რა არის პრობლემა — წინააღმდეგობა თუ შესაძლებლობა?

თევზსაჭერი გემი

 

იაპონელები უძველესი დროიდან მისდევენ თევზჭერას. ოდითგანვე თევზი მათი ყველაზე საყვარელი კერძი, ხოლო თევზჭერა ყველაზე სარფიანი საქმე იყო, მაგრამ რაც უფრო იზრდებოდა კუნძულის მოსახლეობა, მით უფრო ძნელი იყო თევზის მოპოვება სანაპიროს სიახლოვეს და მეთევზეებს თანდათანობით სულ უფრო და უფრო შორს უწევდათ ოკეანეში შესვლა. 

და რაც უფრო ღრმად  შედიოდნენ ოკეანეში, მით უფრო დიდხანს უნდებოდნენ უკან დაბრუნებას, თევზი თანდათან ძველდებოდა, კარგავდა გემოს და კარგავდა ღირებულებას, ამიტომ  მეთევზეებმა დაიწყეს გემებზე დიდი მაცივრების დამონტაჟება, მაგრამ გაყინულ თევზს მაინც სხვა გემო ჰქონდა და ისე არ იყიდებოდა, როგორც ახალი.მაშინ თევზსაჭერ გემებზე დაიწყეს უზარმაზარი წყლის რეზერვუარების განთავსება. თევზს ამ რეზერვუარებში აგროვებდნენ, სანამ ისინი არ გაივსებოდა და მერე ბრუნდებოდნენ უკან. ამ ხნის განმავლობაშ  მათ კვებავდნენ და ცოცხლად მოყავდათ კუნძულზე. მაგრამ, რადგანაც თევზები დიდი ხნის განმავლობაში, თითქმის უძრავად იმყოფებოდნენ ამ რეზერვუარებში, ისინი მაინც კარგავდნენ ახალი თევზისთვის ჩვეულ გემოს და შესაბამისად  ეცემოდა მათი ფასი.

საზრიანმა იაპონელებმა იფიქრეს, იფიქრეს და შემდეგი რამ მოიფიქრეს: ისინი თითოეულ რეზერვუარში სვამდნენ მომცრო ზომის ზვიგენს. ზვიგენები, მართალია თევზის ნაწილს ჭამდნენ კუნძულზე დაბრუნებამდე, მაგრამ დანარჩენი, რაც გადარჩებოდა ინარჩუნებდა ცოცხალ გემოს და ისეთივე იყო რგორც ახლად დაჭერილი თევზი. რატომ?  – ზვიგენის არსებობა რეზერვუარებში თევზებს აიძულებდა ყოფილიყვნენ მუდმივ მოძრაობაში!

როგორ ვიქცევით ადამიანები?

სანამ ჩვენ გარშემო არ არიან ზვიგენები (ჩვენი პრობლემები) ჩვენც მოშვებულები ვართ და მივყვებით ცხოვრების დინებას.

მაგრამ როცა ვდგებით გამოწვევების წინაშე, მაშინ სამწუხაროდ მხოლოდ ერთეულები იღვიძებენ და იწყებენ მოქმედებას, ხდებიან  უფრო ენერგიულები, სიცოცხლისუნარიანები, უფრო კრეატიულები! ხოლო უმრავლესობა – აღიქვამს პრობლემას როგორც რაღაც გადაულახავ წინაღობას, ვარდება დეპრესიაში, იწყებს წუწუნს, გარშემო ყველას და ყველაფრის დადანაშაულებას ან საერთოდ წყევლის თავის გამჩენს,  ბედ–იღბალს, საბოლოოდ ინადგურებს ნერვებს და ცხოვრებას.

ჩემთვის ნებისმიერი პრობლემა, თუნდაც უმნიშვნელოც კი,  ყოველთვის იქცეოდა ერთგვარ ტრაგედიად, სადაც თავად პრობლემურ სიტუაციაში ყოფნა იყო ყველაზე უფრო დამთრგუნველი და საშინელი. ის უფრო მეტ ზიანს მაყენებდა, ვიდრე შეეძლო მოეყენებინა თავად მიზეზს, რომელმაც გამოიწვია ეს პრობლემა ან შედეგს, რომელიც შეიძლებოდა მოჰყოლოდა მის არ გადაწყვეტას.

მე იმდენად „შემიპყრობდა“ ხოლმე პრობლემაზე ფიქრი, რომ ჩემი გონება მთლიანად ამით იყო დაკავებული და ვინაიდან ჩვენ ვღებულობთ მხოლოდ იმას, რასაც გავცემთ, მე ვერ ვახერხებდი შესაძლებლობების შემჩნევას და ვღებულობდი კიდევ უფრო მეტ პრობლემას.

არადა როგორც ნაპოლეონ ჰილი ამბობდა: „ყოველ უსიამოვნებაში დევს იმავე ან უფრო მეტი დოზით შესაძლებლობა სარგებლის მიღებისა!“

მთავარია ვისწავლოთ აღვიქვათ პრობლემა, როგორც გამოცდა და არა როგორც სასჯელი და თუ ჩვენ ვირწმუნებთ, რომ ამ გამოცდის ჩაბარება შეგვიძლია, მაშინ მთელი ჩვენი შინაგანი რესურსები იწყებენ მუშაობას ამ მიზნით და აუცილებლად დაგვანახებენ გამოსავალს, ვინაიდან ყველა პრობლემასთან ერთად, ჩვენ გვეძლევა საკმარისი ენერგია, პოტენციალი ამ პრობლემის მოსაგვარებლად, მხოლოდ ჩვენი დამოკიდებულება, რეაქცია მათზე და ჩვენი ეჭვები, რომ ვერ გადავლახავთ ამ წინაღობას, გვიშლის ხელს. ისინი ყოველთვის დგანან ბარიერად პრობლემასა და მისი გადაწყვეტის გზებს შორის და მხოლოდ რწმენას შეუძლია მოშალოს ეს ბარიერი.

პირველ კლასელ ბავშვს ასწავლიან ანბანს და ყოველი ასო–ბგერის სწორად დაწერაზე და წარმოთქმაზე ის ღებულობს ფრიადს, (დღეს მგონი 10–იანია 🙂 ) მაგრამ მე–5 კლასელი ვერ მიიღებს მაღალ ნიშანს მარტო ანბანის ცოდნაში. ყველა კლასში მოსწავლეს ეძლევა შესაბამისი დონის ამოცანა გადასაჭრელად.

