მივცეთ თუ არა მათხოვარს ფული?

Screenshot_1

ყოველთვის, როცა ქუჩაში მათხოვარს წავაწყდები, თავში მაშინვე ამოტივტივდება შეკითხვა:

— ღირს თუ არა ფულის მიცემა? 

პასუხებიც ხშირად ურთიერთგამიმრიცხავი და დამაბნეველია, მაგრამ ამას წინათ, ამ შეკითხვაზე საკმაოდ საინტერესო პასუხი მივიღე ჩემი ერთ-ერთი პირველი მენტორის და ამჟამად მეგობრის, ცნობილი რუსი ფსიქოლოგის და ექიმის ვლადიმირ ფეისგან (ივანოვი)

„მე ბევრი მიფიქრია ამ თემაზე და ხშირად ურთიერთსაწინააღმდეგო პასუხები მიმიღია, მაგრამ როცა საქმე საქმეზე მიდგებოდა, ყოველთვის განვიცდიდი დისკომფორტს, მიუხედავად იმისა, ვაძლევდი ფულს თუ არა.

ხშირად მიფიქრია დავლაპარაკებოდი ამ თემაზე სასულიერო პირებს, მაგრამ ვინაიდან მაშინ მოძღვარი არ მყავდა, ვერ გადამეწყვიტა ვისთვის მიმემართა და აი ერთხელ, 2011 წელს, კიევში ყოფნისას, როცა ქუჩაში მივსეირნობდი უცებ, არც კი ვიცი საიდან და როგორ, მაგრამ რატომღაც ეს შეკითხვა ამოტივტივდა და თითქმის იმავე წამს შევნიშნე რომ ჩემს წინ სასულიერო პირი მიდიოდა. და რადგან მე მაშინ უკვე ვიცოდი, რომ შემთხვევით ამ ქვეყნად არაფერი ხდება, გადავწყვიტე დავლაპარაკებოდი მამაოს.

ჩემდა სასიამოვნოდ, მამა ალექსანდრე (ის ასე გამეცნო) საკმაოდ კეთილგანწყობით შემხვდა და ჩვენი საუბარიც თავისუფლად აეწყო.

— ჩვენ ყოველთვის თვითონ ვართ პასუხისმგებლები ჩვენს საქციელზე. საქმე სინამდვილეში იმაში კი არ არის, უნდა მივცეთ თუ არა ფული მათხოვარს, მნიშვნელოვანი აქ ის არის, თუ რა შედეგებამდე შეიძლება მიიყვანოს ჩვენმა ფულმა ეს ადამიანი, რას მიიღებს ის საბოლოოდ?

დავუშვათ, თქვენ მიეცით ფული მათხოვარს, ის კი წავიდა, იყიდა არაყი, დალია, მოკვდა. გამოდის, რომ თქვენ, ნებსით თუ უნებლიედ, ამ უბედურებაში რაღაც წვლილი მიგიძღვით.

— კი მაგრამ მე ხომ ფული კეთილი განზრახვით მივეცი?

— შესაძლოა… მაგრამ, საერთოდ, ადამიანები ნებისმიერი საქციელს სჩადიან რაღაც სარგებლის მიღების მიზნით. აი, მაგალითად, ავიღოთ თუნდაც ეს შემთხვევა: რატომ აძლევს ადამიანი ფულს მათხოვარს?

— მიზეზი შეიძლება იყოს უამრავი — ვუპასუხე მე ჩაფიქრებულმა. — მაგალითად: ეცოდება მათხოვარი, ასეა აღზრდილი, ეუხერხულება უარის თქმა და ა.შ.

