ადამიანის ზეშესაძლებლობები — ყველაზე გასაიდუმლოებული ჭეშმარიტება დედამიწაზე

 

zeshesadzleblobebi

 

როცა სარკეში ვიყურებით, ჩვენ ვხედავთ არა უბრალოდ კარგ ადამიანს, არამედ ვხედავთ უკიდეგანო პოტენციალს, უსაზღვრო შესაძლებლობებს, ჩვენ ვხედავთ გენიოსს. შეიძლება მკითხოთ, მაშინ რატომ არ ვარ მეც ისეთივე ცნობილი და სახელგანთქმული როგორც ეინშტეინი, მახათმა განდი, მოცარტი, მიქელანჯელო  და ა.შ.

საქმე იმაშია, რომ ადამიანის ზეშესაძლებლობები არის ყველაზე გასაიდუმლოებული ჭეშმარიტება დედამიწაზე, რადგან სისტემას, რომელიც მართავს სამყაროს, არ აწყობს, რომ ჩვენ ვიყოთ, ჭკვიანი, ბრძენი, გენიალური, სულით და სხეულით ძლიერი, იმიტომ რომ ასეთი ადამიანებით მანიპულირება შეუძლებელია..

ამიტომ, დედამიწაზე კეთდება ყველაფერი იმისთვის, რომ ადამიანებმა არ იცოდნენ ან უკიდურეს შემთხვეაში ეჭვი შეიტანონ იმაში, რომ ისინი, ღმერთმა თავის ხატად და დარად შექმნა და ფლობენ ისეთ უსაზღვრო შესაძლებლობებს, რომლის სიტყვით აღწერაც შეუძლებელია.

ალბათ დამეთანხმებით, რომ გაცილებით ადვილია მართო ისეთი ადამიანები, რომლებიც ფიქრობენ რომ საცოდავი ქმნილებები არიან, რომლებიც ფიქრობენ რომ არიან ავადმყოფები, სუსტები და უბედურები, ვიდრე მართო ადამიანები, რომლებმაც იციან რომ გენიალურები არიან, რომ ფლობენ უსაზღვრო შესაძლებლობებს და რომლებმაც იციან რომ უფალმა ისინი თავის მსგავსად შექმნა.

ახლა კი მოდით ვნახოთ ის ტექნიკები და მეთოდები, რომლითაც ახერხებს სისტემა ადამიანებში ღვთისგან ბოძებული ზეშესაძლებლობების ჩაკვლას და გიგანტების ჯუჯებად ქცევას.  

ერთერთ ქვეყანაში მოგზაურმა ნახა, თუ როგორ ყავდათ დაბმული ჩვეულებრივი თოკით სპილო.

მოგზაურმა გაოცებულმა ჰკითხა მომთვინიერებელს:

კი მაგრამ, რა აზრი აქვს სპილოს ასე დაბმას. მან რომ გაიწიოს, ეს თოკი ხომ ვერ შეაჩერებს?

მომთვინიერებელმა უასუხა:

დიახ, ვერ შეაჩერებს, მაგრამ სპილომ არ იცის ეს და ამიტომ არ გაიწევა.

ეს როგორო“ – გაოცდა ისევ ტურისტი.

როგორ და, როცა პატარა იყო და პირველად დავაბით, გაგიჟდა, მთელი ძალებით ცდილობდა თავის დაღწევას, მაგრამ ვერ ახერხებდა. ასე გადიოდა დღეები უშედეგო მცდელობებში. ბოლოს და ბოლოს ის მიხვდა, რომ შეუძლებელი იყო  თოკისგან თავის დაღწევა და შეეგუა  რეალობას

ახლა, სპილო გაიზარდა, მაგრამ კვლავაც ჰგონია, რომ თოკის გაწყვეტა შეუძლებელია და ამიტომ როცა მივაბამთ, დგას მორჩილად, სანამ ისევ არ ავხსნით. – აუხსნა მომთვინიერებელმა.

წარმოგიდგენიათ, ამ უზარმაზარ ცხოველს, რომელსაც თავისუფლად შეუძლია ძირფესვიანად ხეების მოგლეჯა, ეგონა, რომ ჩვეულებრივი თოკი იჭერდა და არც კი ცდილობდა ნაბიჯის გადადგმას. ის შებოჭილი იყო იმ ცრუ რწმუნებულებით, რომ თოკის გაწყვეტა შეუძლებელია.

