“…მომდევნო დღეს მოგზაურები პირველად აღმოჩნდნენ საშიშროების წინაშე. ისინი გადაეყარნენ შეიარაღებული მხედრებს.
– რა დაგრჩენიათ ამ უდაბნოში? – მკვახედ იკითხა მათმა წინამძღოლმა.
– ეგვიპტეში მივდივართ. – უპასუხეს მოგზაურებმა.
– უნდა გაგჩხრიკოთ, რათა დავრწმუნდეთ, რომ მშვიდობიანი მგზავრები ხართ და არა მეომრები.
ალქიმიკოსი ნელა ჩამოქვეითდა. სანტიაგომაც მას მიბაძა. ორივე გაჩხრიკეს. ერთერთმა მეომარმა წინამძღოლს მიაწოდა ალქიმიკოსის ჩანთაში აღმოჩენილი უცნაური ფორმის პატარა შუშის ბოთლი და მოყვითალო ფერის კვერცხის ფორმის შუშის ფიგურა.
– რა არის ეს? – იკითხა მან
– ფილოსოფიური ქვა და უკვდავების ელექსირი – ალქიმიკოსების დიადი გამოგონება. ის ვინც დალევს ელექსირს, გახდება უკვდავი, ხოლო ამ ფილოსოფიური ქვის ნამცეცა ნატეხს შეუძლია ნებისმიერი მეტალი ოქროდ აქციოს. – უპასუხა მოხუცმა.
– რაო–რაო?! – ჩაეკითხა სიცილით წინამძღოლი.
და როცა ალქიმიკოსმა გაიმეორა პასუხი, მეომრებს ისეთი ხარხარი აუტყდათ, ცხნებიც კი დაფრთხნენ.
როცა სული მოითქვა, წინამძღოლმა უკანვე მიუყარა მგზავრებს თავიანთი ნივთები და უთხრა:
–კარგი, აიღეთ თქვენი ელექსირი და მოუსვით აქედან… უკვადავებო!
და სიცილით მოსწყვიტა ცხენი. მხედრები ხარხარით მიჰყვნენ უკან.
– შენ რა, გაგიჟდი? – ეცა სანტიაგო ალქიმიკოსს, როცა მხედრები თვალს მიეფარნენ. რატომ უთხარი მათ სიმართლე ამ ნივთების შესახებ?
– რატომ? იმიტომ, რომ ნათლად დაგენახა ამ სამყაროში მოქმედი ერთ–ერთი მარტივი კანონი, – უპასუხა ალქიმიკოსმა, – ადამიანები ვერასდროს ვერ ხვდებიან, თუ რა განძია მათ წინაშე, და იცი რატომ? იმიტომ რომ მათ არ სჯერათ სასწაულების…”
თითქოს ყველამ ვიცით, რომ ღმერთმა თავის ხატად და მსგავსად შექმნა ადამიანი, მაგრამ სინამდვილეში არ გვჯერა ამის, არ გვჯერა სასწაულების. არადა სასწაულები ხდება, უფრო მეტიც, ჩვენ თვითონ შეგვწევს უნარი მოვახდინოთ ისინი.
ხშირად ვამბობთ ან გვესმის: „ მე რომ ფული მქონდეს,“ „მე რომ მანქანა მყავდეს“, „მე რომ სახლი მქონდეს“, „მე რომ ნორმალური ცოლი/ქმარი მყავდეს“, „მე რომ ლატარიაში მილიონი მოვიგო“, მე რომ ნატვრისთვალი მქონდეს“, „ მე რომ ჯადოქარი ვიყო“ და ა.შ.
მაგრამ სინამდვილეში, საქმე იმაშია, რომ ჩვენ ისედაც ვართ ჯადოქრები და შეგვიძლია ნებისმიერი ოცნების რეალობად ქცევა, თუ…. ვირწმუნებთ ამას. ვინაიდან რწმენა – ეს არის უზარმაზარი გამწევი ძალა, რომელსაც შეუძლია მთებიც კი გადადგას.
არსებობს უამრავი მაგალითი იმისა, როცა ადამიანს ამოძრავებდა მხოლოდ რწმენა და მიუხედავად იმისა, რომ ფაქტები სულ სხვას მეტყველებდნენ და თითქოს არაფრის იმედი არ უნდა ჰქონოდა, ის მაინც არ ეცემოდა სულიერად, განაგრძობდა მიზნისკენ სვლას და აღწევდა წარმატებას.
