მადლიერების კანონი

 

„მადლიერების დღეს, ერთ–ერთ ამერიკულ გაზეთში, მოთხრობილი იყო მასწავლებელ ქალზე, რომელმაც  ბავშვებს თხოვა დაეხატათ ფურცელზე ის, ვინც ან რაც მათში იწვევდა მადლიერების გრძნობას.

სანამ ბავშვები ხატავდნენ, მასწავლებელი დამწუხრებული ფიქრობდა იმაზე, თუ რა ცოტა მიზეზი გააჩნიათ ამ ბავშვებსუღარიბესი ოჯახებიდან იმისთვის, რომ იყვნენ მადლიერები.

მან იცოდა,  რომ ბავშვების უმრავლესობა დახატავდა რაიმე საკვებს და ცოტა არ იყოს შეცბუნდა, როცა დუგლასმა მიაწოდა თავისი ფურცელი, რომელზეც ხელის მტევანი იყო გამოსახული.

მასწავლებელი

„ეს რა ხელია?“ კლასი საგონებელში ჩააგდო ამ აბსტრაქტულმა ნახატმა. 

– ეს ალბათ ღვთის ხელია, რომელიც საჭმელს გვაძლევს, – თქვა ერთმა.

არა, ეს ფერმერის ხელია, – თქვა მეორემ – იმიტომ რომ მას მოჰყავს მოსავალი.

და ასე ყველა გაიძახოდა თავის ვერსიას.

ბოლოს, როცა კლასი დაწყნარდა, მასწავლებელმა ჰკითხა ბიჭს,თუ რა იყო ეს.

– ეს თქვენი ხელია, მასწავლებელო, – თქვა ჩუმად დუგლასმა.

და მასწავლებელს გაახსენდა თუ როგორ ჩასჭიდებდა ხოლმე ხანდახან,შესვენებების დროს, ხელს ამ პატარა, მუდამ მოწყენილ ბიჭუნას და მზრუნველად მიაცილებდა მას კლასამდე. ის ასე ექცეოდა ყველას, მაგრამ დუგლასისთვის ეს აღმოჩნდა ძალზე მნიშვნელოვანი.

მასწავლებელი სულით ხორცამდე შესძრა მადლიერების  ამ ჟესტმა. შეიძლება ეს იყო საერთო მადლიერების გამოხატვა არა იმ მატერიალური სიკეთისთვის, რომელიც ჩვენ გვეძლევა, არამედ  შესაძლებლობისთვის, გავცეთ თუნდაც მცირედი ნაწილი ჩვენი ადამიანური სითბოსი და სიყვარულისა…“

 

მადლიერება მაგიაა. ის არის ერთ–ერთი ყველაზე ძლევამოსილი ენერგია, რომელიც კი შეიძლება ადამიანმა შეიგრძნოს და რომელსაც შეუძლია შეცვალოს მთელი ცხოვრება, თუ მას სათანადოდ გამოვიყენებთ.

მადლიერება, ეს არის შესაძლებლობა დაამარცხო შენში და შენს გარშემო ყოველგვარი ნეგატივი, ბოროტება, და  გააკეთო არჩევანი, სიკეთის, სიყვარულის, წარმატების, ბედნიერების სასარგებლოდ.

როცა შეგვიძლია ვიგრძნოთ ჭეშმარიტი მადლიერება, როცა ვსუნთქავთ მადლიერებით – ჩვენი ცხოვრება თითქოსდა რაღაც ჯადოქრობის ძალით იცვლება. ჩვენ ვხდებით უფრო  ღია, გახსნილი და მზადმყოფი სიკეთის მისაღებად, ხოლო სამყარო კი იწყებს ამ სიკეთის უხვად გაცემას…

მაგრამ, როგორ ვიყენებთ ჩვენ ამ ენერგიას?

გამოვხატავთ მადლიერებას ჩვენი ჯანმრთელობისთვის, თუ ის მხოლოდ ავადმყოფობის დროს გვახსენდება?

ვართ მადლიერი ღრმა მშვიდი ძილისთვის, თუ ის მხოლოდ მაშინ  გვახსებდება როცა უძილობა დაგვტანჯავს?

ვამჩნევთ თუნდაც, ვთქვათ შუქის არსებობას, როცა ის ანათებს, თუ მხოლოდ მაშინ გვახსენდება, როცა გამოირთვება?

თუ დააკვირდებით, ადამიანთა უმრავლესობა ყოველთვის წუწუნებს იმაზე, რაც არა აქვს ცხოვრებაში და არასდროს არ არის მადლიერი იმისთვის, რაც გააჩნია.

„ჩემი სამსახური არაფრად ვარგა; დაბალი ხელფასი მაქვს, არ მაქვს კარგი ჯანმრთელობა, საშინელი ცოლი ან ქმარი მყავს, შვილებმა არ გამიმართლეს“  და ა.შ.

ან კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი მხარე – ჩვენი ახლობელი და ძვირაფსი ადამიანებისადმი მადლიერების გამოხატვის უნარი.

დეილ კარნეგი თავის ერთ–ერთ წიგნში ყვება ასეთ ნამდვილ  ამბავს:

 ერთმა ქალმა მინდვრის სამუშაოებიდან დაბრუნებულ, დაღლილ, მოშიებულ ქმარს და ვაჟებს ერთხელ მაგიდაზე საჭმლის ნაცვლად თივა (!) დაუდო.

შენ რა, გაგიგჟდი ქალო?! – დაუყვირა მას ქმარმა. ვაჟები კი გაოცებისგან გაფართოებული თვალებით მიაჩერდნენ დედას.

– 20 წელია  საუზმეს, სადილს და ვახშამს ვამზადებ და გაჭმევთ, მაგრამ ამ ხნის განმავლობაში ერთხელაც არ შეგიმჩნევიათ, რომ მაგიდაზე თივა არ იდო – უპასუხა ქალმა.

20 წელი არცერთ მათგანს თავში აზრადაც კი არ მოსვლია თუნდაც ერთხელ ეთქვა, თითქოსდა უბრალო, მაგრამ სინამდვილეში ჯადოსნური სიტყვა : „მადლობა“  მთელი ამ ხნის განმავლობაში ყველა თვლიდა რომ  ქალი აკეთებდა იმას რაც უნდა გაეკეთებინა, ყველა ნორმალურ დიასახლისს და ამაში განსაკუთრებული არაფერია.

