„სამასმეერთე მილიონერი“… თუ პირველი წიგნი მომავალი მილიონერებისთვის?

რამოდენიმე წლის წინ ერთმა უცხოელმა პირდაპირ სცენიდან და თანაც ქართულად „დაგვმოძღვრა“:

– ისე არ მოგივიდეთ ქართველებს, როგორც თქვენს ერთ ანდაზაშია ნათქვამი: „თურაშაულის პატრონი, ტყეში ეძებდა პანტასაო“

ეს უცხოელი, არაჩვეულებრივად ასრულებდა ქართულ ხალხურ სიმღერებს და ალბათ უკვე ხვდებით, თუ რისი თქმა სურდა ამ ანდაზით, თუმცა ჩემი დღევანდელი პოსტის თემა სულაც არ არის მუსიკა.

ქართული ხალხური სიმღერა

საქმე იმაშია, რომ ამ ბლოგის დაბადების დღიდანვე, გეგმაში მქონდა ცალკე გვერდის გახსნა, სადაც მკითხველებს შევთავაზებდი წარმატების ფილოსოფიაში, პიროვნული ზრდისა და თვითგანვითარების სფეროში შექმნილი წიგნების ჩამონათვალს და მათ მოკლე მიმოხილვას.

სამი თვეა (დიახ, უკვე სამი თვის გავხდით :))თავს „ვიმტვრევ“ და ვერ გადამიწყვეტია, რომელი წიგნით გავხსნა ეს გვერდი.

ხან ვფიქრობდი, რომ ეს პიროვნული ზრდის სფეროში ჩემი პირველი წიგნი უნდა ყოფილიყო (ჩემს მიერ წაკითხულს ვგულისხმობ თორემ მე არ მაქვს წიგნი დაწერილი, თუმცა  ქეთევან გოგიაშვილი და გიორგი თვალაძე მპირდებიან (?!)  რომ აუცილებლად დავწერ :))

ხან მეჩვენებოდა, რომ ეს რობერტ კიოსაკის რომელიმე ბესტსელერი უნდა ყოფილიყო, ხან ბოდო შეფერს გადავწვდებოდი გერმანიაში, ხანაც ნაპოლეონ ჰილი ან ორისონ სუეტ მარდენი მეწვეოდნენ გასული საუკუნიდან და ა.შ., მაგრამ, ყოველთვის, როცა თითქოს უკვე გაკეთებული მქონდა არჩევანი, რაღაც უხილავი ძალა მაჩერებდა და მაიძულებდა კიდევ ერთხელ, მერამდენედ გადამეხედა უკვე მიღებული გადაწყვეტილება.

ასეთმა სიტუაციამ ბოლოს ცოტა არ იყოს დამაფიქრა:

„ნუთუ ის კანონები, რომლებსაც ეს დიდი ადამიანები გვასწავლიან და რომელთაც ამავე ბლოგის მეშვეობით ვუზიარებ მკთხველებს, ხანდახან „ჭედავენ?!“

ვეკითხებოდი ჩემს თავს და რაოდენ დიდი ბედნიერება იყო იმის აღმოჩენა, რომ ეს ჩემი „ჩავარდნა“, გვერდის შექმნის საქმეში, არა წარმატების კანონების ხარვეზი, არამედ სწორედ მათი ჭეშმარიტების მორიგი დადასტურება გამოდგა.

საქმე იმაშია, რომ არც ერთი წიგნი, რომელთა განთავსებასაც ჩემს ვირტუალურ ბიბლიოთეკაში ვაპირებდი, არ არის ქართულ ენაზე ნათარგმნი და ქართველი ავტორის მიერ დაწერილზე ხომ ჯერ საუბარიც ზედმეტია… გული მწყდებოდა, რომ პირველობა უცხოურ ენაზე შექმნილი წიგნისთვის უნდა დამეთმო. სწორედ ამიტომაც ვიკავებდი თავს და თურმე, არც თუ უსაფუძვლოდ…

აღმოჩნდა, რომ მაშინ , როცა ჩემი გვერდისთვის პირველი წიგნის შესარჩევად მთელ მსოფლიოში დავეხეტებოდი და ხანდახან არც დროში მოგზაურობას ვუშინდებოდი, თურმე აქვე, ჩემს გვერდით, ჩემს სამშობლოში, ჩემგან სამიოდ ასეული კილომეტრის დაშორებით, ულამაზესი გლიცინიების ხეივანში, ერთი არაჩვეულებრივი ქალბატონი, „კალამომარჯვებული“ ეჭიდავებოდა აზრებს რათა შექმნილიყო შესანიშნავი წიგნი ჩემსავე მშობლიურ ენაზე.