ზუსტად ასევე გვექცევა ცხოვრებაც. ის გვაძლევს მხოლოდ იმ ამოცანას რომლის გადაჭრაც ჩვენ ხელგვეწიფება მოცემულ ეტაპზე.  ყველა პრობლემა, რომელიც ჩნდება ცხოვრებაში, გვეძლევა ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში და მხოლოდ ჩვენზეა დამოკიდებული როგორ აღვიქვათ მათ, როგორც შანსს, თუ როგორც გადაულახავ წინაღობას.

ერთმა ცნობილმა, ფეხსაცმელების მწარმოებელმა ფირმამ, გასული საუკუნის დასაწყისში, აფრიკის ერთ–ერთ სახელმწიფოში გააგზავნა თავისი აგენტი იქაური ბაზრის შესასწავლად. ცოტა ხანში ხელმძღვანელობამ მიიღო აგენტისგან დეპეშა:

„აზრი არა აქვს აქ ჩემს ყოფნას. აქ არავის სჭირდება ფეხსაცმელი, აბსოლუტურად ყველა ფეხშიშველი დადის.“

ფირმამ გამოიწვია აგენტი.

რამოდენიმე წლის მერე გადაწყვიტეს ხელმეორედ ეცადათ ბედი და კვლავ გააგზავნეს იმ ქვეყანაში უკვე სხვა წარმომადგენელი. ცოტა ხანში მისგან მიიღეს დეპეშა:

სასწრაფოდ გამომიგზავნეთ ყველა პარტია პროდუქციისა რაც კი გაგაჩნიათ, აქ არავის აცვია ფეხსაცმელი, ყველა აბსოლუტურად ფეხშიშველი დადის!

სწორედ ამა თუ იმ მოვლენაზე ჩვენი დამოკიდებულება, ჩვენი მათზე რეაქცია განსაზღვრავს წარმატების გზით მივდივართ ჩვენ თუ პირიქით, ვშორდებით ამ გზას.

ფსიქოლოგ რობერტ რესნიკის ფორმულა გვეუბნება რომ შედეგი=მოვლენას+გამოხმაურება. მოვლენა ეს არის ყველაფერი, რაც ხდება ჩვენს ცხოვრებაში  და რაც ჩვენზე არ არის დამოკიდებული (მაგ. ეკ.კრიზისი, ინფლაცია, სტიქიური უბედურებები, და.ა.შ.), გამოხმაურება კი ეს არის ჩვენი რეაგირება ამ მოვლენებზე, ჩვენი დამოკიდებულება მათდამი. თუ ჩვენ არ გვაწყობს ჩვენს ცხოვრებაში მიღებული რომელიმე შედეგი, უნდა დავფიქრდეთ, მოვლენებზე როგორმა რეაქციამ მოგვიყვანა აქამდე, როგორი აზრები, გრძნობები და ქმედებები უძღოდა წინ იმ შედეგს, რომელიც გვაქვს ახლა.

დააკვირდით რა ადვილია იმ მოვლენების შეფასება რომელიც მოხდა წარსულში და მათში იმ შესაძლებლობების აღმოჩენა რომელსაც მაშინ ვერც კი ვამჩნევდით, მაგრამ თუ ამ შესაძლებლობების დანახვა შესაძლებელია ახლა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ისინი არსებობდნენ იმ მომენტშიც როცა ეს მოვლენა ხდებოდა?

ამიტომ, აღიქვით პრობლემა არა როგორც დაუძლეველი წინაღობა, კედელი აღმართული თქვენსა და თქვენს მიზანს შორის, არამედ როგორც კიბე, რომლის თითოეული საფეხურის ნაბი–ნაბიჯ დაძლევითაც თქვენ შეძლებთ მიზანთან მიახლოებას.

იცოდეთ, რაც თქვენ გეჩვენებათ პრობლემად, მოხდა იმისთვის, რომ თქვენ კიდევ უფრო წინ წახვიდეთ პიროვნული ზრდის თვალსაზრით.

თქვენი ამოცანაა თვით ნეგატიურშიც კი ეძებოთ პოზიტიური, ან ყოველი შემთხვევისთვის გჯეროდეთ, რომ მასში არის პოზიტიური მომენტებიც მიუხედავად იმისა რომ თქვენ ამას ვერ ამჩნევთ.

ძნელია? დიახ, მაგრამ არა შეუძლებელი!

ნებისმიერ შესაძლებლობას, ცხოვრებაში წარმატების მიღწევისა, თან ახლავს პრობლემებიც, და ეს არის ერთგვარი  გამოცდა რომელიც ავლენს თუ რამდენად სერიოზულია ჩვენი განზრახვა, ხოლო პრობლემების დაძლევით  ჩვენ ვხდებით გამარჯვებულები და თან რაც უფრო მიზანდასახული და ჭკვიანია ადამიანი, მით უფრო მეტ სიამოვნებას ღებულობს ის ამ გამარჯვებით.

ასე რომ, შეწყვიტეთ ფიქრი პრობლემებზე, თუ არ გინდათ ცხოვრება მოიწამლოთ.

უბრალოდ ირწმუნეთ რომ შეგიძლიათ მათი მოგვარება და  თუნდაც მარტო ეს რწმენა გახდება ერთგვარი მაგნიტი, რომელიც მოიზიდავს საჭირო იდეებს, გარემოებებს, ადამიანებს, მოვლენებს, რომლებიც დაგანახებენ შესაძლებლობებს ამ პრობლემების გადაწყვეტისა.

ნუ ეცდებით ცხოვრების სიძნელეებისგან თავის არიდებას, ისწავლეთ მათთვის თვალის გასწორება!

ნუ შეგეშინდებათ ზვიგენების თქვენს რეზერვუარებში!