დავაკვირდეთ, როგორ გამოვხატავთ ჩვენ მადლიერებას მეუღლის,  მშობლების, შვილების, უახლოესი ადამიანების მიერ ჩვენს მიმართ გამოვლენილი ყოველდღიური, ერთი შეხედვით ჩვეულებრივი ყურადღების ნიშნებზე? ვღებულობთ მათ როგორც ჩვენს მიმართ გამოვლინებული სიყვარულის და მზრუნველობის ჟესტები და ვგრძნობთ მადლიერებას თუ აღვიქვამთ, როგორც თავისთავად კუთვნილი, ჩვეულებრივი ფაქტები?

შეიძლება ვიფიქროთ, როგორ ვიყო მადლიერი, როცა ირგვლივ ამდენი პრობლემა, ტკივილი, უმადურობაა?

მაგრამ საქმე იმაშია, რომ სწორედ მადლიერების არ არსებობის გამო გვექცევა ცხოვრება იმედგაცრუებად და ტანჯვად. ჩვენ გვავიწყდება, რომ ცხოვრება თავისთავად უკვე იმსახურებს მადლიერებას, რომ ყოველი ახალი დღე არის ახალი შანსი, შესაძლებლობლობა გავხდეთ უფრო ბედნიერი, ჯანმრთელი, წარმატებული.

დანიელ დეფო ამბობდა: „ყველა საყვედური იმაზე, რაც არ გვყოფნის ცხოვრებაში, გამოწვეულია უმადურობით იმის გამო, რაც გაგვაჩნია.“

ჩაატარეთ პატარა ექსპერიმენტი: სცადეთ მომდევნო 7 დღის განმავლობაში არავისზე და არაფერზე არ იწუწუნოთ, არ გამოხატოთ უკმაყოფილება. სცადეთ და თქვენ ნახავთ როგორ შეიცვლება თქვენს გარშემო ყველაფერი.

ცნობილი უკრაინელი სპეციალისტი, წარმატების ტრენერი და კოუჩი ნიკოლაი ლატანსკი ამბობს:

„როცა ჩვენ არ ვართ მადლიერები იმისთვის რაც გაგვაჩნია, ვიმყოფებით სიძუნწის მდგომარეობაში და კიდევ უფრო ვაძლიერებთ მას.

ხოლო, როცა ჩვენ ვიმყოფებით მადლიერების მდგომარეობაში, კეთილდღეობა ხდება ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი

ეს კანონი კარგად იციან მდიდარმა და წარმატებულმა ადამიანებმა, მაგრამ მას ყურადღებას არ აქცევს  ადამიანების უმრავლესობა და ამიტომაც არიან ისინი წარუმატებლები.

თუ თქვენ ახლა განიცდით ფინანსურ, მორალურ ან ემოციონალურ დაუკმაყოფილებლობას, მაშინ სწორედ რომ დროა ახლავე იგრძნოთ მადლიერება იმისთვის რაც უკვე გაქვთ, რასაც უკვე აკეთებთ, და რასაც წარმოადგენთ ამ ეტაპზე.

მუდმივად უნდა იცხოვროთ მადლიერების მდგომარეობაში და მაშინ  თქვენი ცხოვრება იქცევა კეთილდღეობის სავანედ.“

მესმის,  ძნელია იყო მადლიერი,  როცა ირგვლივ ამდენი კრიტიკა, პრეტენზიები და უმადურობაა, მაგრამ სწორედ აქ უნდა ვიპოვით შინაგანი ძალა იმისთვის, რომ თანდათანობით, ნაბიჯნაბიჯ გამოვიმუშავოთ ჩვენში მადლიერების გრძნობის გამოხატვის უნარი.

სცადეთ კიდევ ერთი ექსპერიმენტი: როცა მოგდით კომუნალური გადასახადები, იგრძენით მადლიერება იმ კომპანიების მიმართ, ვინც  გემსახურებათ, იფიქრეთ იმაზე, თუ რა მოხერხებულს ხდიან თქვენ  ცხოვრებას ისინი რომ გაწვდიან ელექტროენერგიას, წყალს. შეგიძლიათ გადახდის ქვითარს დააწეროთ : „გმადლობთ, გადახდილია!“ და ისე შეინახოთ.

როცა იღებთ ხელფასს, გამოხატეთ მადლიერება. ადამიანთა უმრავლესობას არც კი უხარია ფულის მიღება, რადგან მაშინვე იმაზე იწყებს ფიქრს რომ ეს თანხა მას არაფრისთვის არ ეყოფა.

მას შემდეგ, რაც  რეგულარულად დაიწყებთ  მადლიერების გამოხატვას იმისთვის, რაც გაგაჩნიათ, თქვენ თანდათანობით აღმოაჩენთ სულ უფრო მეტ რამეს, რისთვისაც უნდა იყოთ მადლიერი. ეს კი თავის მხრივ თქვენს ყურადღებას მიმართავს სულ უფრო მეტი პოზიტიური მოვლენებისა და აზრებისაკენ. მადლიერი დამოკიდებულება ეს არის პოზიტიური დამოკიდებულება.

გახმაურებული ფილმის „საიდუმლოს“ (The Secret) ავტორი რონდა ბერნი თავის ერთ–ერთ წიგნში ამბობს:

«ყოველთვის, როცა განვიცდით მადლიერების გრძნობას, ჩვენ გავცემთ სიყვარულს, ხოლო რასაც გავცემთ აუცილებლად გვიბრუნდება უკან.

მადლიერება იწყება უბრალო სიტყვით: მადლობა! მაგრამ მას უნდა ვგრძნობდეთ მთელი გულით და რაც უფრო ხშირად წარმოვთქვამთ მადლიერების სიტყვებს, მით უფრო მეტ მადლიერების გრძნობას განვიცდით და მით უფრო მეტ სიყვარულს გავცემთ გარემომცველ სამყაროში.

რაც არ უნდა რთულ მდგომარეობაში ვიყოთ, ყოველთვის გვაქვს მიზეზი მადლიერებისთვის და თუ გამოვხატავთ მას, ამით ვიზიდავთ სიყვარულის ძალას და ვიშორებთ ნეგატივს.

თითოეული წამი, როცა ჩვენ არაფერს არ ვაკეთებთ, საუკეთესო საშუალებაა მადლიერების გამოსახატავად. იყავით მადლიერი თქვენი ოჯახის, მეგობრების, კოლეგების, მზის რომელიც სითბოს და სინათლეს გაძლევთ, წყლის და საკვების, რომელსაც მიირთმევთ, ჰაერისთვის, რომელსაც სუნთქავთ.  ამ ყველაფრის გარეშე თქვენ ვერ იცოცხლებდით.

იყავი მადლიერი მცენარეების, ცხოველების, ზღვების, ოკეანეების, ყვავილების, ლაჟვარდოვანი ცის, წვიმის, ვარსკვლავების, მზის და მთვარის და სიცოცხლისთვის მთელს სამყაროში.

