პატიების უნარი

«…მოულოდნელად, თითქოს ცხადად, თვალწინ წარმომიდგა დედაჩემის სახე. ზუსტად ისეთივე, როგორიც ბავშვობიდან მახსოვდა. მისი ნაკვთები ისეთი რეალური, ისეთი ნამდვილი ჩანდა, რომ მე მისი საყვარელი სუნამოს სურნელიც კი ვიგრძენი. ის მიყურებდა ისე, როგორც წლების წინ, თუმცა ხმას არ იღებდა, თითქოს და რაღაცას ელისო.

მე კიდევ ერთხელ გამახსენდა, თუ როგორ იტანჯებოდა ის ავადმყოფობისგან თავისი სიცოცხლის ბოლო წლებში  და გული სიბრალულით შემეკუმშა.

– დედა, როგორ ვწუხვარ, რომ იტანჯებოდი იმ საშინელინ სენისგან, მაპატიე, რომ ბოლო წუთებში შენს გვერდით არ ვიყავი. პატიების უნარი მან თავი ოდნავ გვერდულად დახარა, თითქოს მანიშნა, რომ გაიგო რასაც ვეუბნებოდი. შემდეგ კი გამიღიმა თავისი შეუდარებელი ღიმილით, როგორითაც მხოლოდ დედას შეუძლია გაგიღიმოს, რაღაც საოცარი სითბოთი, სიყვარულით… და წყნარად, მაგრამ ძალზე გასაგებად მითხრა:

– კი მაგრამ, ყველაფერი, რაც მე ახლა მახსოვს, მხოლოდ სიყვარულია.

და ისევე უცებ გაქრა, როგორც გაჩნდა. 

რაღაც საოცრად სასიამოვნო ჟრუანტელმა დამიარა მთელ სხეულში, გული უსაზღვრო მადლიერების და სიყვარულის გრძნობით აივსო და მაშინ ვიგრძენი მთელი ჩემი არსებით, რომ ყველაზე მთავარი, სწორედ სიყვარულია. ის სიყვარული, რომელსაც გავცემთ და რომელსაც ვღებულობთ. ტანჯვა, წყენა, ბრაზი, სიძულვილი, ყველაფერი წარმავალია – სიყვარული კი რჩება…

და მე მივხვდი, რომ ეს იყო ყველაზე მნიშვნელოვანი სიტყვები, რომლებიც კი ოდესმე მომისმენია ცხოვრებაში და ისინი სამუდამოდ ჩაიბეჭდა ჩემს გულსა და გონებაში…»

და რა ხდება ჩვენს ყოველდღიურობაში?

სამწუხაროდ ყველაფერი პირიქითაა. ჩვენ წყენის, ბრაზის და სხვა ნეგატიური გრძნობების ტვირთით დამძიმებულნი ნელა, მძიმედ მივუყვებით ცხოვრების გზას, უფლებას ვაძლევთ რა წარსულს გვდიოს კუდში და დაგვირღვიოს სიმშვიდე, ვინაიდან სხვისი, თუ საკუთარი შეცდომების მუდმივად გახსენება იწვევს ნეგატიურ აზრებს, რომლებიც ქმნიან ნეგატიურ ენერგიას, ეს ენერგია, თავის მხრივ, იზიდავს სხვა უამრავ ნეგატიურ მოვლენას და ასე თანდათანობით ვანგრევთ საკუთარ ცხოვრებას.

ამ მდგომარეობიდან გამოსავალი კი პატიების უნარშია. მხოლოდ პატიებას შეუძლია გაგვანთავისუფლოს. ის წმენდს ჩვენს გონებას წარსულის ნეგატიური ნარჩენებისგან და გვაძლევს შესაძლებლობას ვისიამოვნოთ აწმყოთი.

მაგრამ სწორედ აქ ვაწყდებით პრობლემებს, რადგან თავს იჩენს უამრავი მიზეზი, რომელიც ხელს გვიშლის პატიებაში და მათ შორის ერთ–ერთი მთავარი – სიამაყეა. ჩვენ გვესმის რომ შევცდით, რომ არ ვართ მართალი, მაგრამ სიამაყე არ გვაძლევს საშუალებას ეს ვაღიაროთ.

ცნობილი უკრაინელი ფსიქოლოგი, ნატალია ხოლოდენკო ამბობს:

„თუ თქვენ არ ითხოვთ პატიებას, ესე იგი თქვენ არ ხართ მზად აღიაროთ თქვენი შეცდომები, ხოლო თუ თქვენ არ ხართ მზად აღიაროთ შეცდომები, ეს მიუთითებს თქვენს უზომოდ დიდ სიამაყეზე, ასეთი სიამაყე კი ადამიანის, როგორც პიროვნების მოუმწიფებელობის ნიშანია.“

მე მახსოვს, ჩემს ბავშვობაში, თანატოლებში ბოდიშის მოხდა ლაჩრობად ითვლებოდა. „კაცები ბოდიშს არ იხდიან“ ასეთი იყო დაუწერელი კანონი. ამიტომ ყველა ვცდილობდით არ ჩაგვედინა ისეთი რამ, რომ ბოდიშის მოხდა დაგვჭირვებოდა, მაგრამ თუ რამე მაინც შეგვეშლებოდა, და ეს გარდაუვალი იყო, ვინაიდან უშეცდომო ადამიანი, მითუმეტეს მოზარდი, არ არსებობს, მაშინ არაფრით არ ვაღიარებდით შეცდომას და «სისხლის უკანასკნელ წვეთამდე» ვიცავდით ჩვენს „სიმართლეს.“

შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ, მთელი ცხოვრება, სამწუხაროდ სწორედ ამ პრინციპით ვცხოვრობთ…

ხშირ შემთხვევაში ადამიანებს არ შეუძლიათ დაივიწყონ წყენა და ვერ ხვდებიან რომ ამით იწამლავენ საკუთარ თავს. ბოღმა, ბრაზი, წყენა დამანგრეველი ენერგიებია, რომლებიც თანდათანობით, ნაწილ–ნაწილ შლიან ჩვენს სულს, გონებას და სხეულს. მათგან განთავისუფლება ისევე აუცილებელია, როგორც ნებისმიერი ავადმყოფობისგან.