— დიახ, მიზეზი მართლაც ბევრი შეიძლება მოიძებნოს, მაგრამ ყველა ეს მიზეზი ძირითადად მაინც იმის მიზეზია, ვინც გასცემს და არა იმისი ვინც იღებს. გასაგებია, რომ მათხოვრისთვის ფულის მიცემა ცუდი განზრახვით არ გვინდა, მაგრამ უბრალოდ ფულის მიცემის არჩევანი, ეს არის არჩევანი ნაკლები წინააღმდეგობის მქონე გზით სიარულისა. მივეცით ფული და მორჩა, ჩვენი სინდისი სუფთაა.  ჩვენ ხომ დავეხმარეთ?

— მაშ რა უნდა ვქნათ, არ დავეხმაროთ ადამიანს, რომელსაც უჭირს?

— დახმარება საჭიროა, მითუმეტეს თუ გთხოვენ. მაგრამ არ არის აუცილებელი ეს დახმარება იყოს მაინცდამაინც ქუჩაში, ან თუნდაც ეკლესიასთან მათხოვრებისთვის ფულის დარიგება.

ჩემის აზრით უმჯობესია ყურადღებით დავაკვირდეთ ადამიანებს ჩვენს გვერდით. მათ შორის ყოველთვის გამოერევა  ან მარტოხელა მოხუცი, მცირე პენსიით, რომელსაც ფული აუცილებელი პროდუქტისთვისაც კი არ ყოფნის. ან მრავალშვილიანი ოჯახი, სადაც მშობლები ძალიან ბევრს შრომობენ, მაგრამ მაინც ძლივს გააქვთ თავი. ან მარტოხელა დედა, რომელსაც ხანდახან ბავშვის საჭმელიც კი არა აქვს…

ეს ხალხი ძალიან ცდილობს, მაგრამ მაინც მძიმე მდგომარეობაშია. და იქნებ მათხოვრებისთვის ქუჩაში ფულის მიცემას ჯობია ვუყიდოთ რამე ან გავუზიაროთ საკუთარი საკვები იმ მარტოხელა მოხუცს.

ან, იქნებ ხურდების მიცემას იმ ადამიანიისთვის რომელიც არც კი ვიცით რაში გამოიყენებს ჩვენს მიცემულ თანხას, ჯობდეს სათამაშოები ვუყიდოთ იმ მარტოხელა დედას ბავშვებისთვის. ასე ხომ ბავშვებს მივანიჭებთ დიდ სიხარულს და თანაც ისინი გაიზრდებიან იმის რწმენით, რომ სამყაროში სიკეთე არსებობს?

მე პასუხი არ გამიცია, უბრალოდ გულისყურით ვუსმენდი და ვგრძნობდი, თუ როგორ იფანტებოდა თითქოს ბურუსი, მშვიდდებოდა გონება და გული სითბოთი და სინათლით ივსებოდა.

ამ დღის მერე მე შევეშვი ხურდების დარიგებას მოვალეობის მოხდის მიზნით და დავიწყე ადამიანების დახმარება.“

P.S. მართლაც საინტერესო ვერსიაა, თუმცა კიდევ უფრო საინტერესო იქნება თქვენი აზრის მოსმენა ამ თემაზე, ამიტომ გთხოვთ თამამად გაგვიზიაროთ ისინი აქვე კომენტარებში.

 

შევხვდებით მწვერვალზე!

 

სიყვარულით და მადლიერებით, ხვიჩა მებონია

 

 

8 комментариев ჩანაწერზე “მივცეთ თუ არა მათხოვარს ფული?”

  1. vasili:

    ეგ კითხვა მეც დიდი ხანი მაწუხებდა და ერთხელ ჩემი თვალით შევესწარი, როგორ იყიდა წებო ნამათხოვარი ფულით ბავშვმა და იკაიფა… ბევრი დაკვირვების და დაფიქრების მერე ერთ გამოსავალს მივაგენი.
    არის ერთი ბავშვთა სახლი, რომლებსაც ლომისას მონასტრის წინამძღვარი პატრონობს. ბავშვებს დედაოები ზრდიან. მეც ყოველ ხელფასზე მცირედი სურსათ-სანოვაგე მიმაქვს და ვეხმარები, ასევე ტანსაცმელი და ა.შ.
    მათხოვრებს რაც შეეხებათ, ბოდიშს ვუხდი რო არ მაქვს ფული და ნათლობის სახელს ვეკითხები (თან დავუყოლებ რო ეკლესიაში მოსახსენებელში ჩაგწერთ). მოსახსენებელში ნათლობის სახელი იწერება. როცაკვირას წირვაზე მოსახსენებელს ვტოვებ, ვცდილობ ერთი სეფისკვერი მათი სახელით შევაგზავნო და ერთი სანთელი ავანთო. ვფიქრობ ეს ერთადერთი სწორი გამოსავალია

    • admin:

      უღრმესი მადლობა ვასილი… ძალზე საინტერესო გამოცდილება გაგვიზიარეთ.

  2. თამარ:

    თუ სინდისის დასამშვიდებლად გავცემთ დახმარებას, ეს არც სინდისს დაგვიმშვიდებს და არც უფლის წინაშე წარსადგენად გამოგვადგება. სიყვარულია მთავარი ატრიბუტი ადამიანთა შორის საურთიერთოდ. შეიძლება ერთმა გაღიმებამ და თბილმა მოფერებამ უფრო მეტი გააკეთოს, ვიდრე ფულის ჩამორიგებამ. ,,გიყვარედეთ,კაცნო,ერთმანეთი!»

    • admin:

      გეთანხმებით, თამარ, ადამიანები ჩვენივე უგუნურობით და საშინელი აგრესიით უფსკრულისკენ მივაქანებთ მსოფლიოს და ამ სიტუაციაში ხსნა მხოლოდ სიყვარულშია <3

  3. მანანა:

    კარგი თემაა, როგორც სხვა დანარჩენი რისი წაკითვაც ამ დროისთვის შევძელი.ზოგჯერ მათხოვრისთვის მისაცემი თავად არ მქონია და მინერვიულია ამაზე, ბოდიში მომიხდია უფლისთვის.
    როგორი ბედნიერი ვარ, რომ თქვენ ყველაფერს უფალთან აკავშირებთ – ჩვენს ახლანდელი ყოფიდან დაწყებულს.ეს თქვენდამი ნდობას მიძლიერებს და უკეთესობის იმედი მეძლევა.მე თქვენგან ვიწყებ ცხოვრების ანბანის თავიდან სწავლას,უფრო სწორად ვეცდები ფხზე წამოვდგე.მაპატიეთ თუ სწორად ვერ გამოვხატე ჩემი სათქმელი

  4. ყველაფერი არაჩვეულებრივადაა მანანა! მშვენივრად გამოხატავათ მადლიერი ვარ ამ უშუალობისთვის, გულწრფელობისთვის. ღმერთმა დაგლოცოთ, გაგამრავლოთ და გაგაძლიეროთ!

  5. gamarjobad me namdvilad davexmarebi matxovars imitom rom namdvilad vici raari gatshirveba me tviton dzalian mitshirs mkavs 3shvili da 1shvilishvili invalidi meuxle romels utshirs siarulu da metkveleba mec invalidi da kide sul arvartmoxucebi mauxle ari41 da me 39 vcxovrobt 17 kvadratul dangreul vagonshi mec unda gtxovot daxmareba bavshvebi titkmis mshivrebi mkavs upaso sasadilodan rom mogvak sakvebi xan tshamen xan ara xshirad xdeba bavshvi skolashi midis mshieri exlac axali celi modis bashvebi meubnebian deda amas xo gagviketep magram verapers vpirdebi gtxovt dagvexmarot vis riti sheudzlia dagvikavshirdit nomerze555138758 cinastan gixdit madlobas dagilocavt damdeg axalcels.

დატოვეთ კომენტარი

Проверка комментариев включена. Прежде чем Ваши комментарии будут опубликованы пройдет какое-то время.