ყოველთვის მოძებნეთ დრო იმისთვის რომ წარმოთქვათ : „მადლობა ჩემი ცხოვრებისთვის, მადლობა სიხარულისთვის, ჰარმონიისთვის, ჯანმრთეობისთვის, მადლობა ყველაფრისთვის, რაც გამაჩნდა, გამაჩნია და მომავალში მექნება.“

სცადეთ ეს მეთოდი. იფიქრეთ ვინმეზე ან რამეზე, ვისიც ან რისიც მადლიერი ხართ. მოახდინეთ თქვენი აზრების კონცენტრაცია მთლიანად ამ მიმართულებით, გაიხსენეთ ყველა დეტალი და თქვენ იგრძნობთ როგორ თანდათანობით აივსება თქვენი გული სიყვარულით.

წესად შემოიღეთ  მადლიერების ჟურნალის წარმოება.

ყოველდღიურად ჩამოწერეთ ათი რამ, რისთვისაც მადლიერი ხართ. თავიდან ეს რთული იქნება, მაგრამ შემდეგ ნახავთ, რომ უკვე ფაქტიურად შეუძლებელია 10 რამით გამოხატო ყველაფერი, რისთვისაც მადლიერი ხარ.

დაუსვით თქვენს თავს კითხვა: «რისთვის შემიძლია ვიყო მადლიერი?» –  და გაიხსენეთ თუნდაც ერთი მოვლენა ან ადამიანი და უბრალოდ თქვით მადლობა, შემდეგ გაიხსენეთ , მეორე, მესამე და ასე შემდეგ.

თანდათანობით თქვენ შეძლებთ უკვე ისეთ ნეიტრალურ მოვლენებზე ყურადღების გამახვილებას, რომელსაც ადრე ვერც კი ამჩნევდით და ისწავლით მათთვის მადლიერების გამოხატვას.

შემდეგ თქვენ აღმოაჩენთ ნეგატიურ მოვლენებს თქვენს ცხოვრებაში, რომლებსაც ახლა  უკვე სულ სხვა კუთხით აღიქვამთ და იგრძნობთ მადლიერებას მათ გამოც.

ბოლოს და ბოლოს თქვენ იგრძნობთ უსაზღვრო მადლიერებას ყველას და ყველაფრის, მთლიანად ცხოვრების მიმართ და მოიპოვებთ ბედნიერების განცდას!

ამასთან, ყოველდღიური მადლიერების ჟურნალის წარმოებას მაშინ აქვს აზრი, როცა ჩვენ არა უბრალოდ ჩამოვწერთ, არამედ მართლაც მთელი სულით და გულით  ვგრძნობთ მადლიერებას. მხოლოდ  ასე შევძლებთ  განვავითაროთ ჩვენში ცხოვრებისადმი მადლიერი დამოკიდებულების უნარი და ყოველთვის ვიყოთ, როგორც  ახალი სიკეთეების მოლოდინში, ასევე მზადყოფნაში მათ მისაღებად.

ალბათ გაგიგიათ გამოთქმა „მსგავსი იზიდავს მსგავს“ ზუსტად ასე მუშაობს მადლიერების კანონიც. ის არის ყველაზე მთავარი კანონი წარმატებისა.

რაც უფრო მეტად მადლიერები ვართ იმისთვის რაც უკვე გვაქვს, მით უფრო მეტს მივიღებთ.

ყველაფერს, რაც მადლიერებით კეთდება,  ჩვენს ცხოვრებაში შემოაქვს ჰარმონია, გარკვეული წესრიგი და სითბო. თითოელ მოქმედებას, სიტყვას, რომელიც გაჯერებულია მადლიერებით, აქვს ჯადოსნური ძალა, გვავსებს სიყვარულით და ცვლის ჩვენს სამყაროს, ახვევს რა მას მადლიერებისა და სიყვარულის გარსში.

სიყვარულით, და მადლიერებით, ხვიჩა მებონია

P.S. უღრმესი მადლობა, რომ ამ სტატიას კითხულობთ!

უღრმესი მადლობა, რომ თქვენს მოსაზრებებს გამოხატავთ კომენტარების სახით!

უღრმესი მადლობა რომ პოსტებს უზიარებთ თქვენს მეგობრებს სოციალური ქსელების მეშვეობით!

უღრმესი მადლობა, რომ საერთოდ არსებობთ, ვინაიდან თქვენს გარეშე ეს სამყარო არ იქნებოდა ისეთი მშვენიერი, საოცარი და ზღაპრული, როგორიც სინამდვილეში არის!

 

 

77 комментариев ჩანაწერზე “მადლიერების კანონი”

  1. ხვიჩა, მადლიერი ვარ ამ არაჩვეულებრივი პოსტისთვის! 😉

    უკვე სამი წელია, ჩემი ყოველი დღე მადლიერების სიტყვებით იწყება და მადლიერების სიტყვებით მთავრდება. ამიტომ, მინდა ერთი დავამატო, რომ თუ სიტყვები ჭეშმარიტი და გულწრფელი გრძნობითა და განცდით არ არის გამსჭვალული, ისე არანაირი აზრი და ეფექტი არ აქვს. ეს პრინციპი სრული დატვირთვით მაშინ იწყებს მოქმედებას, როდესაც გონება გათავისუფლდება არაცნობიერი ნალექისგან და გადაინაცვლებს ცნობიერ, აქ და ამჟამად მდგომარეობაში!!!! 

    • admin:

      გეთანხმები გიორგი!

      რა თქმა უნდა თუ მადლიერება, ისევე როგორც ნებისმიერი გრძნობა, გულის სიღრმიდან არ მოდის და მისით ჩვენი სული მთლიანად არ არის გაჟღენთილი, ის ხელოვნური, ყალბი და არაფრისმომტანია…

      უღრმესი მადლობა, რომ ყოველთვის პოულობ დროს, რათა მესტუმრო, წაიკითხო პოსტები და საინტერესო და სასარგებლო მოსაზრებები გაგვიზიარო. 🙂

      • ლანა:

        uamravjer maqvs msgavsi statia wakitxuli da filmi nanaxi, magram zustad axla mivxvdi ra shinaarsic devs madlierebis gamoxatvashi da ,,dzaRlis stavi sad marxia». 🙂
        amitom madlobeli var uflis, Tqveni tavi rom mapovnina. yovelTvis siamovnebiT wavikiTxav ,,mebonias» xelmowerils. dzalian sainteresod werT. madloba rwmenas da imeds rom aRvivebT mkiTxvelShi am did saidumlos ,,madlierebis gamoxatvas» vgulisxmo, rom maziareT. WArmatebebs gisurvebT. 🙂  

        • admin:

          მოგესალმებით ლანა, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ამ ბლოგზე 🙂

          ყოველი ახალი ადამიანის გაცნობა ახალი მწვერვალია ბედნიერებისა და წარმატებისკენ მიმავალ გზაზე და მე ბედნიერი ვარ რომ კიდევ ერთ პოზიტიურად მოაზროვნე ადამიანთან გადაიკვეთა  ჩემი გზა და ბედნიერი ვარ, რომ აქ სტუმრობა თქვენთვის სასარგებლო აღმოჩნდა 🙂

          უღრმესი მადლობა რომ გამომეხმაურეთ… ყოველთვის ინტერესით დაველოდებით თქვენ სტუმრობას და კომენტარებს 🙂

           

      • თინათინი:

        სწორი რჩევაა, თუმცა დასაწყისისთვის შეიძლება რომ მექანიკურად გამეორებულმა მადლიერებამაც გიშველოს… გულიდან მერე მოვა ნელ ნელა, უკიდურეს შემთხვევაში ესეც გამოსადეგია, თუმც ნაკლები შედეგი აქვს მაგრამ მაინც…
         

    • admin:

      მადლობა თქვენ, გიორგი, რომ მესტუმრეთ და არც კომენტარის დატოვება დაიზარეთ, თანაც მადლიერების გამოხატვით!  🙂

  2. მადლობა, ხვიჩა, ამ მშვენიერი ჩანაწერისათვის, რომელშიც,  საკითხის სიღრმისეულ ცოდნასთან ერთად, გულწრფელობა და მკითხველის მიმართ უდიდესი კეთილგანწყობა იკითხება. ეგრევე იგრძნობ, რომ ჭეშმარიტი «მადლიერების ექსპერტის» დაწერილია :).
    ეს ხატოვანი თქმა არაა, ნამდვილად ასე ვფიქრობ, იმიტომ, რომ არ მახსენდება ჩვენი დიალოგი, რომელშიც ერთხელ მაინც არ გითქვამს «უღრმესი მადლობა». ამას წინათ კი კითხვაზე — მადლობებს როდის მოიშლი-მეთქი — შენთვის უცხო სიჯიუტითა და კატეგორიულობით განმიცხადე: «არასოდეს».
    აქედანაც ჩანს: მხოლოდ იმას «ქადაგებ», რისიც მთელი არსებით გწამს, რასაც თვითონ აკეთებ და ემსახურები. ამიტომ შენი ნდობა შეიძლება… შენ ეს დაიმსახურე და დიდი მადლობა ამისათვის.
    სულითა და გულით გიერთდები სტატიის P.S.- ში და მადლობას ვუხდი ყველა იმ ადამიანსაც, პიროვნული სრულყოფისკენ სწრაფვამ შენს ბლოგზე რომ მოიყვანა:
    გმადლობ, მეგობარო, რომ არსებობ და ჩვენს საზიარო ყოველდღიურობას უნიკალურ ფერებს ჩუქნი!

    • admin:

      უღრმესი მადლობა ქეთევან 🙂

      ალბათ საოცრად უმადური ადამიანი უნდა იყო, რომ შენთან ურთიერთობის დროს ეს სიტყვები თავისთავად არ წამოგიტივტივდეს გონებაში და არ წამოგცდეს! შენ ყოველთვის ახერხებ დამუხტო შენს გარშემო მყოფი ადამიანები უზარმაზარი პოზიტიური ენერგიითა და   რწმენით!

      პირადად მე, შენს მიერ ზემოთ აღნიშნული  ყოველი დიალოგის მერე, ვხდებოდი ცოტათი მაინც უფრო მეტი და უკეთესი, ვიდრე მანამდე ვიყავი და ამიტომაც ვარ და ვიქნები მუდამ უზომოდ შენი მადლიერი! 

  3. მადლობა უფალს თქვენისთანა ადამინები რომ არსებობენ ….მადლიერებას გამოვახტავ სწორედ,თქვენი სტატიის მიმართ….ბატონო ხვიჩა წარმატებებს გისურვებთ….ღმერთს ებარებოდეთ….

    • admin:

      უღრმესი მადლობა ნათია! ძალიან მიხარია რომ შემოგვიერთდი! 🙂

       

  4. მე მაქვს ასეთი ტრადიცია — ყოველ დილით ერთ ჭიქა ჭაჭის არაყს ვსვამ და სამადლობელს ვამბობ, რომ ეს დილა გამითენდა; ყოველ საღამოსაც ასევე ვსვამ სამადლობელს ყველა იმ სიკეთისთვის, რაც იმ დღეს მივიღე და უბრალოდ სიცოცხლის კიდევ ერთი დღისთვის. გირჩევთ თქვენც მიბაძოთ წინაპართა ბრძნულ ჩვეულებას, დილა არყით დაიწყოთ და იგრძნობთ, რომ ცხოვრება მშვენიერია. ოღონდ დოზა არ მოუმატოთ ძალიან, დილიდან დათრობა არ ივარგებს 🙂

    რაც შეეხება იმ დიასახლისის მაგალითს, თვითონ თუ ეუბნებოდა მადლობას შრომისაგან ქანცგაწყვეტილ ქმარსა და შვილებს, რომლებიც მისი ლუკმაპურისთვისაც ზრუნავდნენ? ახლობელ ადამიანებში, მითუმეტეს ოჯახის წევრებში, ზედმეტი ცერემონიები არ მომწონს. ცოლ-ქმარი, მშობლები და შვილები ერთმანეთისთვის ცხოვრობენ და ყველაფერზე რომ მადლობა იძახონ, შეიძლება პირი ვერ გააჩერონ მთელი დღე. ხელოვნური გამოვა ეს ყველაფერი და გაუფასურდება. 

    • admin:

      არაჩვეულებრივი ტრადიცია გქონიათ 🙂

      უზმოზე ერთი 50–100 გრ სუფთა არყის სარგებლობაზე მეც ბევრი გამიგია. თუმცა უპირატესობას მაინც მამაპაპურ ღვინოს ვანიჭებ, ზომიერი რაოდენობით რა თქმა უნდა 🙂 (უზომო რაოდენობით მათი მიღებისგან რომ არაფერი გამოდის გარდა «მაგარი მსმელისა და თამადის» უაზრო  «ავტორიტეტისა» და «დიდებისა» – ჩემს თავზე მაქვს გამოცდილი 🙂 )

      რაც შეეხება დიასახლისის მაგალითს, თქვენ მართალი ხართ – ზედმეტ ცერემონიებს არაფერი აქვთ საერთო ჭეშმარიტ მადლიერებასთან!

