„თითოეულ ადამიანში მე ვხედავ გენიოსს!“
ეს ნიკოლაი ლატანსკის სიტყვებია, ადამიანისა, რომელმაც ნულიდან შექმნა საკუთარი წარმატება და უზარმაზარი სიმდიდრე იმ პრინციპების გამოყენებით, რომლებსაც ახლა თავისი საკმაოდ ორიგინალური ტრენინგებისა და სხვადასხვა სახის სასწავლო პროგრამების მეშვეობით მთელ მსოფლიოში უზიარებს ადამიანებს.
რამოდენიმე დღის წინ, ის თავის არაჩვეულებრივ მეუღლესა და პარტნიორთან ტატიანა ლატანსკასთან ერთად თბილისს ეწვია და ჩაატარა თავისი ერთ–ერთი ყველაზე ცნობილი ტრენინგი „Прорив к успеху“.
კოლიას და მის მეუღლეს ასისტენტობას უწევდნენ ასევე ძალზე წარმატებული, არაჩვეულებრივი ადამიანები – დიანა რუნოვა და ბიძინა ღამბაშიძე, რომლებიც სპეციალურად ამ ღონისძიებისთვის ჩამოვიდნენ თბილისში: დიანა – უკრაინიდან, ბიძინა კი – ინგლისიდან.
ლატანსკის საქართველოში ჩამოყვანის იდეის ავტორი, ჩემი მკითხველებისთვის უკვე კარგად ნაცობი ადამიანი, პიროვნული ზრდის თემატიკაზე შექმნილი ერთ–ერთი პირველი ქართული წიგნის „სამასმეერთე მილიონერის“ ავტორი, ლატანსკის კოუჩინგის სკოლის კურსადამთავრებული, არაჩვეულებრივი ქალბატონი თამარ საგინაშვილი იყო, რომელსაც ამ ღონისძიების დაგეგმაში, ორგანიზებასა და განხორციელებაში პარტნიორობა გაუწიეს ასევე არაჩვეულებრივმა ადამიანებმა, მშვენიერმა ქალბატონებმა: ქეთი ჩიქოვანმა და მარიკა ხალიანმა.
უღრმესი მადლობა ყველას იმ საოცარი დღესასწაულისთვის, რომელიც მოგვიწყვეთ ამ ორი დღის განმავლობაში. ეს იყო სიბრძნის, სიყვარულის, მადლიერების ზეიმი, პოზიტიური, დადებითი ენერგიით დამუხტული ორი არაჩვეულებრივი დღე!
მიუხედავად იმისა, რომ ბევრი რამ, რაც იმ ტრენინგზე გაჟღერდა, უკვე არაერთხელ მქონდა მოსმენილი და მათ შორის თავად ლატანსკის აუდიო თუ ვიდეო მასალებისგან, ეს მაინც აღმოჩენის ტოლფასი იყო. აქ თითქოს ყველაფერმა სულ სხვა დატვირთვა შეიძინა…
იმდენად განსხვავდებოდა აღქმა იმ ინფორმაციისა, რასაც აქ, აუდიტორიაში ვიღებდი, ჩვეულებრივი აუდიო–ვიდეო მასალებიდან მიღებული ინფორმაციის აღქმისგან, რომ ხშირად გაოგნებული, შეიძლება ითქვას პირდაღებული ვუსმენდი და ვგრძნობდი, როგორ ჩნდებოდა ერთიმეორის მიყოლებით ახალ–ახალი აღმოჩენები და იდეები ჩემს თავში…
და ეს არც არის გასაკვირი, ვინაიდან დარბაზში იმყოფებოდა სამოცი თანამოაზრე, სამოცი ერთნაირ ტალღაზე მომართული, ერთნაირად პოზიტიური ენერგიით დამუხტული ადამიანი.
ასეთ დროს კი ხდება საოცარი რამ…
შენ ხვდები სამყაროში, სადაც ყმაწვილური ოცნებების სითამამე ახდენს უზარმაზარ გარღვევას მასობრივი აზროვნების ჩარჩოებიდან და ქმნის სიბრძნისა და პირველყოფილი გიჟური თავისუფლების ჰარმონიას, მადლიერების, ურთიერთგაგების, სიყვარულის დღესასწაულს.