ანუ, მას სინამდვილეში თოკი კი არ  იჭერდა, არამედ შინაგანი ბორკილებიგადამეტებული წარმოდგენა თოკის შესაძლებლობებზე და არასათანადოდ შეფასება საკუთარი ძალებისა.

ზუსტად იგივე გვჭირს ადამიანებსაც. თითოეულ ჩვენთაგანში დევს უზარმაზარი პოტენციალი, ძალა, ენერგია, ტალანტი იმისთვის, რომ ვიყოთ წარმატებული, მდიდარი, ბედნიერი ადამიანები, მაგრამ არ გვაქვს რეალური წარმოდგენა ჩვენს შესაძლებლობებზე. რადგან შეზღუდული ვართ საკუთარი ცრუ წარმოდგენებით, ცრუ რწმუნებულებებით.

ათასწლეულების განმავლობაში ჩვენ გვინერგავდნენ, რომ წარმატება და ბედნიერება ერთეულების, რჩეულთა ხვედრია, ხოლო მასა კი ტანჯვისთვის არის გაჩენილი…

და ვინაიდან მსგავსი ხელოვნურად შექმნილი შინაგანი ბორკილები გადაეცემა მემკვიდრეობით, ჩვენც ათასწლეულებია საკუთარი შინაგანი საპატიმროს ტუსაღები ვართ.

გერმანელმა მეცნიერებმა ახლალხან აღმოაჩინეს, რომ ირმები, რომლებიც ცხოვრობდნენ  დასავლეთ და აღმოსავლეთ გერმანიის ყოფილი საზღვრების მიმდებარე ტყეებში, არ გადადიოდნენ იმ ხაზზე, რომელზეც ათწლეულების განმავლობაში საზღავრი მონიშნული იყო მავთულხლართებით, რომლებშიც გადიოდა მაღალი ძაბვა.

უკვე დიდი ხანია არ არის ეს მავთულხლართები, მაგრამ გენეტიკური მეხსიერება გადავიდა თაობიდან თაობაზე და მიუხედავად იმისა, რომ უკვე რამოდენიმე ათწლეული გავიდა, ომისდროინდელი ირმების ჩამომავლები მაინც არ გადადიან იმ საზღვარს, რომელიც უკვე არ არსებობს.

აი ასე გადაეცემა შინაგანი ბორკილები გენეტიკურად თაობიდან თაობაზე. ამიტომ არის ძალიან მნიშვნელოვანი, თუ რას ჩავაგონებთ ბავშვობიდანვე ადამიანს.

სამწუხაროდ, გაუცნობირებელი მშობლები და მსწავლებელები ბავშვებს უამრავი შემზღუდველი რწმუნებულებებით კვებავენ. ჩვენ ბავშვობიდანვე გვესმოდა: „ეს შეუძლებელია. იყავი რეალისტი“.

სხვათაშორის, ნაპოლეონი ამბობდა:

„სიტყვა „შეუძლებელია“ მხოლოდ სულელების ლექსიკონშია“

წარმოიდგინეთ გარეგნულად ძალიან დიდი, უზარმაზარი ბარიერი, კედელი თქვენს სავალ გზაზე. თქვენ მიდიდხართ თქვენი მიზნისკენ და ამ დროს აწყდებით ასეთ კედელს. დამეთანხმებით, რომ თქვენ დაიწყებთ მაშინვე უამრავი სხვადასხვა ვარიანტის მოფიქრებას, თუ როგორ დაძლიოთ ეს ბარიერი. ის შეიძლება ააფეთქო, მასზე უფრო დიდი კიბე ააშენო, ხვრელი გაუკეთო ან მის ქვეშ გვირაბი გათხარო, შემოუარო გვერდიდან ან საერთოდ უკან წამოხვიდე, დედამიწას შემოუარო გარს და ისე აღმოჩნდე მეორე მხარეს.

ანუ, როცა საქმე გვაქვს გარეგან წინაღობასთან, ჩვენთვის ის შესამჩნევია, გასაგებია, შეგვიძლია შევაფასოთ და მოვიფიქროთ უამარავი საშუალება მისი დაძლევისა.

მაგრამ ყველაზე საშინელი ბარიერი, რომელიც გვიღობავს გზას ჩვენი ზეშესაძლებლობებისაკენ, იმყოფება ჩვენს თავში, ჩვენ ცნობიერებაში და ჩვენ ხშირ შემთხვევაში არ ვიცით როგორ მოვიშოროთ ისინი, უფრო სწორედ ვერც კი ვამჩნევთ მათ.