      თუ ვინმე ნამდვილად არ გრძნობს მადლიერებას უახლოესი ადამიანების, საკუთარი ოჯახის წევრების მიმართ, თუნდაც იმ «ჩვეულებრივი» ყოველდღიურობისთვის, რაც მათთან აკავშირებს, მაშინ მარტო სიტყვებით ამის აფიშირება მართლაც ხელოვნური და ყალბი იქნება და არანაირადარ არ  შეუწყობს ხელს ურთიერთობაში სიყვარულის, ურთიერთგაგების, ჰარმონიის გამყარებას… 

      უღრმესი მადლობა, რომ ხშირად გვსტუმრობთ და თქვენს მოსაზრებებსაც ყოველთვის აფიქსირებთ! 🙂

  5. მადლობელი ვარ უფლის….
    «მადლობელი ვარ მზის რომელიც სითბოს და სინათლეს გვაძლევს…»
    მადლობთ ასეთი წრფელი  დადებით-ობისთვის ….

    • admin:

      მადლობა თქვენ, ნარმა

      თქვენს კომენტარებშიც ყოველთვის უდიდესი სითბო და სინათლე იგრძნობა ცხადად… 🙂 

  6. მარიკა:

     madlierebis   ganmartebebis aseti saocari krebuli jer ar minaxavs. iseti madlierebis energiitaa savse, romelic sheudzlebelia, ver sheigrdzno. ise agcer am energias, rom mtlianad davimuxte. martla saocari unari gaqvs. ai, ras nishnavs sitkvis dzala. sitkvashi chadebuli energia saukuneebs udzlebs.
    shems cxovrebashic iko dro, roca kvelafris dakargvis faqtis cin vikavi. dila-sagamos gmerts madlobas veubnebodi da icit ra moxda? bevrad meti mivige, vidre unda damekarga.
    didi madloba, Xvicha, rom es tema camocie. iseti grdznoba maqvs, titqos suli da sxeuli gaicminda da gamsubuqda.
    kidev madloba. 

    • უღრმესი მადლობა თქვენ, მარიკა, რომ ყოველთვის საოცარი სინათლით, სითბოთი და დადებითი ენერგიით ავსებთ აქაურობას, პირადად ჩემი და დარწმუნებული ვარ ყველა მკითხველის გულს! 🙂 თქვენი ყველა კომენტარი იმაზე მეტყველებს, რომ საოცრად პოზიტიური, რწმენით, სიყვარულით და მადლიერების გრძნობით სავსე ადამიანი ხართ! 🙂
      გმადლობთ რომ არსებობთ და ასე ალამაზებთ სამყაროს!

  7. მზია დოლიძე:

    მადლობა ხვიჩა.ძალიან მჭირდებოდა ეს პოსტი.მადლიერების გრძნობა გულში რამდენ სითბოს და სიკეთეს ბადებს,უბრალოდ აღარ რჩება ადგილი ბოროტს,რომ დაგეუფლოს და უარყოფითი ენერგიით აგავსოს.კიდევ მადლობა,სინათლის სხივივით ხართ თქვენი პოსტებით.
     

    • მადლიერების საოცრად განცდის უნარი გასდევს თქვენს ყველა კომენტარს მზია, თითოეულ თქვენ სიტყვაში იგრძნობა რაოდენ სისხლხორცეული, წრფელი და ბუნებრივია თქვენში ეს გრძნობა და უნარი მისი გამოხატვისა!
      უღრმესი მადლობა, ყველაფრისთვის! თქვენ არაჩვეულებრივი ადამიანი ხართ!

  8. ნათია:

    დიდი მადლობა ხვიჩა ამ პოსტისთვის 🙂 მადლიერებას მართლაც რომ დიდი ძალა აქვს და ბევრი სიკეთე მოაქვს. მე ეს ”ღვთის ტალანტი” ძალიან დამეხმარა და დღეს ჩემი ცხოვრება ბერად უკეთესი და ლამაზი გახდა. ჩემი ყოველი დილა და საღამო ღვისადმი მადლობით იწყება და სრულდება. საღამოს როცა გადახედავ განვლილ დღეს მართლაც არ შეიძლება არ მადლობდე უფალს ამ დღეს გაღებული უამრავი წყალობისათვის :))))
     

    • admin:

      დიდი მადლობა თქვენ, ნათია! დიდი მადლობა უფალს თუნდაც იმისთვის რომ ჩვენი გზები გადაიკვეთა ინეტის ამ უსაზღვრო სივრცეში. თქვენი აქ გამოჩენის პირველივე დღიდან იგრძნობა რამხელა მადლით და მადლიერების გრძნობით სავსე ადამიანი ხართ! ეს იგრძნობა თქვეს თითოეულ სიტყვაში ყველა იმ ჩანაწერში, რომელიც კი აქ გაგიკეთებიათ და ეს ისეთი გადამდებია, რომ აშკარად ვგრძნობ მის არაჩვეულებრივ სასიკეთო გავლენას ჩემზე!

      გმადლობთ! 🙂

  9. მადლობთ. ძალიან  სასიამოვნო და დამაფიქრებელი წასაკითხი პოსტია 

    • admin:

      მადლობა შენ დავით, რომ ყოველთვის მსტუმრობ და თანაც აქტიური მკითხველი ხარ!

  10. ხვიჩა, ძალიან მომეწონა, მაგარია!

    ხშირად ვამბობდი  ,,მადლობა უფალო რომ მაძლებინებ».

    ახლა კი შევცვლი და ვიტყვი:,, მადლობა უფალო რომ ვარსებობ» 

    გაიხარე! 

    • admin:

      იცოცხლე ელისო! შენ მართლაც ბევრს გაუძელი, ღირსეულად შეხვდი ყველა განსაცდელს და არასდროს არ მოგიხრია ქედი. შენ საოცარი ადამიანი ხარ და მე ვამაყობ შენთან მეგობრობით!

      უღრმესი მადლობა რომ მეწვიე… სამწუხაროდ გვიან შევნიშნე. შემდეგში უფრო ყურადღებით ვიქნები 🙂 

  11. მარი:

    მადლობა!!!! 

  12. პირველ რიგში მადლობა მშვენიერი პოსტისთვის ! 🙂 მადლიერება, მართლაც საოცარი თვისებაა, ეს ის გრძნობაა, რომელსაც შეუძლია ყველაფერი შეცვალოს, გააფერადოს….

    ახლა შემთხვევით  მოვხვდი თქვენს ბლოგზე და აქ არაჩვეულებრივი პოსტი დამხვდა 🙂 სხვა პოსტებსაც ჩამოვივლი 🙂 მგონი წინ საინტერესო გასეირნება მელის….

