«მე მქონდა უამრავი იდეა, თუ როგორ დავხმარებოდი ადამიანებს, ამიტომ გადავწყვიტე გავმხდარიყავი ლიდერი, რომელიც უწინამძღვრებდა მათ და წაიყვანდა წარმატების მწვერვალებისკენ.
პირველ რიგში, შთაბეჭდილების მოსახდენად, ვიზრუნე საკუთარ გარეგნობაზე და საკმაოდ ეფექტურ ფორმაში მყოფი წარვსდექი ადამიანების წინაშე, მაგრამ ისინი არ გამომყვნენ.
მე დავეწაფე წიგნებს და გავხდი ძალიან განათლებული და ჭკვიანი, მაგრამ აღმოჩნდა რომ ადამიანები ჭკვიანებს არ მიყვებიან.
მე გავხდი მდიდარი და სახელგანთქმული, მაგრამ არც ეს აღმოჩნდა საკმარისი.
მაშინ მე დავეუფლე ორატორულ ხელოვნებას. თითოეული ჩემი გამოსვლა იყო ერთგვარი ხელოვნების ნიმუში. მე ცეცხლს ვანთებდი აუდიტორიის წინაშე და აღტაცებაში მომყავდა მსმენელები, მაგრამ ისინი მაინც არ მომყვებოდნენ.
ბოლოს და ბოლოს მე მომბეზრდა ეს ყველაფერი, ჩავიქნიე ხელი და წავედი ჩემს საქმეებზე… და ხალხი გამომყვა! იმიტომ, რომ ადამიანები ყოველთვის მიყვებიან იმას, ვინც მიდის!» გაგრძელება »