ხშირად, კი ჩვენ შეგვიძლია დავივიწყოთ წყენა, მაგრამ ძალზე დიდი როლს თამაშობს შიში იმასთან დაკავშირებით, თუ რას იფიქრებენ სხვები. ჩვენ  შინაგანად ვპატიობთ ადამიანს, მაგრამ გვეშინია ამის გამოხატვის, რადგან ვფიქრობთ, რომ ეს შეიძლება სისუსტედ ჩაგვითვალონ, გაგვკიცხონ, გაგვჭორონ ამისთვის, ან სულაც გაგვრიყონ კიდეც საზოგადოებიდან.

მაგრამ ყველაზე ვერაგი და საშიში მაინც შურისძიების გრძნობაა. ის სრულიად აბრმავებს ადამიანს და წყვეტს მას რეალობას.

პირადად მე დიდხანს ვიწამლავდი თავს შურისძიების გრძნობით. ჩემი ყოველი დილა იწყებოდა და ყოველი დღე მთავრდებოდა ამაზე ფიქრით, ჩემს ყოველ საქციელს, ყოველ სიტყვას ის ედო საფუძვლად, ამით იყო გამსჭვალული ჩემი სხეულის ყოველი უჯრედი, ჩემი ყოველი ამოსუნთქვა და ჩასუნთქვა და ეს ყველაფერი იმის გათვალისწინებით, რომ არავინ არ უნდა მიმხვდარიყო, თუ რას ვგრძნობდი…

მე ვერ ვხვდებოდი რომ თანდათანობით ვიქეცი შურისძიების, ბრაზის, სიძულვილის, ბოღმის ბუდედ და რომ მივუახლოვდი იმ უფსკრულს საიდანაც გადაჩეხვა სრულ მორალურ და ფიზიკურ განაგდურებას მიქადდა.

ღვთის წყალობით, დროზე მოხდა ჩემი გამოღვიძება…

ტრაგედიის ამსახველი კადრების ყოველდღიური ყურება შეიცვალა ჩვენი ბავშვობის, მოზარდობის, სტუდენტობის თუ ბოლო წლების ბედნიერი კადრების ყოველდღიური გახსენებით. ყოველღიური საყვედურებით სავსე კითხვები: „რატომ?“ „ვინ?“  შეიცვალა მადლირების გრძნობით იმისთვის რაც იყო ტრაგედიამდე.  შურისძიების გრძნობა შეცვალა სიყვარულმა და ვალდებულებებმა მის შემდეგ დარჩენილი სიცოცხლის წინაშე, შეგრძნებამ იმისა, რომ ყველაზე დიდი შურისძიება იქნება სწორედ იმ ღირებულებებისთვის ცხოვრება, რომელზეც ბავშვობიდანვე ერთად გვიოცნებია და რომელსაც ის შეეწირა…

და აქ პატიების აქტიც თავისთავად შედგა. მე არც მაშინ ვიცოდი კონკრეტულად ვისზე უნდა მეძია შური და არც ახლა ვიცი ვის ვაპატიე, მაგრამ მთავრი აქ ის არის რომ მე განვთავისუფლდი ამ დამანგრეველი გრძნობისგან და შესაბამისად მოვიპოვე სულიერი სიმშვიდე…

ზოგადად, პატიება ორგვარია, შინაგანი – სულიერი და გარეგანი – ქცევითი.

შეიძლება აპატიო გარეგნულად, ქცევით, მაგრამ არა სულიერად. „კარგი, დავივიწყოთ“ ამბობთ თქვენ და შემდეგ არასოდეს არ იმჩნევთ ურთიერთობაში, რომ ოდესღაც ნაწყენი იყავით, მაგრამ სინამდვილეში წყენა გულში რჩება.

მეორეს მხრივ, შეიძლება აპატიო შინაგანად, სულიერად, მაგრამ არა ქცევით. მაგალითად: „დიახ, მე მესმის შენი, ახლა ვხვდები, რომ სხვანაირად არ შეგეძლო და ამიტომ არ ვბრაზობ შენზე, მაგრამ ამავე დროს ვხვდები, რომ მე ასეთი ურთიერთობა არ მაწყობს და ამიტომ ჩვენ უნდა დავშორდეთ.“

სრული ჰარმონია კი მაშინ მიიღწევა როცა პატიებაც და პატიების თხოვნაც ჭეშმარიტად გულწრფელია და თავისთავში შეიცავს როგორც გარეგან, ანუ ქცევით, ისე შინაგან, ანუ სულიერ ბუნებას.

ამერიკელი მილიონერი, ქსელური მარკეტინგის ეგრეთწოდებული „გურუ“ და მრავალი ბესტსელერის ავტორი – რენდი გეიჯი გვირჩევს:

«თუ თქვენ არ გაქვთ პატიების უნარი, ვერც წარმატების მიღწევას ვერ შეძლებთ. მაგრამ თუ თქვენ განახორციელებთ შემდეგ სამ ნაბიჯს, მაშინ გაგეხსნებათ ყველა გზა წარმატების მწვერვალებისკენ:

1. გონებაში აპატიეთ ყველას ვისზეც ნაწყენი ხართ.