    • admin:

      კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ამ ბლოგზე რუსა 🙂 ეჭვი მაქვს, რომ მეც არანაკლებ საინტერესო გასეირნება მომელის თქვენს საფიქრეთში… 🙂

      უღრმესი მადლობა! ყოველთვის ინტერესით დაველოდები თქვენს სტუმრობას…

  13. მანანა:

    SesaniSnavia. marTlac, GuliTadi madloba xviCa:)

  14. admin:

    გმადლობთ მანანა, ძალიან მიხარია, რომ შემოგვიერთდი 🙂

  15. «ვმადლობდეთ უფალსა» ყოველივესთვის.
    გმადლობთ თქვენ, რამეთუ გვეხმარებით პიროვნულ ზრდასა და განვითარებაში. 

  16. ეკა :):

      მოგესალმებით…
     კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ყველაფერს თავისი დრო აქვს. 
    სრულიად შემთხვევით მოვხვდი გუგლიდან ამ პოსტზე. რაც აქ წავიკითხე და ვნახე ფილმში «სეკრეტ», მიხარია რომ ჩემით მქონდა გაცნობიერებული და მტკიცედ მწამდა რომ სწორ გზაზე ვიდექი.
    თუმცა თუ რაიმე გამოგეპარა ადამიანს და საკმაოდ გადატვირთული გრაფიკში მოგაქცია ცხოვრებამ (თან თუ ჩაყევი…),  აღმოაჩენ, რომ დამღუპველ მორევში ტრიალებ. კაი ისაა ცოხალი ხარ ჯერ და ბრძოლის უნარი გაქვს (რახან ვპოსტავ უტყუარია 🙂  )

  17. მოგეალმებით ეკა! 

    კეთილი იყოს თქვენი «ფეხი» ამ ბლოგზე. მიხარია, რომ მესტუმრეთ და თანაც თქვენი მოსაზრებები გაგვიზიარეთ.

    მშვენიერია, რომ კარგად გაქვთ გაცნობიერებული თუ საით მიდიხართ და არც რწმენა გაკლიათ მიზნისკენ მიმავალ გზაზე.  დარწმუნებული ვარ თქვენ ყველაფერი გამოგივათ! 

  18. მადლობა უფალს,რომ დილა 7 საათზე ამ სტატიის კითხვით დავიწყე…ავივსე უსაზღვრო ენერგიითა და მადლიერებით…მადლობა თქვენ.  არ გექნებოდათ სურვოლი ჩემს სკოლაში სტუმრობისა და საუკეთესო ახალგაზრდების გაცნობის?  თუ  ვებსაიტის თვალის გადავლებით  ეს სურვილი გაგიჩნდებათ და დროსაც გამონახავთ,გთხოვთ დამიკავშირდით .  პატივისცემითა და მადლიერებით  რუსუდან ბოლქვაძე

    • admin:

      უღრმესი მადლობა ქალბატონო რუსუდან სტუმრობისთვის, შთაბეჭდილებების გაზიარებისთვის. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ამ საიტზე.

      ადამიანი ყველაზე დიდი სიმდიდრეა ადამიანისთვის, ამიტომ ყოველთვის ძალზე სასიხარულო და სასიამოვნოა ახალი ნაცნობების, ახალი მეგობრების შეძენა. თქვენს საიტს აუცილებლად გავეცნობი. დარწმუნებული ვარ წინ სასიამოვნო გასეირნება მელის 🙂
       

  19. კოტე:

     ერთმა ქალმა მინდვრის სამუშაოებიდან დაბრუნებულ, დაღლილ, მოშიებულმარს და ვაჟებს ერთხელ მაგიდაზე საჭმლის ნაცვლად თივა (!) დაუდო.

  20. didi madloba aseti saintereso statiebistvis,rac adamianebs cxovrebis sizneleebis gadalaxvashi exmarebit,brzolisunarianobas,pozitiur azrovnebisken ubizgebt
    . gmertma gagaxarot da gagazlierot tqvennairi adamianebi. carmatebebs gisurvebt

    • admin:

      მადლობა თქვენ, ქეთევან, რომ მესტუმრეთ და თან ასეთი პოზიტივი მოიტანეთ 🙂

      დავათვალიერე თქვენი საიტი. ერთგან წერთ, რომ ცდილობთ უთანაგრძნოთ ადამიანებს და წუთიერი სიხარული მიანიჭოთ მათ, მაგრამ, თქვენი ნამუშევრების გაცნობით მიღებული შთაბეჭდილებები ბევრად უფრო მეტია ვიდრე წუთიერი სიხარული.

      მათში იმდენი სითბო იგრძნობა, ისეთი სიყვარულით არის გაჟღენთილი თითოეული დეტალი, რომ მხატვრობაში ჩემისთანა დილეტანტის გონებაც კი ჩასწვდა მათს არაჩვეულებრივობას, რადგანაც ყველაფერი რაც სიყვარულით არის შექმნილი, ფლობს უდიდეს ძალას ზემოქმედებისა…

      ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ. წარმატებებს გისურვებთ და  დარწმუნებული ვარ არც თუ ისე შორეულ მომავალში შევძლებ თქვენი ნამუშევრების უშუალოდ გამოფენაზე დათვალიერებას 🙂

      უღრმესი მადლობა ! 

  21. მაკო:

    სიამოვნებით გავეცანი სტატიებს და განსაკუთრებულად გამიხარდა მათი აღმოჩენა, იმდენი პოზიტიური მუხტი  ვიგრძენი. არადა, მეგონა დღევანდელი დღე უშინაარსოდ გავატარე. განწყობა მქონდა მინორული. და იმედის სხივივით შემოანათა ამ გვერდმა და სულ სხვა ენერგიაზე მომიყვანა. კიდევ ერთხელ დავრწმუნდი რამხელა მნიშვნელობა აქვს თვითგანვითარებისკენ სწრაფვას. მადლობა, რომ ძალა დამიბრუნეთ. მადლობა, რომ თვალი ამიხილეთ და მადლობა, რომ პიროვნული ზრდისთვის ასე გულწრფელად მოგვიწოდებთ. და კიდევ იმ თავმდაბლობისთვის, რაც ასე უბრალოდ ჩანს თქვენს ნააზრევში.     

    • admin:

      მოგესალმებით მაკო!

      კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ამ ბლოგზე. უღრმესი მადლობა რომ გვესტუმრეთ, გამოხატეთ თქვენი აზრია. ეს უკუკავშირი არანაკლებ მეხმარება მე თვითონ, მაძლევს დიდ სტიმულს და უზარმაზარ დადებით მუხტს!

