სანამ წარმატებას მიაღწევდნენ

დღეს, როცა თვალს ვადენებთ წარმატებული ადამიანების ცხოვრებას, ჩვენ წარმოდგენა არა გვაქვს, თუ სინამდვილეში რა სირთულეების გადალახვამ, ხშირად კი რა ჯოჯოხეთის გავლამ მოუწიათ მათ სანამ წარმატების მწვერვალებს დალაშქრავდნენ.

დღეს ისინი გამარჯვებულები არიან, მაგრამ გაიმარჯვეს პირველ რიგში სწორედ იმიტომ, რომ თავის დროზე მიიღეს გადაწყვეტილება არ დანებებულიყვნენ არავითარ შემთხვევაში.

გადაავლეთ თვალი ამ ისტორიებს და კარგად დაფიქრდით მათზე.

Google1998 წელს Google – ს დამფუძნებლებმა, სერგეი ბრინმა და ლარი პეიჯმა YAНОО– ს შესთავაზეს თავიანთი კომპანიების გაერთიანება. YAНОО – მესვეურებმა ირონიული ღიმილით მოისმინეს მათი წინადადება და „დელიკატურად“ აუხსნეს, რომ არ აპირებდნენ თავინთი დროის დახარჯვას „დაუფრთიანებელ ბარტყების ბავშვურ პროექტზე“.

5 წლის მერე Google– ს საბაზრო კაპიტალიზაციამ შეადგინა  20 მილიარდი დოლარი, ხოლო 2012 წლის მონაცემებით ის შეფასდა 250 მილიარდ დოლარად.


1959 წელს კომპანია „უნივერსალ პიკჩერზმა“ კასტინგის შემდეგ უარით გაისტუმრა ორი ყმაწვილი:   

– თქვენ ძალიან ნელა საუბრობთ და თან საშინლად მოძრაობთ, თქვენგან მსახიობი ვერ დადგება,- უთხრეს ერთს, – თქვენ კი ვერ ვხდვებით აქ საერთოდ როგორ მოხვდით, ტალანტის ნასახიც კი არ გაგაჩნიათ –  გამოუტანეს განაჩენი მეორეს.

პირველს ბერტ რეინოლდსი ერქვა, მეორეს კი – კლინტ ისტვუდი


Bell Alexander Grahamროცა ალექსანდრე ბელმა Western Union– ის პრეზინდენტს კარლ ორტონს შესთავაზა გარკვეულ თანხად შეესყიდა ყველანაირი უფლება თავისი გამოგონებაზე, ორტონმა გაოცებულმა იკითხა :

„რაში უნდა გამოიყენოს ჩვენმა კომპანიამ ეს ელექტრონული სათამაშო?“

და უარით გამოისტუმრა ტელეფონის გამომგონებელი.


1944 წელს ერთ–ერთი ცნობილი სამოდელო სააგენტოს დირექტორმა ემელაინ სნივლიმ უარით გაისტუმრა ახალგაზრდა გოგონა:

– წადი გოგონი და დროს ტყუილად ნუ დაკარგავ მოდელობაზე ოცნებაში. გირჩევნია სადმე მდივნად იმუშაო, ან უბრალოდ გათხოვდე და ოჯახს მოუარო.

გოგონას ერქვა ნორმა ჯინ ბეიკერი. ის შემდეგში მსოფლიომ მერლინ მონროს სახელით გაიცნო.


პრისტონის უნივერსიტეტის საუნივერსიტეტო გაზეთის ხელმძღავნელობამ უარით გაისტუმრა ერთ–ერთი სტუდენტი, რომელიც დაჟინებით ცდილობდა გაზეთის რედაქციაში მუშაობის დაწყებას:

– ბოლოს და ბოლოს დაგვანებეთ თავი ყმაწვილო ამ თქვენი უაზრო იდეებით. თქვენ საგამომცემლო საქმიანობის აზრზე არა ხართ და დროს ტყუილად ნუ კარგავთ, ჯობია რიმე სხვა საქმეს მოკიდოთ ხელი.

