მონობიდან მბრძანებლობამდე… ანუ — რაშია წარმატების ჯადოქრობა?

კაიროს ე.წ. „მკვდართა ქალაქში“ რამოდენიმე ყველაზე ცნობილი ადამიანის უკანასკნელი განსასვენებელია.  მათგან ერთ–ერთში განისვენებს ალი ბეი ალ ქაბირი – ეგვიპტის ყველაზე სახელგანთქული მმართველი. ისტორიკოსები მას ახალი ეგვიპტის ფუძემდებლად მოიხსენიებენ, ხოლო მადლიერი თანამემამულეები კი „ქარბუქთა დამაოკებელს“ და „ორი ზღვის ყაენს უწოდებდნენ.“

ali-bei-al-kabir

მისი საფლავის პირდაპირ აღმართულია მავზოლეუმი, სადაც განისვენებს „კაიროს თეთრ განძად“ წოდებული ნაფისა ხანუმი – უმშვენიერესი ცოლი დიდი ალი ბეისა. ქალი რომელმაც სიცოხლეშივე დაატყვევა მთელი აღმოსავლეთის სამყარო თავისი სილამაზით, გონიერებითა და განსწავლულობით, ქალი, რომლის გამბედაობამაც ქედი მოახრევინა ამაყ ნაპოლეონ ბონაპარტეს, ხოლო მისი დიპლომატიური ნიჭის წყალობით შესაძლებელი გახდა ფრანგებისა და  მამელუქი ბეგების შერიგება და ამ უკანასკნელთა მშვიდობიანი დაბრუნება ქაიროში, რომლის გამოც ნაფისა ხანუმს თანამედროვეებმა კიდევ ერთი ზედმეტსახელი „უმალ მამალიკ“ (მამლუქთა დედა) შეარქვეს.   

ამ ადგილიდან დაახლოებით ათას კილომეტრში, მექაში, ხალიფების განსასვენებელში კი განისვენებს დაუდ ფაშა,  ერაყის დიდი სულთანი და ბაღდადის ხალიფა, მუჰამედ წინასწარმეტყველის საფლავის ზედამხედველი, დიდი ფილოსოფოსი და განმანათლებელი, რომელსაც მუსულმანურმა სამყარომ სიცოცხლეშივე უწოდა „აღმოსავლეთის მზე“.

ზემოთ ჩამოთვლილი ადამიანები თავიანთი ეპოქის ყველაზე გამორჩეული სამხედრო და პოლიტიკური მოღაწეები იყვნენ, რომლებიც სიცოცხლეშივე ყავდათ გაღმერთებული თანამედროვეებს, მაგრამ მათგან ძალზე მცირემ, ალბათ ერთეულებმა თუ იცოდნენ რომ ალი ბეი ალ–ქაბირიც, ნაფისა–ხანუმიც და დაუდ–ფაშაც ქართველები იყვნენ, თავის დროზე მშობლიურ მიწას უღვთოდ მოწყვეტილი და ტყვეთა ბაზარზე მონებად გაყიდული ბავშვები, რომლებიც შემდგომში  მბრძანებლებად მოევლინნენ უცხო სამყაროს.

ზოგიერთებისთვის ეს შეიძლება ახლაც სიახლეა, მაგრამ ბევრმა ისიც იცის, რომ ეს სამი ადამიანი ზღვაში წვეთია იმ ისტორიულ ფაქტებთან შედარებით, რომელთა საუკუნეების სიღრმიდან ათასობით მონად გაყიდული და შემდეგ უცხოობაში მბრძანებლად აღზევებული ქართველი გოგო–ბიჭების სევდიანი თვალები შემოგვცქერის.

ყოველთვის, როცა მათ ისტორიას ვკითხულობ, გაორებული გრძნობა მიპყრობს. პირველ რიგში გული მტკივა და რაღაცნაირი უმწეობის განცდა მეუფლება, როცა ვხედავ, თუ როგორ უღვთოდ წყვეტდნენ მშობლიურ მიწას ამ ნორჩ ყლორტებს და იმავდროულად გული სიამაყით მევსება, როცა ვხედავ თუ როგორ გაიდგეს მათ ფესვები უცხო მიწაში და გაიზარდნენ ისეთ მძლავრ გიგანტებად, რომელთა სიდიადეს საუკუნეების ქარტეხილებმაც ვერაფერი დააკლეს…

მაინც რა აძლევდა ძალას ამ ადამიანებს. როგორ ახერხებდნენ, მშლობლიურ გარემოს მოწყვეტილი და უცხოობაში დამამცირებელ, მონურ ყოფაში აღმოჩენილი გოგო–ბიჭები გაზრდილიყვნენ ნამდვილ მბრძანებლებად?

