რა არის პიროვნული განვითარება?

 

დღეს ძალიან ბევრს საუბრობენ იმაზე, რომ პიროვნული ზრდა ადამიანის განვითარების უმნიშვნელოვანესი ნაწილია და რომ ეს პროცესი მთლიანად მის მონდომებასა და სურვილზეა დამოკიდებული.   

მაგრამ საინტერესოა რას ნიშნავს ეს, რა ნიშნავს პიროვნული ზრდა, პიროვნული განვითარება?

ის, რომ თითოეული ჩვენგანი პიროვნებაა გასაგებია და ამაში ალბათ თქვენც დამეთანხმებით, მაგრამ რას ნიშნავს რომ ჩვენ ვვითარდებით როგორც პიროვნება? ან საერთოდ, რას ნიშნავს თავად”პიროვნება”, როგორ გვესმის ამ სიტყვის არსი?

დღევანდელ სტატიაში მინდა გაგიზიაროთ ჩემი დამოკიდებულება ამ თემის მიმართ და გავცე პასუხი ზემოთ დასმულ კითხვებს.

მაშ ასე, პიროვნების განვითარება ნიშნავს ჩემთვის:

  • როგორც ადამიანი გავხდე ძლიერი.
  • გავუმკლავდე ცხოვრების სირთულეებს.
  • გონივრულ ფარგლებში გავხდე სხვებისგან დამოუკიდებელი და თავად ვმართო ჩემი ცხოვრება.
  • ვისწავლო პრობლემებთან და კრიზისებთან გამკლავება.
  • გავიცნო საკუთარი თავი ბევრად უკეთ.

ახალგაზრდავ….საკმაოდ გრძელი სიაა…ყველაფერი უნდა შევასრულო აქედან, თუ პიროვნულად განვითარება მინდა?! შრომატევადია არა?!

კი…გეთანხმები…მაგრამ, კარგი ისაა, რომ შეგიძლია პატარა ნაბიჯებით დაიწყო. აუცილებელი არაა, ყველა თემაზე ერთდროულად იმუშაო. მე პირადად, 18წლიდან დაკავებული ვარ ამ თემით და ჯერ არ გავსულვარ ბოლომდე. ვერც ვერასდროს მივალ დანიშნულების წერტილამდე, რადგან პიროვნული განვითარება არა მიზანი, არამედ ცხოვრების თანმდევი პროცესია. ეს უფრო მეტად გზაა, რომელსაც გავდივართ, რადგან ეს მოგზაურობა საინტერესოა და ჩვენს ცხოვრებას აზრს სძენს.

“პატარა ნაბიჯები” ესკი ჯადოსნური ფრაზაა. პიროვნული ზრდის იძულება არ ხდება, ეს თავის დროს მოითხოვს. ამიტომ, არის მნიშვნელოვანი ვიყოთ მომთმენები და ამ საკითხს მარტივად შევხედოთ.

მოდი , ახლა უფრო დაწვრილებით განვიხილოთ ჩვენი ზემოთ ხსენებული სია.

 

როგორც ადამიანი გავხდე ძლიერი

პიროვნული განვითარება ნიშნავს, გავხდეთ ძლიერები. ამაში ნაგულისხმებია, რომ არ მივცეთ ცხოვრებისეულ სირთულეებს, იმედგაცრუებებს, უსამართლობას და ტკივილს მარტივად ჩვენი განადგურების უფლება, ან ყველაზე ნაკლები – ვისწავლოთ კვლავ ბალანსში ჩადგომა.

ზოგს ეს თვისება ოჯახიდან მოყვება. როგორ ვუმკლავდებით სირთულეებს გარკვეულწილად, ჩვენს გენეტიკაზეა დამოკიდებული. ეს ბუნებით დაჯილდოვებული ადამიანები სტრესულ სიტუაციებში ინარჩუნებენ სიმშვიდეს და ნეგატიურ იმპულსებს არც თუ ისე საგანგაშოდ აღიქვამენ.

სხვა ადამიანები კი საკმაოდ რბილი გულის მქონენი არიან და ყველაფერი გულთან ახლოს მიაქვთ.

საბედნიეროდ, შესაძლებელია ვისწავლოთ როგორ ჩამოვყალიბდეთ ძლიერ პიროვნებად.

 

გავუმკლავდეთ ცხოვრების სირთულეებს

კი მაგრამ, როგორ?! ამისთვის გვჭირდება ეფექტური სტრატეგიები. ტიპიური სტრატეგიებია:

  • ჩემ თავს ვუღრმავდები, ვიტანჯები ჩემთვის და არაფერს ვლაპარაკობ ამ თემაზე.
  • ვბრაზდები სხვა ადამიანებზე ან მთელ სამყაროზე და ვანთხევ ჩემს სიბრაზეს სხვა ადამიანებზე.
  • სხვა რეალობაში გადავდივარ, რადგან არ მინდა თვალი გავუსწორო არსებულ რეალობას.
  • ვეტანები ალკოჰოლს, წამლებს, ვერთობი ტელევიზორის ყურებით ან ინტერნეტში უაზრო ხეტიალით.