      გმადლობთ 🙂 და ხშირად გვეწვიეთ ხოლმე 🙂

       

  22. ლალი:

    მადლობა თქვენ ამ მშვენიერი სტატიისთვის.ყოველ დილას მადლობას ვწირავ უფალს ,რომ კიდევ ერთი დღე გაგვითენდა,ყოველ საღამოს მადლობას ვწირავ უფალს,რომ კიდევ ერთი მშვიდობიანი დღე დაგვიღამდა და საერთოდ,მთელი დღის განმავლობაში ამ სიტყვას რამდენჯერმე ვამბობ ხოლმე,ზოგჯერ ხმამაღლა,ზოგჯერ ჩემს გულში.თუმცა გვერდით მყავს ადამიანები,რომლებსაც მადლიერების გამოხატვა არ ახასიათებთ და ალბათ არც თვლიან საჭიროდ,რადგან რასაც ვაკეთებ,თვლიან,რომ ეს ჩემი მოვალეობაა.იმ ქალის ბედს,რომელიც იძულებული გახდა ქმარ–შვილისთვის თივა დაედო მაგიდაზე,ალბათ ბევრი ქალი ვიზიარებთ…

    • admin:

      მადლობა თქვენ ლალი, რომ გვესტუმრეთ, გაგვიზიარეთ თქვენი შთაბეჭდილებები… 

      ძალიან მიხარია, რომ კიდევ ერთი არაჩვეულებრივი ადამიანი შემოემატა ჩემი ბლოგის მკითხველთა რიგებს. დიახ, ადამიანი, ვისაც შეუძლია გამოხატოს მადლიერების გრძნობა, ვინც მადლობელია ყოველი დღისთვის, ყოველი წუთისთვის, საერთოდ ყველაფერისთვის, რაც გააჩნია – უკვე განსაკუთრებულია…

      რაც შეეხება ადამიანებს თქვენს გარშემო–შეეცადეთ მათში მხოლოდ იმ დადებით თვისებებზე გაამახვილოთ ყურადღება, რაც მათ ალბათ აუცილებლად გააჩნიათ, წაახალისოთ ეს თვისებები მათში…

      თუმცა უფრო კვალიფიციური და სასარგებლო რჩევების მისაღებად მე გირჩევთ წაიკითხოთ ერთი არაჩვეულებრივი ქალბატონის თამარ საგინაშვილის არაჩვეულებრივი წიგნი: «სამასმეერთე მილიონერი»   – დააკლიკეთ თვითონ წიგნის დასახელებას და მიიღებთ ინფორმაციას მასზე.

      ამ სტსტიაში კი – «სამასმეერთე მილიონერი… თუ პირველი წიგნი მომავალი მილიონერებისთვის»  – თქვენ შეგიძლიათ გაეცნოთ უფრო დაწვრილებით ინფორმაციას ამ წიგნზე.

  23. ნინო:

    დავიბენი… გამახსენდა თითოეული ჩემი მოსწავლე და მათი ჩახუტება მომინდა… დიდი მადლობა ბატონო ხვიჩა ამ სტატიისთვის. აქ იმდენი მადლიერებაა გამოხატული, რომ თუ დამიჯერებთ, ამდენი ხალხში გამოწვეული მადლიერება გაგყვებათ საგზლად ალბათ დიდხანს. მე მხოლოდ ის ვიცი, რომ ამ პატარა ადამიანების მიმართ გამოხატული იოტისოდენა სითბო ასმაგად ბრუნდება უკან… დიდი მადლობა!!!

    • admin:

      მადლობა თქვენ, ნინო, რომ მეწვიეთ და დატოვეთ კომენტარი, რომელშიც იგრძნობა უდიდესი სითბო და სიყვარული  თუნდაც თქვენი მოსწავლეებისადმი. დარწუნებული ვარ, რომ მათაც ძალიან უყვარხართ 🙂

      ღმერთმა დაგლოცოთ და გაგამრავლოთ!  

  24. ნინო ასაბაშვილი:

    Ugrmesi madloba, titoeuli postistvis, Xvicha, madliano adamiano! Garkveul mizezta gamo, bolo ramdenime postis wakitxva mxolod exla movaxerxe. Minda agvnishno, rom zalian momwons es yvelaferi — sulis vitaminebad moviazreb mat. Mkitxvelta simravles vxedav da gulwrfelad mixaria. Yvelas da titoeuls warmatebebs, ketildgeobas da shemosavlis mudmiv zrdas gisurvebt. Gmertma daglocot da gagaxarot!

  25. მადლობა თ
    ქვენ ამ დიდებული წერილებისთვის და მადლობა ჩემს ქალიშვილს რომ თქვენამდე ,,მოსასვლელი» გზა მიჩვენა

    • უღრმესი მადლობა თქვენ, მაია, ასეთი გულთბილი გამოხამურებისთვის და რა თქმა უნდა თქვენს ქალიშვილს გამოჩენილი ინტერესისა და «მეგზურობისთვის!» 🙂
       

  26. ნუკრი:

    მადლობა სტატიისათვის, ადამიანი რომელიც სრულიად ჯანმრთელია და საღად აზროვნებს არ ვიცი რატომ უნდა იყოს უმადური? ყველაფერს იმას რაც გაქვს დაჩვეულებრივად თვლი წარმოიდგინე იმის დაკარგვის შემთხვევაში რა უბედური იქნები და მგონი მაშინ შეგვეძლება ვიყოთ  მადლიერი იმისთვის რაც გაგვაჩნია და არ ვიყოთ უმადური იმის გამო თუ რატომ არ ირიცხება ჩვენს ანგარიშზე მილიონები.მაგალითად მე მადლობას ვუხდი ქმარს იმისთვის რომ კარგი მეგობარია და უკვირს  ტუ რატომ ვუხდი მადლობას მან თვლის რომ ეს ჩვეულებრივი მოვლენაა მაგრამ ვამჩნევ რომ უხარია 🙂 კიდევ  დიდი მადლობა თბილი კომენტარების ავტორებს.  

  27. მაია:

    მადლობა თქვენ , ამ სტატიის პატრონს ამდენი სითბოსთვის !