ბედი, იღბალი, გამართლება… გაიგებთ უამრავ ვერსიას პასუხად. დიახ, მაგრამ რა არის ეს ბედი, იღბალი და გამართლება და საიდან მოდიან ისინი?

ამას წინათ წავიკითხე ბორის ბერეზოვსკის ერთი ძალზე საინტერესო სტატია, რომელშიც ავტორი, ერთგან, ამბობს შემდეგ რამეს:

შეეკითხეთ ნებისმიერ რუსს: რა არის იღბალი? ის გიპასუხებთ: „გამართლება, რომელიც ჩვენზე არ არის დამოკიდებული“. ებრაელები სხვანაირად არიან აღზრდილები. ჩვენ ბავშვობიდანვე გვასწავლიან, რომ იღბალი არის მიზანმიმართული მოქმედების შედეგი. რომ ერთი შეხედვით შემთხვევითი მოვლენები, სინამდვილეში მომზადებულია თვითონ ადამიანების მიერ, მათი რწმენის და ნებისყოფის შედეგად.

სამყარო არ არის ქაოსოს სტიქია და იღბალი არც თუ ისე ბრმაა, როგორც ეს უმრავლესობას წარმოუდგენია. ადამიანები დედამიწაზე აღწვენ განსხვავებულ შედეგებს იმიტომ, რომ განსხვავებულად აღიქვამენ იმ რეალობას, იმ სამყაროს რომელშიც ცხოვრობენ. იმისთვის, რომ გახდეთ უფრო წარმატებული, ცვლილებები უნდა მოხდეს თქვენში და არა თქვენს გარშემო.  ამაშია სწორედ წარმატების მთელი ჯადოქრობა.“

შეიძლება ბევრი თქვენთაგანი არ დამეთანხმოს, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, რომ ამ ადამიანებმა თვითონ შექმნეს თავინათი იღბალი და გამართლება. მათ, მიუხედავად იმისა, რომ თავიანთთვის სრულიად არაბუნებრივ გარემოში და პირობებში აღმოჩნდნენ, ერთი წუთითაც კი არ დაუშვიათ, რომ შეგუებოდნენ მონის ხვედრს. ისინი დარწმუნებული იყვნენ, რომ გაჩნდნენ თავისუფლებისთვის და უბრალოდ ფიქრითაც კი არ უშვებდნენ შესაძლებლობას, რომ მთელი ცხოვრება მონობაში მოუწევდათ  ყოფნა.

ამ გოგო–ბიჭების უზარმაზარი რწმენა, შინაგანი ძალა და ენერგია, რომელიც ალბათ მათ ყოველ გამოხედვაში, მიხვრა–მოხვრაში, სიტყვასა და ამოსუნთქვაშიც კი იგრძნობოდა და რომელიც ვერაფრით ვერ დათრგუნეს, იზიდავდა ისეთ გარემოებებს, მოვლენებს და ადამიანებს მათ ცხოვრებაში, რომ ისინი ბოლოს და ბოლოს არა თუ ახერხებდნენ მონობის დამამცირებელი მდგომარეობიდან თავის დაღწევას, არამედ თვითონ ხდებოდნენ მბრძანებლები.

ყოველთვის, როცა მათ ისტორიას ვკითხულობ და მახსენდება ჩემი დამოკიდბულება პრობლემებისა და ზოგადად ცხოვრებისეული სიძნელეებისადმი ჩემი, არც თუ ისე შორეული წარსულიდან, საკუთარი თავის მრცხვენია.

რობერტ კიოსაკი ამბობს: „ადამიანები ყველაზე ხშირად იმიტომ ვერ აღწევენ წარმატებებს, რომ ეშინიათ წარუმატებლობებისო“.

დიახ, ადამიანთა წარუმატებლობების და უბედურების უმთავრესი მიზეზი შიშია. შიში დაცემის, მარცხის განცდის და ა.შ., მაგრამ, ცნობილია, რომ ნებისმიერი, თუნდაც სრულიად „უწყინარი“ შიშიც კი, მისი სიღრმისეულად გაანალიზების შემდეგ, დადის სიკვდილის შიშამდე. არა აქვს მნიშვნელობა ჭექა–ქუხილი შეგაშინებთ თუ ოთახში მოულოდნელად შემოფრენილი ღამურა, გასაუბრებაზე ჩაჭრის შეგეშინდებათ თუ წვიმაში დასველების, ყველაფერი, ბოლოს, მაინც სიკვდილის შიშამდე დადის.