სტუდენტს ერქვა – მალკოლმ ფორბსი.


king1971 წლის ერთ მშვენიერ დღეს ტაბიტე კინგმა სანაგვე ურნაში აღმოაჩინა მეუღლის ხელნაწერები. მას ცნობისმოყვარეობამ სძლია და არ გააყოლა ისინი ნაგავს. როცა ქმარმა ნახა, რომ მისი ცოლო ხელნაწერებს კითხულობდა, გაღიზიანებულმა უთხრა: „რას მოგქონდა უკან  ეს სულელური ნაჯღაბნი, ახლავე გადაყარე“, მაგრამ ქალმა არ დაუჯერა. მას ძალიან მოეწონა ნაწარმოები და დაიწყო მეუღლის შეგულიანება, რომ ეზრუნა მის გამოქვეყნებაზე.

უამრავი გამომცემლობებისგან მიღებული უარის შემდეგ, 1974 წელს როგორც იქნა ერთ–ერთმა გამომცემლობამ  დაბეჭდა ეს რომანი სახელწოდებით: „კერი“, რომელიც მაშინვე ბესტსელერად იქცა. ის გაიყიდა 4 მილიონ ეგზემპლარად, ხოლო, მის მიხედვით ჰოლივუდმა ფანტასტიკური ბლოკბასტერი გადაიღო.

ამ წარმატებით გამხნევებულმა  კინგმა გადაწყვიტა წამოსულიყო სამსახურიდან და მთლიანად მწერლობისთვის მიეძღვნა თავი.

საბოლოო ჯამში სტივენ კინგი იქცა ერთ–ერთ ყველაზე პოპულარულ ამერიკელ მწერლად. მან დაწერა 50 რომანი, რომლებიც 350 მილიონზე მეტ ეგზემპლარად არის გაყიდული მთელ მსოფლიოში. მისი ნაწარმოებების მიხედვით გადაღებულია უამრავი სხვადასხვა ჟანრის ფილმი, რომელთა შორის ყველაზე დიდი პოპულარობით სამეცნიერო ფანტასტიკა და საშინელებათა ჟანრი გამოირჩევა, რომლის გამოც მან მიიღო ზედმეტსახელი „საშინელებათა მეფე“.

როცა მას ეკითხებოდნენ, თუ რატომ წერდა ასეთ საშინელ ისტორიებს, ის ღიმილით პასუხობდა: „რატომ ფიქრობთ, რომ მე სხვა არჩევანი მაქვს?“


1954 წელს „გრანდ ოულ ოუპრის“ მენეჯერმა ჯიმმი დენიმ პირველივე გამოსვლის შემდეგ გააძევა ახალგაზრდა მუსიკოსი:

შენ მუსიკის აზრზე არ ხარ შვილო… გირჩევნია შენი სატვირთოს საჭეს დაუბრუნდე, დამიჯერე…

ახალგაზრდას ერქვა – ელვის პრესლი.


1854 წლის ერთ წვიმიან დღეს, პორტ–გურონეს (მიჩიგანის შტატი) სკოლას ახალი მოსწავლე შეემატა. 3 თვის მერე სკოლის ხელმძღვანელობამ დაიბარა ამ მოსწავლის მშობელი:

– ქალბატონო, ძალიან ვწუხვართ, მაგრამ თქვენი შვილი გონებრივად ძალზე ჩამორჩება თანატოლებს. ის ძალიან ნელა აზროვნებს და  უჭირს მასალის ათვისება…

ქალი საშინლად აღაშფოთა სკოლის მესვეურთა ამ სიტყვებმა.

გონებრივად ჩამორჩენილები თქვენ ხართ! ჩემი შვილი გენიოსია!

მკვახედ უპასუხა მან პედაგოგებს. წამოიყვანა ბიჭი სახლში და თვითონ მიჰყო ხელი მისი სწავლა–განათლების საქმეს.

ბიჭს ერქვა – თომას ალვა ედისონი.


მე–20 საუკუნის 40–იან წლებში ჩესტერ კარლსონმა თავისი გამოგონება შესთავაზა 20 უმსხვილეს ამერიკულ კორპორაციას და ყველასგან მიიღო უარი.

–რა სისულელეა, ვის რაში სჭირდება…– ეუბნებოდნენ მას.

