კოუჩინგის ძალა – მითი თუ რეალობა

ერთხელ, ოკლახომას შტატის ერთ–ერთ მივარდნილ ადგილას, მიწის ნაკვეთზე, რომელიც ერთ მოხუც ინდიელს ეკუთვნოდა, ნავთობის საბადო აღმოაჩინეს. მთელი ცხოვრება ამ ინდიელმა გაატარა უკიდურეს სიღარიბეში და აი ახლა, ის, მოულოდნელად იქცა ძალიან მდიდარ ადამიანად.

პირველი, რაც მან შეიძინა, იყო უახლესი მოდელის დიდი ტურისტული კადილაკი. ყოველ დილით ის გამოეწყობოდა ფრაკში, დაიხურავდა ლაკირებულ ცილინდრს, ჩაჯდებოდა თავის ავტომობილში და გაეშურებოდა ქალაქისაკენ…

kadilak

გზად მოხუცი ცილინდრის მოხდით და ღიმილით ესალმებოდა ყველას, ვიც არ უნდა შეხვედროდა. იგივეს აგრძელებდა ქალაქის ქუჩებშიც. ის გამუდმებით ატრიალებდა თავს მარჯვნივ და მარხცნივ, აძლევდა სალამს ყველა გამვლელს და თან ყველასთან ასწრებდა თითო სიტყვის გადაკვრას და ამ ყველაფერს ისე აკეთებდა რომ მანქანას არ აჩერებდა. ანუ ის მოძრაობდა ისე, რომ ფაქტიურად გზას არც უყურებდა, მაგრამ არასდროს არ მომხდარა, რომ ვინმეს არ რამეს დაჯახებოდა ან რამე სხვაგვარი საავარიო სიტუაცია შეექმნა და მიეყენებინა ვინმესთვის რაიმე სახის ფიზიკური ან მატერიალური ზარალი…    

საქმე იმაშია, რომ ავტომობილზე,  წინ, ჩაბმული იყო ორი ჩვეულებრივი ცხენი და სწორედ ისინი მიათრევდნენ  ამ მძიმე მანქანას.

წარმოიდგინეთ, ამ ავტომობილის მძლავრი ძრავის შიგნით, მოთავსებული იყო ფაქტიურად ასობით ცხენი, რომლებიც მზად იყვნენ წარმოუდგენელი ძალით და სისწრაფით ეტარებინათ პატრონი, მაგრამ მოხუცი ინდიელი უპირატესობას ანიჭებდა ორ ჩვეულებრივ ცხენს რომლებიც გარედან ჰყავდა ჩაბმული მანქანისთვის.

სწორედ ასეთ დღეში ვართ ზოგადად ადამიანებიც. ჩვენ ყოველთვის გარეთ, სხვაგან ვეძებთ დახმარებას, შველას, წარმატების, ბედნიერების გასაღებს და როგორც წესი ძლივს ვპოულობთ თითო ოროლა გაძვალტყავებულ ჯაგლაგს, მაშინ როდესაც საჭიროა კარგად ჩავიხედოთ საკუთარ თავში, სადაც ჯიშიანი ცხენების მთელი რემაა თავმოყრილი.

ადამიანში, გაჩენის დღიდანვე, ჩადებულია უზარმაზარი პოტენციალი, ძალა და ენერგია ნებისმიერი მიზნის მისაღწევად, რაც არ უნდა დაისახოს. ყველაფერი, რაც ადამიანს სჭირდება წარმატებისა და ბედნიერებისთვის, იმყოფება მისი ქვეცნობიერის საცავებში, მაგრამ სხვადახვა დროს ამ ქვეცნობიერის სხვადასხვა ფორმით არასწორი პროგრამირების გამო, დაკარგული აქვს ორიენტაცია და ვერ აგნებს ამ საცავებს და რადგან ვერ აგნებს, გონია რომ თვითონ ისინი დაკარგა და ამიტომაც დაეძებს სხვაგან.

