ნუ დააშორებთ გულებს ერთმანეთს

 

სიყვარული

ერთხელ, ერთმა მასწავლებელმა ჰკითხა მოსწავლეებს:

– რატომ უწევენ ადამიანები ხმას კამათის დროს?

– იმიტომ რომ გამოდიან წონასწორობიდან, – უპასუხა ერთ-ერთმა.

– კი მაგრამ რა საჭიროა ხმის აწევა, ადამიანი ხომ გვერდით არის და შეგიძლია ყვირილის გარეშეც გააგებინო?

მოსწავლეები ჩაფიქრდნენ. მაშინ მასწავლებელმა თქვა:

– როცა ადამიანები უკმაყოფილონი არიან ერთმანეთით და ჩხუბობენ, მათი გულები შორდებიან ერთმანეთს. ეს სიშორე რომ დაძლიონ და ერთმანეთს გააგებინონ, ისინი უწევენ ხმას. და რაც უფრო მეტად ბრაზობენ, მით უფრო მეტად იზრდება მანძილი მათ გულებს შორის და თანდათანობით ისინი გადადიან ყვირილზე.

და რა ხდება როცა ადამიანებს მოსწონთ ერთმანეთი? ისინი კი არ ყვირიან, პირიქით – საუბრობენ წყნარად და მშვიდად, იმიტომ რომ მათი გულები ახლოსაა ერთმანეთთან და მათ მშვენივრად ესმით ერთმანეთის.

ხოლო თუ ადამიანებს უყვართ ერთმანეთი, მაშინ მათი გულები ისეა დაახლოებული, რომ უკვე ჩურჩულით შეუძლიათ ერთმანეთს ესაუბრონ და რაც უფრო ძლიერია სიყვარული, მით უფრო ახლოვდება გულები და ბოლოს სიტყვის თქმაც კი არ არის საჭირო. მათ შეუძლიათ, უხმოდ, უსიტყვოდ გაუგონ ერთმანეთს. ასე ხდება შეყვარებული ადამიანების ერთად ყოფნისას.

ამიტომ, თუ ვინმესთან შეკამათება მოგივიდათ, ნუ დაუშვებთ რომ თქვენი გულები დაშორდნენ ერთმანეთს, ნუ იტყვით ისეთ რამეს, რაც თქვენს შორის მანძილს კიდევ უფრო გაზრდის, ვინაიდან შეიძლება ისე შორს შეტოპოთ, რომ მერე ერთმანეთთან დასაბრუნებელი გზები დაკარგოთ.

სიყვარულით და მადლიერებით, ხვიჩა მებონია

P.S. რამდენად ხშირად შორდება თქვენი და თქვენი ოჯახის წევრების, მეგობრების, ნათესავების, კოლეგების გულები ერთმანეთს? თუ შესულხართ ისე შორს, რომ მერე უკან დაბრუნება გაგჭირვებიათ? 

გაგვიზიარეთ თქვენი გამოცდილება კომენტარებში.

უღრმესი მადლობა წინასწარ და მომავალ შეხვედრამდე

წყარო: უცნობი ავტორი. თარგმნა ხვიჩა მებონიამ

 


 

11 комментариев ჩანაწერზე “ნუ დააშორებთ გულებს ერთმანეთს”

  1. თამარ:

    ხვიჩა, მშვენიერი თემაა განსჯისთვის:)))

    ვინმე არსებობს ნეტავ ამ სივრცეში ისეთი, ვისთვისაც არასოდეს უტკენიათ გული ( ნებით თუ უნებლიედ) ან ვისაც ასევე ნებით თუ უნებლიედ არ უტკენია გული სხვისთვის?
     
    მე არ ვიცნობ ასეთ ადამიანს. ამ კრიტერუიმით თუ მივუდგებით, ჩვენ ყველა ერთ მხარეს ვდგავართ, ანუ ყველა ოდესღაც ვართ გულნატკენი:))))

    მაგრამ ამის შემდეგ იწყება სხვაობა ჩვენს შორის. ერთი ნაწილი, რჩება იქ სადაც არის, ანუ დაშორებული გულები აღარ უახლოვდებია ერთმანეთს და მათი «მლობელები» წლობით ადანაშაულებენ ერთმანეთს და ამტკიცებენ, რომ თავად მართლები არიან. 

    მეორე ნაწილი ადამინებისა, პატიობს მათ ვინც აწყენინა, პატიობს საკუთარ თავს, რომ აწყენინა ( თუმცა, ხარიხსობრივი სხვაობა ამათ შორისაც არის) და გულები ისევ უახლოვდებიან ერთმანეთს და რამდენად ახლოს მივლენ ისინი საწყის პოზიციებამდე, ეს სწორედ პატიების ხარისხზაე დამოკიდებული.