სიყვარულით და მადლიერებით, ხვიჩა მებონია

P.S. თქვენ როგორ ფიქრობთ, რა არის პრობლემა – წინააღმდეგობა თუ შესაძლებლობა? შანსი თუ სასჯელი? ძალიან მაინტერესებს თქვენი მოსაზრებები ამის შესახებ, ამიტომ გთხოვთ გამოხატოთ ისინი კომენტარების სახით და აგრეთვე, გაუზიარეთ ეს პოსტი თქვენს მეგობრებს ქვემოთ განთავსებული სოციალური ქსელების ღილაკების მეშვეობით.

უღრმესი მადლობა და მომავალ შეხვედრამდე!

 

 

42 комментария ჩანაწერზე “რა არის პრობლემა — წინააღმდეგობა თუ შესაძლებლობა?”

  1. შესანიშნავია, ხვიჩა! სიტყვები არ მყოფნის, გეფიცები — ეს კი საკმაოდ იშვიათად მემართება 🙂
    მწყობრი მსჯელობა, საუცხოო მაგალითები, საინტერესოდ შერჩეული თემატიკა… მაგარია! როგორ ვამაყობ, რომ ამ საქმიანობისკენ გიბიძგებდი :გაბღენძილი სმაილიკი: 
    პირდაპირ დამაჯერე, რომ… ზვიგენები ჩვენი მეგობრები არიან 😀
     
     
     
     
     

    • admin:

      უღრმესი მადლობა ქეთევან!

      შენ არა მარტო მაშინ მიბიძგებდი ამისკენ, არამედ დღესაც მუდმივად მამხნევებ და სტიმულს მაძლევ  რჩევებით, კომენტარებით… ეს ყველაფერი ძალიან მეხმარება და რა თქმა უნდა მიზიდულობის კანონიდან გამომდინარე, დარწმუნებული ვარ რომ ეს სიკეთე აუცილებლად დაგიბრუნდება, თანაც ასმაგად! თუმცა ეს ხომ შენც იცი 🙂  

  2. ხვიჩა, საუცხოოდ გადმოცემული უძლიერესი პოსტია!!! ამას ჰქვია, რომ ერთ-ერთი შენი მოწოდება იპოვე, რაც სერიოზულ შედეგს მოგიტანს გრძელვადიან პექრსპექტივაში!

    ამასთან დაკავშირებით პატარა გზავნილი «სამუშაო ოთახშიც» დაგიტოვე 😉

    რაც შეეხება თავად პოსტს, როგორც უკვე გითხარი მშვენიერია, მაგრამ თუ აბტრაქტულ საუბარს კონკრეტიკისკენ მივმართავთ, გეტყვი, რომ შენ დღეს ერთ-ერთი წარმატების ფორმულა გაავრცე და ლამაზად ფორმულირებული, ლარნაკით მიართვი შენს ძვირფას მკითხველს.

    პრობლემების ფასდაუდებელ სარგებელზე მეც არაერთხელ დამიწერია ჩემს სტატიებში (და კიდევ მრავალჯერ დავწერ) იმიტომ, რომ სწორედ პრობლემების გადაჭრის შემდეგ ხდება ძლიერი ინდივიდის ფორმირება!!!

    გაიხარე და დიდი მადლობა! ყოველთვის სიამოვნებით ვკითხულობ და ვაკომენტარებ შენს პოსტებს!!! 😉 

    • დიდი მადლობა გიორგი!  

      შენი ასეთი შეფასება უკვე ძალიან ბევრს ნიშნავს ჩემთვის!

      და რადგან სტატიები მოგწონს, თავს უფლებას მივცემ განვაცხადო, რომ შენ და ქეთევანი ფაქტიურად თანაავტორები ხართ ყველა სტატიისა, ვინაიდან, რომ არა თქვენ, არც კი ვიცი დაიწერებოდა თუ არა ისინი 🙂 

      აი გზავნილს კი გულდასმით შევისწავლი, დარწმუნებული ვარ იქ მორიგი, ძალზე სასარგებლო რჩევა იქნება 🙂 

  3. ძალიან მაგარი პოსტია. დიდი მადლობა.   «ისტორიებიც » ძალიან კარგად არის ჩართული. გამახსენდა ლელდღუნიას სიტყვებიც მგზავრის წერილიდან. როდესაც ამბობს  მდგარ წყალში თეზი არ იცის, მაგრამ ყვირალა თერგში როგორი კალმახიაო. მოძრაობა ქვეყნის წარმატების მიზეზიო…  
     
    გისურვებთ წარმატებებს. მუთმენლად ველოდები თქვენს შემდეგ პოსტს. მადლობთ 🙂 
     
     

    • მადლობა შენ დავით, რომ უკვე ერთგული მკითხველი ხარ ამ ბლოგის და ამავდროულად ყოველთვის აფიქსირებ შენს მოსაზრებებს, თანაც ძალზე საინტერესოდ და შთამბეჭდავად ფორმულირებულს!

  4. ქეთი:

     ყოველი ახალი პოსტის წაკითხვისას ვფიქრობ, რომ წინაზე უმაგრესია და ამაზე უკეთესი რა უნდა იყოს, მაგრამ თურმე ვცდები, საინტერესოა, სად გადის შენი შეასაძლებლობების ზღვარი…
    პოსტის პირველი წაკითხვისას საოცრად გამაოცე, რადგან თითქოს  მელაპარაკები და ყველა ჩემი პრობლემა იცი და დარიგებასაც მაძლევ. კი მაგრამ რატომ აკეთებ ამას, შენთვის სულერთი არ არის ვინ როგორ ცხოვრობს ან რა პრობლემა აწუხებს…
    ფაქტია, რომ საოცარი ანალიზის უნარი გაქვს და ნაფიქრალის ლამაზად გადმოცემა უბადლოდ გეხერხება…
    ნეტა, რა იქნება შემდეგი თემა…  

    • admin:

      და ამას შენ მეკითხები ქეთი?  რატომ გგონია რომ ჩემთვის სულერთი შეიძლება ოყოს ვინ როგორ ცხოვრობს და რა პრობლემა აწუხებს? :)

      აი შემდეგი თემა რა იქნება ეს მეც ძალიან მაინტერესებს :D  ჯერ არ ვიცი «შთაგონება» საიდან მეწვევა :)  მაგალითად ამ პოსტის დაწერისკენ შენმა ერთ–ერთმა წინა კომენტარმა მიბიძგა :)  

  5. მარიკა:

    rogorc iiyvian, komentarebi zedmetia. mtqmels gamgebi unda da visurvebdi, rom gamgebta raodenoba gazrdiliyos.
    ar arsebobs pliusi minusis gareshe. evoluciis kanonia: ar arsebobs ganvitareba problemis gareshe. mtavaria, es shansi gamoviyenot da degradacia ar ganvicadot. 
    bunebashi is saxeobebi ganicdian evolucias, romlebsac eqmnebat eqstremaluri pirobebi da romlebsac aqvt cvlilebis unari (shecvlili genomi). xolo is saxeobebi, romlebic ver icvlebian, amowydebian xolme. ai genomis shecvla ki visi damsaxurebaa, magaze shen mipasuxe, Xvicha. 
    buneba brdzenia da tu davakvirdebit, bevri problemis gadachris magalits gvadzlevs. 

