა რაღაც საკომისიოს არასწორად დარიცხვას. ჩაერია ხელმძღვანელობა, მაგრამ ამან მოქალაქეს არ უშველა.

კლიენტი დაემუქრა მენეჯერს, რომ დაწერდა საჩივარს.

–კი ბატონო, წარმოადგინეთ თქვენი პრეტენზია წერილობითი ფორმით და ბანკი მას განიხილავს დადგენილი წესით. თუმცა იცოდეთ, რომ ამით მაინც ვერაფერს ვრ მიაღწევთ – უთხრეს მას მენეჯერმა.

გაგულისებულმა კლიენტმა ლანძღვა–გინებით და მუქარით დატოვა ბანკი. 

კვირა საღამოს, ბანკის შენობას მიადგა  მძიმეწონიანი ტვირთმზიდი და სპეციალური ამწე მოწყობილობა, რომლის მეშვეობითაც ძლივს ჩამოიღეს ტვირთმზიდიდან რამოდენიმეტონიანი უზარმაზარი გრანიტის ფილა და დადეს ზედ ბანკის შესასვლელ კარებთან.

ფილაზე დაწერილი იყო კლიენტის პრეტენზია ბანკის მიმართ. პრეტენზია შედგენილი იყო ყველა წესის დაცვით, ბოლოში პრეტენზიის ავტორის ვინაობის, მისამართის და სხვა საკონტაქო რეკვიზიტების მითითებით.

აღშფოთებულმა ბანკის თანამშრომლებმა სამართალდამცველები გამოიძახეს. ისინი დაუკავშირდნენ პრეტენზიის ავტორს და მოთხოვეს სასწრაფოდ მოეშორებინა ფილა ბანკის ტერიტორიიდან, რაზეც კლიენტმა უპასუხა:

– რუსულ კანონმდებლობაში არსად არ წერია, რომ საბუთები აუცილებლად ქაღალდის მასალაზე უნდა იყოს დაწერილი. ასე რომ ბანკმა კეთილ ინებოს და მიიღოს ჩემი პრეტენზია იმ ფორმით, რა ფორმითაც წარვუდგინე.

სამართალდამცავები ჩაფიქრდნენ…

– მდაა…. აქ დანაშაულის ნიშნებს ვერ ვხედავთ. ეს უფრო სამოქალაქო–სამართლებრივი დავაა, ასე რომ ჯობია სასამართლოს მიმართოთ. – უთხრეს ბოლოს ბანკის ხელმძღვანელობას და წავიდნენ.

ბანკმა მიმართა სასამართლოს, პარალელურად კი შეეცადა მოეშორებინა ფილა თავისი ტერიტორიიდან, რათა დროზე გაენთავისუფლებინა ბანკის შესასვლელი.

აღმოჩნდა, რომ ქალაქში არსებობდა ერთადერთი ტვირთმზიდი, რომელსაც შეეძლო მსგავსი წონის ტვირთის გადატანა და ერთადერთი ამწე მოწყობილობა, რომლითაც შეიძლებოდა მისი აწევა და რომ ეს სპეცტექნიკები იმ ფირმას ეკუთვნოდა, რომლის მლობელიც განაწყენებული კლიენტი იყო.

მაშინ ბანკმა დაიქირავა ტრაქტორი და შეეცედა მისი მეშვეობით ბუქსირით გადაეთრია ფილა შესასვლელიდან ქუჩის მხარეს, თუმცა მათი ეს მცდელობა აღკვეთეს სამართალდამცველებმა იმ მოტივით, რომ კანონით იკრძალებოდა ქუჩების ჩახერგვა ლოდებით.

იმ დღეს სამუშაო პროცესი ჩაიშალა.

მეორე დღეს მოსამართლემ განიხილა ბანკის საჩივარი და განაცხადა, რომ კანონით არ შეიძლება მოეთხოვოს კლიენტს პრეტენზიის ანულირება. უფრო მეტიც: აღმოჩნდა რომ ბანკს არა აქვს უფლება უარი თქვას პრეტენზიის მიღებაზე იმ მოტივით, რომ ის ქაღალდზე არ არის დაწერილი. პირიქით, ის ვალდებულია გადაიტანოს პრეტენზია არქივში და განიხილოს თავისი შინაგანაწესი შესაბამისად.

მაშინ ბანკმა დაიქირავა მუშათა ბრიგადა, რომლებმაც დიდი წვალების შემდეგ, როგორც იქნა, შეძლეს ფილის იმ ზომებად დატეხვა, რომ შესაძლებელი ყოფილიყო მათი გატანა ჩვეულებრივი ტექნიკის დახმარებით.

მესამე დღის ბოლოსთვის, როგორც იქნა გაანთავისუფლეს შესასვლელი. ბანკის თანამშრომლები ის ის იყო შევიდნენ შენობაში, რომ მაშინვე დარეკა კლიენტმა და თავაზიანად იკითხა, თუ რა ეტაპზე იყო მისი  პრეტენზიის განხილვა.

ბანკის თანამშრომლის მხრიდან უშვერი გინების მოსმენის შემდეგ, მან ასევე აუღელვებლად და მშვიდად თქვა:

– თუ თქვენ არ განიხილავთ ჩემს პრეტენზიას, როგორც წესი და რიგია,  მაშინ წარმოგიდგენთ განმეორებით პრეტენზიას, თანაც უკვე სამ გვერდზე დაწერილს. –  და დაკიდა ყურმილი.

მეორე დღეს პრეტენზიის ავტორი დაიბარეს ბანკში და აუხსნეს, რომ მოხდა გაუგებრობა და ბანკმა ანულირება გაუკეთა იმ საკომისოს, რომელზეც კლიენტს ჰქონდა პრეტენზია.

 

სიყვარულით და მადლიერებით, ხვიჩა მებონია

 

 


 

2 thoughts on “პრეტენზია ბანკთან”

Leave a Comment

Comment moderation is enabled. Your comment may take some time to appear.