კონკურსი

 

კონკურსი დაიწყო

 

საუკეთესო პოსტი (სტატია, ჩანახატი, ესსე, ნოველა, ლექსი და ა.შ.) პიროვნული ზრდის თემაზე.

 

მონაწილეობის პირობები:

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ მსურველს. მიუხედავად მისი ეროვნებისა, ასაკისა, სქესისა, რასისა და აღმსარებლობისა!

არავითარი შეზღუდვა თემის არჩევისას. კონკურსანტების მიერ წარმოდგენილი ნაშრომები უნდა აკმაყოფილებდეს ერთადერთ პირობას: უნდა შეესაბამებოდეს ბლოგის თემატიკას – პიროვნული ზრდა და თვითგანვითარება.

 

1.საკონკურსოდ წარდგენილი გვერდების რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს სამ (3) გვერდს (ჩვეულებრივი ვორდის ფაილი). შრიფტი – Sylfain, შრიფტის ზომა  11-12

2. ტექსტი უნდა იყოს შედგენილი ქართულ ენაზე

3. აუცილებლად უნდა იყოს მითითებული ავტორის სახელი, გვარი, ელფოსტის მისამართი და ტელეფონის ნომერი

შენიშვნა: კონკურსანტის სურვილის შემთხვევაში, დაიშვება მისი ნამუშევარის ფსევდონიმით გამოქვეყნება, მაგრამ კონკურსის ორგანიზატორებს აუცილებლად უნდა ჰქონდეთ სრული მონაცემები ავტორის შესახებ.

 

გამარჯვებულის გამოვლენა

 

გამარჯვებულის გამოვლენა მოხდება შემდეგნაირად:

კონკურსანტის მიერ გამოგზავნილ თითოეულ პოსტს განიხილავს სპეციალური ჟიური (შემადგენლობა იხილეთ ქვემოთ) და გადაწყვეტს მისი კონკურსზე დაშვება – არ დაშვების საკითხს.

ყველა ნამუშევარი, რომელიც ჟიურის გადაწყვეტილებით დაშვებული იქნება საკონკურსოდ, გამოქვეყნდება ბლოგზე www.mebonia.com რუბრიკაში „კონკურსი“ და ბლოგიდან გაზიარდება ფეისბუქის გვერდზე „პიროვნული ზრდა და თვითგანვითარება“.

გამარჯვებულად ჩაითვლება ის ნამუშევარი, რომელიც მიიღებს ყველაზე მეტ „ლაიქს“.

ყურადღება: გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ გამარჯვებულის გამოვლენისას მხედველობაში მიიღება, საკონკურსო მასალის მიერ მხოლოდ ამ ბლოგზე მიღებული «ლაიქების» რაოდენობა.

 

პრიზები:

 

 1.    პირველი ადგილი :

 

1. ინდივიდუალური კოუჩსესია ქართველ კოუჩთან, ტრენერთან და მწერალთან, პიროვნული ზრდის თემატიკაზე შექმნილი ერთ–ერთი პირველი წიგნის „სამასმეერთე მილიონერი“–ს ავტორთან თამარ საგინაშვილთან

 

2. უცხო ენების შემსწავლელი ცნობილი ონლაინ ლინგვოტრენაჟორის EN101 -ის უმაღლესი პაკეტი – Advanced pack  1 წლით უფასოდ.

 

 

 2.    მეორე ადგილი :

 

1. გამარჯვებულის არჩევით ერთ–ერთი ელექტრონული წიგნი ქვემოთ ჩამოთვლილთაგან:

 

 2. პერსონალურად პრიზიორისთვის მიძღვნილი ლექსი პოეტ ნანა  გოგოლაურისაგან

 

 3.    მესამე ადგილი :

1.    ელ.სახელმძღვანელო: „როგორ გავაკეთოთ საიტი – სიყვარულის ახსნა“ (ავტ. ქეთევან გოგიაშვილი)

 

 ჟიურის რჩეული

 

გარდა ძირითადი ნომინაციისა, სპეციალური ჟიურის მიერ დასახელდება ნაშრომი ნომინაციისთვის – „ჟიურის რჩეული“, რომლის ავტორიც მიიღებს შემდეგ პრიზებს:

 