    • admin:

      შესანიშნავია მარიკა! აღფრთოვანებული ვარ შენი ტალანტით ასე არაჩვეულებრივად გადმოსცე სათქმელი!

      უღრმესი მადლობა რომ აქ გამოჩნდი. სულ რამოდენიმე დღეა რაც შემოგვიერთდი, მაგრამ უკვე ვგრძნობ რამდენს დაკარგავდა ეს ბლოგი უშენოდ! 

  6. მაია:

    ნამდვილად საინტერესო იყო. მადლობა! აი,რა სერგებლობა მოაქვთ ”ზვიგენებს”. 🙂
    ერთი შეკითხვა მაქვს (იმედია,კომენტარებში შეკითხვის დასმის უფლება გვაქვს 🙂  ) თქვენი აზრი მაინტერესებს, რა განსხვავებაა პრობლემასა და სასჯელს შორის?

    • admin:

      უღრმესი მადლობა მაია, რომ აქტიურობთ! 

      შეკითხვების დასმა რა თქმა უნდა შეიძლება 🙂 უფრო მეტიც, ეს საუცხოოა და მოხარული ვიქნები, თუ ამაში სხვებიც ჩაერთვებიან!

      ხოლო რაც შეეხება განსხვავებას: იმისთვის რომ რაიმე საგნებს, მოვლენებს ან ცნებებს შორის განსხვავებაზე ვისაუბროთ, ჯერ უნდა გავარკვიოთ რას წარმოადგენენ ისინი ცალ–ცალკე აღებული.  აი თქვენთვის მაია, რა არის პრობლემა და რა სასჯელი?   

      • მაია:

        🙂 🙂 კი,მაგრამ, მეც,  თ ი თ ქ მ ი ს იგივე არ გკითხეთ?! 🙂 თქვენი,როგორც ”პოსტის” ავტორის აზრი მაინტერესებდა.

        • admin:

          მე თქვენეული ვერსია მაინტერსებდა მაია თორემ ჩემი, როგორც პოსტის ავტორის აზრი, თავად პოსტშია 🙂

          მაგრამ ამჯერად, შევეცდები უფრო მოკლედ და მარტივად გავაკეთო ფორმულირება:

          ჩემის აზრით, პრობლემა – ეს არის შესაძლებლობა, ხოლო სასჯელი კი – შედეგი, რომელსაც ვღებულობთ ამ შესაძლებლობის  სათანადოდ არგამოყენების შემთხვევაში.

           

  7. მარიკა:

    madloba, gmerts, rom mutacia moxda. Choloyashvilebi gamochndnen.
    madloba zvigenebs. jerjerobit isini agar arian sachiro da me mat vushveb sikvarulit. 

  8. ერთი მაგალითი მინდა მოვიყვანო პირადი ცხოვრებიდან :),თუ ნებას დამრთავთ რა თქმა უნდა .
    რამოდენიმე წლის წინ ისე ვუყურებდი ცხოვრებას როგორც 95% ადამიანების .ჩემთვის ძვირფასი იყო მქონოდა სამსახური, მყოლოდა მანქანა ,მქონოდა ფული დროის გასატარებლად.ერთი დღე არ დავფიქრებულვარ, თუ რა იყო რეალურად ძვირფასი ,სამსახური ? რომელიც, მონობის ერთ-ერთი სახეობა უბრალოდ მაშინ საკვები და შიში იყო მიზეზი, ახლა ფული და შიში (ოღონდ შიში იმისა რომ ,კრედიტს რა ეშველება უსამსახუროდ!!!):).ხოდა ერთ დღეს ისევ და ისევ ჩემი სიძვირფასის ეტალონების წყალობით ,(კონკრეტულად მანქანის და დროის ტარების ,ეგრედწოდებული დალევის გამო.), მოხდა შემთხვევა რომელმაც ჩემი აზროვნება 360 გრადუსით შემოატრიალა (იმის გამო რომ პირად ტრაბახში არ ჩამითვალოთ ,მეტატ არ დავკონკრეტდები ამ შემთხვევაზე).ცოცხალ მკვდარი მხოლოდ ერთ რამეზე ვფიქრობდი, რა დავუშავე ღმერთს რომ ასეთი უბედურება მარგუნა წილად,განა ჩემზე ცუდი ადამიანები არ არსებობენ ? .ვერ ვცემდი საკუთარ თავს პასუხს ,ღმერთმა დამსაჯა თუ მიხსნა სიკვდილისაგან ?. ბოლოს როგორც იმ დღის შემდეგ გამოვლილმა ცხოვრებამ მიჩვენა ,ამ შემთხვევისგან მე მხოლოდ უდიდესი გამოცდილება მივიღე დავინახე რა არის რეალობა და რა არის სიზმარი, რა არის  სიკეთე და რა არის სიბოროტე .რა არის რეალური სამოთხე და რა არის ადამიანის სამართავად შექმნილი, ვითომ ღირებულებები ,რა არის რეალური ცივილიზაცია ის რაც ღმერთს შეუქმნია თუ ის რაც ადამიანი გამოგონებას ეძახის ,რაც რეალურად მხოლოდ აღმოჩენაა იმისა რაც უკვე შექმნილია.
    მაპატიე ხვიჩა ცოტა გადაუხვიე შენს თემას ,თუმცა აზრი ერთია უნდა გვწყუროდეს ცხოვრება და რეალური ბედნიერაბა რომელსა ისე ვერ ვხედავთ თუ არ დაგვანახეს ან თუ არ დავკარგეთ. 