  28. მარიანა:

    ყველაფერში გეთანხმები ხვიჩა. ვიცი ეს ყველაფერი. ყოველ დილით, თითქმის, ვლოცულობ, რომ სიყვარულის და მადლიერების გრძნობით ვღებულობ ყველაფერს, რაც იყო არის და იქნება ჩემს ცხოვრებაში.მიუხედავად ამისა, ბოლო ხანებში აუხსნელი სევდა მჭამს ხოლმე … ახლა ეს წერილი წამალი იყო ჩემთვის. დიახ, მართლაც, ეს სევდა უმადურობის პირველი ნიშანია, რასაც მძიმე გაკვეთილები შეიძლება მოჰყვეს. ერთი გაფრთხილება უკვე მივიღე (საგზაო შემთხვევა). გამოფხიზლებას ვცდილობდი და ვერ ვახერხებდი, შენ დამეხმარე, ხვიჩა, მადლობა

    • შესანიშნავია მარიანა! დიახ, ნებისმიერი პრობლემა გაკვეთილია და როცა ყურად არ ვიღებთ, სამყარო კიდევ უფრო მძიმე გაკვეთილს გვაძლევს როგორც წესი 🙂

  29. ირმა:

    მადლობა ამ სტატიისთვის,მესიამოვნა კომენტარების წაკითხვაც;დღეს განსაკუთრებულად მჭირდებოდა ასეთი წერილის წაკითხვა.იმდენად დაიტვირთა ეს ცხოვრება ნეგატივებით,რომ მადლიერი ადამიანების აღმოჩენა ფუფუნება გახდა,არადა როგორ ამსუბუქებს ცხოვრებას ასეთ ადამიანებთან ურთიერთობა.დიდი ნიჭია,შეგეძლოს მადლიერების გამოხატვა,კარგის დანახვა,დაფასება.ეს ხომ დადებით აურას ქმნის შენს გარშემო და ცხოვრებაც უფრო მიმზიდველი და სასიამოვნო ხდება.

    • admin:

      გეთანხმებით ირმა, დიდი ნიჭია მადლიერების გამოხატვის უნარი 🙂 გმადლობთ! 🙂 <3

  30. თამო:

    დიდი მადლობა, ხვიჩა თქვენ!!! თქვენი წაყლობით ბევრი რამ გავაცნობიერე და გავიგე!!! დიდი მადლობა, რომ ახალი და საინტერესო ცხოვრების დაწყებაში მეხმარებით……

    • admin:

      მე კი თქვენი, ჩემი მადლიერი მკითხველების წყალობით ვხდები ყოველდღე ოდნავ მაინც უკეთესი თამო, ვიდრე ვიყავი… უღრმესი მადლობა <3

  31. მაია როყვა:

    თქვენი მადლიერების კანონი ნოდარ დუმბაძის მარადისობის კანონის გაგრძელებაა, დიდი მადლობა! თქვენი სტატიიდან შწორედ რომ მადლი გადმოდის ადამიანებზე, ძალიან მიხარია, რომ კიდევ არსებობენ თქვენნაირად მოფიქრალი ადამიანები. დიდი მადლობა!

    • admin:

      უღრმესი მადლობა მაია. მე კი მიხარია რომ თქვენნაირი მადლიერი მკითხველები მყავს <3

      შევხვდებით მწვერვალზე! 🙂

  32. ეკატერინე:

    დიდი მადლობა ამ დიდებული სტატიისთვის.ასევე მადლობა ყველას ვინც წაიკითხა და მშვენიერი კომენტარებით კიდევ უფრო გაალამაზა ისედაც ლამაზი და ძვირფასი გრძნობა «მადლიერებისა»

    • admin:

      მადლობა ეკატერინე გამოხამურებისთვის, მადლიერებისთვის 🙂

  33. Vakho:

    მადლობთ ხვიჩა, როგორც ყოველთვის უბრალო, სასიამოვნო, სიღრმისეული და პოზიტიური ჩანაწერია…და კიდევ ერთი ფაქტორი: უამრავი ადამიანის კომენტარია (და მათზე პასუხი) და თითეული მათგანი იწყება ერთმანეთისთვის სიტყვით «მადლობთ»…… დანარჩენი უკომენტაროდ….. 🙂 🙂 🙂

  34. მადლობელი ვარ უფლის, რომ ამ ქვეყნად ვარსებობ, მადლიერი ვარ რომ მყავს საყვარელი ადამიანები, და-ძმა, დედა, მაქვს საყვარელი მამის საფლავი, რომელსაც ვეთაყვანები და ველოლიავები. მადლიერი ვარ რო ხვიჩა თქვენ გაგიცანით და მაქვს საშუალება ყოველდღიურად გავეცნო უამრავ ცხოვრებისათვის საუკეთესო ფრაზას.

  35. ნანა გვასალია:

    ძალიან მომეწონა სტატია.არც თუ ისე დიდი ხანია,რაც მივხვდი,რომ მადლიერი უნდა ვიყო ყველაფრისთვის რაც გამაჩნია,და რაოდენ გასაოცარიც არ უნდა იყოს,მხოლოდ ამის მერე ვიგრძენი სიმშვიდე და თითქოს ყველაფერი გაწონასწორდა ამ სამყაროში.დიდი მადლობა თქვენ,ხვიჩა,რომ კიდევ ერთხელ დაგვაფიქრეთ და გვიზიარებთ ცოდნას, თუ როგორ უნდა ვიფიქროთ სწორად და აქედან გამომდინარე,ვმართოთ ჩვენი ცხოვრება

    • admin:

      მადლობა თქვენ, ნანა გამოხმაურებისთვის, შთაბეჭდილებების გაზიარებისთვის, მადლიერებისთვის… 🙂

  36. რატი:

    ძაან კარგ ინფორმაციებს დებთ ძალიან დიდი მადლობა :):):):):):):):)(A)

  37. Mogesalmebit yvelas. Dzalian mixaria rom arseboben ketili adamianebi isetebi rogorebic tqven xart. Batono xvicha amistvis tqven madloba rom gamoachinet ketili xalxi. Kidev ertxel madloba mogaxsenebt 🙂

  38. ნინო:

    იშვიათი , საინტერესო და დიდაქტიკური სტატიაა. ბევრს დააფიქრებს, შემოაბრუნებს სიკეთის კეთებისაკენ. მადლობას გიხდი ასეთი სტატიის გამოქვეყნებისთვის.

    • admin:

      უღრმესი მადლობა ნინო, გამოხმაურებისთვის, შთაბეჭდილების გაზიარებისთვის, მადლიერებისთვის…

  39. ნონა:

    ,,თუ დააკვირდებით, ადამიანთა უმრავლესობა ყოველთვის წუწუნებს იმაზე, რაც არა აქვს ცხოვრებაში და არასდროს არ არის მადლიერი იმისთვის, რაც გააჩნია». მადლობელი ვარ ამ სიტყვებისათვის და მადლობას შევწირავ მაღალ ღმერთს, რომ ყოველთვის მიგზავნის ვიღაც ისეთს, რაღაც ისეთს, რომელიც მაფხიზლებს ხოლმე. დიდი მადლობა ხვიჩა!

  40. ნინო:

    ძალიან დიდი მადლობა ამ სტატისთვის, ჩემთვის ეს უაღრესად მნიშვნელოვანი იყო

დატოვეთ კომენტარი