მაშ რა ვქნათ, როგორ ამოვხნათ ეს რთული ამოცანა?

ამაში დაგვეხმარება მხოლოდ ცოდნა. ჭეშმარიტი ცოდნა — აი ჯადოსნური გასაღები ჩვენი ზეშესაძლებლობებისა, ჩვენი ღვთიური ნიჭისა და უნარებისა.

შეიძლება დაგებადოთ კითხვა: „შეუძლია კი ხანშიშესულ ადამიანს თავი დააღწიოს ამ შინაგან სატუსაღოს, მოიშორის ეს შინაგანი ბორკილები?“

პასუხი ერთმნიშვნელოვანია: „რა თქმა უნდა შეიძლება, იმიტომ რომ ტვინი ეს ერთადერთი ორგანოა ადამიანისა რომელიც ვითარდება მთელი ცხოვრება“

მოვიყვან რამოდენიმე მაგალითს: ყველაზე ცნობილმა ამერიკელმა მხატვარმა, ბებია მოზესმა, პირველად ფუნჯი ხელში აიღი 75 წლის ასაკში. მანამდე ის იყო გაუნათლებელი გლეხის ქალი, რომელსაც არათუ სამხატვრო, დაწყებითი განათლებაც არ ჰქონდა მიღებული.

პითაგორამ თავისი ცნობილი სკოლა გახსნა 70 წლის ასაკში და მანამდე მონად ყოფნაც კი მოასწრო.

ინგებორგა მოოტცმა, დაქვრივებულმა ღარიბმა, პესნიონერმა ქალმა 75 წლის ასაკში აიღო პირველად ხელში სახლში შემთხვევით ნაპოვნი, მისი გარდაცვლილი ქმრის მიერ დიდი ხნის წინათ შეძენილი რამოდენიმე აქცია, საიდანაც დაიწყო მისი დაინტერესება საფონდო ბირჟით და 6 წელიწადში მოხუცი ქალი იქცა მილიონერად და 82 წლის ასაკში ის მოგზაურობდა მთელი ქვეყნის მაშტაბით, ატარებდა სემინარებს, წერდა წიგნებს და ეხმარებოდა ათეულ ათასობით პენსიონერს.

ასე, რომ ჩემო ძვირფასებო, არასდროს არ არის გვიან ახალი ცხოვრების დაწყება, არასდროს არ არის გვიან შეუდგეთ თქვენი ზეშესაძლებლობების გამოვლენა განვითარებას და არა აქვს მნიშვნელობა ვინ ხართ ახლა და რას საქმიანობთ. მუშა ხართ, დარაჯი თუ ჭურჭლის მრეცხავი. ეს არ არის სირცხვილი. სირცხვილია გაიგო რომ ზეშესაძლებლობებს ფლობ და არ ეცადო გახსნა ისინი, სირცხვილია მთელი ცხოვრება მიწაზე ხოხვაში გაატარო როცა ზურგზე დაბადებიდანვე ფრთები გაქვს. სირცხვილია არ ეცადო მისწვდე ვარსკვალევბს, არ ეცადო ისწავლო ფრენა, როცა ღმერთმა ამ ყველფრის ნიჭი და უნარი დაბადებიდანვე დაგანათლა.

სირცხვილია ღვთისგან ბოძებული უნიკალური სიცოცხლე მიუძღვნა მხოლოდ სხეულზე ზრუნვას, იმაზე ფიქრს თუ რა ჭამო, რა ჩაიცვა და დაივიწყო ღვთიური სული, გენიალურობა და ტალატები — აი ეს არის სირცხვილიც და ტრაგედიაც.

„ღმერთმა ადამიანი შექმნა თავის ხატად და მსგავსად“ -თითქმის ყველას სმენია ეს ბიბლიური სიტყვები, მაგრამ მგონი არავის სჯერა რაოდენი ჭეშმარიტებაა ამ სიტყვებში.

თავად განსაჯეთ, ადამიანს აქვს 100 მლრდი თავის ტვინის უჯრედი და თითოეული ამ 100 მლრდ უჯრედიდან იძლევა მინიმუმ 10 ათას კონტაქტს სხვა უჯრედებთან.

გამოდის რომ ტვინი ეს არის ისეთი ქსელი რომელიც შეიცავს მინიმუმ მილიონჯერ მილიარდ ნერვულ კავშირს. და ამ გიგანტურ ქსელში თითოეულ უჯრდეს შეუძლია წამის მეასედებში მოძებნოს და დაამყაროს კონტაქტი სხვა უჯრედთან.