ა.შ და ა.შ

ეს სტრატეგიები ძალიან ადამიანურია, თუმცა მათ უფრო ცუდი მიმართულებით, უფრო სწორად რომ ვთქვათ პრობლემისგან გაქცევისკენ მივყავართ, ვიდრე პრობლემის გადაჭრისკენ.

უკეთესი სტრატეგიები იქნებოდა: სპორტი, იოგა, წერა ან მეგობრებთან საუბარი.

თუმცა ვინც მარტო ამ მეთოდების იმედად დარჩება, მალე მოხვდება ისეთ სიტუაციაში, რომელშიც ეს სტრატეგიები არც თუ ისე კარგად მუშაობს. ამისთვის აუცილებელია ვიყოთ მოქნილები. რაც უფრო მეტად მოქნილი ხარ და ღია ახალი იდეებისთვის, მით უფრო მეტად გაუმკლავდები ცხოვრების სირთულეებს.

 

გონივრულ ფარგლებში გავხდეთ სხვებისგან დამოუკიდებელი

ჩვენ ადამიანები სოციალური არსებები ვართ. ძალიან ცოტა ჩვენგანს შეუძლია სხვა ადამიანების გარეშე არსებობა. სხვა ადამიანებთან კონტაქტით ვგრძნობთ დახმარებას, უსაფრთხოებას, ერთიანობას და სიამოვნებას.

თუმცა ამ ყველაფერს მეორე მხარეც აქვს. ხანდახან სხვა ადამიანები მანიპულირებენ, ემოციურად გვსრისავენ ან ჩვენს განვითარებას აფერხებენ.

ამიტომ პიროვნულ განვითარებას თან ახლავს სხვა ადამიანებისგან გარკვეული დამოუკიდებლობა. მნიშვნელოვანი თემებია:

  • საზღვრების დაწესება.
  • უარის თქმა, როცა რამის გაკეთება არ მინდა.
  • ღიად და გარკვევით კომუნიკაცია.
  • საკუთარი მოთხოვნილებების გამოხატვა.
  • და იმის გარკვევა, ვიღაცა ენერგიას გვაძლევს თუ გვართმევს.

ყველა ეს თვისება გვეხმარება გავხდეთ თავისუფლები და დამოუკიდებლები.

ჩვენი ცხოვრება უმეტესწილად იმ ადამიანებით შენდება, რომელბთანაც პირდაპირი თუ ირიბი კონტაქტი გვაქვს. ამიტომ მნიშვნელოვანია ჩვენი დრო დავუთმოთ ისეთ ადამიანებს, ვინც ძალას და ენერგიას გვაძლევს და ჩვენს ცხოვრებას უკეთეს ხდის.

ეს ხანდახან ნიშნავს, სხვა ადამიანებთან კონტაქტის შემცირებას, ან საერთოდ კონტაქტის გაწყვეტას და იმ მეგობრების მოძიებას, ვინც ჩვენი მიზნების მიღწევაში გვეხმარება.

 

ჩვენი უნარჩვევების გაფართოება და ახლის შეძენა

პიროვნული განვითარება ნიშნავს ამავდროულად პიროვნულ ზრდას. ვიზრდებით მაშინ, როცა ჩვენს პიროვნულ საზღვრებს ვაფართოებთ.

კონკრეტულად

  • ახალი გამოცდილებების შეძენა
  • ჩვენი უნარ-ჩვევების გაუმჯობესება და იმის უკეთ კეთება, რისი გაკეთებაც შეგვიძლია.
  • იმ სიტუაციებთან გამკლავება, რომლებსაც ვერ უმკლავდებოდით.
  • ჩვენ პრობლემების აქტიურად გადალახვა.
  • ახალი ცოდნის შეძენა.

ტონი რობინსმა (ჩემი დიდი კუმირი) ერთ-ერთ თავის წიგნში დაწერა:

მთავარია არა მიზანი, არამედ ის ადამიანი, რომელიც ამ პროცესში ვხდებით და რომელსაც ამ მიზნის მიღწევა შეუძლია.

ასე, რომ პიროვნული განვითარება ნიშნავს გავხდეთ ისეთი ადამიანი, რომელსაც იმის მიღწევა შეუძლია, რისი მიღწევაც უნდა. ანუ უნდა შევიცვალოთ, მაგრამ შევიცვალოთ არა იმიტომ რომ ცუდები ვართ, როგორებიც ვართ, არამედ იმიტომ რომ ბევრად უფრო ეფექტური გზაა როცა პიროვნულად ვიზრდებით და ვვითარდებით.