 1. პირადი კონსულტაცია და მასტერკლასი ცნობილ რუს ტრენერთან, კოუჩთან, ადამიანის დანიშნულების დიაგნოსტიკის აღიარებულ ოსტატთან ვლადიმერ ივანოვთან (რუსულ ენაზე)

2. წიგნი „სამასმეერთე მილიონერი“ – ავტორი თამარ საგინაშვილი (ბეჭდური გამოცემა)

 

 

ეფასების კრიტერიუმები

 

1. შესაბამისობა ბლოგის თემატიკასთან

 

საკონკურსოდ წაროდგენილი პოსტი (სტატია, ჩანახატი, ესსე, ნოველა, ლექსი და ა.შ.) უნდა პასუხობდეს ბლოგის თემატიკას.

საორიენტაციოდ გთავაზობთ კონკურსის ანონსის შემდეგ,  ბლოგის მკითხველების მიერ შემოთავაზებულ თემებს:

  1. საკუთარი წარმატების გასაღები
  2. ბავშვობის ოცნებები
  3. უარის ძალა
  4. მე გავიმარჯვე საკუთარ თავზე
  5. ქვეცნობიერის ძალა
  6. რა შეუძლია შენს გონებას
  7. ჩვენი შესაძლებლობების მაქსიმუმი
  8. თანამედროვე ზღაპრები დიდებისათვის
  9. პატიება,
  10. მადლიერება,
  11.  სიყვარული,
  12. სინანული
  13. ჯანმრთელობა, სხეულის სილამაზე
  14. ჩემი შეცდომები, რომლებმაც ბევრი მასწავლა
  15. იუმორისტული ისტორიები
  16. შთამაგონებელი ისტორიები
  17. გენდერული (უ)თანასწორობა
  18. ფინანსები და ფულის მართვა

და ა.შ.

 

2. ტექსტის უნიკალურობა.

ტექსტის ავტორი უნდა იყოს თავად კონკურსანტი და ამავე დროს ის  არ უნდა იყოს მანამდე გამოქვეყნებული სხვა რომელიმე ინტერნეტრესურსზე.

 

3. გადმოცემის ორიგინალური სტილი

უპირატესობა მიენიჭება ისეთ პოსტებს, რომლებშიც ავტორი ორიგინალური, სახასიათო სტილით გადმოსცემს საკუთარ ნააზრევს.

 

კონკურსანტების მიერ გამოგზავნილი ყველა მასალა გაივლის წინასწარ შერჩევას და მისი საკონკურსოდ გამოქვეყნება–არგამოქვეყნების საკითხს გადაწყვეტს სპეციალური ჟიური.

საკონკურსო თემების რაოდენობა შეზღუდული არ არის. თითოეულ კონკურსანტს შეუძლია გამოაგზავნოს იმდენი თემა, რამდენიც მოესურვება. კონკურსში მონაწილეობას მიიღებს ყველა ნაშრომი.

 

ვადები

 

საკონკურსო ნაშრომების მიღება იწყება სტატიის გამოქვეყნების დღიდანვე მისამართზე konkursimebonia@gmail.com  და გრძელდება 2013 წლის 6 დეკემბრის 24:00 საათამდე.

საკონკურსო ნაშრომის ჟიურის მიერ განხილვის და ბლოგზე განთავსების ბოლო ვადაა 2013 წლის 9 დეკემბრის 24:00 საათი.

ხმების (მიღებული „ლაიქების“) დათვლა შეწყდება 2014 წლის 10 იანვარს 24:00 საათზე.

კონკურსის შედეგები გამოცხადდება 13  იანვარს, ბლოგზე www.mebonia.com და ფესიბუქის გვერდზე „პიროვნული ზრდა და თვითგანვითარება“.

  

ჟიურის შემადგენლობა

 

1. ქეთევან გოგიაშვილ – ონლაინ ჟურნალისტი, კოპირაიტერი, ინფომარკეტინგის სპეციალისტი, პროექტის infobiz.ge (ინფობიზნესი საქართველოში) და სხვადასხვა თემატიკაზე შექმნილი ელექტრონული წიგნებისა და კურსების ავტორი.