რომ ავიღოთ ყველაზე სრულყოფილი თანამედროვე კომპიუტერული პროცესორი, მასში ასეთი ვარიანტები არის მაქსიმუმ 1 მლრდი. აქ კი გვაქვს მილიონჯერ მილიარდი კონტაქტი. ამასთან, კომპიუტერულ ტექნოლოგიებში, ჩვეულებრივ გამომთვლელ ტრანზისტორებში მათ აქვთ ორი მდგომარეობა 0 და 1. ეს არის ბინარული სისტემა და ამის ბაზაზეა აწყობილი მთელი გამოთვლითი ტექნიკა ამ სამყაროში. ხოლო ადამიანის ტვინს აქვს 15–20 მდგომარეობა.

ეს ყველაფერი გვიჩვენებს იმ კონტაქტების რაოდენობას რომელშიც შეუძლია ტვინს იყოს. წარმოიდგინეთ მილიონჯერ მილიარდი კონტაქტი და თითოეულ მათგანს აქვს 15–20 ვარიანტი. და მთელი ამ ვარიანტების საერთო ჯამი აღემატება ატომების რაოდენობას სამყაროში.

ანუ ეს არის ყველაზე სრულყოფილი მექანიზმი სამყაროში და ამ მექანიზმით არის აღჭურვილი თითოეული ადამიანი.

და თუ ეს ასეა, მაშინ რა ხდება? თუ ადამიანის ტვინს აქვს ამხელა შესაძლებლობები, რატომ ვერ ვიყენებთ მას?

საქმე იმაშია, დღევანდელ მატერიალისტურ სამყაროში ყველაფერი მიმართულია იმისკენ რომ ჩაკლან ადამიანებში ეს ზეშესაძლებლობები. თანამედროვე საგანმანათლებლო სისტემა მოწოდებულია აღზარდოს პროფესიონალი, მაგრამ სისტემის მორჩილი, სისტემაზე დამოკიდებული ადამიანი და ამიტომ ყველანაირად ცდილობს ჩაგვინერგოს ბავშვობიდანავე არასრულფასოვნების კომპლექსი.

ჩვენ ვცხოვრობთ დამახინჯებული სარკეების სამყაროში. ნამდვილი, სწორი, მართალი სარკეები დიდი ხანია დაამსხვრიეს, ხოლო ოსტატები, რომელთაც ასეთი სარკეების დამზადება შეეძლოთ, გაანადგურეს. ამიტომ როცა დღეს, ღვთის ხატად და მსგავსად შექმნილი  ადამიანი იხედება სარკეში, იქ ღვთიური დიადი ქმნილების ნაცვალდ ხედავს, პატარა, უსუსურ ჯუჯა არსებას.

არის კიდევ ერთი მეთოდი, რომლითაც მალავენ სიმართლეს ადამიანის ზეშესაძლებლობებზე. მეთოდი ძალიან უბრალოა:

ადამიანს უნერგავენ რწმენას, რომ მისი სხეული არის სუსტი და ავადმყოფი და რომ სწორედ ეს სხეული არის თავად ადამიანი. ხვდებით რა მზაკვრობაა ამაში ჩადებული?

ჩვენი სხეული, სამყაროს მაშტაბებით ძალიან პატარა, ნამცეცა და არასაიმედოა. ადამიანის ფიზიკურ სხეულს არ შეუძლია მისწვდეს ვარსკვალებს და მაშასადამე არც ადამიანს არ შეუძლია ამის გაკეთება.

მაგრამ ცხოვრების სიმართლე მდგომარეობს იმაში, რომ ჩვენ არ ვართ ჩვენი სხეული, ხოლო ჩვენს სულს, ჩვენს ცნობიერებას, ჩვენი სიყვარულს არა აქვს საზღვრები, ისევე როგორც არა აქვს საზღვრებია ჩვენს სიდიადეს, ჩვენს გენიალურობას და კეთილშობილებას.

მაგრამ ამაზე დუმს მატრიცა, დუმს მონური საგანმანათლებლო სისტემა. როცა ხდება საკუთარ თავზე ადამიანის წარმოდგენის ფორმირება, აქცენტი კეთდება სისუსტეებზე, შეზღუდულობაზე, პრიმიტიულობაზე და მოკვდავობაზე და არა სიდიადეზე, კეთილშობილებაზე, ღვთიურობაზე და უსაზღვრო შესაძლებლობებზე.

