ამოუხსნელი ამოცანა

dancing

 

1939 წელს, შრომითი სტატისტიკის ბიუროში 2 წლიანი მუშაობის შემდეგ, 25 წლის ჯორჯ დანცინგი სასწავლებლად შევიდა კალიფორნიის ბერკლის სახელობის უნივერსიტეტში სტატისტიკური მეცნირების ფაკულტეტზე.  

ერთხელ, პირველ კურსზე ყოფნისას, ის 20 წუთიანი დაგვიანებით მივიდა პროფესორ ნეიმანის ლექციაზე.  მან სწრაფად გადაწერა დაფიდან ორი ამოცანა, ჩათვალა რა ისინი საშინაო დავალებად.

ერთი კვირის შემდეგ დანცინგი მივიდა ნეიმანთან და უთხრა:

– პროფესორო, მაპატიეთ, რომ ასეთი დაგვიანებით მომაქვს საშინაო დავალება. რატომღაც ძალიან გამიჭირდა და დიდხანს მოვუნდი მათ ამოხსნას. შეიძლება ახლა რომ დაგიტოვოთ?

– დატოვე ყმაწვილო, გადავხედავ, –უთხრა ნეიმანმა და დანციგმაც გახარებულმა დადო რვეული პროფესორის სამუშაო მაგიდაზე.

რამოდენიმე დღის შემდეგ კი, შუაღამისას, დანცინგი და მისი მეუღლე კარებზე ბრახუნმა გამოაღვიძა.

მათ ძლივს მოასწრეს კარის გაღება, რომ სახლში აღელვებული ნეიმანი შემოიჭრა.

აღმოჩნდა რომ დანციგმა ამოხსნა ამოცანები, რომლებიც  განეკუთვნებოდა ე.წ. ამოუხსნელ სტატისტიკურ ამოცანათა რიგს.

– როგორ მიხვედი ამ ამოხსნამდე ყმაწვილო, რანაირად?

ჰკითხა პროფესორმა ნეიმანმა გაოცებულ სტუდენტს მას შემდეგ, რაც აუხსნა საქმის ვითარება.

– ღმერთო ჩემო! პროფესორო… მე… მე არ ვიცოდი, რომ მათ ამოხსნა არ ჰქონდათ. – უპასუხა გაოგნებულმა დანცინგმა

 

სიყვარულით და მადლიერებით, ხვიჩა მებონია

 

როგორ ფიქრობთ – რა დასკვნის გამოტანა შეიძლება ამ ისტორიიდან?  ძალიან მაინტერესებს თქვენი აზრი, მე ხომ სწორედ თქვენგან  ვსწავლობ!

ამიტომ გთხოვთ, ნუ დაიზარებთ, გაგვიზიარეთ თქვენი შეხედულებები კომენტარებში და თანაც, მიეცით იგივეს გაკეთების საშუალება თქვენს მეგობრებსაც – გაუზიარეთ ეს პოსტი მათ, ქვემოთ განთავსებული სოციალური ქსელების ღილაკების მეშვეობით.

 

უღრმესი მადლობა წინასწარ და მომავალ შეხვედრამდე!

 

 

14 thoughts on “ამოუხსნელი ამოცანა”

  1. ჩვენ ვცხოვრობთ სტერეოტიპებით, ჩარჩოებს ვუწესებთ ჩვენს შესაძლებლობებს, წინასწარ განვსაზღვრავთ რა შეგვიძლია და რა არა, იქნებ ზოგჯერ ჯობია გაუგუნურდე, რათა დაბრძენდე…

    პასუხი
    • “იქნებ ზოგჯერ ჯობია გაუგუნურდე, რათა დაბრძენდე…” (Y) 🙂

      დიახ ნატალია, დანცინგი არ იყო შეზღუდული იმ სტერეოტიპით რომ ამოცანის ამოხსნა არ შეიძლებოდა და ამიტომ მისმა გონებამ იპოვა გამოსავალი…

      პასუხი
  2. MADLOBA, XVICHA, ARACHVEULEBRIVI POSTIS SHEMOTAVAZEBISTVIS!
    Students amozravebda amocanebis amoxsnis survili, hqonda sakutari tavisa da amocanata amoxsnis shesazleblobis arsebobis rwmena, agretve gaachnda entuziazmi, anu ,,shinagani Gmerti,, da es yvelaferi dauyovnebeli moqmedebis wyalobit, ubralod, gardaqmna warmatebad. Mas, aseve ubralod, saertod ar daushvia rom mati amoxsna sheuzlebeli sheizleba yofiliyo. Man rac irwmuna, is dainaxa da intuiciis wyalobit miagno mati amoxsnis xerxsa tu gzas. Diax, chemo zvirfaso megobrebo, nebismieri miznis migweva shesazlebelia, mtavaria miznis migwevis unaris floba! 
    Warmatebis misagwevad, zogadad, nebismier sferoshi sakmarisia 4 ram – SURVILI, RWMENA, ENTUZIAZMI, URTIERTOBEBI  da aucilebelia MOQMEDEBA!!! 
    XOLO, RAC SHEEXEBA UNAREBS, MATI ATVISEBA SAKUTAR TAVZE MUSHAOBIT NEBISMIER SHEMTXVEVASHI SHESAZLEBELIA!
    YVELAS GISURVEBT SANUKVARI MIZNEBIS MIGWEVAS DA WARMATEBEBS!