    მაგრამ ყველაზე მთავარი, ჩემი აზრით, იცი, რა არის?  ყოველთვის, როცა დავაპირებთ, ნერვები მოვიშალოთ წვრილმანებზე ან თუნდაც მსხვილმანებზე ან დავაპირებთ სხვას მოვუშალოთ ნერვები, მაშინვე უნდა გამოვძვრეთ ჩვენი კაკლისტოლა ნაჭუჭიდან და დედამიწას, სამყაროს და საკუთარ თავს გლობალურად შევხედოთ.

    და გავაცნობიეროთ, ჩვენი ყველას ერთადაღებული ყოველდღიური წყენები და გულისტკენები, რამხელა ზიანს აყენებს მთლიანად სამყაროს და ჩვენ — როგორც მის ნაწილს. 

    ამ დროს სჯობს, იმაზე დავფიქრდეთ, რომ ჩვენმა უარყოფითმა ემოციებმა შეიძლება სადღაც, სამყაროს წონასწორობის სასწორი ნეგატივის მხარეს გადახაროს. ხოლო სამყაროს წონასწორობის დარღვევას კი კარგად ვიცით, რაც მოყვება.

    და ჩვენ, ვინც ეს ვიცით (და მე ვფიქრობ, შენმა მკითხველებმა ეს იციან და გაცნობიერებული აქვთ საკუთარი მნიშვნელოვნება ამ სამყაროში,) უფრო მეტი მოგვეთხოვება, ვიდრე მათ, ვინც ეს ყველაფერი არ იცის, ან არ უნდა რომ იცოდეს.
    ნახე რა ფილოსოფოსობის ხასიათზე დამაყენა შენმა პატარა თბილმა ჩანაწერმა?:))))) 

    • admin:

      არაჩვეულებრივია თამარ! ეს კომენტარი შეიძლება ცალკე პოსტად დადო ბლოგზე 🙂

      უღრმესი მადლობა! 

  2. რატომღაც ჩემი სათაყვანებელი ნათესავის — მერაბ მამარდაშვილის — სადღაც ნათქვამი სიტყვები გამახსენდა: «სიყვარულს მიზეზი არ სჭირდება, სიძულვილს კი უამრავი მიზეზი აქვს». ახსა-განმარტება, გარჩევა, რაღაცის დამტკიცება, ყვირილი, დადანაშაულება იმის ნიშანია, რომ გული სიყვარულით აღარ იკვებება. ასე კი, არა მარტო სხვა ადამიანებს, საკუთარ თავსაც და ღმერთსაც შორდები.

    • admin:

      დიახ ქეთევან, გულები მაშინ შორდებიან ერთმანეთს, როცა სიყვარულით არ იკვებებიან. რონდა ბერნის სიტყვები გამახსენდა: «როცა თქვენ გრძნობთ რაიმეს უკმარისობას, ეს მხოლოდ და მხოლოდ სიყვარულის უკმარისობაა»

      გმადლობ 🙂 

  3. ქეთევანი:

    ულამაზესი მონათხრობია და თანაც ,,უჭეშმარიტესი» 🙂 

  4. ელენე:

    სადაა თორემ ვინ დააშორებდა გულებს, ან ვინ შეტოპავდა???  😀 😀 თუმცა კამათში და ყვირილშიც არის თავისებური ხიბლი, ეგეც უნდა იგემოს წყვილმა ოგონდ რა თქმაუნდა შეტოპვის გარეშე   😀   როგორც ყოველთვის დასაფიქრებელი და საინტერესო თემაა.

    • admin:

      რატომ ელენე? გულების მეტი რაა? მთავარია ის სიყვარულით ძგერდეს და ყოველთვის იპოვის სწორს 🙂

      უღრმესი მადლობა 🙂 

  5. ნათია:

    კარგი მიგნებაა, 🙂 მომეწონა.  ყოფილა შემთხვევები, როცა გული დაშორების მერე უკან დასაბრუნებელ გზას ვეღარ პოულობს 🙁 გზაში ილევა და იხარჯება 🙁

  6. admin:

    «…უკან დასაბრუნებელ გზას ვეღარ პოულობს, გზაში ილევა და იხარჯება» – ესეც კარგი მიგნებაა 🙂 

    გმადლობთ ნათია 🙂 

  7. ელენე:

    martalia gulebis meti raa? magram yvela tavis mewyvile guls ezebs da poulobs,  ai me ki…   «gulis swori mapovnine, chia- chia maia…» am simgerisa ar iyos  😀

დატოვეთ კომენტარი