ერთი ლომის პატარა ბოკვერი დაიკარგა და ცხვრების ფარაში აღმოჩნდა. ის ცხვრებთან ერთად გაიზარდა და მათსავით კიკინებდა, გარბოდა და იმალებოდა საშიშროების დროს.

ერთხელ ერთმა მოხუცმა ლომმა ნახა თუ როგორ გარბოდა ახალგზარდა ლომი კუდამოძუებილი ცხვრებთან ერთად. ბრძენი ლომი მიხვდა რაშიც იყო საქმე, დაედევნა, დაეწია ახლაგზარდა ლომს და შეეცადა აეხსნა მისთვის, რომ ის ცხვარი კი არა ყოვლისშემძლე ცხოველთა მეფეა, მაგრამ არაფერი არ გამოუვიდა. ახალგაზრდა ლომი შიშიგან კიდევ უფრო მეტად მოიკუნტა და ცახცახმა აიტანა.

მაშინ მოხუცმა ლომმა მიიყვანა ის ტბასთან და უბრძანა ჩაეხედა სუფთა კამკამა წყალში. და როცა ახალგაზრდა ლომმა შეხედა საკუთარ თავს, სწორედ მაშინ დაიბადა ახალი მეფე, სწორედ მაშინ შეძრა არემარე ახლაგზარდა ცხოველთა მეფის მრისხანე ღრიალმა.

ამ სტატიების, და იმ საგანმანათლებლო პროექტების მიზანი, რომლებსაც მალე შემოგთავაზებთ, მდგომარეობს იმაში, რომ გავაღვიძოთ ადამიანებში ცნობისმოყვარეობა საკუთარი თავის მიმართ, რომ შევანჯღრიოთ ისინი, მივიყვანოთ უზარმაზარ სამყაროსეულ სარკესთან და ვუთხრათ:

„შეხედე და გაიგე სიმართლე საკუთარ თავზე. ნახე შენში რამხელა სიდიადეა, რაოდენ კეთილშობილება, სიყვარული, გენიალურობა. შეხედე, შენ ხომ მეფე ხარ, შენ ხომ დედოფალი ხარ!»

სიყვარულით და მადლიერებით, ხვიჩა მებონია

 

P.S. გაუზიარეთ ეს პოსტი მეგობრებს. ვინ იცის, იქნებ რომელიმე მათგანი ახლა ცხოვრების ისეთ ეტაპზეა, რომ ჰაერივით სჭირდება მსგავსი ინფორმაცია.

 

შევხვდებით მწვერვალზე!

გამოყენებული მასალა: ვლდაიმირ დოვგანის სასწავლო პროგრამები

 


 

 

19 комментариев ჩანაწერზე “ადამიანის ზეშესაძლებლობები — ყველაზე გასაიდუმლოებული ჭეშმარიტება დედამიწაზე”

  1. ნაირა:

    დიდი მადლობა სტატიისთვის და მადლობა, რომ ჩემს მეილზე რომ გამოგზავნეთ.
    ძალიან საინტერესოა და დამაფიქრებელი.

    • «არ დავიწყება მოყვრისა…» 😉

      მადლობა თქვენ, ნაირა, რომ ხშირად სტუმრობთ ხოლმე ჩემს გვერდებს და შთაბეჭდილებებსაც გვიზიარებთ!

  2. თეა:

    გამარჯობა, ხვიჩა!

    ძალიან კეთილშობილური სტატიაა და წარმოუდგენელია ამ სტატიის ავტორმა, თავის განწყობით არ დაიპყროს მწვერვალები. მიხარია, რომ ასეთი ადამიანები არსებობენ!

    • მოგესალმებით, თეა!

      უღრმესი მადლობა! მეც მიხარია რომ ჩემი მკითხველები თქვენსავით არაჩვეულებრივი ადამიანები არიან!