2. თამარ საგინაშვილი – სამოტივაციო ტრენერი, კოუჩი, მწერალი, ავტორი პიროვნული ზრდის თემატიკაზე შექმნილი პირველი ქართული ბეჭდური წიგნისა „სამასმეერთე მილიონერი“

3.  გიორგი თვალაძედამოუკიდებელი მეწარმე; ქართული პერსონალური ონლაინ ბიზნესის პიონერი; მაგნიტური მარკეტინგის სპეციალისტი; ექსპერტი სულიერ/პიროვნულ/პროფესიონალური განვითარების ტექნოლოგიებში; „კოუჩი“ ტრენერი–პრაქტიკოსი. პროექტ INTELEQTIKA – ს ავტორი.

 

 

კონკურსის ადმინისტრატორი

 

სოფიო აშვილი 

 

e-mal : konkursimebonia@gmail.com    

facebook – sofio chitashvili  ;  

ტელ.  577 329 886

 

 

სპონსორები:

 

1. ქეთევან გოგიაშვილ – ონლაინ ჟურნალისტი, კოპირაიტერი, ინფომარკეტინგის სპეციალისტი, პროექტის infobiz.ge (ინფობიზნესი საქართველოში) და სხვადასხვა თემატიკაზე შექმნილი ელექტრონული წიგნებისა და კურსების ავტორი.

2. თამარ საგინაშვილი – სამოტივაციო ტრენერი, კოუჩი, მწერალი, ავტორი პიროვნული ზრდის თემატიკაზე შექმნილი პირველი ქართული ბეჭდური წიგნისა „სამასმეერთე მილიონერი“

3.  გიორგი თვალაძე – დამოუკიდებელი მეწარმე; ქართული პერსონალური ონლაინ ბიზნესის პიონერი; მაგნიტური მარკეტინგის სპეციალისტი; ექსპერტი სულიერ/პიროვნულ/პროფესიონალური განვითარების ტექნოლოგიებში; „კოუჩი“ ტრენერი–პრაქტიკოსი. პროექტ INTELEQTIKA – ს ავტორი.

4. ვლადიმირ ივანოვი –  რუსი ტრენერი დო კოუჩი, ლადინის მეთოდით ადამიანის დანიშნულების დიაგნოსტიკის ექსპერტი, პოზიტიური ფსიქოლოგიის ცენტრ «ФЕИ» –ის დამფუძნებელი

5. ნანა გოგოლაური – ქართველი ემიგრანტი პოეტი

6. მარინა გაბუნია – მოულენბერგის კოლეჯში (ქ. ალენთაუნი, აშშ, პენსილვანია)  მოღვაწე ქართველი პედაგოგი და ინტერნეტ მარკეტერი.  დისტანციური  უცხო ენების კურსის, ლინგვოტრენაჟორ En 101 – ის  თანაავტორი და მისი ქართული თარგმანის ავტორი. პიროვნული განვითარების თემატიკაზე შექმნილი ინგლისურენოვანი ბლოგის http://marigoga.empowernetwork.com ავტორი.

 

დაწვრილებითი ინფორმაციისათვის შეგიძლიათ მიმართოთ კონკურსის ადმინისტრატორს: სოფიო ჩიტაშვილს : e-mal : konkursimebonia@gmail.com     facebooksofio chitashvili  ;  ტელ.  577 329 886

 

მონობიდან მბრძანებლობამდე… ანუ — რაშია წარმატების ჯადოქრობა?

კაიროს ე.წ. „მკვდართა ქალაქში“ რამოდენიმე ყველაზე ცნობილი ადამიანის უკანასკნელი განსასვენებელია.  მათგან ერთ–ერთში განისვენებს ალი ბეი ალ ქაბირი – ეგვიპტის ყველაზე სახელგანთქული მმართველი. ისტორიკოსები მას ახალი ეგვიპტის ფუძემდებლად მოიხსენიებენ, ხოლო მადლიერი თანამემამულეები კი „ქარბუქთა დამაოკებელს“ და „ორი ზღვის ყაენს უწოდებდნენ.“

ali-bei-al-kabir

მისი საფლავის პირდაპირ აღმართულია მავზოლეუმი, სადაც განისვენებს „კაიროს თეთრ განძად“ წოდებული ნაფისა ხანუმი – უმშვენიერესი ცოლი დიდი ალი ბეისა. ქალი რომელმაც სიცოხლეშივე დაატყვევა მთელი აღმოსავლეთის სამყარო თავისი სილამაზით, გონიერებითა და განსწავლულობით, ქალი, რომლის გამბედაობამაც ქედი მოახრევინა ამაყ ნაპოლეონ ბონაპარტეს, ხოლო მისი დიპლომატიური ნიჭის წყალობით შესაძლებელი გახდა ფრანგებისა და  მამელუქი ბეგების შერიგება და ამ უკანასკნელთა მშვიდობიანი დაბრუნება ქაიროში, რომლის გამოც ნაფისა ხანუმს თანამედროვეებმა კიდევ ერთი ზედმეტსახელი „უმალ მამალიკ“ (მამლუქთა დედა) შეარქვეს.    გაგრძელება »