2. გონებაში თხოვეთ პატიება ყველას, ვითვისაც კი რამე გიწყენინებიათ ან ზიანი მიგიყენებიათ ოდესმე, ყველას ვისზეც გიჭორავიათ, გიჩივლიათ, ვისთანაც გიკამათიათ თუ გქონიათ რამე სახის კონფლიქტი.

3. თუ თქვენ კიცხავთ ან კიცხავდით საკუთარ თავს შეცდომებისა და წარუმატებლობებისათვის – აპატიეთ თქვენს თავს.»

დიახ თქვენს თავს! ვინაიდან საკუთარი თავისადმი მიმართული ნეგატიური ენერგია არის ერთ–ერთი ყველაზე დიდი წყარო თქვენი სულიერი სიმშვიდის რღვევისა. ყველაზე ხშირად საკუთარი თავისადმი არპატიების განცდა დევს ქვეცნობიერში და არ არის აღქმადი, მაგრამ მისგან აუცილებელია გნწმენდა.  ამიტომ მანამ, სანამ ვისწავლით, სხვების პატიებას, ჩვენ უნდა ვისწავლოთ, თუ როგორ ვაპატიოთ საკუთარ თავს.

იმ შემთხვევაშიც, თუ ჩვენ გვინდა პატიება გვთხოვონ იმისთვის, რომ დავიკმაყოფილოთ ჩვენი პატივმოყვარეობა, იმისთვის, რომ ვაგრძნობინოთ ადამიანს თავისი დანაშაული და გავხადოთ ერთგვარად ჩვენი მევალე, მითუმეტეს, ჩვენ უნდა ვაპატიოთ პირველ რიგში სწორედ საკუთარ თავს ამის გამო.

ჩაუღრმავდით თქვენს თავს, გამართეთ დიალოგი მასთან და აქციეთ ეს დიალოგი თქვენი გონებრივი პროცესების განუყოფელ ნაწილად: „რაც იყო, იყო. აზრი არა აქვს უკვე ჩავლილზე სიბრაზეს, ის უკვე წარსულია და მას ვერ შევცლი, მაგრამ მე შემიძლია შევცვალო დამოკიდებულება მის მიმართ და შესაბამისად შევცვალო ჩემი „დღეს“ და „ხვალ“

როგორც კი აპატიებთ თქვენს თავს წარსულის შეცდომებს, თქვენ მზად იქნებით იმისთვის, რომ აპატიოთ სხვებს. შეადგინეთ იმ ადამიანთა სია, ვისზეც გაბრაზებული ან/და ნაწყენი ხართ და შემდეგ სათითაოდ დაუკავშირდით მათ. უთხარით მათ რომ პატიობთ ყველაფერს და თავადაც თხოვეთ პატიება. ეს უდიდეს შვებას მოგგვრით.

საერთოდ კი, მართალია პატიება – კეთილშიბილური საქციელია, მაგრამ კიდევ უკეთესია, არ მოვხვდეთ სიტუაციაში, სადაც მოგვიწევს პატიება, რამდენადაც პატიება გულისხმობს რომ ადამიანი ჩვენთან დამნაშავეა.

მაგრამ რაში ვდებთ მას ბრალს? მოდი გავერკვეთ: სიტუაცია, მოვლენა  თავისთავად ნეიტრალურია. ცუდი ან კარგი ის შეიძლება იყოს მხოლოდ იმისთვის, ვინც მას აფასებს, ანუ ამ შემთხვევაში ჩვენთვის.

ჩვენ ვრეაგირებთ არა სიტუაციაზე, რომელიც მოხდა ჩვენგან დამოუკიდებლად, არამედ მის პროექციაზე, მის სურათზე, რომელიც მრავალნაირად გაფერადებული და დამძიმებული აღიბეჭდება ჩვენს გონებაში. სწორედ ეს სურათი არის ჩვენი გაბრაზების მიზეზი და არა მისი პირველწყარო.

ერთხელ სოკრატემ  ერთ–ერთ ნაცნობს, რომელიც მეტისმეტად გამწყრალი იყო იმის გამო, რომ მას დიდი ხნის უნახავმა ბავშვობის მეგობარმა  და აწ უკვე დიდი თანამდებობის კაცმა, ქუჩაში სალამზე არ უპასუხა, ჰკითხა:

– რას იტყოდი შენ რომ შეგხვედროდა ეს ადამიანი ქუჩაში დაინვალიდებული? გაბრაზდებოდი მასზე?

– რა თქმა უნდა არა, ეს ხომ უაზრობა იქნებოდა?! 

– ხოდა რა მნიშვნელობა აქვს ადამიანი ფიზიკურად არის ხეიბარი თუ სულიერად, ის ნებისმიერ შემთხვევაში უნდა შეგეცოდოს და მასზე გაბრაზება უაზრობაა!

როდესაც ჩვენ ვინმეს ვადანაშაულებთ, ესეიგი ამით ვაღიარებთ, რომ ჩვენ არ ვართ საკუთარი ცხოვრების პატრონი, რომ მას, ვისაც ვადანაშაულებთ, აქვს გავლენა ჩვენს ცხოვრებაზე, ესე იგი მას აქვს ძალაუფლება ჩვენზე.