  3. საინტერესოა! (y) ამ ამბავსაც დავამატებ სადაც მთავარი ველია ჩამქვრალი. დედამიწაზე ბიო ველი, ელექტრო ველი, მაგნიტური ველი და ასე შემდეგ ველებია! და ის ველი რომელიც ცოცხალ არსებას (ყველაფერი ცოცხალია! ქვაც! ) იმ ენერგიით ავსებს და ტენის რომელიც ჩვენ არ ვიცით როგორი შეგრძნებაა, ის ედემის დროს იყო) და ეხლა თუ ის ველი არ აღდგა შეუძლებელია იმ მონაცემების აღდგენა რაც ადამიანშია! ეს კი მხოლოდ ადამიანს შეუძლია და ვერ ხვდება!
    237
    მითხრა:_ შეხედე, როგორ მეტყველებს,
    მიწისძვრით, ქარით, მეწყერით, სეტყვით,
    ცეცხლით, წყალით და ჭექა_ქუხილით,
    უფრო ხმამაღლა როგორღა გეტყვით,

    238
    რომ გამოფხიზლდეთ! მიუგდოთ ყური.
    არ ხოცოთ ძმანი, დათესოთ პური.
    თქვენ კი უფრო და უფრო უძრახით,
    ღვთის სიტყვებს კატაკლიზმებს უძახით.

    239
    მისი ღაღადი არვისას არ ჰგავს,
    დაფად იყენებს ძე რასაც დარგავს.
    ხორბლის ყანებზე ხაზავს და ქარგავს,
    შემიცნობენო იმედს არ კარგავს.

    240
    მას ის უნდა, რომ დროში გატაროთ.
    თქვენ კი გინდათ, რომ დრო გაატაროთ
    და ის წითელი ნივთიერება,
    რომელსაც შხამიც ვერ შეედრება,

    241
    ზურგზე ეღვრება და გულში შრება,
    თუ არ უწამლებთ, ის ვერც მორჩება
    და ვერ აღიდგენს იმ ნეტარ ვნებას,
    მხურვალე გულით ზურგის შეგრძნებას

    242
    და ვერ აღსდგება ის ძველი ველი,
    რომლის მკვლელია სისხლი წითელი!
    სისხლი რომელმაც განგმირა იგი,
    როცა კაენმა მოკლა აბელი

    243
    ველი ღვთიური, ველი ნათელი,
    ველი ზემგრძნობი და ძველთა ძველი,
    რომლის შეგრძნებით და მეშვეობით
    ტკბებოდით ღმერთთან ურთიერთობით.
    ველები
    244
    ქალღმერთის ველებს დაყვება ყველა,
    თევზი_ელექტროს! სპილო_ვიბრო-ველს!
    მათ არ სჭირდებათ მარშრუტის რუკა,
    უფალი მართავს მის ნაშობ ცხოველს.

    245
    მითხრა:_ფრინველიც ღმერთის ველს დაჰყავს,
    თბილი ქვეყნის გზას კარნახობს ველი.
    ზოგს ულტრა ბგერითი ველი მართავს,
    ზოგს_მაგნიტური, ზოგს_ბიოველი.

    246
    მრგვალი ქალღმერთი მოიცავს ყოველს,
    მასშია ყველას გრძნობის კრებული.
    რაც კი გრძნობა აქვს მის ნაშობ ცხოველს,
    ათასკეცად აქვს მას შეგრძნებული.

    247
    როგორც ატომი და ნეიტრონი,
    და როგორც ვაჟით ორსული ქალი,
    ის ცოცხალია, თანაც ზემგრძნობი.
    უბრალოდ მრგვალი ფორმა აქვს მრგვალი!.

    248
    ზღვის კუებს ქვიშაში დაჩეკილებს,
    მართავთ ინსტინქტი წყალთან შერთვისა?
    მითხრა:_ უგრძნობო! რა ინსტინქტები?!
    ეს ხომ ველია დედაღმერთისა!

    249
    წყლის ვეშაპებსაც ღვთის ველი მართავს,
    უნდა არ უნდათ ველს დაჰყვებიან
    და ჭირშეყრილი ველების გამო
    ხშირად ხმელეთზეც ირიყებიან.

    250
    ასე დაყვება ყოველი უფალს,
    მის კარნახს ისმენს და იმეორებს,
    მაგრამ ფარსმანი უსისხლავს ირგვლივ
    და აჭმევინებს ერთიმეორეს.

    251
    ამ სნეულების განკურნებას კი
    მითხრა:_ შენ შეძლებ, ადამიანი!
    სისხლის ღვრა შეწყდეს თუნდაც სამი დღით,
    სანამ არ არის კიდევ გვიანი.
    «არც ერთი წვეთი სისხლის გარშემო
    გაერთიანდეს ყველა სვიანი».