    • admin:

      არა გიორგი, თქვენ თემისთვის არ გადაგიხვევიათ, პირიქით – სწორედ პრობლემასთან გამკლავების საოცარი მაგალითი მოგვიყვანეთ.

      უმრავლესობას სამწუხაროდ «წელში გადატეხავდა» ისეთი განსაცდელი რომელშიც თქვენ ერთ დროს აღმოჩენილხართ, მათთვის ის გახდებოდა სასჯელი, მაგრამ თქვენ ის აქციეთ შესაძლებლობად, შანსად ახალი ცხოვრების დაწყებისა…
      დიდებულია! მე ქედს ვიხრი თქვენი შეუპოვრობის წინაშე!

      უღრმესი მადლობა!!! 

  9. მზია დოლიძე:

    სიტყვები არ მყოფნის ისე მომეწონა,ამ პოსტში ყველაფერი გასაგებად და მარტივად არის გადმოცემული,მარტო ერთს ვიტყვი მალამოდ მომეცხო.

  10. სევე:

    xviha magari xar ra dzalian sainteresod ayalibeb yvelafers sheni msjeloba hemtvis ucxo ar aris magram mokled dzalian mexmarebi erti suli maqvs kompiutertan mivide da masachinve scheni statiebi wavikitxo ici ras vfiqrob seriozul  wigns wer faqtiurad

  11. ნათია:

    ძალიან საინტერესო, ლამაზად გადმოცემული მნიშვნელოვანი საკითხია დასმული შენს ამ პოსტში და ამისთვის დიდი მადლობა 🙂 რაც შეეხება პრობლემებს იცი უცებ გამახსენა კომპიუტერული თამაშები, ცოტა უხეში შედარებაა მაგრამ.. 🙂 როცა ყოველი წინააღმდეგობის დაძლევის შემდეგ ღებულობ სიცოცხლეებს, ბონუსებს, ზოგ შემთხვევებში იზრდები, გადადიახარ ახალ საფეხურზე და ა.შ. ასეა ცხოვრებაშიც, ყოველი პრობლემის გადალახვით ყოველთვის რაღაცას ვიგებთ და ვიზრდებით,სხვაგვარად ალბად ვერც იქნება 🙂

    • admin:

      არაჩვეულებრივი შედარებაა ნათია!

      სრულიად გეთანხმები. ყოველი პრობლემა, ეს არის ახალი გამოწვევა, ახალი ბარიერი მიზნისკენ მიმავალ გზაზე და რაც უფრო წინ მივიწევთ, მით უფრო ვიზრდებით პიროვნულად, შესაბამისად,  მით უფრო გვიადვილდება წინსვლა და მით უფრო ვუახლოვდებით საბოლოო მიზანს. მთავარია არ დავნებდეთ რაც არ უნდა გაგვიჭირდეს და არ დავყაროთ ფარ–ხმალი!

  12. მაიკო:

    გამარჯობა, მე ამ საიტზე ახალბედა ვარ და მიუხედავად იმისა, რომ ბევრის არაფრის თქმა შემიძლია თქვენს ნამუშევრებზე, ხვიჩა, უნდა ღინიშნოს, რომ ამ პოსტშიც საკმარისად ჩანს თქვენი გონივრული მოსაზრებები, შიგ ჩაქსოვილი საინტერესო ისტორიებით და რაც მთავარია — ეს ყველაფერი გაჯერებულია დიდი მონდომებით იმისა, რომ კორექტულად და შთამბეჭდავად მიიტანოთ ადამიანებამდე თქვენივე ნაამბობი…
    რაც შეეხება პრობლემას და მასთან დაკავშირებულ შეკითხვებს, მე სრულიად საფუძვლიანად და გააზრებულად ვთვლი, რომ ყოველი დაბრკოლება ცხოვრებაში უბიძგებს პიროვნებას საკუთარი თავის შეცნობისაკენ, აძლევს საბაბს, გამოიმუშაოს «იმუნიტეტი» ცხოვრებასთან საბრძოლველად, ჰმატებს გამოცდილებას… მთავარი ისაა, ვინ როგორ აღიქვამს ამ ყველაფრის არსსა და შედეგს, ვინ რას დაისახავს მიზნად… 
    ახლა კი მე გეკითხებით თქვენ, ყოველივე ამის შემდეგ, შეიძლება კიდევ კითხვის ნიშნის ქვეშ დავტოვოთ პრობლემის დადებითობა სამყაროში?
    გმადლობთ და იმედია თავი არ მოგაბეზრეთ 🙂

    • admin:

      მოგესალმებით მაიკო! კეთილი იყოს თქვენი ფეხი თუ მაუსი ( 🙂 ) ამ ბლოგზე!

      კომენტარიდან ჩანს, რომ თქვენ სწორედ წარმატების  კატეგორიებით აზროვნებთ და მე ყოველთვის უზომოდ მიხარია, როცა ასეთ ადამიანებთან ჩემი გზები იკვეთება! 

      გმადლობთ, რომ აქ გამოჩნდით და დარწმუნებული ვარ, რომ თქვენი ყოველი შემდგომი სტუმრობა ამ ბლოგზე, ორმხრივად საინტერესო და სასარგებლო იქნება! 🙂