მე ვიცოდი რომ ასეთ დროს ძალიან დიდი დახმარება შეუძლია გაუწიოს ადამიანს კოუჩსესიებმა. კოუჩი, არის ადამიანი, რომელსაც, კონკრეტული სიტუაციიდან, ამოცანიდან გამომდინარე, სპეციალურად შერჩეული კითხვების დასმით შეუძლია თვითონ მიგიყვანოს ამ ამოცანის ამოხსნამდე. ის ასრულებს ერთგვარი გიდის როლს, რომელიც უბრალოდ გაძლევს სწორ მიმართულებას და მიყავხარ შენი ქვეცნობიერის იმ საცავებამდე, სადაც შენთვის მნიშვნელოვანი საკითხის გასაღები ინახება.

ანუ, პასუხი ყველა კითხვაზე შენშია, ყველა ნიჭი, უნარი, შესაძლებლობა, გასაღები შენშია და კოუჩი გეხმარება რომ ისინი აღმოაჩინო.

დიდი ხანია მინდოდა გამომეცადა კოუჩინგის ძალა ჩემზე და როგორც იქნა მომეცა ამის შესაძლებლობა და იმან, რაც განვიცადე, რა შედეგიც მივიღე, ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა.

თამარ საგინაშვილი, ჩემი მკითხველებისთვის უკვე კარგად ნაცნობი არაჩვეულებრივი ქალბატონი, ავტორი წიგნისა „სამასმეერთე მილიონერი“ და ორგანიზატორი ნიკოლაი ლატანსკის თბილისური ტრენინგისა, ამჯერად მოგვევლინა როგორც კოუჩი, რომელიც სასწაულებს ახდენს, ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით და ახლა სწორედ ამაზე მინდა მოგიყვეთ.

რამოდენიმე დღის წინ, პირველივე სესიის შემდეგ თავი სიზმარში მეგონა. მან ისე ოსტატურად მატარა საკუთარი ქვეცნობიერის ლაბირინთებში, ჩემთვის მანამდე უცნობი იმდენი საცავი დამანახა და ისეთი რამეები აღმომაჩენინა, რაზეც მანამდე წარმოდგენა არ მქონდა და რასაც დამოუკიდებლად ალბათ ათასი წლის სიცოცხლეც რომ მქონოდა ვერ მივაგნებდი.

მას მოყვა მორიგი სესიები და ყოველ ჯერზე ვფიქრობდი, რომ მორჩა, ეს არის პიკი, ამაზე უფრო ღრმა, ძლიერი და შთამბეჭდავი რა შეიძლება იყოს თქო, მაგრამ ყოველ ჯერზე ვცდებოდი და კიდევ ერთხელ ვრწმუნდებოდი რომ ადამიანის შესაძლებლობები მართლაც უსაზღვროა.

თამარს საოცარი ინტუიცია აქვს. ისე ოსტატურად გაგატარებს შენივე ქვეცნობიერის ლაბირინთებში, თითქოს იქ უკვე შინაური იყოს. ისე გრძნობს შენი გონებიდან დამფრთხალი ჩიტებივით ამოფრენილი უამრავი ქაოტური აზრებიდან რომელია იმ წუთას ყველაზე მნიშვნელოვანი, რომელს სტაცოს კუდში ხელი და მიყვეს ბოლომდე, თითქოს თავიდანვე თვითონ ჩაალაგა ისინი შენი ქვეცნობიერის საცავებში და ამიტომაც არ უჭირს ახლა მათი ასე სწრაფად დახარისხებაო.

იმისთვის, რომ ზუსტად გადმოვცე ჩემი ემოციები, ყოველგვარი შესწორებების გარეშე გთავაზობთ მეორე სესიის შემდეგ, ცხელ კვალზე გამომცხვარ კომენტარს, რომელიც ფესბუკის დახურულ ჯგუფში გავაკეთე:

“დღეს დილით თამართან გავლილი მორიგი სესიის მერე, ცოტა ხანი ისევ გამიჭირდა აზრზე მოსვლა, შემდეგ კი, თანდათანობით რაღაც განსაკუთრებული შვების, სიხარულის განცდებით და ენერგიით ავივსე…