ეს არის ჯადოსნური სამყარო, სადაც შეიძლება ყველაფერი თავდაყირა დადგეს. ეს არის სამყარო, სადაც შეიძლება ისეთი რამეები თქვა ან გააკეთო, რისთვისაც სხვა დროს და სხვა ადგილას გამბედაობა არ გეყოფოდა ან რომლის გაფიქრებისაც კი მოგერიდებოდა.
მაგალითად: ბავშვობის შემდეგ ფხიზელ მდგომარეობაში, ჩემს ცხოვრებაში მხოლოდ ერთხელ, რამოდენიმე თვის წინ ვიცეკვე ქორწილში, ისიც პარტნიორად ისეთი მშვენიერი გოგონა მყავდა, რომ მასთან ცეკვის სურვილმა გადაძალა ყველანაირი კომპლექსები 🙂 მაგრამ ეს მაინც ქორწილი იყო, თუმცა მანამდე, იმავე ქორწილებშიც კი, თუ ასე – ერთი ორი ბოთლი არ მქონდა დალეული, დახვრეტის მუქარითაც კი ვერ გამიყვანდენ საცეკვაოდ… 🙂
ახლა კი წარმოიდგინეთ, ერთ–ერთი ყველაზე სერიოზული საერთაშორისო დონის ტრენინგზე, სერიოზული ადამიანებით სავსე დარბაზი, რომლებიც გაფაციცებული უსმენენ ასევე ძალზე სერიოზულ, მსოფლიოში აღიარებულ ტრენერს, რომელიც საუბრობს ასევე ძალზე სერიოზულ და მნიშვნელოვან თემაზე. შესვენება 5 წუთი, უკრავს მუსიკა, უცებ შენ გამოდიხარ სცენაზე… და ცეკვავ!
მართალია ამისკენ დარბაზში შენს გვერდით მჯდომმა ერთმა მშვენიერმა ქალბატონმა შეგაგულიანა, მაგრამ ამას არა აქვს უკვე მნიშვნელობა. მთავარია, რომ ჩვენ ვცეკვავთ. ვცეკვავთ ძალზე უშუალოდ, ძალზე თავისუფლად, მთელი გულით და ბუნებრივი, გულწრფელი აღფრთოვანებით….
და საოცარია, რომ ეს არავის არ უკვირს. არავინ არ იჩეჩავს მხრებს და არ ეუბნება ერთმანეთს: „ამათ ხომ არ გააფრინესო“, პირიქით – წამიერ დაბნეულობას, ღიმილიანი განწყობა ცვლის, რომელიც თანდათანობით თვალებანთებულ, გაბრწყინებულ სახეებში და აღფრთოვანებულ ოვაციებში გადადის…
იმიტომ, რომ ეს არის სამყარო, სადაც ადამიანები არიან ისეთები, როგორებიც არიან სინამდვილეში და არ თამაშობენ.
სამწუხაროდ ჩვენ მთელი ცხოვრება ნიღაბაფარებულები დავდივართ. არ გვაწყობს ის რაც ვართ და ვთამაშობთ როლებს ისეთი ადამიანებისა, როგორებადაც გვინდა რომ დაგვინახონ და უბედურება იმაშია, რომ ეს „როგორებადაც გვინდა დაგვინახონ“ ხშირად ნაკარნახევია მასობრივი აზროვნების კულტურით, ეს არის სურვილი იმისა, რომ გამოიყურებოდე ნორმალურ ადამიანად როგორც სხვები და მიზანმიმართულად, თანდათანბით ვკლავთ ჩვენში იმ ორიგინალობას, თავისუფლებას და ტალანტებს, რომლებსაც უნდა ვექციეთ სინამდვილეში წარმატებულ, ბედნიერ ადამიანებად.