წმინდა მამები გვასწავლიან:

„დანაშაული ყოველთვის სისუსტეა, დამნაშავე მხდალია და არა გმირი, ამიტომ მას, ვინც გაწყენინებს, უყურე ისე, როგორც შენზე სუსტს. როგორც პატარა ბავშვს სამაგიეროს არ გადაუხდი, ასევე ნურვის მიაგებ სანაცვლოს, რამეთუ იგი ბოროტისგან კი არა, სისუსტისგან იბადება, ასე შეინარჩუნე ძალა და მიემსგავსე წყნარ ზღვას, რომელიც არასდროს გადმოვა ნაპირებიდან, რათა დაახრჩოს უგუნური, რომელიც მას ქვებს ესვრის.“

დიახ, უფრო ბრძნულია იცხოვრო პრინციპით დადანაშაულების გარეშე, მიიღო ადამიანები და მოვლენები ისეთებად, როგორებიც ისინი არიან, მიიღო საჭირო გადაწყვეტილებები, შეიძლება ხანდახან მკაცრიც, მაგრამ ყოველგვარი წყენისა და ბრალდებების გარეშე.

ხოლო თუ თქვენ მაინც აღმოჩნდებით ნეგატიური გრძნობების გავლენის ქვეშ, მიეცით თავს უფლება აივსოს პატიების გრძნობით, იგრძენით სითბო და მზრუნველობა. გააცნობიერეთ, რომ პატიება ელოდება თქვენს დაბრუნებას საკუთარ წიაღში.

განთავისუფლდით ყოველგვარი შეზღუდვისგან, ყოველგვარი სტერეოტიპებისგან და შეეცადეთ იგრძნოთ თუნდაც ერთი წუთით მთელი სიღრმე და სიდიადე პატიებისა.

და როცა ის შედგება, მოვა  დიდი სიმსუბუქე და თავისუფლება. ყოფიერების სიხარული გახდება ჩვენი ცხოვრების განუყოფელი თანამგზავრი და ჩვენ დავიწყებთ ცხოვრებას  საკუთარ თავთან და სხვებთან სრულ ჰარმონიაში.

 სიყვარულით და მადლიერებით, ხვიჩა მებონია.

P.S. გქონიათ შემთხვევა, რომ გითხოვიათ პატიება? თქვენ თვითონ თუ გიპატიებიათ როდისმე? რას ნიშნავს თქვენთვის პატიება? გამოხატეთ თქვენი მოსაზრებები კომენტარებში.

და კიდევ, გთხოვთ გაუზიაროთ ეს პოსტი თქვენს მეგობრებს ქვემოთ განთავსებული სოციალური ქსელების ღილაკების მეშვეობით.

უღრმესი მადლობა წინასწარ და მომავალ შეხვედრამდე

 

     

45 комментариев ჩანაწერზე “პატიების უნარი”

  1. ნათია:

    ხვიჩა, ძლიან საინტერესოა და არ შეიძლება არ დავეთანხმო წმიდა მამებს: „დანაშაული ყოველთვის სისუსტეა, დამნაშავე მხდალია და არა გმირი, ამიტომ მას, ვინც გაწყენინებს, უყურე ისე, როგორც შენზე სუსტს. როგორც პატარა ბავშვს სამაგიეროს არ გადაუხდი, ასევე ნურვის მიაგებ სანაცვლოს, რამეთუ იგი ბოროტისგან კი არა, სისუსტისგან იბადება, ასე შეინარჩუნე ძალა და მიემსგავსე წყნარ ზღვას, რომელიც არასდროს გადმოვა ნაპირებიდან, რათა დაახრჩოს უგუნური, რომელიც მას ქვებს ესვრის.“   🙂 ძალიან მომეწონა

       მაგრამ ამ მდგომარეობას უნდა მიაღწიო, უნდა იღვაწო,  აჯობო შენს «ეგო» და მერე მართლაც დაემსგავსები «წყნარ ზღვას» ეს კი მშვენიერი მდგომარეობაა 🙂

    გმადლობთ ხვიაჩა!

  2. ყველამ, რომ თუნდაც მხოლოდ ამ პოსტის თანახმად ვიცხოვროთ — წარწყმედის ზღვარზე მდგარი ერი გადარჩება!!!

    უღრმესი მადლობა ხვიჩა ამ არაჩვეულებრივი პოსტისთვის! ვფიქრობ, რომ აქ ყოველგვარი კომენტარები და შეფასებები ზედმეტია, იმიტომ რომ რამდენიც არ ვეცადე, მაინც ვერ ვიპოვე ზუსტი შესატყვისი სიტყვები იმ განცდის გამოსახატად, რაც ამ პოსტის წაკითხვის შემდეგ განვიცადე!

    ეს არის პირდაპირი მოწოდება მოქმედებისაკენ და ნებისმიერმა გონიერმა ადამიანმა, რომელიც წაიკითხავს ამას, უნდა ადგეს და უბრალოდ გააკეთოს!!!!!!!  

    • admin:

      იცოცხლე გიორგი!

      მართალი ხარ, პატიების უნარი არის გასაღები უამრავი ცოდვის ტყვეობიდან თავის დახსნისა.

      მე დარწმუნებული ვარ შენ უკვე დიდი ხანია ამ ტყვეობას თავი დააღწიე, თუ კი საერთოდ იყავი მასში…

      უღრმესი მადლობა, რომ არასდროს არ იშურებ დროს და ენერგიას შენი აზრის დასაფიქსირებლად 🙂 

  3. მთელი ქართული ინტერნეტი რომ გადაქექო, ალბათ ვერ იპოვი ვერცერთ ჩანაწერს, ასე ყურადღებით, ყოველმხრივ და სიღრმისეულად რომ იყოს განხილული პატიების ბუნება. გილოცავ, ხვიჩა, მართლა ძალიან კარგი პოსტია. არაფერი დამიტოვე სათქმელი 🙂 
     
    განსაკუთრებით ის მომეწონა, სადაც განაწყენებას, როგორც არსებულ რეალობაზე კი არა, არამედ მის პროექციაზე პასუხად განიხილავ. აბსოლუტურად გეთნხმები: არასოდეს არ ვიცით, რა მდგომარეობაში იმყოფებოდა ადამიანი, ვინც ტკივილი მოგვაყენა, რა წინაპირობა ჰქონდა ამისათვის, როგორ აღიქვა სიტუაცია… გამოდის, რეალურად საკუთარ წარმოდგენებზე ვიყრით ჯავრებს… მეც სწორედ ასე ვფიქრობ, ამიტომ ძალიან ვერიდები ხოლმე ვინმეს «პასუხისგებაში მიცემას». პატიებით, პირველ რიგში, საკუთარ თავს ვუკეთებთ უდიდეს სიკეთეს.
     