როცა ჩვენ რამის გვეშინია, სინამდვილეში სიკვდილის გვეშინია.  ოღონდ იმ მომენტში ეს არ გვაქვს გაცნობიერებული.

ანუ, როცა ჩვენ გვეშინია წარუმატებლობის, მარცხის და ამის გამო უარს ვამბობთ მოქმედებაზე, როცა გვეშინია საზოგადეობის მხრიდან გაკიცხვის, დაცინვის, არასწორად გაგების და ამის გამო უარს ვამბობთ ოცნებაზე, ჩვენ სინამდვილეში სწორედ სიკვდილის შიშის გამო ვიხევთ უკან და ვეგუებით არასასურევლ რეალობას. ჩვენ სიკვდიდლის შიშით ვექცევით მონური აზროვნების ჩარჩოებში.

და თუ ადამიანი აზროვნებით არის მონა, მაშინ არა აქვს მნიშვნელობა სად და რა პირობებში აღმოჩნდება. გარემო ვერ მოხსნის მას შინაგან ბორკილებს და ვერ აქცევს თავისუფალ ადამიანად.

ამიტომ, თუ გვინდა ვიყოთ თავისუფალი, ბედნიერი, მდიდარი, წარმატებული ადამიანები, მაშინ წარმოდგენაშიც კი არ უნდა დავუშვათ სხვა ალტერნატივა, რაც არ უნდა გაუსაძლისად გვეჩვენებოდეს ის გარემო, რომელშიც ვიმყოფებით.

ყოველთვის, როცა ვიტყვით ან გავიფიქრებთ, რომ ჩვენი პრობლემების, წარუმატებლობების მიზეზი არის ცუდი მთავრობა, მაღალი გადასახადები, დაბალი ხელფასები, ფასების სიძვირე, უმუშევრობა, კაპასი ცოლი, უვარგისი ქმარი, უჟმური მეზობელი, უგულო შეფი და ა.შ. შევეცადოთ ჩავიხედოთ ჩვენი ისტორიის სიღრმეებში და თვალი გავუსწოროთ იმ გოგო–ბიჭებს, რომლებიც სრულიად ნორჩები უღვთოდ ააგლიჯეს დედის მკერდს, მოწყვიტეს მშობლიურ მიწას, მეგობრებს, ნათესაობას, ჩვეულ გარემოს და გადახვეწეს უცხოეთში, სადაც აღმოჩნდნენ მტრულ გარემოცვაში, მონურ, დამამცირებელ მდგომარეობაში… შევეცადოთ ავუხსნათ მათ, თუ რა არის ტკივილი, ტანჯვა, პრობლემა და შევეცადოთ გავაგებინოთ, რომ ჩვენი წარუმატებლობების მიზეზი ის არახელსაყრელი გარემოებებია, რომელშიც ჩვენი „უბედობის„ გამო აღმოვჩნდით…

და თუ ისინი საერთოდ პასუხის ღირსად ჩაგვთლიან, დარწმუნებული ვარ გვიპასუხებენ, რომ ბედნიერებისათვის არც ფიზიკურად მონობაა შემაფერხებელი და არც ფიზიკური თავისუფლება საკმარისი. ადამიანი პირველ რიგში შინაგანად, სულიერად და აზროვნებით უნდა იყო თავისუფალი,  აღსავსე რწმენით, რომ შენ ბედნიერებისთვის, სიყვარულისთვის, წარმატებისთვის ხარ გაჩენილი და რაც არ უნდა მოხდეს, არ უნდა დანებდე და იბრძოლო ბოლომდე შენი ოცნებებისთვის, შენი მიზნებისათვის.

 

საინტერესო ფაქტები: ძლევამოსილების ზენიტში მყოფი „ქარიშხლის დამაოკებლისა“ და „ორი ზღვის ყაენის“ ალი ბეი ალ–ქაბირის დამარცხება, მას შემდეგ გახდა შესაძლებელი, რაც ეგვიპტის მბრძანებელს საკუთარი სიძე, თავისივე გაზრდილი მამელუქი მუჰამედ ბეი  აბუზაჰაბი აუჯანყდა.

„აღმოსავლეთის მზედ“ წოდებული დაუდ–ფაშას დამარცხება კი თურქთა იმპერიის სახელგანთქმულმა მთავარსარდალმა ალი–რიზამ შეძლო.