„აზრები წინ გარბოდნენ, მე კი ქოშინ–ქოშინით მივდევდი, რომ მომესწრო ჩაწერა“ – ამბობს ავტორი თავისი შემოქმედებითი პროცესის აღწერისას და ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ თითქოს მე თვითონ ვიყავი უტყვი მოწმე ამ რბოლისა, თითქოს თვალნათლივ ვხედავდი, თუ როგორ იპყრობდა და იმორჩილებდა ის გადარეულ ფიქრებს, ათვინიერებდა მათ და აიძულებდა უწესრიგოდ მიმოფანტული, გაურანდავი აზრებიდან, ქცეულიყვნენ მკითხველისთვის მკაფიოდ ჩამოყალიბებულ, ერთგვარ სამოქმედო პროგრამად პიროვნული სრულყოფისა და წარმატების მწვერვალებისკენ მიმავალ გზაზე.

„იქნებ სწორედ ახლა ჯობს არ გამოვიდეს ეს საქმე, ვიდრე მერე ინანოთ? იქნებ როცა გგონიათ, რომ ვერაფერს მიაღწიეთ, სწორედ მაშინ მოდის თქვენთან რაღაც ძალიან საინტერესო?“ – კითხულობს ავტორი და მე ვხვდები, თუ რატომ ვერ ვახერხებდი მანამდე პირველი წიგნის შერჩევას ბლოგის ახალი გვერდისთვის.

დიახ, გინდ დაიჯერეთ და გინდ არა, მაგრამ მე ველოდებოდი ქალბატონ თამარ საგინაშვილს და მის წიგნს „სამასმეერთე მილიონერი“, მიუხედავად იმისა, რომ წარმოდგენა არ მქონდა არც ავტორის და არც მითუმეტეს მისი წიგნის არსებობის შესახებ.

სამასმეერთე მილიონერი

აქ მე არ მოვყვები წიგნის შინაარსის განხილვას, რომ არ გაგიუფერულოთ „პირველად წაკითხვის ბედნიერება“ მხოლოდ ავღნიშნავ იმ პრინციპს ავტორისეული მიდგომისა, წიგნში განხილული საკითხებისადმი, რომელმაც განსაკუთრებით აღმაფრთოვანა.

საქმე იმაშია, რომ პიროვნული ზრდა და თვითგანვითრება არის პროცესი, რომლის ეფექტურობაც პირდაპირპროპორციულად არის დამოკიდებული მისი გამჭვირვალეობის ხარისხზე და ყველაზე ხშირად ადამიანები სწორედ აქ „ვცოდავთ“.

ჩვენ შეიძლება საკუთარ თავს გამოვუტყდეთ, რომ უამრავი რამ გვაქვს ჯერ კიდევ სასწავლი, რომ გვჭირდება მუდმივი ზრდა და განვითარება, დავიწყოთ ამ მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯების გადადგმაც, მაგრამ სხვებთან ამას არ ვიმჩნევთ და დავდივართ ერთგვარად ნიღაბ აფარებულები.

ამ წიგნში კი ავტორი გულწრფელად, დაუფარავად აღწერს იმ მდგომარეობას და სულიერ ძვრებს, რასაც განიცდიდა წლების განმავლობაში და თუნდაც წიგნის შექმნის პროცესში. ის არ თამაშობს,  არ ცდილობს საკუთარი შეცდომებისა და იმ არაჯანსაღი, ნეგატიური აზროვნების ფორმების შელამაზებას, რომელთა ტყვეობაშიც წლების განმავლობაში იმყოფებოდა.