რაც უფრო ძლიერია რწმენა, მით უფრო მეტია შანსი მივიღოთ ის, რისიც გვწამს.
ხშირად ადამიანები უფრო ხალისით ირწმუნებენ ისეთი სასწაულის მოხდენას, რომელიც მათი მიზნების განხორციელებას ხელს შეუშლის, ვიდრე ისეთისას, რომელიც მათ ბედნიერებას მოუტანს. ალბათ თქვენც გაგიგონიათ: „მე რომ გემი ვიყიდო, ზღვა დაშრება“, „მე რომ პარიკმახერობა ვისწავლო, ქალები უთავო ბავშვების გაჩენას დაიწყებენ“ და ა.შ.
სასწაული რომ ვირწმუნოთ, ჯერ უნდა ვირწმუნოთ ის, რომ ღირსნი ვართ სასწაული გარდაგვხდეს. სამწუხაროდ ადამიანთა უმრავლესობას ძალზე დაბალი თვითშეფასება აქვს.
ამას წინათ, ერთ ჩემს ძალზე ახლობელ ადამიანთან საუბრისას, როცა სიტყვა ფულსა და სიმდიდრეზე ჩამოვარდა, მან მითხრა:
– მილიონები ნამდვილად არ მინდა… ახლა რაც მე მჭირდება, არის 300 000 (?!) დოლარი, რომ ჩემი ფინანსური პრობლემები მოვაგვარო, ვიყიდო სახლი, მანქანა, ერთი პატარა ბინა თბილისში, რომ სტუდენტობისას ბავშვებს არ მოუწიოთ ქირით ცხოვრება (?!) და სამუშაო სტაბილური შემოსავლით (?!)
როცა ვკითხე ამ ყველაფრის გაკეთებას მილიონებით ხომ უფრო კარგად შეძლებდა, მიპასუხა:
– კაცი ღორი არ უნდა იყო. მე ეს ნაანგარიშევი მაქვს და ვიცი რომ ამ ყველაფრისთვის 300 000 თავისუფლად მეყოფა და რატომ უნდა ვინატრო მილიონები? ზოგიერთებს რომ არაფერი ყოფნით, რამდენიც არ უნდა იშოვონ არ აკმაყოფილებთ და ყველაფერი თავისთვის უნდათ, იმიტომაცაა რომ ერთეულები მილიარდებს ფლობენ და უმრავლესობა სიღატაკეში ცხოვრობს (?!)
ხოლო ჩემს შეკითხვაზე, სტაბილურ სამუშაოს არ ჯობია მილიონები გქონდეს ბიზნესის ან ინვესტიციებისთვის და იქიდან მიიღო შემოსავლები, მან კიდევ უფრო „არგუმენტირებული“ პასუხი გამცა:
– არა ძმაო, მილიონიანი ბიზნესი, ინვესტიციები, მე სად მაქვს მაგისისთვის საჭირო ცოდნა და ჩვევები და საერთოდ ეს ზედმეტი თავის ტკივილი და უძილობაა, მე კი მშვიდად და ბედნიერად მინდა ცხოვრება ჩემს ოჯახთან ერთად (!!!)
ალბათ თქვენც ხშირად გსმენიათ რაღაც ამის მსგავსი ან თავად ბევრი თქვენგანი აღმოჩენილა სიტუაციაში, როცა ძალიან გიშლიდათ ხელს საკუთარ შესაძლებლობებში დაეჭვება. ეჭვი კი რწმენის ყველაზე დიდი და საშინელი მტერია. მის გამო ჩვენ ვკარგავთ ყველაფერს, რისი მიღებაც შეგვეძლო, მაგრამ არც კი გვიცდია. ალბათ ყველას გსმენიათ: “ჯობია მოსინჯო და ინანო, ვიდრე სანანებელი გაგიხდეს ის რომ არ მოსინჯე”.
გაიხსენეთ რამდენჯერ გიფიქრიათ, როცა რამის გაკეთება გინდოდათ, რომ თქვენ არ ხართ დარწმუნებული გამოგივათ თუ არა, რომ თქვენი გამოცდილება არ არის საკმარისი. რა გასაკვიარია, რომ ასეთი მტკიცებულებების შემდეგ თქვენ არ გამოგდიოდათ არაფერი.
