ჩანაწერები ‘წარმატების ფილოსოფია’

რა არის სიყვარული — თავისუფლება თუ ვალდებულება

გვიყვარდეს, თუ არა, ეს ყოველთვის ჩვენი არჩევანის საკითხია. 

ორი ფრთა, რომლებითაც შეგიძლია გაფრინდე

  ერთხელ, დაღლილი ჩიტი ჩამოჯდა ტოტზე დასასვენებლად. ის ტკბებოდა საკუთარი უსაფრთხოებით და თვალწინ გადაშლილი საოცარი ხედებით. ის ჟღურტულებდა და თამაშობდა სხვა ჩიტებთან ერთად.

სტადიონზე მყოფი 10 ათასი ადამიანი, ფეხზე იდგა და ჩუმად ტიროდა

  ეს იტორია მოხდა ამერიკის შეერთებულ შტატებში, პარაოლიმპიურ თამაშებზე. ღია სტადიონზე მიმდინარეობდა შეჯიბრება სირბილში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებს შორის. ყველაფერი ჩვეულებრივად დაიწყო. მონაწილეები მოეწყვნენ სტარტზე, მსაჯმა აწია ხელი, გაისმა გასროლის ხმა და ბავშვები გაიქცნენ ფინიშის ხაზისკენ.

შეუძლია თუ არა ქვეცნობიერს ყველაფერი?

  ქვეცნობიერის ძლევამოსილება გამაოგნებელია. ცნობილია, რომ ის აკონტროლებს და მართავს ადამიანის ორგანიზმის ყველა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ფუნქციას, სისხლის მიმოქცევიდან დაწყებული სუნთქვით და საჭმლის მონელებით დამთავრებული. ასევე ცნობილია, რომ ქვეცნობიერში იბეჭდება ყველაფერი, რაც თავს გადახდენია ადამიანს. მასში რეგისტრირდება ყველა მოვლენა ჩვენი ცხოვრებისა და ასევე მასთან დაკავშირებული აზრები და გრძნობები. 

გენიალური გონება — როგორ დავინახოთ ის რასაც სხვები ვერ ხედავენ?

  როგორ იქმნება გენიალური იდეები? აქვთ თუ არა რაიმე საერთო „მონა ლიზას“ და ფარდობითობის თეორიის ავტორებს? 

გილოცავთ 8 მარტს

ვიღაცას უთქვამს „ქალი სინამდვილედ ქცეული ულამაზესი სიზმარიაო მამაკაცისა“! დიახ, სიზმრად თუ ცხადად, მიწაზე თუ ცაში, ხმელეთსა თუ ზღვაში, მთაში თუ ბარში, სააქაოში თუ საიქიოში არ მეგულება ბევრად უფრო სრულყოფილი, დიადი, მშვენიერი, საოცარი, იდუმალი, ღრმა, სათუთი და ამავე დროს ძლიერი, გონიერი და ბრძნული ქმნილება უფლისა, ვიდრე ქალია! ძვირფასო ქალბატონებო, დედებო, დებო, მეუღლეებო, სწორედ თქვენ ხართ ის […]

მსოფლიო ჩემპიონატი ეფექტურობაში და პოზიტიური აზროვნების საიდუმლო

  ერთხელ ერთ ბუდისტურ ტაძარში, ახლაგაზრდა ბერი მივიდა წინამძღვართან და სიხარულით უთხრა: — მოძღვარო მე ვისწავლე ჩემი აზრების მართვა. ახლა ისინი მუდმივად კონტროლქვეშ მყავს. — ძალიან კარგი, — უპასუხა მოძღვარმა,- ყოჩაღ! ახლა ეცადე მედიტაციის დროს არ იფიქრო პატარა ცელქ მაიმუნებზე. რამოდენიმე დღის მერე ახალგზარდა ბერი ისევ მივიდა მოძღვართან უკვე გაწამებული სახით: — მოძღვარო დავიტანჯე, აღარ […]

გაყიდე შენი ნაკლი

რუბრიკა: სავარჯიშოები, ტექნიკები   ჩვენი ტვინი ისეა მოწყობილი, რომ, რაზეც ვახდენთ ჩვენი აზროვნების მუდმივ კონცენტრირებას, სწორედ ის ვითარდება და ძლიერდება ჩვენს ცხოვრებაში. მაგალითად, თუ ჩვენ გამუდმებით ვამჩნევთ ჩვენში ნაკლოვანებებს და ვახდენთ მათზე კონცენტრირებას, დავიწყებთ ბრძოლას საკუთარ ნაკლოვანებებთან, ადრე თუ გვიან აუცილებლად დავმარცხდებით, რამეთუ ის, რასაც ვებრძვით, მხოლოდ ძლიერდება ამ ბრძოლისგან, მაგრამ თუ ჩვენ ვიქნებით კონცენტრირებული […]

როგორ ვეზიაროთ ჭეშმარიტ სიბრძნეს?

ერთ მოხუცთან  მივიდა სამი ახალგზარდა: — გვასწავლეთ ყველაფერი, რაც თავად იცით, — თხოვა ერთმა. — გვასწავლეთ მივიღოთ სწორი გადაწყვეტილებები და არ დავუშვათ შეცდომები, — თხოვა მეორემ. — გაგვიმხილეთ საიდუმლო, როგორ ვეზიაროთ ცხოვრების ჭეშმარიტ სიბრძნეს, — დაამატა მესამემ. მოხუცი ერთხანს მდუმარედ აკვირდებოდა ყმაწვილებს და ბოლოს უთხრა: კარგი, მე გადმოგცემთ თქვენ ყველაფერს, რაც თავად ვიცი, მაგრამ მხოლოდ […]

ადამიანის ევოლუციის ეტაპები

განვითარების თუ რომელ საფეხურზეა ადამიანი, ძირითადად განისაზღვრება მისი უნარით, მოახდინოს ზემოქმედება გარესამყაროზე და ადამიანზე. კონფლიქტების გადაწყვეტის უნარის მიხედვით ადამიანების რამდენიმე ტიპი არსებობს. თუ ადრე (2000წლამდე) არ ჩანდა, რა ზღვარს მიაღწიეს ადამიანებმა, ახლა მსოფლიოში მიმდინარე ყველა მოვლენა ავლენს ზღვრულ მდგომარეობებს. იქმნება შთაბეჭდილება, რომ ადამიანებმა (თითოეულმა თავის საფეხურზე) მიაღწიეს განვითარების პიკს და დაიწყო მიზანმიმართული, ზვავისებური ვარდნა უკუმიმართულებით. […]