ზოგს მოხერხებული ცხოვრება უნდა, ზოგს ოჯახი, ზოგს ფული და ძალაუფლება.

რატომ არ უნდა გვინდოდეს და ვისწრაფოდეთ, რომ ვისწავლოთ და განვითარდეთ და გავხდეთ ჩვენი თავის საუკეთესო ვერსია?!

 

პრობლემებთან და კრიზისებთან გამკლავება

ეს თემა ბევრი ადამიანისთვის დასაწყისია არაჩვეულებრივი თავგადასავლებით სავსე პიროვნული განვითარების სამყაროში.

როცა კრიზისი გვაქვს ცხოვრებაში ან მტიკვნეული პერიოდი, ორი შესაძლებლობა გვაქვს:

1. პრობლემის გარედან გადაჭრა

  • გარემო პირობების შეცვლა
  • ვცადოთ, სხვა ადამიანების შეცვლა.
  • პრობლემის სიმპტომებთან გამკლავება.

ავიღოთ, მაგალითად ვიღაცა სამსახურში ცუდად გრძნობს თავს და მუდმივად თავის ტკივილი აქვს. თუ ეს ადამიანი შეეცდება, პრობლემის გარედან გადაჭრას, დატოვებს თავის სამსახურს, თავის უფროსს დაადანაშაულებს და ალკოჰოლს და ტაბლეტებს მიეძალება – ეს იქნებოდა პრობლემის გარედან გადაჭრის მცდელობა.

2. პრობლემის შიგნიდან გადაჭრა

  • საკუთარი თავის შეცვლა
  • ვისწავლოთ სტრესთან, ზეწოლასთან და პრობლემურ თემებთან გამკლავება.
  • ჩვენი აზროვნების შეცვლა
  • ახალი და უკეთესი თვისებების შეძენა
  • ძველი ჭრილობების გადამუშავება და განკურნება.

რა თქმა უნდა, ყველა პრობლემა შიგნიდან არ უნდა გადავჭრათ. ხანდახან ბევრად მარტივია, საკუთარი გარემოს შეცვლა. მაგრამ უფრო ეფექტურია ჩვენი თავით დაწყება, ჩვენი თავის შეცვლა და პრობლების შედეგად როგორც ადამიანი განვითარება.

 

საკუთარი თავის გაცნობა

ვინც დაიწყებს, საკუთარი თავის ზრდას, ის საკუთარი თავის გაცნობის პროცესაც გვერდს ვერ აუვლის. თვითშემეცნება როგორც მიზანი, ერთ-ერთი გვერდითი პროცესია პიროვნული განვითარების.

საკუთარი თავის გაცნობა ნიშნავს:

  • როცა ვიცით, როგორები ვართ და როგორ ვიქცევით ამა თუ იმ სიტუაციაში.
  • როცა ვიცით, რა გვჭირდება ბედნიერებისთვის.
  • როცა ჩვენს ძლიერ მხარეებში გარკვეულები ვართ.
  • როცა ვიცით სად არის ჩვენი სუსტი მხარეები.
  • ვერკვევით, რა არის ჩვენი ტიპიური საქციელი.
  • და ვიცით ჩვენი მტკივნეული წერტილები.

საკუთარი თავის გაცნობა, ხშირ შემთხვევაში, კარგ დამოკიდებულებას გვიყალიბებს საკუთარ თავთან და ვიწყებთ საკუთარი თავის პატივისცემას.

 

მოკლე შეჯამება

კიდევ ერთხელ, რომ შევაჯამოთ, პიროვნული განვითარება ნიშნავს გავხდეთ ძლიერები, ჭკვიანები, უკეთესები, კომპეტენტურები, სულიერად ჯამრთელები და გახსნილები.

და როგორც გვერდითი ეფექტი:

  • ვხდებით თვითდაჯერებულები და ვრისკავთ მეტს.
  • ვხდებით უფრო მამაცები
  • ვმოქმედებით, ლაპარაკის ნაცვლად.
  • ვაღწევთ მეტს.
  • ხშირად განვიცდით ბედნიერებას და კმაყოფილებას.

და ყველა პატარა ნაბიჯი ამ მიმართულებით წარმატებაა და ხდის ჩვენს ცხოვრებას უკეთესს.

 

წარმატებას გისურვებ მკითხველო ამ პროცესში.

 

ავტორი: ანი არეშიძე

 

P.S. გაუზიარეთ ეს პოსტი მეგობრებს, გავავრცელოთ სიყვარულის ენერგია.

 

შევხვდებით მწვერვალზე!

 

სიყვარულით და მადლიერებით, ხვიჩა მებონია

 

 


 

 

Leave a Comment

Comment moderation is enabled. Your comment may take some time to appear.