რადგან, როცა ვამბობთ, რომ რამე არ შეგვიძლია, არ ვართ მისი ღირსი, ჩვენ ამ აზრს შთავაგონებთ ერთის მხრივ საკუთარ თავს, ჩვენს ქვეცნობიერს, მეორეს მხრივ კი სამყაროს და ისიც შესაბამისად რეაგირებს ჩვენს ურწმუნოებაზე – წარმატებას აძლევს იმას, ვისაც სჯერა სასწაულების.
ამიტომ იმისთვის, რომ ბედნიერი და წარმატებული ადამიანი გავხდეთ, ჩვენ ჯერ უნდა ვისწავლოთ საკუთარი თავის სიყვარული და საკუთარი უნიკალურობის აღიარება. ვინაიდან ნებისმიერი რწმენის არსი მდგომარეობს იმაში, რომ ჩვენ უნდა გვჯეროდეს პირველ რიგში საკუთარი ძალების, უნდა გვჯეროდეს, რომ შეგვწევს უნარი მოვახდინოთ სასწაული.
ეს რწმენა კი უნდა გამოვიმუშაოთ თანდათანობით, საკუთარ თავზე ყოველდღიური მუშაობით. ის უნდა შევაგროვოთ ნაწილ–ნაწილ ამ სიტყვების პირდაპირი მნიშვნელობით მანამ, სანამ არ იქცევა იმ მძლავრ იარაღად, რომელიც ჩვენი წარმატებისკენ მიმავალ გზაზე ნებისმიერ ბარიერს დაგვაძლევინებს.
სამყაროში არ არსებოს არც ერთი დიდი მიღწევა, დიადი გამარჯვება, რომელიც რწმენით არ იყო ნასაზრდოები. ყველა ცნობილმა, მდიდარმა, წარმატებულმა, დიადმა ადამიანმა გზა მწვერვალებისკენ თავისებურად გაიკვლია, მაგრამ ყველას აერთიანებდა ერთი რამ – მათ უპირობოდ სჯეროდათ თავიანთი წარმატების.
რწმენა –ეს ნდობაა. ნდობა უფლის სიბრძნისა და სიყვარულისადმი, ნდობა საკუთარი თავისა და გარშემომყოფებისადმი. ნუ დაკარგავთ ამ ნდობას, ნუ მისცემთ ეჭვებს უფლებას წნეხში მოგაქციონ, ნუ მისცემთ სხვის აზრებს უფლებას გახდნენ თქვენი, იყავით დარწმუნებული თქვენ თავში, თქვენს უსაზღვრო შესაძლებლობებში, თქვენს ყოველ სიტყვაში, თქვენს ყოველ ფიქრში, სურვილსა და ოცნებაში.
გახსოვდეთ, სასწაულები ხდება იქ, სადაც მათი სჯერათ!
სიყვარულით და მადლიერებით, ხვიჩა მებონია
თქვენ თუ გჯერათ სასწაულების? გაგვიზიარეთ თქვენი მოსაზრებები
კომენტარების სახით ან/და მოგვწერეთ ელფოსტაზე.
გაუზიარეთ ეს პოსტი მეგობრებს ქვემოთ განთავსებული სოციალური
ქსელების ღილაკების მეშვეობით.
უღრმესი მადლობა წინასწარ და მომავალ შეხვედრამდე
“ადამიანები ვერასდროს ვერ ხვდებიან, თუ რა განძია მათ წინაშე, და იცი რატომ? იმიტომ რომ მათ არ სჯერათ სასწაულების…”
აბსოლუტურად გეთანხმები, ხვიჩა, შენც და ბატონ კოელიოსაც. ძალიან ხშირად, მხოლოდ იმიტომ შემიკავებია თავი რაიმე სასწაულის გაზიარებისგან, რომ ზუსტად ვიცოდი, არ ირწმუნებდნენ. ადამიანის გადარწმუნება კი ძალიან მძიმე, უსარგებლო და დაუფასებელ შრომად მიმაჩნია 🙂
თუმცა ყველას გვქონია “ურწმუნოების” მომენტები. სხვანაირად არ ხდება, სამწუხაროდ. აი, იცი, რომ რწმენით “მთებს გადადგამ”, მაგრამ არ გაქვს საჭირო რწმენა და რა უნდა ჰქნა?!
ყურადღება არ უნდა მიაქციო და უნდა იმოქმედო, განუწყვეტლივ იარო შენი მიზნის მიმართულებით, მიუხედავად შიშისა, მიუხედავად ეჭვებისა… აი, რა 🙂 რწმენა მოვა, თანდათან… როგორც საჩუქარი და მაშინ უკვე ვეღარაფერი მოგერევა.