ბოლოს, 7 წლიანი უშედეგო მცდელობის შემდეგ მისი გამოგონებით დაინტერესდა ერთი პატარა ფირმა – „ჰელოიდ კომპანი“, რომელიც კარლსონის გამოგონების წყალობით, ცოტა ხანში იქცა უზარმაზარ კორპორაციად, სახელწოდებით „ქსეროქსი“


ვილმა რუდოლფი დაიბადა უდღეური და ექიმებს არ ჰქონდათ არანაირი იმედი, რომ გოგონა იცოცხლებდა. 4 წლის ასაკში ის ავად გახდა ორმხრივი პნევმონიით და გადაიტანა მწვავე ინფექციური დაავადება, რომლის შედეგადაც ცალი ფეხით პარალიზებული დარჩა… ექიმებმა დაასკვნეს რომ ის ვერასდროს ვერ შეძლებდა დამოუკიდებლად სიარულს….

მაგრამ…

9 წლის ასაკში ვილმამ მოიშორა რკინის აზღუდი და დაიწყო სიარული მის გარეშე.

13 წლის ასაკში გოგონა უკვე თანაბრად დადიოდა. ექიმები საკუთარ თვალებს არ უჯერებდნენ, მათ ეს ღვთის სასწაულად მიიჩნიეს. იმავე წელს ვილმამ გადაწყვიტა გამხდარიყო მორბენალი, მიიღო მონაწილეობა შეჯიბრში, მაგრამ დაიკავა ბოლო ადგილი.

შემდეგი ხუთი წლის განმავლობაში ის ვარჯიშობდა და იღებდა მონაწილეობას უამრავ შეჯიბრში, მაგრამ ფინიშთან ყველგან მიდიოდა ბოლოს.

ვილმას ყველა ურჩევდა თავი დაენებებინა ამ აუხდნელი ოცნებისთვის, მაგრამ გოგონა ჯიუტად განაგრძობდა ვარჯიშს.

და აი ერთხელ, მან მოიგი ერთი შეჯიბრი. შემდეგ მეორე, მესამე და ბოლოს და ბოლოს გოგონა, რომელსაც ერთხელ უთხრეს რომ ვერასდროს ვერ შეძლებდა ფეხით დამოუკიდებლად სიარულს – გახდა  ოლიმპიური ჩემპიონი და თანაც სამგზის!

„დედამ ბავშვობიდანვე მასწავლა მერწმუნა, რომ შემიძლია მივაღწიო ყველაფერს, თუკი მოვისურვებ. პირველი სურვილი იყო გამევლო დამოუკიდებლად!“  @ ვილმა რუდოლფი


1952 წელს ედმუნდ ჰილარის, ევერესტის დალაშქვრის უშედეგო მცდელობის შემდეგ, თხოვეს სიტყვით გამოსულიყო ინგლისში გამართულ ერთ–ერთ ღონისძიებაზე. ჰილარი გამოვიდა სცენაზე და როცა დაინახა უზარმაზარი ფოტოსურათი ევერესტის გამოსახულებით, მუშტი მოუღერა მას და ხმამაღლა შესძახა:

– ევერესტის მთავ, პირველად შენ მაჯობე, მაგრამ შემდეგში გამარჯვება ჩემი იქნება, იმიტომ რომ შენ უკვე მიაღწიე შენი სიმაღლის პიკს, ხოლო მე, ჯერ კიდევ ვიზრდები!

ზუსტად ერთი წლის შემდეგ, 1953 წლის 29 მაისს ედმუნდ ჰილარი გახდა პირველი ადამიანი ვინც დალაშქრა ევერესტი.


ძვირფასო მეგობრებო, თქვენ იცით თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ჩემთვის ჩემი მკითხველების აზრი, ამიტომ გთხოვთ გაგვიზიაროთ თქვენთვის ცნობილი წარმატების ისტორიები და საერთოდ, თქვენი შეხედულებები ამ ყველაფერზე კომენტარებში ან თქვენთვის მოსახერხებელი სხვა ნებისმიერი ფორმით.

 

შევხვდებით მწვერვალზე!