    252
    მითხრა:_ ვერ ხვდებით არ გაქვთ ის გრძნობა,
    ერთი წვეთიდან როგორც იგრძნობა.
    ერთ წვეთში ცხოვრობს ის მკვლელი გენი!
    ცხრა ზღვის იქით გრძნობს ამას ზვიგენი,
    253
    სასაკლაოებ-ფაბრიკ-ფერმებმა
    აღარ ჩააქრონ ზემგრძნობი ნისლი,
    თუნდაც სამი დღე აღარ დაღვარონ
    ქალღმერთის ზურგზე ცხოველთა სისხლი.

    253
    და წამსვე იგრძნობს ლურჯი ფრინველი,
    რომ აღარ არის ქრისტე ჯვარცმული
    და გაბრწყინებულ ჯვარს მომავლისას,
    დაუფასდება სისხლის წარსული!
    355
    განა სჭირდება ფიქრი ამდენი
    არ სურს შემოქმედს ეს თქვენი ძღვენი.
    ღმერთი არავის არაფერს არ თხოვს,
    ის მხოლოდ გასცემს და სულ არ ახსოვს,

    356
    ვის რა პროცენტი ემართა მისი,
    არადა როგორ?! არადა ვისი?!
    ერთს დასთეს ათასს უკან გიბრუნებს
    თავისი ყოფნის არ უნდა სხვისი!
    ან ძღვენი როგორ უნდა აიღოს?
    სად უნდა მისცე?! ან სად წაიღოს?!

    357
    თქვენ კი მასზედ ღვრით სხვადასხვა სისხლებს.
    ზოგი მწყემსიც რომ არაფერს იკლებს?!
    რამაც განგმირა ღვთიური ველი,
    სწორედ ეგ არის სისხლი წითელი.

    358
    თქვენ ბევრ ღმერთს სწირავთ
    სისხლით შესაწირს,
    მთელი სისხლი კი ერთზე იღვრება.
    ხანძარს რომ მუდამ ნავთი უმატო
    ის ხომ არასდროს აღარ ჩაქვრება?!

    359
    ყველა ცოცხალი, ხორცია თქვენთვის,
    დასანაყრებლად გამზადებული.
    ღმერთს სხვა კანონი განუვითარეთ,
    მას კი სხვა ჰქონდა ჩაფიქრებული.

    იმედი
    360
    მითხრა:_ ერთია მისი ოცნება!
    წვეთი სისხლი რომ არ დაიღვაროს.
    მსოფლოი მარხვის თუ იქნა ნება
    ეგება ყველამ ერთად იხაროს?!

    361
    იქნებ რომ აღდგეს ის ძველი ველი,
    რომლის მკვლელია სისხლი წითელი.
    ყველამ აანთოს თითო სანთელი
    და ყველა გახდეს დედამიწელი?!!!

    362
    ზემგრძნობიარე მრგვალი სხეული:
    სუფთა, სპეტაკი, ღმერთი გრძნეული.
    თავის ზემგრძნობი ორგანოებით,
    ფლორა_ფაუნით და სათნოებით.

    363
    ის არც კაცია, ის არც ქალია.
    თანაც ორივე, თანაც მრგვალია.
    მრგვალი ქალწულის მამალი გული
    ვაჟით ორსული მდედრი სხეული.

    364
    ვკითხე:_- მითხარი, რადგან სუფთაა,
    ბავშვივით სუფთა რასა გრძნობს ნეტავ?
    მითხრა:_ ბავშვივით მიამიტია,
    სჯერა რომ ბნელში არ გამოკეტავ.

    365
    მით უფრო დასნეულდება
    ქვეყნად ქალღმერთის განგება,
    როცა მუდმივი იმედი,
    ხშირ-ხშირად დაეკარგება.

    366
    მშვენივრად იცის ეშმაკმა,
    სულელ ღვთისშვილთა ვნებები,
    და ყველგან მიმოუფანტავს,
    კლიტეთა გასაღებები.
    367
    მითხრა:_ ღვთისშვილნო! თუ შეგვწევთ ძალა,
    და ერში ნიჭი არ დაიცალა,
    მაშინ ერთ სიტყვას გადაასწორებთ
    და ძველ შეცდომებს გამოასწორებთ.
    368
    დაწერილია ერთ ქვაზე სიტყვა,
    რომ სოლომონის ტაძარში ითქვა,
    ხალხი რაღაცას გადაასწორებს
    და ძველ შეცდომებს გამოასწორებს.