იმავე დროს, გარდა ამ ემოციური შემოტევებისა, მქონდა რაღაც მკვეთრად გამოხატული ფიზიკური შეგრძნებებიც, ვგრძნობდი რომ ეს იყო რაღაც ძალიან ნაცნობი განცდა, მაგრამ ვერ ვიხსენებდი კონკრეტულად რა. აი მაგალითად თვალდახუჭულს რომ რაღაც კერძი გაგასინჯონ, შენ გემო ძალიან გეცნოს, მაგარმ ვერ მიხვდე რა არის, რაღაც ამდაგვარი შეგრძნება მქონდა. ახლა კი გამახსენდა თუ რას მაგონებდა და გადავწყვიტე თქვენთვისაც გამეზიარებინა:

ბავშვობაში ერთი პერიოდი მძლეოსნობამ გამიტაცა. უფრო სწორად რაღაცნაირად რაიონულ პირველობაზე მომიწიამ გასვლამ, მაგრამ ათეულშიც ვერ მოვხვდი, იმდენად დათრგუნული ვიყავი რომ სკოლაშიც არ მინდოდა წასვლა, რადგან ვფიქრობდი, რომ დამარცხებულს თავი არ გამომეყოფოდა – მე ხომ ყველაფერში პირველობას ვიყავის მიჩვეული…

თუმცა ამ სიტუაციაში მშველელად ერთი ძმაკაცი მომევლინა. მან ექსპრომტად შეთხზა და შემდეგ ბავშვებს  „გაუმხილა“ ჩემი „საიდუმლო“ :

„ხვიჩამ სავარჯიშო ხტომის დროს ფეხი იტკინა, მაგრამ ქალაჩუნასავით წუწუნს ხომ არ დაიწყებდა, ბოლომდე გააგრძელა გამოსვლა და მტკივანი ფეხით შეასრულა ნახტომებიო“

ხოდა დამარცხებულიდან გმირად ვიქეცი. მეც შევიფერე და კარგა ხანს კოჭლობით დავდიოდი. ეს სწორედ ის კოჭლობაა, რომელსაც ზიგ ზიგლარი „ხრომოტა ნეუდაჩნიკას“ ეძახის.

მაგრამ მე ხომ ვიცოდი, რომ სინამდვილეში სხვებმა მაჯობეს… ხოდა მთელი ზაფხული ფეთიანივით ვვარჯიშობდი. ტყეში მოვაწყვე სავარჯიშო მოედანი სპეციალური ორმოთი და დღე და ღამეს იქ ვატარებდი.

ერთხელ ერთმა ჩემმა მეზობელმა მითხრა, რომ თურმე მასთან ჯარში ერთი “დამთხვეული” მძლეოსანი მსახურობდა, რომელიც ყოველდღე ფეხებზე ტყვიებით გატენილი პატარა ტომრებით მიბმული დარბოდა და როცა შეჯიბრებებზე გადიოდა, ამ ტომრებს იხსნიდა და  ვერავინ ვერ ეწეოდა, ტყვიასავით სწრაფად გარბოდაო.

მე ჭკუაში დამიჯდა და დავამზადეთ ჩემთვისაც სპეციალური ნაჭრის ტომრაკები, რომლებშიც რკინის ფირფიტები ჩავალაგეთ. თითოეული ნახევარ კილოს იწონიდა, მაგრამ ცოტა ხნის ვარჯიშის შემდეგ ისე მძიმდებოდა ფეხის აწევა მიჭირდა.

ყველაზე საინტერესო კი მაშინ ხდებოდა, როცა მათ მოვიხსნიდი. პირველად მაშინვე ხეს ჩავეჭიდე. ისეთი შეგრძნება მქონდა თითქოს ეს–ეს არის გავფრინდებიო…

და აი ახლა გამახსენდა – სწორედ ის შეგრძნება იყო დღესაც რომ დამეუფლა, დილის სესიის მერე.