    ცალკე განხილვის თემაა კიდევ… საკუთარი თავის პატიება. ზოგს ჰგონია, რომ თუ სხვებს გაამართლებს და ყველაფერში თავს დაიდანაშაულებს, მართალი და კეთილი ადამიანი იქნება. წარმოუდგენელი ზიანის მოტანა შეუძლია პიროვნებისათვის ასეთ წარმოდგენებს.
     
    რაც შეეხება შენს პირად ისტორიას, მიხარია, რომ ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება მიგიღია, ხოლო თუ სწორად მივხვდი და ეს ამბავი იმ პატარა ანგელოზთანაცაა კავშირში, რომლის ფოტოზეც საავტორო უფლება «გამიფორმე» :), ჩათვალე, რომ ღმერთმა უკვე უძვირფასესი საჩუქრით დაგაჯილდოვა და უფლება არ გაქვს, ეს საჩუქარი რაიმეთი «გააფუჭო» 😉 თუმცა შენ ეს ჩემზე კარგად იცი ალბათ…

    • admin:

      გმადლობ ქეთევან!

      შენ სწორად მიხვდი, დიახ ეს იმ პატარა ანგელოზთანაა კავშირში 🙂

      შესანიშნავად არის ნათქვამი, რომ «პატიებით პირველ რიგში სწორედ საკუთარ თავს ვუკეთებთ უდიდეს სიკეთეს» დარწმუნებული ვარ შენ არასდროს არ არ აკლებ საკუთარ თავს ასეთ სიკეთეებს

      რაც შეეხება განაწყენების, როგორც არსებულ რეალობაზე კი არა, არამედ მის პროექციაზე პასუხად განხილვას, ეს ჩემი «იდეა» არ არის და საერთოდ, ყველაფერს, რასაც ამ ბლოგზე ვწერ, მე ვსწავლობ უკვე წარმატებული ადამიანებისგან და აქ ერთგვარად ავსახავ ამ სწავლების პროცესს, ვუზიარებ რა შთაბეჭდილებებს ჩემს მკითხველს… თუმცა ეს ყველაფერი შენ ჩემზე უკეთ იცი 🙂

      უღრმესი მადლობა კიდევ ერთხელ ქეთევან! შენი კომენტარები ყოველთვის ისეთი ღრმა და ყოვლის მომცველია, იმდენს იტევს, რამდენის გადმოსაცემადაც ბევრს მთელი წიგნიც არ ეყოფოდა… თუ რა თქმა უნდა შეძლებდა მის დაწერას 🙂  

  4. ლელა:

    heizleba imis patieba aset hesanihnav postebs kitxulobde tkvens blogze da komentarebs ar ar aketebde?hesanihnavia xviha madlobt 

    • admin:

      უღრმესი მადლობა თქვენ, ლელა! 

      ალბათ ეს ერთადერთი რამეა, რისი პატიებაც «არ შეიძლება» 😀

  5. მზია დოლიძე:

    ისეთი შთაბეჭდილებით წავიკითხე ცრემლიც კი მომადგა.პატიების უნარი მართლაც დიდი განძია ადამიანისთვის.ბრაზი და ბოღმა ანაგვიანებს ჩვენს სულს.ჩემი მაგალითიდან გიპასუხებ,რომ მიპატიებია და საერთოდ ვიტყვი რომ წყენა არასოდეს არ მრჩება გულში.აბსოლიტურად თითქმის ყველაფრის პატიება შემიძლია და ზოგჯერ ძალიან უხერხულ სიტუაციაში ჩავვარდნნილვარ.ხშირად მიწუწუნია კიდეც ამ უცნაურ გრძნობაზე.ახლა შენი პოსტი რომ წავიკითხე მივხვდი მარტო საკუთარ თავს ვერ ვპატიობ და ყოველთვის ვცდილობ ის დავადანაშაულო.ახლა მივხვდი საკუთარ თავს უნდა ვაპატიო პირველ რიგში,თუ მინდა სამყაროსთან ჰარმონიაში ვიცხოვრო.მადლობელი ვარ თვალი რომ ამიხილე.და კიდევ დავამატებდი რომ მიხარია როცა ვკითხულობ კომენტარებს და ვფიქრობ ხოლმე რა კარგი ადამიანები ხართ,სანამ ასე მოაზროვნეები იარსებებენ სამყაროს დასასრული არ უწერია.

    • admin:

      დიახ მზია, საკუთარი თავის პატიება უმნიშვნელოვანესია. თუ ჩვენ საკუთარ თავს არ ან ვერ ვპატიობთ, მაშინ როგორ შეიძლება სხვების პატიებაში ვიყოთ ჭეშმარიტად გულწრფელები?

      ძალიან მიხარია, რომ ჩემი პოსტები გეხმარებათ, ეს ალბათ ბუნებრივი პროცესია, იმიტომ რომ მე თქვენი კომენტარები, თქვენი უკუკავშირი მეხმარება ძალიან…

      არაჩვეულებრივი ადამიანი ხართ მზია 🙂  უღრმესი მადლობა კიდევ ერთხელ!