ის ასეთივე გულწრფელობით გვიყვება, თუ როგორ მოახერხა ადამიანთა უმრავლესობისგან განსხვავებით ამ მოჯადოებული წრისგან თავის დაღწევა, ჭეშმარიტი ღირებულებების შეცნობა, საკუთარი მისიის, მოწოდების პოვნა. ის არ ცდილობს ამ ურთულუსი პროცესის შელამაზებას შთაბეჭდილების მოხდენის მიზნით და სწორედ ამით ახდენს უდიდეს შთაბეჭდილებას!

კითხულობ და გრძნობ, რომ აქ სიყალბეს ადგილი არა აქვს, რომ ავტორი ძალიან მართალი და გულწრფელია და შენ გჯერა მისი ყოველი სიტყვის, მისი ყოველი რჩევის და მტკიცებულების უტყუარობის და ივსები რწმენით, რომ თუ მიენდობი და მიყვები, შენც მასთან ერთად აღმოჩნდები პიროვნული სრულყოფისა და წარმატების მწვერვალებისკენ მიმავალ გზაზე.

„…მეც დაფიქრებული ვარ ახლა. ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს რაღაც ზღვარზე ვდგავარ, რაღაც უნდა შევცვალო, რაღაც უნდა მოხდეს. თითქოს სულ ახლოს, აქვეა ის, რამაც ყველაფერი უნდა დაალაგოს. ზღაპრული ფრინველივით ცხვირწინ დაფრინავს და მე მხოლოდ კუდში უნდა ვტაცო ხელი, რომ დავიჭირო…

ოღონდ ეს ყველაფერი არ არის. ეს არ არის ის ზღვარი, რომელსაც მიაღწევ და გაჩერდები…

ყველაფერი ახლა იწყება. მე ჯერ მხოლოდ „დავაგემოვნე“ პიროვნული ზრდის და პოზიტიური აზროვნებაზე გადასვლის მცდელობის შედეგები და მომეწონა. სამომავლოდ რომელ გზას ავირჩევ და ექნება თუ არა ჩემს გზას გული, ამას მე და თქვენ ერთად გავარკვევთ ამ წიგნის დასრულებამდე.“

დიახ ქალბატონო თამარ, თქვენს გზას აქვს გული, და თანც როგორი… ის ისე ძალუმად ფეთქავს, იმდენ სითბოს, სიყვარულს და ენერგიას ასხივებს, რომ დარწმუნებული ვარ გაათბობს, რწმენით აავსებს და მიიზიდავს ათასობით ადამიანთა გულებს, რათა გაიყოლოს იმავე გზაზე, რომლითაც თქვენ გადაწვიტეთ იაროთ, რომელსაც მივყავართ პიროვნული სრულყოფის, ბედნიერებისა და წარმატების მწვერვალებისკენ.

P.S. 2016 წლის 16 ნოემბერს იწყება თამარ საგინაშვილის საავტორო 3 თვიანი კურსი:

«კოკო შანელის 12 ოქროს წესი წარმატებისა და თვითრეალიზებისთვის».

კურსის შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება და სურვილის შემთხვევაში მასში რეგისტრაციის გავლა შეგიძლიათ შემდეგი გვერდიდან:

http://bestcoursesforever.tilda.ws/page247777.html 

 

შევხვდებით მწვერვალზე!

 

სიყვარულით და მადლიერებით, ხვიჩა მებონია

 

19 комментариев ჩანაწერზე “„სამასმეერთე მილიონერი“… თუ პირველი წიგნი მომავალი მილიონერებისთვის?”

  1. ქეთევანი:

    :)) მადლობთ, ხვიჩა. კარგი და ფრიად სასარგებლო ამბავი გაგვიზიარეთ. 

    • admin:

      მადლობა თქვენ ქეთევან, რომ ყოველთვის ინტერესით ადევნებთ თვალს სიახლეებს ამ ბლოგზე 🙂

  2. აღფრთოვანებული ვარ, ხვიჩა!

