ანეტა ვიბლიანი… მადლობა სიცოცხლისთვის

pirovnuli-ganvitareba

ბაბუას დედა, დედაჩემის ბებია იყო ვიბლიანების ქალი, ანეტა ვიბლიანი. ერთხელ, როცა ბაბუაჩემი პატარა ბავშვი იყო, მთელი ოჯახი სვანეთში, ჭუბერში წავიდა სტუმრად. რამდენი დღე იყვნენ არ ვიცი მაგრამ გაცილებისას სვანებმა ისე დაათვრეს სიძე ანუ ბაბუჩემის მამა, რომ ოთხმა კაცმა ძლივს აიყვანა თურმე მანქანის საბარგულზე. ანეტა და ბავშვებიც, ბაბუას უმცროსი ძმა და კიდევ მეზობლის გოგო საბარგულზე მოთავსდნენ. … Read more

დაწუნებული ქვა, რომელიც ქვაკუთხედად იქცა – ანუ მეექვსე იოკოძუნას გზა დიდებამდე

1810-იან წლებში ტოკიოში, კიობაშის რაიონში, ერთი ღონიერი კაცი, სახელად ტაკეკუმა ცხოვრობდა. ის რიკიში და, ამასთან ერთად, ოიაკატაც იყო. ერთხელ, ნაშუადღევს, სკოლაში ჩრდილო-დასავლეთ ნოტოდან (ახლანდელი იშიკავადან) ჩამოსული ახალგაზრდა კაცი ეწვია სოფლის მამასახლისის წერილით. წერილში ეწერა: „ვგონებ, ეს ყმაწვილი სუმოსთვის არის დაბადებული. გთხოვთ, მოწაფედ აიყვანოთ“.

Read more

ისწავლეთ სხვების მიღება


კორეის ომის პერიოდში, აშშ-ს აღმოსავლეთ სანაპიროზე მდებარე ერთ შეძლებულ ოჯახში ერთ საღამოს ტელეფონმა დარეკა. დაისახლისმა აიღო ყურმილი და სიხარულისგან სუნთქვა შეეკრა როცა საკუთარი ვაჟის ხმა გაიგონა.

Read more

ერთხელ, პატარა ქალაქში…

ქალაქის განაპირა უბანში, სკოლიდან გამომავალი ბავშვების ჟრიამული იკლებდა არემარეს. სასწავლო წელი მთავრდებოდა. დამამთავრებელი კლასი, ტრადიციულად, აფხაზეთში ექსკურსიისთვის ემზადებოდა. 

Read more

სტადიონზე მყოფი 10 ათასი ადამიანი, ფეხზე იდგა და ჩუმად ტიროდა

 

ეს იტორია მოხდა ამერიკის შეერთებულ შტატებში, პარაოლიმპიურ თამაშებზე.

ღია სტადიონზე მიმდინარეობდა შეჯიბრება სირბილში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებს შორის.

ყველაფერი ჩვეულებრივად დაიწყო. მონაწილეები მოეწყვნენ სტარტზე, მსაჯმა აწია ხელი, გაისმა გასროლის ხმა და ბავშვები გაიქცნენ ფინიშის ხაზისკენ.

Read more

ღვინის საიდუმლო

 

ერთმა კაცმა სუფრაზე ღვინო არ დალია.

“რატომ არ სვამო”, ჰკითხეს და კაცმა უპასუხა: “იმიტომ, რომ ვიცი ვისი დაყენებულიც არისო”

– რას ამბობ, ნატურალურია, ხატზე დავიფიცებ, – შეიცხადა მასპინძელმა. 

Read more

ბავშვები ღატაკთა თავშესაფრიდან და მათი მფარველი ანგელოზი

რუბრიკა: ისტორიები   ერთხელ, ერთი–ერთი ამერიკული კოლეჯის პროფესორმა, სოციოლოგიის ჯგუფის სტუდენტებს შესთავაზა დაევლოთ ქალაქის ღატაკთა თავშესაფრები და შეეგროვებინათ ინფორმაცია ბავშვებზე, რომლებიც ამ თავშესაფარში ცხოვრობდნენ. მან თხოვა სტუდენტებს შეეფასებინათ თითოეული მათგანის სამომავლო შანსები. საერთო ჯამში ინფორმაცია შეგროვდა სხვადასხვა ასაკის 200 ბავშვზე. ყოველი მათგანის ცხოვრების პირობების შესწავლის შემდეგ სტუდენტები ამბობდნენ თითქმის ერთი და იგივეს: „ მას არა … Read more

სხვა სამყარო, სადაც შეიძლება იმღერო

როცა ჩვენს სახლში გამოჩნდა პირველი ტელეფონი, მე საკმაოდ პატარა ვიყავი იმისთვის რომ მივწვდომოდი კედელზე დაკიდებულ ყურმილს და ყოველთვის მოჯადოებული ვუყურები თუ როგორ საუბრობდნენ ჩემი მშობლები მისი მეშვეობით.

ცოტა მოგვიანებით, მე მივხვდი, რომ ყურმილში იჯდა ადამიანი, რომელსაც ერქვა, „ოპერატორო, თუ შეიძლება“ და არ არსებობდა საკითხი, რომელზეც ამ საოცარ ადამიანს არ ჰქონდა პასუხი. 

Read more

პატარა ბიჭი და ვარდების თაიგული

გარკვეული პერიოდის განმავლობაში, ერთი ადამიანი, ყოველ კვირა დღეს, მიგზავნიდა ვარდს, რომელსაც პიჯაკზე ვიმაგრებდი.

ერთხელ, წირვის შემდეგ, ეკლესიიდან გამოსვლისას ერთი ბიჭი მომიახლოვდა და მკითხა:

– სერ, რას უპირებთ ყვავილს?

უცებ ვერ მივხვდი რას გულისხმობდა.

– ამ ვარდზე გეკითხებით, – მითხრა ბიჭმა და ჩემს პიჯაკზე დამაგრებულ ყვავილზე მიმითითა.

– ნუ… არ ვიცი. – მივუგე მე დაბნეულმა. – რატომ?

yvavili

–  უბრალოდ, თუ მის გადაგდებას აპირებთ, მინდოდა მეთხოვა სერ, რომ ჩემთვის მოგეცათ.

მე გამეღიმა და ვუთხარი, რომ სიამოვნებით ავუსრულებდი ამ თხოვნას. ამავე დროს დავინტერესდი, თუ რისთვის უნდოდა მას ყვავილი და ბიჭმა, რომელიც ალბათ იქნებოდა ასე 10 წლის, მიპასუხა:      

Read more

ქალიშვილის წერილი მამას

papa

ჩვენი ისტორია დაიწყო ჩემს დაბადებამდე დიდი ხნით ადრე. მე ჯერ არ ვიყავი, მაგრამ შენ უკვე მელოდებოდი. და მელოდებოდი ალბათ ისე, როგორც არ ელოდებიან არასდროს და არავის ცხოვრებაში და  შენ უკვე გიყვარდი, მთელი გულით, მთელი არსებით.  

Read more