  6. მაია რუსიძე:

    გულწრფელად გეუბნები ხვიჩა:“დიდი მადლობა ამ სტატისთვის…ჩამაფიქრე…“

  7. ქეთევანი:

    პატიების, შეცდომის აღიარების გამოხატვა ერთერთი საუკეთესო გზაა კომფლიქტური სიტუაციების მოგვარებისათვის, ამავე დროს, როდესაც შეძლებ აპატიო ან პატიება ითხოვო საოცარ სიმსუბუქეს და სულიერ აღმავლობას გრძნობ…ხვიჩა მიხარია, რომ საუბრობ თემებზე, რომლებიც ყოველთვის და განსაკუთრებით დღეს ყველაზე მნიშვნელოვანია და საზოგადოება ხასიათდება ამ თვისებების დეფიციტით, ამ საზოგადოების ნაწილი მეც ვარ…ბევრად მეხმარები და მადლობა ამისთვის.

    • admin:

      გეთანხმებით ქეთევან, პატიბის თხოვნა და მიტევება უდიდესი შვების მომგვრელია… მიხარია, რომ შემიძლია სასარგებლო საქმე ვაკეთო 🙂

      მადლობა თქვენ, ყოველთვის გულწრფელი და ღრმადშინაარსიანი მოსაზრებების დაფიქსირებისთვის 🙂

  8. მაია რუსიძე:

    მგონი ვერ მიხვდი იმას,რისი თქმაც მინდოდა.:)როცა შეძლებ და ბოლომდე აპატიებ,თუნდაც შენს გულში.ვფიქრობ დიდი სიმსუბუქის შეგრძნებაა. მე მიჭირს პატიება.თითქოს დავივიწყებ,თითქოს ყველაფერი როგზეა…სინამდვილეში კი … 🙁 ზოგჯერ მომინდება შევცვალო დამოკიდებულება… ვთქვა:“ყველანი ვცდებით“,“აუცილებელია პატიება“…ყველასთვის ყველაფრის პატიების სურვილი დამეუფლა ვისაც კი ოდესმე ნებით თუ უნებლიეთ რამე უწყენინებია ჩემთვის,როცა შენი სტატია წავიკითხე და შენ ვერც კი წარმოიდგენ როგორ მომეშვა გულზე.:)

    • admin:

      ძალიან მიხარია რომ ჩემმა სტატიამ ასეთი პოზიტიური ემოციები გამოიწვია შენში მაია… შენ ძლიერი ადამიანი ხარ და მე დარმუნწბული ვარ, რომ შეგწევს ძალა პატიებისა 🙂

  9. მანანა:

    momewona xviCa, yoCag. meamayebi.
    patieba bevri ramis marTlac Znelia  samwuxarod, magram ara SeuZlebeli.:) 

  10. ნინო:

    me mainteresebs, tqven amdens rom qadagebt, davijero am yvelafers tqven tviton aketebt da asruleebt? iqneb tqvenc tkent adamianebs guls da ver grznobt?! ushecdomo da ucodveli aravin ar aris, me imas ki ar vambob tqven cudi adamiani xart, magram mechveneba, rom am shemtxvevashi zalian gatamamdit……..

    • admin:

      თქვენ მართალი ხართ ნინო! უშეცდომო და უცოდველი ადამიანი არ არსებობს და გამონაკლისი არც მე ვარ, რა თქმა უნდა.

      უფრო მეტიც, ყველა ის შეცდომა, ცუდი ჩვევა, ნეგატიური აზრები, მანკიერი მხარეები ადამიანის სულისა თუ გონებისა, რომელზეც ამ ბლოგზე უკვე მაქვს დაწერილი და მომავალში დავწერ, აღებული მაქვს ჩემი პირადი ცხოვრებიდან.

      ამ პოსტებით მე სხვას კი არ ვასწავლი ჭკუას, არამედ საკუთარ თავს პირველ რიგში და საჯარო ეს თვითაღზრდა იმიტომ გავხადე, რომ ერთის მხრივ მეტი პასუხისმგებლობა ვიგრძნო და უკანდასახევი გზა მოვიჭრა, ხოლო მეორს მხრივ ყველას, ვისაც სურვილი ექნება, შეეძლოს შემომიერთდეს.

      დიახ უამრავჯერ მიტკენია გული ადამიანებისთვის და შეიძლება ახლაც ვტკენ უნებურად, დიახ უამრავჯერ უტკენიათ გული ჩემთვისაც და ახლა ვიცი, რომ ორივე შემთხვევაში დამნაშავე თვითონ მე ვიყავი და არავინ სხვა. ახლა მე ვიღებ პასუხისმგებლობას ყველაფერზე, რაც ხდება ჩემს ცხოვრებაში.

