კონკურსი ბლოგზე – მოსამზადებელი ეტაპი

მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო!

უღრმესი მადლობა ყველას, ვინ სტუმრობთ ამ ბლოგს, ასევე ჩემს გვერდს ფეისბუკზე, კითხულობთ პოსტებს, გამოწერილი გაქვთ განახლებები, გვიზიარებთ თქვენს შთაბეჭდილებებს…

 

konkursi

 

თქვენი სიყვარული, თქვენი მხარდაჭერა და რწმენა იმისა, რომ ჩემი პოსტებით (სტატიები, იგავები, ისტორიები და ა.შ.), ჩემი წიგნით, გზავნილებით თუ უბრალოდ განწყობით, სარგებლობა მომაქვს სხვებისთვის, არის ის უზარმაზარი სტიმული, რომელიც მაძლევს ძალას და ენერგიას ვიმოძრაო მუდმივად წინ, გადავდგა ახალ–ახალი ნაბიჯები წარმატებისკენ ცხოვრების ყველა სფეროში და წავახალისო, მივცე მოტივაცია ყველას, ვინც შეიძლება ფეხდაფეხ მომყვება, ან შეიძლება ჩემზე წინ იყო, მაგრამ რაღაც მიზეზებით შუქი ჩაუქრა…  

ყოველი კომენტარი, რომელსაც ჩემს პოსტებზე აკეთებთ, ყოველი „ლაიქი“ თუ წერილი, რომელსაც თქვენგან ვღებულობ,  ჩემთვის არის ნამდვილი დღესასწაული, რადგან ისინი გაჟღენთილია უზარმაზარი სითბოთი და პოზიტიური ენერგიით, უდიდესი სიყვარულის და მადლიერების გრძნობით!

უღრმესი მადლობა ამისთვის ყველას!

თქვენ, ყველანი, გენიოსები ხართ, ღვთის საოცარი ქმნილებები, რომლებსაც გაქვთ უზარმაზარი პოტენციალი, ძალა, ენერგია, ნიჭი, უნარი და ტალანტი საიმისოდ, რომ თვითონაც გახდეთ საოცარი ქმნილებების ავტორები, თვითონაც მოახდინოთ სასწაულები, როგორც თქვენი, ისე მთელი სამყაროს საკეთილდღეოდ. მთავარია ირწმუნოთ, რომ ეს შეგიძლიათ.

დღეს მინდა მოგმართოთ რჩევისთვის:

გადავწყვიტე ჩავატარო კონკურსი ჩემი ბლოგის  მკითხველებისთვის, თუმცა მასში მონაწილეობის მიღება შეეძლება ყველა მსურველს.

კონკურსის წინასწარი მონახაზი ასეთია: შეირჩევა რაიმე თემა, ან თემები, რომლებზეც შემდეგ ნებისმიერი მსურველი დაწერს საკუთარ აზრს სტატიის, ჩანახატის, ნოველის თუ ასე შემდეგ სახით და გამოქვეყნდება ჩემს ბლოგზე. გამარჯვებულები შეირჩევიან სხვადასხვა კატეგორიებში: ერთს გამოავლენს სპეციალური ჟიური, რომლის ვინაობაც წინასწარ იქნება ცნობილი, მეორე გამოვლინდება ლაიკების რაოდენობის მიხედვით, მესამე თვითონ ჩემი ფავორიტი და ა.შ. ასევე იქნება სხვადასხვა სახის წამახალისებელი ნომინაციები.

დეტალურად ამ ყველაფერზე ინფორმაცია გამოქვეყნდება კონკურსის ოფიციალურად გამოცხადების შემდეგ.

ახლა კი ძვირფასო მეგობრებო, მოგმართავთ თხოვნით, მოგვაწოდოთ თქვენი იდეები კონკურსის თემებთან დაკავშირებით. მაგალითად:  შთამაგონებელი ისტორიები, საკუთარი წარმატების ისტორიები, სტატიები პიროვნულ ზრდაზე და ა.შ. მოკლედ თემა შეიძლება იყოს ნებისმიერი, მიეცით გასაქანი თქვენს ფანტაზიას და ერთად დავგეგმოთ ეს ღონისძიება, რომ ის იქცეს ნამდვილ დღესასწაულად და ამავე დროს იყოს შინაარსიანი და სარგებლის მომტანი თითოეული მისი მონაწილისათვის.