აქ კი, ამ ჯადოსნურ სამყაროში, შენ ამსხვრევ ყველანაირ შინაგან ბორკილებს, უარს ამბობ დაშტამპულ ქცევებზე და საკუთარ თავს უფლებას აძლევ იყო სრულიად გამჭვირვალე, იყო ის, ვინც სინამდვილეში ხარ…
ასეთ დროს შენი გონება ხდება უფრო გახსნილი, ხოლო შენს გარშემო, თუ შენში მიმდინარე პროცესების აღქმა ბევრად უფრო ნათელი. ისეთი შეგრძნება გეუფლება, თითქოს მოულოდნელად გაიღო სარკმელი და შენ მიხვდი, რომ თურმე, მანამდე, მისი ჭუჭყიანი მინებიდან უყურებდი სამყაროს…
და აი, ახლა, შენ ერთის მხრივ, უკვე ამჩნევ ისეთ რამეებს, რასაც მაგ მინებიდან უბრალოდ ვერ დაინახავდი და მეორეს მხრივ, სულ სხვანაირად აღიქვამ იმას რაც მანამდე თითქოსდა ძალიან ნაცნობი და გასაგები ჩანდა და თან გიჩნდება დაუძლეველი სურვილი, რომ შენი აღმოჩენის წამის სიდიადე და მნიშვნელობა სხვებსაც გაუზიარო.
მე შეგნებულად შევიკავე თავი, შთაბეჭდილეებების ტრენინგის დასრულებისთანავე გამოქვეყნებისაგან, რადგან მინდოდა ერთგვარი ტესტირება ჩამეტარებინა მათთვის და ახლა სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ:
რაც უფრო მეტი დრო გადის, მით უფრო მეტად ვგრძნობ ამ ორი დღის სასიკეთო გავლენას ჩემზე. მით უფრო მეტად ფასეული და აღქმადი ხდება ტრენინგზე მიღებული ახალი ცოდნისა და ინფორმაციის, აქ შეძენილი ახალი გარემოცვის მნიშვნელობა და გპირდებით, რომ ყველაფერს, რაც აქ გავიგე, იმ საინტერესო ადამიანების საინტერესო ისტორიების ჩათვლით, რომლებიც აქ გავიცანი, თქვენც გაგიზიარებთ ამავე ბლოგზე, თანდათანობით, ჩემი მომავალი პოსტების მეშვეობით.
და თუ ახლა ზოგიერთ თქვენთაგანს ირონიულად ეღიმება, როგორც ერთ ჩემს ახლობელს, რომელიც ამ შთაბეჭდილებების გაზიარების დროს ისეთი მოწყალე თვალებით მიყურებდა, როგორც პატარა ბავშვს, რომელმაც რაღაც მორიგი გასართობი აიჩემა და ბოლოს კი მითხრა:
– სისულელეა ეს ყველაფერი, ტრალა–ლა, ტრულა–ლა, ორთქლის გამოშვება და მეტი არაფერი!
მაშინ სხვა რა დამრჩენია გარდა იმისა რომ დაგეთანხმოთ…
დიახ, ბატონებო, თქვენ მართალი ხართ. თუ თქვენ არ გჯერათ მსგავსი ტრენინგების სარგებლიანობის და ფიქრობთ, რომ ეს ყველაფერი სისულელეა – აბსოლუტურად მართალი ხართ და შეგიძლიათ დარჩეთ თქვენს ნორმალურ ყოფაში და სერიოზული სახეებით გააგრძელოთ სერიოზული ცხოვრება.
ჩვენ კი, ვისაც გვჯერა – გაგვატარეთ, წინ უამრავი არასერიოზული, გიჟური საქმეები გველოდება!
სიყვარულით და მადლიერებით, ხვიჩა მებონია
17-18 მაისი, თბილისი – 2014 წელი, “გაჭრა წარმატებისკენ” კოლია ლატანსკისთან ერთად უკვე მეორედ!
გამარჯობა ხვიჩა.ვიცოდი,რომ შთაბეჭდილებებს აუცილებლად გაგვიზიარებდი და მოუთმენლად ველოდი.აღფრთოვანებული ვარ…მართლაც ბევრ ადამიანს უწევს ნიღბით ცხივრება,რადგან “ნორმალური” გარემო “არანორმალურებს” ვერ ეგუება.ლატანსკის ტრენინგზე დასწრების სურვილი რომ გამოვთქვი,ოჯახში დამცინეს,ყველა სისულელისა როგორ გჯერაო.ხოდა იცინოს მან,ვისაც სისულელეების არ სჯერა და ვისაც გვჯერა,გაგვატარონ! 🙂
მშვენიერია ლალი!