საინტერესო კი ის არის, რომ ბედის ირონიით, უცხო ქვეყნებში მბრძანებლებად ქცეული  დიდი ქართველების დამმარცხებლები, მუჰამედ ბეი აბუზაჰაბიც და ალი–რიზაც ქართველები იყვენ…

მრავალნატანჯი საქართველოს  მრავალტანჯული, მაგრამ შეუდრეკელი სულის შვილები…
 

P.P.S. გაუზიარეთ ეს პოსტი მეგობრებს. ვინ იცის, იქნებ რომელიმე მათგანი ახლა ცხოვრების ისეთ ეტაპზეა, რომ ჰაერივით სჭირდება მსგავსი ინფორმაცია.

 

შევხვდებით მწვერვალზე!

 

სიყვარულით და მადლიერებით, ხვიჩა მებონია

 


 

30 комментариев ჩანაწერზე “მონობიდან მბრძანებლობამდე… ანუ — რაშია წარმატების ჯადოქრობა?”

  1. მარიკა:

    არაჩვეულებრივად შთამბეჭდავია. სიტყვებიც არ მყოფნის.  ეს ყველამ უნდა წაიკითხოს და შეიგრძნოს.

  2. მადლობა ხვიჩა ამ პოსტისთვის, მაგრად ვისიამოვნე…

    • admin:

      მადლობა გიორგი, ძალიან გამახარე, პირველ რიგში შენი «დაბრუნებით» 🙂 მოიწყინა ჯინეტმა უშენოდ! 

  3. დავით წილოსანი:

    არაჩვეულებრივად მამოტივირებელი პოსტია!

  4. მარიკა:

    შესანიშნავი პოსტია და მოტივაციის მიმცემი მრავალისთვის

  5. admin:

    გმადლობთ დავით, მარიკა, თქვენი გულწრფელი გამოხმაურებები კი ჩემთვის არის ძალზე დიდი მამოტივირებელი, სტიმულის მომცემი! 🙂

  6. გამარჯობათ ბატონო ხვიჩა. დიდიხანია არ წამიკითხავს თქვენი პოსტები. დღეს შემოვედი და უდიდესი სიამოვნება  მივიღე. მადლობთ რომ  აგრძელებთ ამ საქმიანობას. პატივიცემით,დავით გოგოლაშვილი

    • admin:

      გამარჯობა დავით! მიხარია რომ დაბრუნდა ჩემი ერთ–ერთი ყველაზე აქტიური მკითხველი და კომენტატორი! 🙂 

  7. ირაკლი:

    ბრავო ხვიჩა! თკვენ დიდ საქმეს აკეთებთ, იშვიათია ასეთ თემებზე ასეთი დახვეწილი, დამაჯერებელი და იმედით სავსე პოსტები ქართულ ინტერნეტ სივრცეში. ყველა პოსტი ერთმანეთზე უკეთესია 🙂 გმადლობთ! 

    • admin:

      მადლობა ირაკლი! ჩვენ ყველა ერთად ვაკეთებთ ამ საქმეს. მე, თქვენ, ყველა მკითხველი… ჩვენ ყველა ერთმანეთს ვავსებთ და ერთმანეთისგან ვსწავლობთ 🙂

  8. მაიკო:

    ყველა თქვენი პოსტი შთამბეჭდავი და გასათვალისწინებელია, ვისიამოვნე დღეს თქვენი სტატიებით…

    • admin:

      უღრმესი მადლობა მაიკო! თქვენი ასეთი გულთბილი და გულწრფელი შეფასებაც ძალიან სასიამოვნოა! 🙂

  9. ნიკოლოზ ქავთარაძე:

    შესანიშნავი პოსტია, მადლობა ამისთვის 🙂

  10. ნატალია ჩიქოვანი:

    იღბალი მათთვისაა გამართლება ვინც არ იხარჯება ბოლომდე მიზნის მისაღწევად!პრობლემა გარემოში კი არა ჩვენ შინაგანშია.ხშირად მთავრობას, ქვეყანაში შექმნილ ვითარებას ვაბრალებთ, მაგრამ არსებობენ ამერიკელი მათხოვრებიც და ქართველი მილიონრებიც…ხშირად გვგონია ლოტოში თუ მილიონს მოვიგებთ მილიონრები გავხდებით, სინამდვილეში ჯერ აზროვნებით და უნარ-ჩვევებით «მილიონერი» უნდა გახდე, მილიონი რომ იშოვო და რამდენჯერაც არ უნდა დაეცეს ბირჟაზე შენი აქციების ფასი, შენ გეცოდინება რომ საქმე ციფრებში კი არა იმ გამოცდილებასა და მიზანსწრაფვაშია, რაც კიდევ მოგიტანს წარმატებას ცხოვრებაში…მოგებული მილიონი კი ხშირად ისევე მიდის , როგორც მოდის! ასეა, ქარის მოტანილს ქარი წაიღებს! მე მჯერა შინაგანი გაუტეხელობის…ერთი ადამიანის მონათხრობი მოვისმინე, რომელიც ყვებოდა როგორ იდგა ფეხზე ავტომობილში მისი პატარა ვაჟჲ, რამდენჯერმე მიცემული შენიშვნის შემდეგ  მივტყიპე და ისე დავსვიო- ამბობდა ის…ცოტახანში უკანა სავარძლიდან ხმა მოესმა: «მამა შენ ხომ დამსვი?მაგრამ მე მაინც ვდგავარო!»ხანდახან ცხოვრების წინაშე ჯიუტი ბავშვივით უნდა იყო…….