    369
    სადაც ქარები დაქრიან ველზე,
    სადაც სვეტი დგას სამების ხელზე,
    სწორედ იმ ქართ ველს ღმერთი ახსენებს
    და ქვეყნის მხსნელად აღმოაცენებს
    370
    სწორედ იმ ქვეყნის, რომელსაც ღმერთი,
    გარკვევით ეტყვის რომ სავანეთი,
    მთებზე კოშკებად ელოდებოდა
    და ერთ ასოში ემალებოდა,
    371
    სწორედ იმ ქვეყნის, სადაც გრაალი,
    ცნობილ ფრესკაში გამოვლინდება.
    და თასიხმალის სადარაჯოზე,
    ვარდების მიღმა ამობრწყინდება.

    372
    ამობრწყინდება და დაირწევა
    ოქროს აკვანი უძირო ტბაში
    რომ გააბრწყინოს მან მრგვალი ჯვარი
    მართლმადიდებლურ ეკლესიაში.

    373
    და გაბრწყინდება ზემგრძნობიარე,
    აწ წოდებული დედად და ღმერთად,
    და იბერიაც გადაბრწყინდება
    დედაქალღმერთის სხეულთან ერთად.

  4. ზეზვა:

    მამა ღმერთი,ძე ღმერთი და სულიწმინდა.დიდება წმინდა სამებას,უზენაესს და შეუცნობელს.აი ჭეშმარიტად სწორი აზროვნება და მართლმადიდებლობა.რა ქალღმერთი რა მრგვალი რა დედაქალღმერთი.

    • გიორგი:

      და დედის ცნების წყაროს ხომ ვერ გაგვიმარტავთ ბატონო ზეზვა. მადლობთ წინასწარ.

  5. ეკა:

    madloba xvicha.ufal,dze da sulicminda iyves tqveni mfarveli.

  6. არაჩვეულებრივი ინფორმაციაა. დიდი მადლობა რომ უზარმაზარი რწმენა გაჩნდა ჩემს სულში და უფრო დიდი ძალით შევეცდები ჩემი მიზნების განხორციელებას. ასევე გავაცნობ უამრავ ადამიანს რომ სიკეთეა ცხოვრების აზრი. ამისთვის შეგვქმნა ღმერთმა ხატად თვისა. ძალიან ძლიერები ვართ.

  7. თათია:

    ახლახანს შემოგიერთდით და არ მინდა უკომენტაროდ დავტოვო თქვენი კეთილშობილება , უღრმეს მადლობას გადაგიხდით ,ფაქტობრივად თქვენი სტატიები შინაარსით ათასობით წიგნს უტოლდება,(პირობითად 300გვერდი) ლაკონურია და სტიმულატორებივით მოქმედებს .. ძალიან მომწონს თ.მარიამიძე

    • admin:

      იცოცხლე თათია. უღრმესი მადლობა გამოხმაურებისთვის, მადლიერებისთვის <3

  8. ლალიკო:

    როგორც კი წავიკითხე ეგრევე ჩემს შვილებთან გადავამისამართე, ისინი 14, 15 წლისები არიან და ძალიან მინდა ეს ველაფერი გაითავისონ. ადამიანებში თავისუფალი აზროვნების დეფიციტია, ამ ყველაფერზე კი მოქმედბს სკოლა, ოჯახი, რელიგია, საზოგადოებრივი აზრი, ტელევიზია რომელიც ადამიანებში მხოლოდ შიშის და უსუსურობის განცდას ნერგავენ. დოგმებში სვავენ, ასეთი ადამიანების ჯგუფია ადვილად სამართავი ბრბო და ამაზე სერიოზული მუშაობა მიდის. ეს სტატია კი სიბნელეში სინათლის სხივია…მადლობა.

    • admin:

      მადლობა თქვენ, ლალიკო, გამოხმაურებისთვის, შთაბეჭდილების გაზიარებისთვის, მადლიერებისთვის <3

  9. საინტერესო იყო, მადლობა
    დროული და საჭორო ოყო ეგ ინფორმაცია ჩემთვის, ცოტა ავადმყოფობა მიშლის ხელს, მიფუწებს განწყობას, მაგრამ იმედი მაქვს ამასაც დავძლებ

    • admin:

      აუცილებლად დაძლევთ დალი, იმიტომ რომ გჯერათ ამისი <3 როცა ადამიანი ირწმუნებს, მისთვის შეუძლებელია არაფერია.

დატოვეთ კომენტარი