თუ გადაწყვიტე არსებული ჩარჩოებიდან გასვლა და ახალი სიმაღლეების დაპყრობა, შენს გარემოცვას კი სასაცილოდ არ ყოფნის ეს ყველაფერი, სისულელედ, ან სიგიჟედ მიიჩნევენ შენს ნაბიჯებს – ე.ი. სწორ გზაზე დგახარ 🙂
სულ ღიმილ-ღიმილით ჩავიკითხე პოსტი :).
როგორი ნაცნობი განწყობაა, რა დიდი ემოციებით, ენერგიით და იდეებით სავსე ტოვებ ასეთ ტრენინგებს… თუმცა საქმე ამ მდგომარეობის შენარჩუნებაა, ხოლო ყველაზე მთავარი სწორედ მაშინ იწყება, როცა შინ ბრუნდები. თუ ამ ენერგიას, იდეებს, კონტაქტებს სასწრაფოდ არ გაუკეთე “კონვერტირება” შენი მიზნისკენ მიმავალ გეგმებსა და ყოვლდღიურ ამოცანებში, ჩათვალე, რომ დრო ტყუილად დაგიკარგავს.
შენ რომ ეს არ გემუქრება, კარგად ვიცი, ხვიჩა, ამიტომ გულით და სულით მიხარია!
ვულოცავ ტრენინგის თითოეულ მონაწილესაც წარმატებისკენ გადადგმულ კიდევ ერთ მშვენიერ ნაბიჯს!
დიახ ქეთევან, მართალი ხარ!
ვინ–ვინ და შენ კარგად იცი მსგავსი ტრენინგების სასისკეთო გავლენის ძალა და პირიქით, სრული აბსურდულობაც თუ არ გაითვალისწინე, არ გამოიყენე ის ინფორმაცია და ცოდნა რომელიც აქ მიიღე, თუ არ მოიყვანე მოქმედებაში ის პრინციპები, რომლებსაც აქ გასწავლიან… 🙂
უღმესი მადლობა კიდევ ერთხელ ყველაფრისთვის ქეთევან! იმ დღეს რომ იქ აღმოვჩნდი და საერთოდ ყველაფერში რაც დღეს ჩემს ცხოვრებაში ხდება, შენი ძალზე დიდი წვლილი დევს!
მიხარია და გილოცავთ ამ საუკეთესო მოვლენას თბილისში. მადლობა თამარს ამისთვის და მადლობა ხვიჩა შენ ამ პოსტისთვის.
მადლობა მარიკა! მიხარია, რომ ამ ყველაფრის მონაწილე შენი ბიჭიც იყო! 🙂
მადლობა ხვისჩა საინტერესო სტატიისათვის, ველოდებოდი ამ სტატიას, რადგან შენგან და თამარ საგინაშვილისაგან ვიცოდი რომ ტრენინგი იყო საქართველოში, რა სასიამოვნიოა რომ 60 ადამიანმა მაინც ამოირჩია პოზიტიური გზა, და ცვლილებები ცხოვრებაში. მართალი ხარ რომ ეს ღონისძიებები ნიღაბს გხდის და თავისუფალი ხდები….
ერთხელ მეც ავედი სცენაზე და ქართული ანბანი ვასწავლე 500 ადამიანს მსგავს სემინარზე და მერე ავაცეკვე ხალხი. ეს კანადაში იყო. ესკადრები საქართველოში რომ ვაჩვენე…….გიჯად ჩამთვალეს და ემოციურად… მე ისა ვარ რაც ვარ… მე არ მაქვს ნიღაბი როგორც ბევრს აქვს და ამიტომ ვარ თვისუფალი, ამიტომ ალბათ დავინტერესდი პიროვნული განვითარებით დიდი ხნნის წინ როცა ჯერ საქართველოში წიგნიც კი არ იყო.. მიხარია რომ ეს წრე თანამოაზრეებისა შენი მეშვეობით მოვძებნე და ვიცი რომ ეს საქმიანობა დიდი ქართული მენტალიტეტის წინ გადადგმული ნაბიჯია და ეს საოცარ შედეგებს გამოიღებს თუ რა თქმა უნდა მიიღებს ადამიანი…
აუცილებლად დავესწრებოდი იქ რომ ვყოფილიყავი… ქების ღირსია ორგანიზატორები…….