    პასუხი
    • იცოცხლე ნინო 🙂 უღრმესი მადლობა ასეთი საინტერესო კომენტარისთვის!

      პასუხი
  3. ასეთი გამოთქმა გამახსენდა: “შენა კაცო,შაშინებული ხომ არა ხარო”?
    გადარჩენილა ეს დანცინგი შეშინებას.
    😀
     

    პასუხი
    •  დანცინგი მგონი მას მერე “შაშინდა” რაც გაიგო რომ “ამოუხსნელი” ამოცანა ამოხსნა 🙂

      პასუხი
  4. მოგესალმები ხვიჩა.საინტერესოა,როგორც ყოველთვის.ამას წინათ ჩემი შვილი მომიყვა დაახლოებით მსგავს ისტორიას,რომელიც თავად შეემთხვა:მათემატიკის მასწავლებელმა ერთი ამოცანა მოგვცა და გვითხრა–აბა,რომელი ამოხსნითო.მე მალევე ამოვხსენი,სხვებმა ვერ ამოხსნეს და მასწავლებელს გაუკვირდა–ეს ძალიან რთული ამოცანა იყო და როგორ ამოხსენიო.მერე მეორე მოგვცა, ეს უფრო რთულიაო და ჩემს მეტმა ყველამ ამოხსნაო..ასეთ არაფერი გამიგია,თურმე ძალიან ადვილი ყოფილა და მე რადგან შევუშვი თავში,რომ რთული იყო,ეტყობა იმიტომ ვერ ამოვხსენიო.ალბათ განწყობის თეორიაა….  🙂
     
     

    პასუხი
  5. რწმენას რომ ბევრი რამ შეუძლია, ამაში მეც გეთანხმებით,
    რომ შენ აუცილებლად შეძლებ – ეს ფიქრიც კი უდიდესი სტიმულია.
    გავიხსენოთ ოსტროვსკი (ბრმა მწერალი), მერესეევი (უფეხო მფრინავი), გალუა, რომლის დუელის წინა ღამეს გაკეთებულმა ჩანაწერებმა გადატრიალება მოახდინა მათემატიკაში.
     
    ამ სტატიის შემდეგ დავრწმუნდი, რომ არ ცოდნა თურმე ზოგჯერ ძალიან სასარგებლოა 🙂

    პასუხი
  6. აქ აინშტაინის  სიტყვები ამბობს ყველაფერს: “ყველამ იცის რომ არის რაღაც, რაც შეუძლებელია. მაგრამ ერთხელაც მოდის ვიღაც, ვინც ეს არ იცის-და ის აკეთებს აღმოჩენას…”

    პასუხი
  7. მეც შემემთხვა “მსგავსი” ისტორია, აბიტურიენტი რომ ვიყავი. მათემატიკის მასწავლებელი, ყოველთვის, როცა ძალიან ძნელი ამოცანა გვქონდა ამოსახსნელი , გვეუბნებოდა, რომ ამ ამოცანას მიაქციეთ ყურადღება, ცოტა ან ძალიან ძნელია და მატად იაზროვნეთ და დაძაბეთ გონებაო. მე , ერთს კი გადავხედავდი და თავს არ ვიკლავდი მაინცადამაინც , მაშინვე ვწერდი პატარა ფურცელზე რომ ესა და ეს ამოცანა ვერ ამოვხსენი და გადავდიოდი შემდეგზე. ერთხელ , არ ვიცი დაავიწყდა , არ ვიცი სპეციალურად არ გვითხრა რომ ამოცანა ძალიან რთული იყო და ამიტომ ,ამ ამოცანის ამოხსნა “მომიწია” , ისეთი იოლი იყო , ისეთი ადვილად ამოსახსნელი მომეჩვენა, ამოვხსენი და მასთან ერთად სხვა ადვილებიც. აღმოჩნდა რომ ჩემს გარდა ვერავის ვერ ამოუხსნია, და საერთოდაც წლებია იშვიათად ხსნის ვინმეო. არადა ძალიან ჩვეულებრივი მოსწავლე ვიყავი, ჩემზე უკეთესები და ბევრად უკეთესები გვყავდა ჯგუფში. ხანდახან ჩვენ თვითონ ძალით ვიკომპლექსებთ თავს რომ , რაღაც, ჩვენ კი არა სხვას შეუძლია, ანდა უფრო ღირსია. მაპატიეთ რომ დიდი კომენტარი გამომივიდა

    პასუხი

Leave a Comment

Comment moderation is enabled. Your comment may take some time to appear.