    დიდი მადლობა ამ ნიჭიერად და გულწრფელად დაწერილი სტატიისთვის, კოლეგიალობისთვის, პოზიტიურობისთვის. კიდევ ერთხელ ვადასტურებ ჩემს პროგნოზს (თუ დიაგნოზს :)), 3 თვის წინ შენთან დაკავშირებით რომ გავაკეთე და, როგორც ძალიან მოსწრებულად აღნიშნე, მართლა გპირდები, რომ ადრე თუ გვიან (სჯობს ადრე და შენი ნებით) არაჩვეულებრივი წიგნის ავტორად მოგვევლინები 😀 ყველაფერი ამისკენ მიდის და სხვა გზას, უბრალოდ, არ დაგიტოვებ ))))))))

  3. ასეთი წიგნის წაუკითხაობა არ იქნება, თან მითუმეტეს ჩემნაირი «კითხვაგოლიკისთვის» 🙂

    ხვიჩა მაგარი მადის აღმძვრელი პოსტია, რისთვისაც დიდი მადლობა შენ! ასევე, ძალიან დიდი სურვილი გამიჩნდა, რომ მეც გადაუხადო ქალბატონ თამარს გულწრფელი მადლობა და თუ შეიძლება მითხარი სად შევიძინო ეს წიგნი?… ხოლო, ამ წიგნის წაკითხვის შემდეგ, ერთი მაგარი იდეა მომივიდა და აუცილებლად განვახორციელებ მას 😉

    • admin:

      გიორგი, უკვე შევასწორე ბმულები ჩემს სტატიაში. ახლა ის პირდაპირ ამ ბლოგის ახალ გვერდზე გადაგიყვანს, სადაც არის უფრო დაწვრილებითი ინფორმაცია წიგნზე.

  4. მზია დოლიძე:

    ამ წიგნის არსებობა გავიგე შენთან ხვიჩა როცა ამბობდი,რომ ელოდებოდი დიდი ენთუზიაზმით.ამან გადამაწყვეტინა ქალბატონი თამარი მომენახა და გამება მიმოწერა.ჩემს ასე დაინტერესებას მოჰყვა ის,რომ ქალბატონმა თამარმა წიგნი მაჩუქა,(რა თქმა უნდა შეძენას ვაპირებდი)რისთვისაც ძალიან მადლობელი ვარ მისი,ძალიან კარგი,ლამაზი პოსტი მიუძღვენი»სამასმეერთე მილიონერს».ქეთევანს დავეთანხმები და ვიტყვი არაჩვეულებრივი წიგნის ავტორად მოგვევლინები.რაც შეეხება წიგნს ძალიან გასაგებად და ლამაზად აქვს ჩამოყალიბებული ავტორს თუ რა უნდა გააკეთოს წარმატებას მსწრაფველმა ადამიანმა.

    • admin:

      უღრმესი მადლობა მზია! თქვენ არაჩვეულებრივი ადამიანი ხართ 🙂

  5. სად იყიდება, რა ღირს, რა მოცულობის წიგნია?

  6. admin:

    უღრმესი მადლობა ყველას გამოხმაურებისათვის!

    ამ ბლოგზე გაიხსნა ახალი გვერდი სახელწოდებით «ბიბლიოთეკა» სადაც თქვენ ნახავთ უფრო სრულ ინფორმაციას ამ წიგნის შესახებ.

  7. admin:

    ისე, ეტყობა სტატიაში ბმულები «სამასმეერთე მილიონერზე» ჯერ ამ ახალ გვერდზე უნდა მიმემართა და შემდეგ უკვე იქიდან შესაბამის ფეისბუქის გვერდზე 🙂 თუმცა ამის გამოსწორება ახლაც არ არის გვიანი 🙂

  8. ძალიამ მიხარია რომ ბოლოსდაბოლოს ქართულად შეიძლება წავიკითხოთ რაღაც ამდაგვარი. უღრმესი მადლობა თქვენ ამ ინფორმაციისთვის…..და კიდევ სხვა მრავალი საინტერესოსთვის…. 🙂

    • admin:

      მადლობა თქვენ, ნარმა, რომ ხშირად სტუმრობთ ამ ბლოგს და გვავსებთ პოზიტივით 🙂

      წიგნი კი მართლაც შესანიშნავია! ამაში თავადაც მალე დარწმუნდებით 🙂

  9. თამარ:

         ხვიჩა, ახლაც სრულიად გულწრფელი ვარ, ისვე როგორც წიგნის წერის პროცესში, და მართლა არ ვიცი, რა ვთქვა. ჯერ ქეთევანმა გამაოცა და გამახარა არაჩვეულებრივი წერილით და ახლა თქვენ. ისე შთამბეჭდავად წერთ, მეც მომინდა წიგნის წაკითხვა:))))))) მინდა გითხრათ, რომ დაბეჭდილი არ წამიკითხავს. ანაბეჭდებში იმდენი ვასწორე, ახლა რაიმე რომ არ მომეწონოს, მაგას ვერ გადავიტან.:))))))))
         ხვიჩა თქვენ გაქვთ ყველა თვისება და ნიჭი, რაც კარგ მწერალს სჭირდება. წერთ მარტივად და გასაგებად, ზუსტად იცით, როდის რა არის მთავარი და ამიტომ ზუსტად სვამთ აქცენტებს, აზროვნებთ ისე, როგორც უნდა აზროვნრებდეს 21-ე საუკუნის წარმატებული ადამიანი და რაც მთავარია, სათქმელი ბევრი გაქვთ. ამავე დროს ისეთი სიხარულით ყვებით სხვისი წარმატების შესახებ, რომ ისღა დამრჩენია ვინატრო, რაც შეიძლება მეტი ასე მოაზროვნე მეგობარი და ახლობელი ჩემს ირგვლივ და საერთოდ, სამყაროში.
         
         უღრმესი მადლობა მხარდაჭერისთვის თქვენ, ქეთევანს, გიორგის და ყველას, ვინც გამოგეხმაურათ.
         და კიდევ ერთი: ჩემთვის უმნიშვნელოვანესი იყო თქვენი მოსაზრება გამჭვირვალობის თაობაზე. მეც სწორედ იმიტომ ვწერდი ყველაფერს ისე, როგორც იყო, რომ ჯერ ერთი მკითხველს ეგრძნო, რომ მეც მისნაირი ადამიანი ვარ და არ ვაპირებ სადღაც ოლიმპოს სიმაღლეზე წარმოვიდგინო თავი და ვინმე დავმოძღვრო იქიდან. თანაც როდესაც შენ ამბობ, რომ სულ ცეკვა-ცეკვით გაიარე რომელიღაც გზა, რომლის გავლაც სხვას სურს, ის პირველივე წინააღმდეგობისას იფიქრებს: თუ მას იოლად გამოუვიდა, მე რატომ არ გამომდის? ანუ ჩემშია პრობლემა. და ამ პრობლემის ძიებაში, შეიძლება კარგადაც დაიკომპლექსოს თავი.

         ძალიან გავერთე წერაში, რამხელა პოსტი დამიწერია:))))

         მოკლედ, კიდევ ერთხელ და კიდევ მრავალჯერ მადლობა შეფასებისთვის და იმ საპატიო პირველი ადგილისთვის, რაც ჩემს წიგნს არგუნეთ:)))))

         პატივისცემით თამარ საგინაშვილი 

    • admin:

      მადლობა თქვენ ქალბატონო თამარ იმ დიდი სინათლისთვის და სითბოსთვის, რაც ჩვენს ყოველდღიურობაში შემოიტანეთ !

      ისე, თქვენი მომავალი კომპანიის ერთ–ერთ მომავალ კლიენტად მეც მიგულეთ 🙂 

  10. ვანო:

    romeladgilas aris es magaziebi sadac am wigns viyidi samasmerte milioneri? tusheidleba………… vanobaqradze@gmail.com

    • admin:

      ვანო, რამდენადაც ვიცი ეს წიგნი იყიდება «ლიბრას» და «ბიბლუსის» მაღაზიების ქსელში

  11. გიორგი რდ ბერიძე:

    მადლობა ბატონო ხვიჩა, ამ ყველაფრისათვის და დახმარებისათვის. ამით შენ ბევრ ადამიანს ეხმარები, პირველ რიგში მე დამეხმარეთ და პიროვნულ ზრდას ვხედავ ჩემში ნელნელა. მადლობა ასეთი საინტერესო და კარგი ბლოგებისთვის.

დატოვეთ კომენტარი