ასევე შეგიძლიათ გაგვიზიაროთ თქვენი შეხედულებები იმასთან დაკავშირებით, თუ რა სახის წამახალისებელი პრიზების მიღებას ისურვებდით ვთქვათ კონკურსზე გამარჯვების შემთხვევაში და რა თქმა უნდა ასევე დიდი სიხარულით და მადლიერებით მივესალმებით იმ ადამიანებს რომლებიც გამოთქვამენ სურვილს თვითონ დააწესონ რაიმე პრიზები, ანუ გახდნენ ერთგავრი სპონსორები ამ კონკურსისა.

მაშ ასე, ახლა დაგტოვებთ მარტო საკუთარ თავთან, რათა შეძლოთ კარგად დაფიქრება ამ ყველაფერზე და მადლიერებით დაველოდები თქვენს გამოხმაურებებს… დარწმუენბული ვარ, ჩვენ ერთად ბევრის მიღწევა შეგვიძლია… ჩვენ შევძლებთ დავგეგმოთ და განვახორციელოთ ეს კონკურსი ისეთნაირად რომ ის იქცეს დაუვიწყარ დღესასწაულად და უდიდეს მოტივაციად პიროვნილი ზრდით და თვითგანვითარებით  დაინტერესებული ყოველი ადამიანისთვის.

 

სიყვარულით და მადლიერებით, ხვიჩა მებონია

საინტერესო პოსტები

19 thoughts on “კონკურსი ბლოგზე – მოსამზადებელი ეტაპი”

  1. მადლობა, ხვიჩა კარგი წამოწყებისთვის. დავიწყებ ბოლოდან: ვფიქრობ, წამახალისებელი პრიზი შეიძლება იყოს რაიმე ტრენინგი, ელექტრონული ან აუდიოწიგნი. ერთ–ერთ თემად დავასახელებდი იუმორისტულ ისტორიებს. შეიძლება მონაწილეობაც მივიღო.

    პასუხი
    • ძალიან საინტერესო იდეებია, როგორც კონკურსის თემაზე, ისე პრიზებზე 🙂 უღრმეი მადლობა მარიკა!

      პასუხი
  2. ძლიერი ადამიანი ხარ,ხვიჩა,და კეთილშობილი.შენი ბლოგით ძალიან დიდ დახმარებას უწევ ადამიანებს.კონკურსის იდეა საინტერესოა და სტიმულის მომცემი.წიგნი ყველაზე სასურველი საჩუქარი იქნება.თემად დავასახელებდი გენდერულ უთანასწორობას.ალბათ მონაწილეობასაც მივიღებ.გისურვებ წარმატებებს.
     

    პასუხი
    • უღრმესი მადლობა ლალი! ძალიან გამახარებ თუ მონაწილეობას მიიღებ! თემაც საინტერესოა… ვიფიქრებ ამაზე 🙂

      პასუხი
  3. კეთილი საქმეებისთვის გზა ყოველთვის ხსნილია…მადლობა შენ ხვიჩა, რომ დადექი ამ გზაზე და თან უამრავ ადამიანს მიიყოლებ თან..:) რაც შეეხება თემას, კარგი იქნებოდა გვემსჯელა ისეთ საკითხებზე, როგორიცააა “ჩემი შეცდომები, რომლებმაც ბევრი მასწავლა”; ” ცხოვრების აზრი სიღრმეშია და არა სიგრძეში”; “იცვლებიან ადამიანები?”