      ახლა მე ვსწავლობ ცხოვრებას ისე, რომ არც მე ვატკინო ადამიანებს გული და  ვერც მათ შეძლონ მატკინონ, ხოლო თუ მაინც მოხდება მსგავსი რამ, მაშინ – მივუტევო და მათ შორის პირველ რიგში სწორედ საკუთარ თავს, რადგან მე შეიძლება ვთქვათ შემაფურთხონ, მაგრამ მეტკინოს ამაზე გული თუ არა ეს ჩემი გადასაწყვეტია და შესაბამისად ჩემი რეაქციით ვაყენებ ან არ ვაყენებ ტკივილს საკუთარ თავსაც…

      უღრმესი მადლობა, რომ ჩემს პოსტებს კითხულობთ და რომ მისვამთ ისეთ კითხვებს, რომლებიც მეხმარებიან კიდევ უფრო ღრმად ჩავიხედო საკუთარ თავში, მათ შორის ჩემი სულისა და გულის ყველაზე «მიუვალ» ადგილებშიც კი… 🙂 

      • ნინო:

        dipomatiuri pasuxia

        • admin:

          მე ამას გულწრფელობას ვეძახი… ნინო… 🙂

          • ნინო ასაბაშვილი:

            Diax, es gulwrfelobaa, me getanxmebi da sheni mdjera, Xvicha! Me shen gaRiareb da giwodeb amieridan ,,Warmatebis msurvelta cheshmarit mozgvars»!!! Am shefasebis safudzvels mazlevs tundac is ,,NX -video», romelic esesaa ,,Facebook»-is shens gverdze vnaxe da movismine. Shen, chveno Xvicha, warmatebis mwvervalebisken ki ar midixar, mihqri, diax, mihqri! Gmertma gamogafxizlebinos qartveloba!!!

            • ნონა:

              ნინო, მესიამოვნა თქვენი ბოლო პასუხი. ხვიჩას ვიცნობ და მის გულწრფელობაში ეჭვი მხოლოდ მას შეუძლია შეიტანოს, ვინც არ იცნობს. გამიხარდა, რომ მიხვდით!
              კარგი იქნება თუ მისდევთ თქვენ და ,,ქართველობა» გამოფხიზლდება, თუ თქვენც დაეხმარებით!

  11. დიდი მადლობა ხვიჩა, ძალიან თბილი და სასიამოვნო პოსტი გამოგივიდა. ვცდილობ ვისწავლო პატიება და ვცდილობ ეს მაღალ დონეზეც გამომივიდეს, და გეთანხმები საუკეთესო იარაღია ყველანაირი დეპრესიის და ნეგატიური ენერგიების წინააღმდეგ და ერთერთი მთავარი გასაღებია წარმატებისთვის : )

    • admin:

      კეთილი იყოს შენი ფეხი ამ ბლოგზე დევი.

      გეტყობა ძალიან მიზანდასახული ადამიანი ხარ და დარწმუნებული ვარ უმაღლეს დონეზე გამოგივა 🙂 

      უღრმესი მადლობა რომ მესტუმრე და თან არც კომენტარის დატოვება არ დაიზარე.

  12. ნინო:

    adamianebis gulcrfelobis naklebad mjera, tumca eg chemi problemaa…

  13. ელენე:

    «მე არ შემხვედრია ისეთი ადამიანი,რომლისგანაც არ შეიძლებოდა რამე მესწავლა» გმადლობთ…..
    ძალიან შტამბეჩდავი, დამაფიქრებელი და ასევე აქტუალური თემაა, თუმცა დღევანდელ საზოგადოებაში საგრძნობლად დეფიციტური….  
    «ეს ცხოვრება უსასრულო ნუ გვგონია, ვაპატიოთ, ვაპატიოთ ერთმანეთს….:D 
     

    • admin:

      დიახ ელენე, ნებისმიერი ადამიანისგან შეიძლება რამე ვისწავლოთ, თუ პირველ რიგში ვისწავლით იმას, თუ როგორ  «დავინახოთ მზე ამ ადამიანებში» 🙂

      მიხარია რომ შემოგვიერთდით 🙂  უღრმესი მადლობა!
       

      • ელენე:

        ჩვენ ვხედავთ მზეს…. 😀     მადლობა შენ საინტერესო თემებისთვის…………

  14. ლია:

    «Люди часто неразумны и эгоистичны. Прости их все равно. Если вы добры, люди могут обвинить вас в скрытые мотивы. Будьте добры в любом случае. Если вы честны, люди могут обмануть вас. Будьте честны в любом случае. Если вы нашли счастье, люди могут завидовать. Будьте счастливы в любом случае. Все Хорошее что  вы делаете сегодня, может быть забыто завтра. Делайте добро в любом случае.»  (Кент М. Кит
     

    bevrjer mitxovia patieba.. da udidesi shveba ganmicdia rodesac mpatioben..
    patiebis unari ulamazei samkaulia , romelas  upali gvchuqnis..

     
    ici,vcdilob wyena gulshi ar chavido da vapatio,tumc vagiareb es yoveltvis da uceb  ar gamomdis.. dro mchirdeba rom es shevzlo… zogjer zalian bevri… magram  mtavari albat isaa ,rom sabolood gamomdis da vtavisupdebi am sazizgari chiasagan,romelic  nelnela  shignidan mxravs..    

    zalian saintereso temaa da zalian sainteresod dawerili.kiTxvisas zogan gamegima,tvalnatliv damideqi tvalwin…zogan ki cremlic momadga.mogikitxe udidesi sitboti .

     

     

    • admin:

      კეთილი იყოს შენი «ფეხი» ამ ბლოგზე ლია 🙂 

      ეს უბრალოდ გეჩვენება, რომ ყოველთვის არ გამოგდის 🙂 შენ ისეთი დიდი, სუფთა, სითბოთი და სიყვარულით სავსე გული გაქვს, შეუძლებელია იქ ბოღმამ და წყენამ ფეხი მოიკიდოს…

      უღრმესი მადლობა! ძალიან გამახარე 🙂

  15. მარიკა:

    DIDI XANIA VICI PATIEBIS FASI, TUMCA VTVLI, ROM SAKMAOD GVIAN GAVIGE.  PATIEBAC MITXOVIA DA MIPATIEBIA KIDEC. GETANXMEBI, ROM PATIEBIS UNARIS GARESHE ADAMIANIS CXOVREBA JOJOXETS GAVS. 