სიყვარულით და მადლიერებით, ხვიჩა მებონია

 



 

22 thoughts on “სანამ წარმატებას მიაღწევდნენ”

  1. mogesalmebit, Xvicha!
    yoveltvis didi siamovnebit vecnobi siaxleebs. am axali masalebis gadaxedvam ufro metad damarwmuna, rom sachiroa sworad gansazgvro sheni mizani da sheudzlebeli araferia. madloba am rwmenistvis.
                                               pativiscemit  Manana Burduli

    პასუხი
    • გამარჯობა მანანა. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ამ ბლოგზე. მიხარია, რომ მოგეწონათ და თან რაც მთავარია სასარგებლო აღმოჩნდა 🙂

      უღრმესი მადლობა უკუკავშირისთვის! 🙂

      პასუხი
  2. მადლობა ხვიჩა! ყველა ეს ისტორია მოწმობს იმას, რომ ადამიანისთვის შეუძლებელი არფერია. სამწუხაროდ ჩვენი სოციუმი იმდენად ახშობს ადამიანის აზროვნებას, რომ ვერ გაგვიგია რა გვინდა. ამ პოსტთან თითქოს არაფერ კავშირშია, მაგრამ სულ ახლა  წავაწყდი მეორე ადამიანს (პირველი რამდენიმე წლის წინ გავიცანი და თავისას აგრძელებს), რომელიც როგორც ჩანს სპეცსამსახურების დავალებით ხალხის ტვინის გამორეცხვის პროგრამას ასრულებს. ბედი მაქვს – ასეთ ხალხს ვიზიდავ. საგონებელში ვარ……

    პასუხი
    • ნუ, თუ გგონია, რომ ასეთი ბედი გაქვს, არც არის გასაკვირი რომ ასეთ ხალხს იზიდავ მარიკა 🙂

      პასუხი
  3. ჰო, აბა, რა! სხვებს რომ უყურებ ადვილია – დაიძინეს, გაიღვიძეს და… უბრალოდ, გაუმართლათ! ასე მხოლოდ ის ფიქრობს, ვისაც არასდროს, არაფერი გაუკეთებია ცხოვრებაში. არადა, ამ წყალგაუვალ ფაქტებს სად წაუხვალ… 🙂

    ძალიან სასარგებლო ჩანაწერია, ხვიჩა. იმედია, ბევრს დააფიქრებს.

    პასუხი
    • გმადლობ ქეთევან! დიახ, ბევრს დააფიქრებს, ბევრს სტიმულს მისცემს… ყოველშემთხვევაში მე მგონი გულგრილს არავის დატოვებს და რაღაც სასარგებლოს სათავისოდ ყველა გამორჩება 😉

      პასუხი
  4. დიდი მადლობა ))))) თქვენ ჩემი მოტივატორი ხართ! ამ ბლოგზე შემოსვლა ყოველთვის მარწმუნებს, რომ არ უნდა დავნებდე და კიდევ ძალიან, ძალიან ბევრი ვიბრძოლო….. 

    პასუხი
    • გმადლობთ სოფა! მიხარია რომ ასეთ კეთილისმყოფელ გავლენას ვახდენ თქვენზე… რა თმქა უნდა არასდროს არ უნდა დანებდეთ. თქვენ ყველაფერი გამოგივათ! 🙂

      პასუხი
  5. გამარჯობა ხვიჩა, რაც თქვენი ბლოგის შესახებ გავიგე, დილით როგოც კი კომპიუტერს ჩავრთავ თქვენ მეილს ან ახალ სტატიას ველოდები, დიდი მადლობა!! კარგი იქნებოდა სემინარებს თუ გამართავთ!!!!

    პასუხი
    • მოგესალმები თათია, ძალიან მიხარია, რომ ჩემმა ბლოგმა დაგაინტერესათ. ვეცდები რაც შეიძლება უფრო ხშირად მიიღოთ ჩემგან მეილები ახლალ–ახალი საინტერესო და რაც მთავარია სასრგებლო ინფორმაციებით 🙂

      რაც შეეხება სემინარებს, მშვენიერი იდეაა! მე მგონი, რომ მართლაც ღირს ამაზე დაფიქრება… 🙂

      უღრმესი მადლობა, რომ ასე საინტერესოდ ჩაერთეთ ბლოგის ცხოვრებაში.