მთელი დღე ისე დავდიოდი აი საცაა მიწას მოვწყდები თქო…დიახ მთელი დღე დავდიოდი რადგან ერთ ადგილას ვერ ვჩერდებოდი,  ხან ოთახში ვცემდი ბოლთას, ხან ვერანდაზე, ხან ეზოში და… ვლაპარაკობდი! დიახ ვლაპარაკობდი… არ ვიცი საიდან გაჩნდნენ, მაგრამ თავში მომდიოდა იმდენი და ისეთი იდეები, აზრები, რომელთა გამოთქმას ძლივს ვასწრებდი რომ დიქტოფონში ჩამეწერა. არ ვიცი, რომ გავშიფრავ იქ რა იქნება, მაგრამ ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ ძალიან საინტერესო უნდა იყოს…

თამარ ძვირფასო, შენ ჯადოქარი ხარ, კეთილი ფერია, რომელიც სასწაულებს ახდენს. მე დარწმუნებული ვარ რომ შენი დახმარებით ჩვენ ნამდვილად გავფრინდებით და თანაც ძალიან მაღლა. ვისაც დაცემის ეშინია, შეუძლია მიწაზე ხოხვით დაკმაყოფილდეს, ხოლო ვისაც არა – შემოგვიერთდით ბატონებო და ქალბატონებო… ადგილი ყველას გვეყოფა, ხომალდზეც და მითუმეტეს ვარსკვლავეთშიც…

სიყვარულით და მადლიერებით, ხვიჩა მებონია

საინტერესო პოსტები

14 thoughts on “კოუჩინგის ძალა – მითი თუ რეალობა”

  1. ხვიჩა შენ ისე გადმოეცი ყველაფერი, წარმომიდგენია უკვე შენი მდგომარეობა..
    მიხარია ასეთი ადამიანები რომ არსებობენ ჩვენს გვერდით. 
    დიდი მადლობა ქალბატონ თამარს და შენ რათქმა უნდა, რომელმაც ჩვენამდე მოიტანე ეს ყველაფერი
    მეც მინდა ცაში გაფრენა…
     
     

    პასუხი
    • დიახ, სოფიო, ეს არაჩვეულებრივი განცდაა. დიდი ხნის განმავლობაში მეც საკმაოდ სკეპტიკურად ვუყურებდი კოუჩინგის შესაძლებლობებს, მაგრამ ახლა დავრწმუნდი, რომ ის ერთ–ერთი ყველაზე მძლავრი ინსტრუმენტია წარმატების მწვერვალებისკენ მიმავალ გზაზე 🙂

      პასუხი
  2. მადლობა ხვიჩა! დროა, საქართველოშიც დაიწყოს ხალხის გამოღვიძება და გათავისუფლება ნეგატიური პროგრამებისგან.

    პასუხი
    • დიახ, მარიკა, კარგია, რომ ჩვენთანაც დაიწყო სასიკეთო ძვრები ამ მიმართულებით 🙂

      პასუხი
  3. ძალიან საინტერესოა, დიდი ხანია ვცდილობ ამ ამოცანის ამოხსნას და არ გამომდის ქვეცნობიერთან დამოკიდებულებაში.  თამარის ნახვა თუ შეიძლება, თუ აქვს ასეთი სახის სესიები ან პირადად თუ იღებს მსურველებს.

    პასუხი
    • რა თქმა უნდა შეიძლება “cekva” 🙂 დააკლიკეთ ამ სტსტიაში თამარის სახელზე და მოხვდებით მისი ფეისბუქის გვერდზე, საიდანაც უკვე შეძლებთ მასთან დაკონტაქტებას.

      პასუხი
  4. “ქვეცნობიერს შეუძლია ყველაფერი” წაიკითხეთ ჯონ კეხოს ეს წიგნი. რაც შეეხება კოუჩინგს, მიზნის მიღწევის ყველაზე მოკლე და ეფექტური გზაა. თამარს მე არ ვიცნობ, თუმცა ხვიჩა  შენ სტატიაში ისე გადმოეცი სავარაუდოდ გამოვიწერ მის სტატიებს 🙂

    პასუხი
    • დიახ მურად, ეს მართლაც არაჩვეულებრივი წიგნია. სხვათაშორის მორიგი პოსტისთვის სწორედ ამ წიგნიდან მქონდა ერთ–ერთი თავი თარგმნილი