  11. admin:

    ნატალია, არაჩვეულებრივად მსჯელობთ და გადმოსცემთ სათქმელს და რაც მთავარია ეს «სათქმელიც» გაქვთ! თითოეული თქვენი კომენტარისგან შესანიშნავი პოსტი გამოვიდოდა 🙂  ძალიან გამიხარდება თუ კონკურსის მონაწილეებს შორის გიხილავთ 🙂

  12. მარიამ:

    ძალიან საინტერსოა, ვისიამოვნე კითხვისას. ეს ის ჩვეული მომენტია, როდესა გეამაყება ქართველი ერის შვილი რომ ხარ :)))
     

  13. ბესო მამუკელაშვილი:

    იმდენად ძლიერი,კეთილი ენერგია მოდის თქვენგან,რომ მწამს და მჯერა, ძალიან უამრავ ადამიანს დაეხმარებით. რისთვისაც გულითადად გიხდით უღრმეს მადლობას.
    უფალმა გვიმრავლოს თქვენისთანა მიზანდასახული და ძლიერი ადამიანები!

    • admin:

      უღრმესი მადლობა ბესო სტუმრობისთვის, გამოხმაურებისთვის, მადლიერებისთვის. ღმერთმა რწმენით და გამარჯვებებით გატაროთ მუდამ!

      შევხვდებით მწვერვალზე!

  14. ეკა:

    აღფრთოფანებული ვარ თქვენი საიტით, მე დღეს აღმოვაჩინე და დღესვე დაიწყო ჩემი ახალი ცხოვრება, უზომოდ მადლიერი ვარ თქვენი შემოქმედებით, საინტერეო საიტის შექმნისთვის,პატივისცემით ეკა

    • admin:

      მოგესალმებით, ეკა!

      კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩვენს საიტზე,რადგან მოგეწონათ ესე იგი ჩვენ ბევრი რამ გვაქვს საერთო, პირველ რიგში ალბათ მაძიებელი ბუნება! 🙂

      ძალიან მიხარია კიდევ ერთი თანამოაზრის შეძენა <3

      შევხვდებით მწვერვალზე!

  15. საინტერესო სტატიებია 🙂 წარმატებები

  16. მელანო:

    იყო ქართველი ნიშნავს იყო უნიკალური ადამიანი.მადლობა ამის გახსენებისთვის.როგორ გვწირდება ხანდახან ამის გაგება

  17. ქეთი:

    ხვიჩა — «ჯიუტო ბავშვო» — მიყვარხარ და მეამაყები! ოცნება ადამიანს ძალას და ენერგიას ანიჭებს,თუ მეოცნებე ხარ ხანში შესულიც ე.ი.ბევრ რამეს განახორციელებ მომავალში,ანუ ოცნება რეალობად გარდაიქმნება იმაზე უფრო სწრაფად ვიდრე ახალგაზრდობაში,როცა გამოცდილება მწირია…ოღონდ არ უნდა დანებდე და ეჭვი არ შეგეპაროს საკუთარი ჩანაფიქრის სიმტკიცეში,ამ დროს კოსმოსი შენს მხარეს არის და მრავალი მინიშნებებით გაგარკვევს,თუ რას უნდა მიჰყვე…ეს ინტუიციურად ხდება და ამის გათვალისწინება აუცილებელია.

    • admin:

      ქეთი უღრმესი მადლობა სითბოთი სავსე გამოხმაურებისთვის… ისე რომელი ხარ, იქნებ გამომეცნაურო ;))

  18. აზა:

    veb saiti rogor gavaketo

  19. ნატალია:

    ცრემლმორეულმა დავასრულე სტატიის კითხვა…..

დატოვეთ კომენტარი