იცოხლე მარინა! 🙂
შენ უდიდესი გამოცდილება გაქვს ამ სფეროში და არა მარტო როგორც მსმენელს… მე მქონდა ბედნიერება დავსწერბოდი შენს ერთ–ერთ ვებინარს. ჩემთვის ეს იყო პირველი ვებინარი ქართულ ენაზე და დღემდე მომყვება ის აღფრთოვანების საოცარი განცდა რაც დამეუფლა იმ შესანიშნავ ღონისძიებაზე დასწრებით…
უღრმესი მადლობა და გელოდებით საქართველოში 🙂
ძალიან საინტერესოა თქვენი თითოეული პოსტი, მიხარია, რომ გიპოვეთ 🙂 მიუხედავად იმისა, რომ სამწუხაროდ ამ ტრენინგს არ დავსწრებივარ, ძალზე ნაცნობია ჩემთვის ორივე მდგომარეობა: “დო ი პოსლე” 😀 იყო პერიოდი, სულ ვცდილობდი, არსებული წესებით სამაგალითოდ მეცხოვრა, მქონოდა პრესტიჟული სამსახური და ბლა ბლა ბლა, მაგრამ ამან იმდენი ცუდი მომიტანა, სად გავქცეულიყავი არ ვიცოდი და ბოლოს, ბევრს გაეცინება და ერთ–ერთი ქსელური მარკეტინგის კომპანიაში (არ დავასახელებ, რომ რეკლამა და ა.შ. არ დამაბრალოთ) ვნახე ზუსტად ეს სულისკვეთება, ასეთი ტიპის ტრენინგები, რომელსაც ატარებენ რუსი, უკრაინელი, ფრანგი ტრენერები და “ასეთ რამეებზე” ხომ მთელი ცხოვრება ვიცინოდი, ახლა იმაზე ვიცინი, რომ მაშინ ვიცინოდი… მოკლედ, ძალიან მიხარია, რომ არსებობენ ადამიანები, რომლებსაც უნდათ იყვნენ ისინი, ვინც არიან, უნდათ უხაროდეთ ცხოვრება, ისეთი ნამდვილი და მშვენიერი, როგორიც ის არის, უნდათ, უნდათ, უნდათ… ყველას გისურვებთ თქვენ–თქვენი მწვერვალები დაგეპყროთ!!!!
მოგესალმებით ნატა! მეც მიხარია, რომ გვიპოვეთ 🙂 კეთილი იყოს თქვენი მობრძანება “არანორმალურთა საზოგადოებაში” 🙂 სადაც სხვათაშორის არც ქსელურ მარკეტინგზე ეცინება ვინმეს…
რაჩვეულებრივ ბიზნესში ყოფილხართ და რაც მთავარია გეტყობათ რომ ძალიან მოგწონთ ის, რასაც აკეთებთ 🙂
სამწუხაროდ ქსელური ბიზნესი საქართველოში არ არის სათანადოდ დაფასებული. უცნაურია, რომ მის რეკლამირებას ის ცნობილი კომპანიებიც კი არ ეწევიან, რომლებიც ქართულ ბაზარზე არიან. ყველა საკუთარი პროდუქციის რეკლამრებაზეა გადართული და ზოგადად ქსელური მარკეტინგი თითქოსდა არც აინტერესებთ…
ინტერნეტში ვერ იპოვი ვერც ერთ ქართულ რესურს, რომელიც ამ ბიზნესის შესახებ რაიმე ნორმალურ ინფორმაციას მოგცემს, მაშინ როცა გაოცდები, თუ რა პროფესიონალიზმით მუშაობენ თუნდაც იგივე რუსი “მლმ” –შიკები 🙂
იქნებ თქვენ დაგეწყოთ ამ სიტუაციის გამოსწორებაზე ზრუნვა 😉
პ.ს. სხვათაშორის ნიკოლაი ლატანსკის ქსელურ მარკეტინგზე სიმღერაც კი აქვს შექმნილი