      🙂

      პასუხი
  5. ხვიჩა, არაჩვეულებრივად გადმოეცი ყველაფერი. მეც ასეთივე შეგრძნებები დამეუფლა თამართან კოუჩ სესიის გავლის შემდეგ. ნამდვილად კარგად გამოსდის და ძალიან მიხარია, ამ საქმეს რომ ხელი მოჰკიდა. მისი ენერგიის და ენთუზიაზმის ამბავი რომ ვიცი, მიღწეულით არ დაკმაყოფილდება. ასე რომ, წინ უამრავი სასიამოვნო სიურპრიზი გველოდება :). წარმატებებს ვუსურვებ მასაც და შენც, როგორც ამ ბლოგის ავტორს და პიროვნული განვითარების ნიშის გამორჩეულ ლიდერს. არ ვიცი, რა თემას ეძღვნებოდა შენი კოუჩ სესია, მაგრამ ძალიან მინდა, რომ მალე რაიმე, შენსავით საინტერესო, ტრენინგ პროგრამის ავტორად მოგვევლინო (მნიშვნელობა არა აქვს, ონლაინ იქნება თუ ოფლაინ). მე კი, კარგად მოგეხსენება, რაც ძალიან მინდა, აუცილებლად ამიხდება ხოლმე 😀 – შენი წიგნის ამბავი გაიხსენე 😉

    პასუხი
    • უკვე 4 სესია გვქონდა ქეთევან. მოგიყვები მერე როგორმე, თუ რას შეეხებოდა… პირველი სამის მერე დიდი პაუზა გამოგვივიდა (თამარი კარპატებში იყო ტრენინგზე , მერე მე მომიწია მთებში წასვლამ რამოდენიმე დღით) და ჩემს თავს შევატყვე, რომ ერთგვარი “ლომკები” დამეწყო 🙂 მთებიდან დაბრუნების მერე ვერა და ვერ ჩავდექი კალაპოტში, სანამ კვლავ არ ჩავატერეთ სესია. ახლა უკვე სამთვიანი სერიოზული კურსი დავგეგმეთ და წინასწარ ვიცი, რომ უზარმაზარი შედეგის მომტანი იქნება… 🙂

      რაც შეეხება ტრენინგ პროგრამის შექმნას, ამაშიც მართალი ხარ. ბლოგი შემაქმნევინე, წიგნი დამაწერინე და რაღა შეგიშლის ხელს რომ ტრენინგიც გამაკეთებინო 🙂 იქნებ მალე ოჯახიც შემაქმნევინო? 🙂

      ისე, ხუმრობა ხუმრობად და მინდა კიდევ ერთხელ დავაფიქსირო ჩემი უდიდესი პატივისცემა და მადლიერება შენდამი ქეთევან, უღრმესი მადლობა კიდევ ერთხელ ყველაფრისთვის! შენ ხომ, როგორც ჩემს ერთ–ერთ პირველ მასწავლებელს და მოტივატორს, უზარმაზარი წვლილი მიგიძღვის ყველაფერში რაც ამ ბოლო წლინახევრის განმავლობაში გამიკეთებია და რაც თავისთავად აისახება ყველაფერში რასაც მომავალში გავაკეთებ! ჩემთვის ყოველთვის დიდი პატივი იქნება შენთან მეგობრობა და პარტნიორობა! 

      პასუხი
  6. ხვიჩა, გეყოფა! კინაღამ ვიფიქრე, რომ მოხდა სასწაული და “უღრმესი მადლობის” გარეშე შემოხვედი ინტერნეტში 😀

    ძალიან მიხარია, რომ წინააღმდეგობის გაწევაზე დროს არ ჰკარგავ – მე ხომ მხოლოდ იმას “გაძალებ”, რაც, დარწმუნებული ვარ, თვითონაც ძალიან მოგეწონება. :). 
    რაც შეეხება ოჯახის შექმნას, წინ რა უდგას?! შენ მხოლოდ შესაფერი კანდიდატურა წამოაყენე და… შესაფერში იმას ვგულისხმობ, ვინც მთელი სულით, გულით და შესაძლებლობებით გეყვარება, დანარჩენს მივხედავთ 😉

    პასუხი
  7. მარი, სტატიაში თამარის სახელზე დაკლიკებით მის ფბ გვერდზე მოხვდებით და შეგიძლიათ დაუკავშირდეთ 🙂 

    პასუხი

Leave a Comment

Comment moderation is enabled. Your comment may take some time to appear.