    MAGRAM ZOGJER, RODESAC VINMES APATIEB, SULELI GONIXAR DA IGIVES IMEOREBS.
       
    ERTMA  ADAMIANMA MAMACHEMIS DAAVADMKOFEBASHI DIDI CVLILI SHEITANA.  MAMACHEMIS SIKVDILIS SHEMDEG ME MAS VAPATIE.  

    SHEMDEG DAMIMEGOBRDA. RAMDENIME WLIS SHEMDEG KI WINASWAR GANZRAXULAD GADACKVITA  CHEMI GANADGUREBA.  RASAC AVTOMATURAD CHEMI OJAXIS GANADGUREBA UNDA MOYOLODA.  

    ES AGAR VAPATIE.  ARC VNANOB DA ARC  GANVICDI. DGESAC IGIVES GAVAKETEBDI, ROM DAMECVA CHEMI OJAXI.

    AN RA UNDA MEPATIEBINA, METQVA, RAKI SHEN ASE GULIT GINDA, KVELAFERI, RAC ME MEKUTVNIS, SHENI IYOS DA ME MATXOVRAD DAVRCHEBI METQI? 

  16. ლიკა:

    თქვენი პოსტები მაძლევს ძალას, რომ ცხოვრება გავაგრძელო!.. მადლობა ამისთვის!!!
    P.S. გილოცავთ დაბადების დღეს! 🙂

    • admin:

      უღრმესი მადლობა ლიკა 🙂  ცხოვრება მშვენიერია… და ყველაფერი კარგად იქნება! 🙂

       

  17. ლალი:

    ძალიან,ძალიან კარგი და სასარგებლო სტატიაა.პატიების უნარი მართლაც მნიშვნელოვანია ადამიანსათვის,თუმცა ბევრი არ ან ვერ აღიარებს,რომ შეეშალა და საჭიროა პატიება ითხოვოს.კარგია,თუ მოვახერხებთ ისე ცხოვრებას,რომ საპატიებლად არ გავიხადოთ საქმე,მაგრამ ჩვენ ხომ უბრალო მოკვდავნი ვართ,ამიტომ ყველა ვუშვებთ მეტ–ნაკლებად დიდ–პატარა შეცდომებს.მთავარია,გულწრფელი აღიარება და მიტევება.ასე ცხოვრება ბევრად ადვილი იქნება.
     

  18. ირინა:

    ჩემო ხვიჩა, მიხარია რომ ქართულ ინტერნეტ სივრცეში ასე დროულად, ასეთი მნიშვნელოვანი და საინტერესო პოსტი შექმენი.
    …»დიდი შეცოდების პატიება, ვისაც დიდსულოვნად შეუძლია»…ასეთი ადამიანები ჭეშმარიტად ღვთის შვილებად მიმაჩნია…არის უპატიებელი ცოდვებიც, მაგრამ აქაც უფლის ნებაა, ვის რა დოზით მოკითხოს ჩადენილი ცოდვისთვის…ვფიქრობ, ქართველებს სანამ «ფეხის დაბანამდე», ჭეშმარიტად ქრისტესმიერი სიყვარულით არ შეგვიყვარდება ურთიერთი, ჩვენი გაერთმლიანება ვერ მოხერხდება. დღეს ბევრი სასოწარკვეთილებასა და გაუგებრობაშია და გამოსავალს ეძებს,იმედია, პოსტი MEBONIA.COM კიდევ უფრო გაგვაერთიანებს და დაგვაახლოვებს სიყვარულით…წარმატებები და ოთხივ კუთხივ ღვთის წყალობა!!!:)

    • admin:

      უღრმესი მადლობა ირინა, გამოხმაურებისთვის და იმ სითბოსა და პოზიტივისთვის, რომელიც ამ კომენტარით შემოიტანე ბლოგზე 🙂 <3

  19. მაია:

    დიდი მადლობა ხვიჩა, მოკლედ, საფუძვლიანად და გულშიჩაწვდომად ნაფიქრალი და ნათქვამია , დარწმუნებული ვარ უამრავ ადამიანს დაეხმარებოდა თქვენი წერილები და მთლიანად ქართულ საზოგადოებასაც. წარმატებები და ბედნიერება თქვენ.

    • admin:

      მადლობა თქვენ, მაია, გამოხმაურებისთვის, შთაბეჭდილებების გაზიარებისთვის, მადლიერებისთვის 🙂

      შევხვდებით მწვერვალზე!

  20. ნიკა:

    mainteresebs, dasawyisshi moyvanili nawyveti romeli nawarmoebidanaa?

    • ეს არის ჯეკ კენფილდის და მარკ ვიქტორ ჰანსენის წიგნიდან «Chicken soup for the soul». ქართულად არა მგონია რომ თარგმნილი იყოს, მე რუსული ვარიანტი მაქვს წაკითხული. რუსულად გვხვდება როგორც პირდაპირი თარგმანით წიგნის სათაური (Куриный бульон для души) ისე შემდეგი ვარიანტი «Балзам для души» ან «исцеление для души»

      მოკლედ რომელ ენაზეც გაწყობთ დაგუგლეთ და ამოგიგდებთ ელექტრონულ ვერსიებს.

  21. ნონა:

    რაც შეეხება პატიებას, ეს ყველას უნდა შეეძლოს, რადგან უცოდველი არავინაა. როცა მიპატიებია, ამით გაუცნობიერებლად, თუ გაცნობიერებულად საკუთარი თავისთვის მიპატიებია უპირველესად, რადგან გაცნობიერებული მაქვს საკუთარი სისუსტეები და რაც მე არ შემიძლია ის სხვას, როგორ უნდა მოვთხოვო?!

დატოვეთ კომენტარი