უღრმესი მადლობა ქეთევან 🙂
არათუ შენი სტატიები და წიგნები, არამედ შენი კომენტარებიც კი ერთგვარი “ინფოპროდუქტებია”, ძალზე საინტერესო და სასარგებლო. ისინი პატარა “მინიტრენიგებივითაა” რომლებისგან ბევრი რამ შეიძლება ისწავლოს ადამიანმა… თუ სურს საერთოდ რომ ისწავლოს 🙂
მე მჯერა სასწაულების, ასე რომ ვისაც არ ჯერა გამატაროს :-]
მადლობა ხვიჩა საინტერესო და რაც მთავარია სასარგებლო პოსტისთვის. შენი პოსტები მალამოსავით ედება ადამიანის გონებას 😉
და არა მარტო გჯერა, თავადაც ახდენ უკვე სასწაულებს გიორგი! და მათს სასიკეთოს გავლენას საკუთარ თავზე უკვე უამრავი ადამიანი გრძნობს ჩემის ჩათვლით. უღრმესი მადლობა ამისთვის 🙂
cxovrebaSi araerTi saswaulis mowme vyofilvar, amitom es posti Zalian momewona. gmadlob, xviCa, saintereso masalisTvis. mixaria Tqveni aRmoCena. gisurvebT warmatebebs.
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ამ ბლოგზე ნინო! მეც მიხარია, რომ ჩვენი გზები გადაიკვეთა ინეტის უსაზღვრო სივრცეში… გმადლობთ, რომ მეწვიეთ და თანაც არც კომენტარისთვის დაიშურეთ დრო და ენერგია 🙂
P.S. ნინო, როცა განახლებებზე ხელმოწერის ფორმას ავსებთ, საკმარისი არ არის “გამოწერის” ან “ხელმოწერის” ღილაკზე დაკლიკება. ასეთ დროს აუცილებლად იხსნება ახალი ფანჯარა, რომელშიც ასევე უნდა გააკეთოთ ერთი მოქმედება (ინსტრუქცია იქვეა), ბოლოს კი უნდა შეამოწმოთ ელფოსტა და იქ მოსულ წერილში უნდა დააკლიკოთ სპეციალურ ბმულზე, რომ გაააქტიურდეს ხელმოწერა.
კიდევ ერთხელ უღრმესი მადლობა და წარმატებები 😉
გამარჯობათ, სასიამოვნოა თქვენთან მეგობრობა ხვიჩა… მე მჯერა სასწაულების,მაგრამ როცა ჩემთვის მჭირდება სასწაული,ყოველთვის მეწინაღმდეგება ჩემი ქვეცნობიერი,ჯერჯერობით მხოლოდ ჯიუტად ვებრძვი და ყოველდღიურად ვამდიდრებ ჩემს ცოდნას შეძლებისდაგვარად,ალბათ იქ არ ვეძებ სადაც საჭიროა? თქვენ შეგიძლიათ ჩემი დახმარება,მითუმეტეს ბევრჯერ ვისარგებლე თქვენი რჩევით და დამეხმარეთ კიდეც. მადლობა წინასწარ, დახმარებისთვის.
მოგესალმებით მაია, ძალიან მიხარია და ვამაყობ თქვენთან მეგობრობით 🙂 <3
ჯობია პირადში მომწეროთ ფეისზე კონკრეტულად რა გაწუხებთ. ისე ზოგადად კი ჩემის აზრით ბრძოლას მიღება ჯობია და მაშინ სასწაულიც საძებარი არ იქნება ალბათ, თავისით უნდა მოგვევლინოს, ასე მგონია ... 😉
გამარჯობა,
ეს არის ინფორმირება საზოგადოების, რომ ქალბატონი Morgan Erica, კერძო სესხის კრედიტორების გაიხსნა ფინანსური შესაძლებლობა ყველასთვის საჭიროა ნებისმიერი ფინანსური დახმარება. ჩვენ სესხს ვაძლევთ 2% პროცენტს პროცენტული პირებისათვის, ფირმებისა და კომპანიებისთვის ნათელი და გასაგები პირობებით. დაგვიკავშირდით დღეს ელექტრონული ფოსტით, რომ მოგცეთ ჩვენი სესხის პირობები: (morganerica007@gmail.com)