    პასუხი
  4. Zvirfaso Xvicha! Sheni profesionaluri da gulisxmieri damokidebuleba saqmisadmi da swori midgoma, yoveltvis sasiamovnod agmafrtovanebda-xolme. Amjerad minda gitxra, aqamde tu ,,anatebda” sheni BLOGI, dges ukve ,,brwyinavs”. Es konkursi am brwyinvalebis shemadgeneli ert-erti sxivia! – Gilocav swor svlas usazgvro warmatebis magistralze!!!
    Siamovnebit vuertdebi am arachveulebriv konkurss. Gtavazobt temas: ,,Uaris dzala” (Piradi istoriebidan).
    Shefasebis forma: Laikebis mixedvit.
    Prizi piradad chemgan: Cocxali treningebis kursi (1-Cxovrebis formula; 2-Djadosnuri samkutxedis principi; 3-Fulis mimoqcevis kvadranti; 4-Garibta, sashualo da mdidarta fenis fulisdena; 5-finansuri damoukidebloba da investireba.)
    Moutmenlad veli konkursis dawyebas. Gisurvebt warmatebebs!!!

    პასუხი
    • ნინო, უღრმესი მადლობა შესანიშნავი თემისთვის და მზადყოფნისთვის, გახდე სპოსორიც. ამ უკანასკნელის მხრივ შენ პირველი მერცხალი ხარ და დარწმუნებული ვარ კიდევ ბევრს მოიყოლებ თან! 🙂

       

      პასუხი
  5. Xvicha, madloba shen, arachveulebrivi ideis shemotavazebistvis! Am ideam sheni Blogis yvela stumari unda gagvaertianos da ertimeore gagvazlierebinos, radgan dzala ertobashia, ertoba ki – chvens mizanshi!

    პასუხი
    • უღრმესი მადლობა ქეთევან. არაჩვეულებრივი ადამიანი ხარ და შესანიშნავი მეგობარი! 🙂 აი სპეციფიკას რაც შეეხება,  შენი ინფოპროდუქტები ერთნაირად ფასეული და სასარგებლოა ნებისმიერი პროფესიის წარმომადგენლისა თუ ნებისმიერი ინტერესების სფეროს ადამიანისთვის 🙂

      პასუხი
  6. გამარჯობა ხვიჩა! შესანიშნავად გამოგდის ადამიანების მოტივირება, თემების შერჩევა, და საერთოდ ვფიქრობ დროა ცოცხალი ტრენინგი ჩაატარო, სიამოვნებით დავესწრები. 

    პასუხი
  7. გამარჯობა ხვიჩა, 
    ბოდიში გვიან გამოხმაურებისათვის… სულ ვიქრობდი პასუხი დამეწერა მაგრამ…..
    სიამოვნებით დავესწრები და მივიღებ მონაწილეობას კონკურსში,
    ერთერთ პრიზად შესაძლოა ჩემი ენების კურსი დავაწესოთ, 
    თემა შესაძლოა იყოს ასეთი ” რა შეუძლია შენს გონებას”, ან “ქვეცნობიერების ძალა”, 
    “რატომ არ ვარ წარმატებული”,  “ხდება კი ბავშვობის ოცნებები?”
    შენ კარგი მოტივატორი ხარ და შეგვიძლია ამაზე ვიმუშაოთ თუ დროის სხვაობა არ შეგვიშლის ხელს, 
    მადლობა საინტერესო სტატიებისათვის

    პასუხი
    • გამარჯობა მარინა,

      უღმესი მადლობა! ძალიან გამახარე 🙂 შენი კურსი მართლაც არაჩვეულებრივი საჩუქარი იქნება!

      იდეებიც არაჩვეულებრივია! რაც შეეხება დროის სხვაობას, მშვენივრად იცი, რომ არ არსებობს დაბრკოლება რომლის გადალახვაც არ შეიძლება 🙂

       

      პასუხი
  8. batono xvicha chemi azrit jobia warmatebis sakutari istoriebi… an rogor gavimarjve sakutar tavze -)))))) memgoni umetesobas daainteresebs.

    პასუხი
    • გმადლობთ მაკა… საინტერესო იდეებია… აუცილებლად განვიხილავთ 🙂

      პასუხი

Leave a Comment

Comment moderation is enabled. Your comment may take some time to appear.