დიდი მადლობა გამოხმაურებისთვის, ხვიჩა! მოვისმენდი სიამოვნებით ამ სიმღერას 🙂 გეთანხმები, რომ საქართველოში 1%–იც კი არ იციან ამ ბიზნესის შესახებ და მეტიც, მკვეთრად გამოხატული აგრესიითაც კი უყურებენ ამ საქმეს, თუმცა მართლაცდა, ბევრწილად ამაში თავად აქ “მოღვაწე” ქსელურები არიან დამნაშავე. კარგი იქნებოდა ეს მიდგომები რომ შეიცვალოს სწორი ინფორმაციის მიღების საფუძველზე. დიდი მადლობა რჩევისთვის, აუცილებლად გავითვალისწინებ. ერთია, რომ ჩემი შემთხვევა ცოტა რთულია. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ წესით, ჩვენ ყველა ჩვენი ოცნებების ასრულებებისთვის და ამ საქმეში წარმატებებისთვის უნდა ვიღწვოდეთ, მე რადიკალურად განსხვავებული ოცნებები მქონდა 🙂 ამით არანაირად არ ვაკნინებ ქსელურ მარკეტინგს, იმ ნამდვილ მლმ–ს, რომელზეც წიგნები იწერება და რომელიც ძირეულად ცვლის მასში მოღვაწე ადამიანების ცხოვრებას, მე მართლა აღფრთოვანებული დავრჩი აქაური ტრენინგებით, მიდგომებით, ცხოვრების სტილით… ეს კომპანია, სადაც აღმოვჩნდი, მართლაც რომ ღირსეულია მსოფლიოს ყველა წამყვან კომპანიას შორის, უბრალოდ ძალიან მინდა ვიპოვო ზღვარი და კვეთა ჩემს ოცნებებსა და ამ საქმიანობას შორის და თქვენ რაც მირჩიეთ, ეს შეიძლება მართლა იყოს ამ ორის შესანიშნავი კვეთა, მადლობა ამისთვის… მიხარია, რომ ვინმეს შეუძლია ესმოდეს ეს, მიხარია თქვენს “არანორმალურთა საზოგადოებაში” მოხვედრა :)))
ნატა, სიმღერას შეგიძლიათ ამ ბმულის მეშვეობით მოუსმინოთ. იქვე შეგიძლიათ მისი გადმოწერაც
«მე რადიკალურად განსხვავებული ოცნებები მქონდა…»
რატომ «გქონდათ»? ახლა რა მოუვიდა, სად არის? დაიბრუნეთ ოცნება და იბრძოლეთ მისთვის!
თუ ჯერ არ წაგიკითხავთ, გირჩევთ გადახედოთ ჩემს სტატიას:«ოცნებიდან –რეალობამდე!» იქ ბევრ სხვა რამესთან ერთად ერთი არაჩვეულებრივი ქალის საოცარ ისტორიასაც წააწყდებით
გმადლობთ, რომ ძალზე საინტერესოდ ჩაერთეთ ბლოგის ცხოვრებაში
მადლობა თქვენ, ხვიჩა! წავიკითხე მაგ ქალბატონის ისტორია და შემძრა, მართლაც ბევრი შეუძლია ჩვენს ოცნებებს 🙂 დაგამატეთ FB-ზე, რომ ვნახო იქაც თქვენი პოსტები, იმედია მეგობრებში დამამატებთ 🙂 Nata Lenska
დაგამატებთ, ოღონდ ერთი პირობით: თქვენობით არ უნდა მომმართოთ 🙂
შევთანხმდით 😀
გამარჯობა ბატონო ხვიჩა! მიხარია თვენი წარმატება და ყოველი ის წამი, რომელსაც ბედნიერებაში ატარებთ, რადგან ვფიქრობ, თქვენი წარმატება, ჩვენი, (თქვენი მკითხველების) წარმატებაცაა, წინსვლას გისურვებთ და დიდი მადლობა კიდევ ერთი პოზიტიური პოსტისთვის !!!
გამარჯობა ნიკოლოზ! უღრმესი მადლობა კეთილი სურვილებისთვის და იმ არაჩვეულებრივი ნიჭისთვის, რომელსაც სხვისი წარმატებით გულწრფელად გახარება ჰქვია!
გამარჯობათ ხვიჩა,მიხარია რომ ვიპოვე ასეთი საინტერესო სტატიები,წარმატებებს გისურვებთ.
ხათუნა
გამარჯობა ხათუნა, მეც მიხარია რომ ამ საინტერესო სტატიებმა კიდევ ერთი საინტერესო მკითხველი შეიძინა თქვენის სახით 🙂
მადლობა გამოხმაურებისთვის, მადლიერებისთვის… 🙂
შევხვდებით მწვერვალზე!
me mjeravs yvelaferi naqgdia da martali!!!!!!!!