  13. მოგესალმებით, საოცრად სასიამოვნოა თქვენი პოსტების გაცნობა– გაცნობიერება და თქვენი სტუმრების კომენტარებიც, ისეთი შეგრძნება მაქვს, კეთილშობილთა საზოგადოებაში დახვეწილად მოაზროვნეთა საღამოს სალონში მოვხდი…თემები ნამდვილად სწორად მოტანილი და სწორად ახსნილია,პოზიტივით გავსებული…სამყაროს ერთერთი კანონზომიერება ალბათ იმაში მდგომარეობს, რომ განსხვავებული ენის, რწმენის, ტრადიციებისა და ყოფიერების ადამიანებისთვის  ერთი სახეობის პრობლემებს შეიძლება განსხვავებული ფორმის,მაგრამ ერთი და იგივე შინაარსის მეთოდებით აგვარებენ.მაგალითად ტყის მასივებში მგლების განადგურება რომ დაიწყეს, შეამჩნიეს რომ ირმებისა და კურდღლების დაავადებებმა იმატა და მათი რაოდენობაც პროპორციულად შემცირდა, იძულებულები გახდნენ ისევ მოემრავლებინათ მგლები, წყალის თემაც აქტუალურადაა განხილული, დამდგარი წყალი ჭაობად იქცევა,სიცოცხლის შინაარსი მოძრაობაშია, წინააღმდეგობა გაძლიერებს, ეს ჭეშმარიტებებია…მე ყველაფერში მაინც დოზები და პროპორციები,თანაფარდობები მგონია მთავარი, იუმორნარევი ინტრიგანობით გეკითხებით:თევზების აუზში გაშვებული ერთი ზვიგენი პოზიტიური მოვლენაა  და თუ დროზე გაინძრევი, ჯანმრთელი გადარჩები, მაგრამ თუ ზვიგენებიან აუზში მოხვდები, რაც არ უნდა ყოჩაღი იყო,უცლობელი მსხვერპლი ხარ? ან თვითონ ზვიგენებისთვის სტიმულატორი რა არის,ადამიანებთან ომი თუ საკვების მოპოვება? და კიდევ დრო–რა ხანგრძლივობით შეიძლება ებრძოლო პრობლემებს ან წინააღმდეგობათა გაჭვს?ეს ახალგაზრდებისთვის აქტუალური არ არის,მაგრამ როცა შუა ხანს გასცდები და პრობლემები შენგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო გახვავდება თავზე,ასეთ ლაბირინთებში სიარული სასიამოვნო ნამდვილად არ არის!

    • admin:

      მოგესალმებით ქალბატონო მერი! ძალიან მიხარია, რომ კვლავ გვესტუმრეთ და თანაც ძალზე საინტერესო კითხვებით 🙂

      ნობელის პრემიის ერთ–ერთმა ლაურეატმა, მეცნიერმა, კითხვაზე, თუ რამ განაპირობა მისი წარმატება, უპასუხა: «ყოველდღე, როცა სკოლიდან ვბრუნდებოდი, დედაჩემი მეკითხებოდა თუ რა მოხდა იმ დღეს, მაგრამ მას აინტერესებდა არა ის, თუ რა მკითხეს, როგორ ვუპასუხე ან რა ნიშანი მივიღე, არამედ ის ყოველდღე მეკითხებოდა ერთი და იგივეს: «შენ დღეს თუ დასვი რამე ჭკვიანური შეკითხვა გაკვეთილზე?» სწორედ ჭკვიანური შეკითხვების დასმის უნარმა განაპირობა ჩემი ყველა წარმატება ცხოვრებაში!»

      თქვენ იმდენ და ისეთ აქტუალურ თემებზე და თანაც ისე საინტერესოდ სვამთ შეკითხვებს, რომ მათზე პასუხის გაცემა, არათუ ერთ კომენტარში, თითოეულს რომ ცალკე პოსტიც მიუძღვნა, რთულია 🙂 სწორედ ამიტომ არის საჭირო მსჯელობა და არამარტო ჩემი შეხედულებების მიღება ან არ მიღება, არამედ მკითხველისეული მოსაზრებების მოსმენა და განხილვა.

      ზოგადად კი შემიძლია შემდეგი გითხრათ: ჩემის აზრით, დაუსრულებელი პრობლემების ჯაჭვი იმიტომ გვახვევია ყოველთვის გარს, რომ  თვითონაც არ ვიცით სინამდვილეში რა გვინდა. არ გვაქვს გამოკვეთილი მიზანი, წარმოდგენა არ გვაქვს საით და რისთვის უნდა წავიდეთ…

      მაგალითად, გვინდა კარგი სამსახური, მაგარი სახლი, ბევრი ფული, გამორჩეული ცოლი, ქმარი და ა.შ. მაგრამ არ ვიცით კონკრეტულად როგორი, რამდენი, როდისთვის და რაც მთავარია რისთვის გვინდა ეს ყველაფერი. ვცხოვრობთ წუთიერი მოთხოვნილებებით, დღიდან დღემდე თავის გატანით, მუდმივად ვჩივით და ვწუწუნებთ იმაზე, რაც არ გვაქვს და არასდროს არ ვართ მადლიერი იმისთვის რაც გაგვაჩნია, მთელი ჩვენი აზრები მუდმივად თავად პრობლემებზეა კონცენტრირებული და არა მათი გადაჭრის გზებზე…

      მოკლედ ცხოვრების უკიდეგანო ოკეანეში ისე ვტრიალებთ, როგორც შუა ზღვაში ადამიანების გარეშე დარჩენილი ნავი და ღმერთმა უწყის სად და როდის გამოგვრიყავს… ან გამოგვრიყავს კი საერთოდ? 🙂

      უღრმესი მადლობა, რომ თქვენი სტუმრობით აქაურობას განსაკუთრებულ, საინტერესო ელფერს, შინაარს სძენთ! ჩემთვის ყველაზე დიდი სიმდიდრე ადამიანებია და თქვენი გამოჩენით მე უკვე ვგრძნობ თუ რამდენად უფრო მდიდარი გავხდი!

  14. ქეთევანი:

    გამარჯობა ხვიჩა,ძალიან მიხარია რომ შემთხვევით  ,,გადავეყარე» თქვენს პოსტს,ყურადღებით გავეცანი…კმაყოფილი ვარ…ეს თემა კი დღევანდელი ჩემი  მდგომარეობისთვის მალამოდ მომევლინა:)))ფოლკორისტი ვარ,საკმაოდ კარგი და ძლიერი,თუმცა ჩემი ნიჭიერების(არ ვაჭარბებ,ოგონდ მართლა)გამო უამრავ წინააღმდეგობას ვაწყდები,მე ძალიან მიყვარს ყველაფერი ეროვნული და რასაც ვაკეთებ ამ სფეროში მხოლოდ საქმისადმი სიყვარულის გამო და არა მალფუჭებადი წარმატების გამო…ბევრი კი ჩემს ამ ხასიათს თავის სასიკეთოდ იყენებს…დავიღალეეე,თუმცა სასოწარკვეთილი არ ვარ,უბრალოდ მომბეზრდა ამ ყველაფერზე წინააღმდეგობის გაწევა…ამავე დროს მაქვს ხასიათის ერთი საყურადღებო შტრიხი — ერთ ადგილას ვერ ვჩერდები და სულ ახალი რაღაცეების წამოწყება მინდა…შემომიჩნდა რა ეჭვის ჭია,რომ მე უნდა შევეშვა ჩემს მოღვაწეობას ფოლოკლორის სფეროში (და ის უზომო სიყვარული ინდივიდუალურ შემოქმედებით განცდებში უნდა გამოვხატო),გადავწყვიტე( და შევუდექი კიდეც )ჭრა-კერვის ხელოვნებას დავეუფლო,საკმაოდ კარგადაც გამომდის…იქნებ ზემოდხსენებული წინააღმდეგობა ჩემი ხასიათიდან გამომდინარე მე თვითონ შევიქმენი ჩემს ირგვლივ — პრობლემა,რომელმაც უნდა დამაშოროს ჩემს საქმიანობას გახდა ახალი საქმიანობის დასაბამის მიზეზი…მართლა მომბეზრდა საზოგადოებასთან ჭიდილი,განა ჩემი საქმე მომბეზრდა…ან იქნებ ნაკლებად მყვარებია?მე ჩემი პროფესიონალიზმით გამაქვს თავი,მაგრამ ამ გზაზე იმდენ ადამიანურ შურს,სივერაგეს გადავეყარე,უკვე მეშინია მეც საპასუხოდ მათი მსგავსი არ გავხედე,ეკლესია მეხმარება ასეთი პრობლემების გადალახვაში,მაგრამ მაინც დავიღალეეე…ყველაზე რთული ყოფილა საზოგადოებრივი საქმიანობა,ყველას უნდა იყოს წარმატებული სხვის ხარჯზე,შეურაცხმყოფელია როცა გამოყენებულად გრძნობ თავს…რას ვიზამ,მე სიხარულით და დიდი ინტერესით პარალელურად ვიძენ ახალ პროფესიას,სადც ასევეა შესაძლებელი ეროვნულობის და ინდივიდუალურობის გამოვლენა,და რაც მთავარია ვერავინ შეგეცილება საქმიანობაში…ზვიგენები თუმცა ყველგან არიან:)მაგრამ ამჯერად ძალიან დამშეული და დიიიდი ზვიგენი მოცურდა ჩემსკენ და მე უკვე მომბეზრდა საერთოდ ამ ტიპის ზვიგენები,ეხლა სხვა ზვიგენს გამოვიწვევ და ვნახოთ აბა რა იქნება:)))მადლობა თემისთვის,მეც წავიკომენტარე ცოტათი:)))ხშირად შემოგიხედავთ დიდი ინტერესით…:)))

    • admin:

      გამარჯობა ქეთევან! ძალიან მიხარია კიდევ ერთი ნიჭიერი, მრავალმხრივი ტალანტით დაჯილდოებული, მიზანდასახული ადამიანის ხილვა ჩემი ბლოგის მკითხველთა შორის. 

      დარწმუნებული ვარ თქვენ დაამარცხებთ ზვიგენებს რამდენიც, რა ზომის და როგორი დამშეულებიც არ უნდა იყვნენ ისინი, თუ რა თქმა უნდა არ დაკარგავთ საკუთარი ძალების რწმენას.

      თქვენი მრავალმხრივი ტალატი, პროფესიონალიზმი, ეროვნული  ღირებულებებისადმი ერთგულება გადალახავს ყველანაირ წინააღმდეგობას და «მოათვინიერებს» ნებისმიერ პრობლემას! 

      უღრმესი მადლობა, რომ ასე აქტიურად ჩაერთეთ ბლოგის საქმიანობაში. ყოველთვის ინტერესით დაველოდები თქვენს სტუმრობას.

      წარმატებებს გისურვებთ ზვიგენებზე ნადირობაში 🙂 

  15. მანანა:

    TamndaTan ufro  vixiblebi xviCa. me skolidanve momwonda Seni niWiereba,  goniereba,ganaTleba. am blogma kidev metad ganmimtkica es naazevi.
    winaagmdegobebi ( zvigenebi ) saWiroa, magram mat unda Sexedo ise, rogorc im adamianma, romelis Wiqas naxevrad savses xedavs da ara naxevrad cariels 🙂 

  16. გამარჯობა ხვიჩა, პოსტი უდავოდ აზრიანი და გასაზიარებელია ,,კი პრობლემები ნამდვილად შანსია,საკუთარი თავის დასახვეწად და რაც მეტ და რთულ პრობლემებს გადავჭრით მით მეტად დავიხვეწებით თითქმის ყველაფერშ და რაც მთავარია შიში მპოგვეხსება გარკვეული დროის მერე(და დახვეწილი ადამიანი წარმატებულთან არც ისე შორსაა,,შეიძლება ჩავთვალოთ რომ წარმატებული),,მე ვფიქრობ პრობ;ლემები ყველაზე სასაიმოვბო რამეა ,,ცხოვრებაში,,კი უცნაურად ჟგერს მაგრამ,მე პირადად პრობლემის მოგვარების შემდეგ ისეთ დიდი სიამოვნებას ვიგებ შჰიგნიდან რომ,,უბრალოდ სიტყვები ვერ ვპოულობ როგორ გადმოვცე,,,და ვგრძნობ რომ მეტი შემიდზლია  უფრო ,,ამის შემდეგ და,ა.შ,, ასე რომ პრობლემაზე ჩაციკვლა და (ნერვიულობით გართულება კი არ უნდა)ხსირად იმაზე იოლია ვიდრე ჩვენ გვგონია,,პოზიტივი უნდა,,ყველა პრიბლემას…

  17. მაიკო:

    პრობლემა არის  ადამიანის მამოძრავებელი ძალა, რაც მეტი პრობლემა აქვს ადამიანს ის მეტად იწვრთნება პრობლემის მოგვარების პროცესით და  იძენს სიძლიერეს რაც  ჭეშმარიტ ადამიანს აუცილებლად ჭირდება  და გონიერი ადამიანი პრობლემის ალტერნატიულ მოგვარების ხერხს აუციოლებლად იპოვის ……. ასე რომ პრობლემა აუცილებელია აქტიურობისა და ცხოვრების სრულად შეგრძნებისათვის

  18. ნინო:

          პრობლემა მხოლოდ საკუთარ თავში უნდა ვეძებოდ,  პრობლემები ჩვენი ქცევიდან გამომდინარე შედეგია და გეთანხმებით ეს არ არის სასჯელი. ეს არის თემა, რომელიც მოდუნების საშუალებას არ გვაძლევს,  თავისებური დოზით ადრენალინია, საკუთარი პიროვნების რეალიზაციის მოსახდენად.  