      პასუხი
  6. მადლობა ხვიჩა უამრავი საინტერესო და გაგამხნევებელი სტატიისათვის ქართულად! მნიშვნელოვანია ეს მაგალითები ქართველი დამწყები ბიზნესმენებისათვის…. და არა მარტო! ყოველთვის ინტერესით ველოდები შენს ბლოგს…. ბევრ ჩემს მეგობარს გავუზიარე!,, როგორც სავალდებულო საკითხავი პიროვნული განვითარებისათვის…..წარმატებები

    პასუხი
    • უღრმესი მადლობა მარინა! ჩემთვის ძალიან დიდი სტიმულია შენისთანა წარმატებული ადამიანის მხარდაჭერა! 

      პასუხი
  7. ზუსტად ეს მჭირდებოდა! ახლახანს ჩამოვედი მთიდან და ვფიქრობდი რა კარგია დასვენება!  ეს  ისტორიები რომ წავიკითხე, გამახსენდა, რომ მხოლოდ მთის ძირში ვდგავარ და  ქმედებების დროა. მადლობა ხვიჩა!
     
     

    პასუხი
    • ვის–ვის და შენ უმოქმედობას ვერავინ დაგწამებს ინგა 🙂 მე მჯერა შენი! მწვერვალზე შევხვდებით! 🙂

      პასუხი
  8. ყველაზე მეტად ეს მომეწონა:  „დედამ ბავშვობიდანვე მასწავლა მერწმუნა, რომ შემიძლია მივაღწიო ყველაფერს, თუკი მოვისურვებ. პირველი სურვილი იყო გამევლო დამოუკიდებლად!“ 

    პასუხი
  9. მოგესალმებით წიგნების მოყვარულებო!!! ლეგენდალური ნაპოლეონ ჰილის “წარმატების სტრატეგია” (იფიქრე და გამდიდრდი) წიგნის მსურველებს ვთავაზობ PDF ფორმატში ელექტრონულ წიგნს 10 ლარად skype: tikkkuna.tikkkuna

    პასუხი
  10. Xvicha, gmadlob am uaRresad sasargeblo masalistvis! Martlac ramdeni shroma da dzalisxmevaa sachiro warmatebis titoeuli nabijis gamosamushaveblad. Yvelaze mtavari da xazgasasmeli ki is aris, rom roca mizans sworad irchev da misi ganxorcielebisatvis ketilgonivrulad irjebi, am dros daxarjuli shroma ki ar gRlis, aramed piriqit, siamovnebas ganichebs, energiit gavsebs da sheupovrobisken gibizgebs. Amave dros, yoveli ,,gadadgmuli nabiji” shemdgomi nabidjebis gadasadgmelad gamzadebs. Es ki WARMATEBIS MIRWEVIS SHROMIS is upiratesoobaa, romelic yuradgebas namdvilad imsaxurebs!!!
    Warmatebebi yvelas da titoeuls! Miyvarxart yvela.

    პასუხი
  11. ძალიან დიდი მადლობა ასეთი მშვენიერი ინფორმაციების მოწოდებისთვის, ასეთი მშვენიერი სტატიებისთვის, მკითხველისათვის ასე მისაღებ ენაზე ინფორმაციის გადმოცემისათვის, ძალიან ბევრი რაგაცის დაწერის სურვილი გამიჩნდა და არა მარტო დაწერის, აზრის გამოთქმის, მეგობრებისთვის გაზიარების და ა.შ. რისთვისაც ისევ და ისევ დიდი მადლობა თქვენ.

    პასუხი
  12. martla dzalian momecona aseti temebis gashukeba…titkos kvelaferi makvs carmatebistvis,magram rcmena maklia da arvici saidan davicko….am statiebit da istoriebit bevr rames gvanaxvebt…

    პასუხი
  13. da mainc yvelaferze mtavaria icode ra gsurs, shemdeg ki daudzleveli araferia, magram roca ar uci ra ginda yvelaze didi ubedureba swored es gaxlavt.

    პასუხი

Leave a Comment

Comment moderation is enabled. Your comment may take some time to appear.