  19. ნათია:

    გამარჯობა.
    პირადად ჩემთვის პრობლემა და მისი გადაჭრა არის პირუვნულ ზრდაში კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი.
    პრობლემა მართალია არ მაშინებს , მაგრამ ზოგჯერ ერთდროულად უამრავი პრობლემა დამეხვევა თავს, რას რათქმაუნდა არ მსიამოვნებს , მათი მოგვარება უამრავ დროს მართმევს , დროს რომელისგანაც ვიღებ სიამოვნებას, მაგრამ შემდეგ ვხვდები , თუ როგორ ვიზრდები მათი გადაჭრის პროცესში.

  20. მაიკო:

    gamajoba xvicha.didi xania shens blogze ar shemovsulvar rig mizezta gamo…shemosvlistanave es statia momxvda tvalshi da damaintriga sataurma.gamogitydebi, undoblad daviwye kitxva.bolomde roca chavedi chavfiqrdi da sakutari tavis shemrcxva.chems garshemo arsebuli problemebi sxva tvalit davinaxe da mivxvd,rom rogorc yoveltvis,axlac martali xar.es probleebia romelic gvafxizlebs,gvafrtxilebs da cxovrebas gvicvlis. kargisken tu cudisken es ukve chvenzea damokidebuli.kidev ertxel madloba da dzalian gviyvarxar

    • admin:

      იცოცხლე მაიკო, მეც ძალიან მიყვარხართ, ყველაფერი კარგად იქნება! 🙂 <3

  21. მაიკო:

    shecdomebistvis bodishi klaviatura urevs 🙂

  22. გამარჯობათ ბატონო ხვიჩა. გილოცავთ ახალ წელს. მრავალს დაესწარით. მე ფსიქოლოგი გახლავართ და ვმუშაობ კონფლიქტების მართვის მიმართულებით. ასე რომ კოლეგები ვართ. საინტერესო იქნებოდა თქვენთან შეხვედრა. პატივისცემით, ალექსანდრე რუსეცკი. 597 791818

    • გმადლობთ ბატონო ალექსანდრე, თქვენც გილოცავთ, ღმერთმა გაგამრავლოთ და გაგაძლიეროთ 🙂

      მე წალენჯიხაში ვცხოვრობ, ასე რომ თუ მოხვდებით ჩვენს მხარეში, დამიკავშირდით 599 85 71 80

    • მარიამი:

      გამარჯობათ იქნებ მირჩიოთ რამე. ვხვდები რომ ეს ყველაფერი გამოცდაა მაგრამ ჩემი ერთერთი მაინც სახელად ‘პრობლემას’ ვუწოდებ.. არის ის რომ როდესაც ადამიანს ვეწინააღმდეგები ვნერვიულდები ცრემლები მასწრებს და თავს დამარცხებულად ვგრძნობ მოწინააღმდეგის თვალში და ეს საშინლად მაცოფებს. მიჭირს ემოციების კონტროლი ასეთ დროს. პატარაობაში ვერ ვბედავდი დაპირისპირებას ვინმესთან , თავის დაცვას ვერ ვახერხებდი .ამიტომ ყოველთვის შიში მიპყრობდა. ეხლა ვიწყებ პიროვნულად გაზრდას. როცა უკვე დიდი გოგო ვარ მრცხვენია ცრემლების . რა გავაკეთო რომ შევძლო ადამიანთან დაპირისპირება ისე რომ ბრძოლის ადგილი არ დავტოვო ესეთ მდგომარეობაში ?
      ეხლა გადამხდა მსგავსი შემთხვევა და ვფიქრობ იმაზე როგორ დავუმტკიცო რომ მასზე ძლიერი თუ არ ვარ მისნაირი ძლიერი მაინც ვარ და ეს არ ნიშნავდა ჩემს დამარცხებას. (ხშირად კი ასეთი შემთხვევის შემდეგ იმდენად ძლიერი ვხდები რომ სხვასთან რომ მომივიდეს კონფლიქტი ცრემლებით არ ვტოვებ ადგილს პირიქით .. ოღონდ ეს ხდება იმ დღესვე .

  23. admin:

    გამარჯობა მარიამ!პირველ რიგში უღრმესი მადლობა გამოხმაურებისთვის, შეკითხვისთვის.

    მე პირადად მსგავსი სიტუაციიდან გამოსვლა მაშინ შევძელი, როცა შევეშვი ვინმესთან დაპირისპირებას. «წინააღმდეგობის გაწევა, ბრძოლა, დაპირისპირება…» ხვდებით რამდენი აგრესიაა ამ სიტყვებში? როცა მე ვცდილობდი «მესწავლა» ადამიანებთან დაპირისპირება, ვღებულობდი კიდევ უფრო მეტ აგრესიას, რადგან ჩვენ ვიზიდავთ იმას, რაც ჩვენშია. მაგრამ ყველაფერი შეიცვლა როცა დავიწყე ერთის მხრივ საკუთარი თავში გარკვევა, ამ დაპირისპირებებში არა სხვათა დადანაშაულება, არამედ მათი მიზეზების საკუთარ თავში ძიება და მეორეს მხრივ სხვა ადამიანების მიღება და შეყვარება ისეთებად როგორიც ისინი არიან, ვისწავლე მათი აზრების, თუნდაც რადიკალურად ჩემგან განსხვავებულის, პატივისცემა…

    მსგავს სიტუაციებში შეგიძლიათ გამოიყენოთ ტექნიკა «ფსიქოენერგეტიკული აიკიდო». მის სანახავად გადადით შემდეგ ბმულზე:

    https://mebonia.com/savarjishoebi-teqnikebi/fsiqoenergetikuli-aikido.html

დატოვეთ კომენტარი