ოქრო თუ ნაგავი? – ანუ, ვინ რას უზიარებს გარშემომყოფებს

oqro-tu-nagavi

ხანდახან გვეჩვენება, რომ გარშემომყოფებს არ ესმით, თუ რამდენად კარგი ადამიანი ვართ, ვერ ამჩნევენ ჩვენს ღირსებებს. რა არის ამის მიზეზი?  გაგრძელება »

კოუჩინგის ძალა — მითი თუ რეალობა

 

ერთხელ, ოკლახომას შტატის ერთ–ერთ მივარდნილ ადგილას, მიწის ნაკვეთზე, რომელიც ერთ მოხუც ინდიელს ეკუთვნოდა, ნავთობის საბადო აღმოაჩინეს. მთელი ცხოვრება ამ ინდიელმა გაატარა უკიდურეს სიღარიბეში და აი ახლა, ის, მოულოდნელად იქცა ძალიან მდიდარ ადამიანად.

პირველი, რაც მან შეიძინა, იყო უახლესი მოდელის დიდი ტურისტული კადილაკი. ყოველ დილით ის გამოეწყობოდა ფრაკში, დაიხურავდა ლაკირებულ ცილინდრს, ჩაჯდებოდა თავის ავტომობილში და გაეშურებოდა ქალაქისაკენ…

kadilak

გზად მოხუცი ცილინდრის მოხდით და ღიმილით ესალმებოდა ყველას, ვიც არ უნდა შეხვედროდა. იგივეს აგრძელებდა ქალაქის ქუჩებშიც. ის გამუდმებით ატრიალებდა თავს მარჯვნივ და მარხცნივ, აძლევდა სალამს ყველა გამვლელს და თან ყველასთან ასწრებდა თითო სიტყვის გადაკვრას და ამ ყველაფერს ისე აკეთებდა რომ მანქანას არ აჩერებდა. ანუ ის მოძრაობდა ისე, რომ ფაქტიურად გზას არც უყურებდა, მაგრამ არასდროს არ მომხდარა, რომ ვინმეს არ რამეს დაჯახებოდა ან რამე სხვაგვარი საავარიო სიტუაცია შეექმნა და მიეყენებინა ვინმესთვის რაიმე სახის ფიზიკური ან მატერიალური ზარალი…     გაგრძელება »

ჯუჯა თუ გიგანტი? – არჩევანი თქვენზეა

 

იაპონელებს გამოჰყავთ საინტერესო ჯიშის მცენარე – „ბონსაი.“ ეს არის ჯუჯა ხე ქოთნებში. ის ძალიან ლამაზია, აქვს იდეალური ფორმები და პროპორციები.თუმცა მისი სიმაღლე მხოლოდ რამოდენიმე სანტიმეტრს აღწევს…

 

bonsay

 

კალიფორნიაში ხარობს გიგანტური ხეების ჯიში, რომლებსაც „სეკვოიას“ ეძახიან. ამ ხეების უმრავლესობას სახელებიც კი აქვს. მაგალითად ერთ–ერთს ჰქვია „გენერალი შერმანი.“ ის სიმაღლეში 83 მეტრია, ხოლო მისი ტანის გარშემოწერილობა 24 მეტრს აღწევს.

ეს დიდებული გიგანტი იმდენად დიდია რომ, თუ მისგან მასალას დაამზადებდნენ, ამ მასალით აშენდებოდა 35 საშუალო ზომის კერძო სახლი… გაგრძელება »

ამოუხსნელი ამოცანა

dancing

 

1939 წელს, შრომითი სტატისტიკის ბიუროში 2 წლიანი მუშაობის შემდეგ, 25 წლის ჯორჯ დანცინგი სასწავლებლად შევიდა კალიფორნიის ბერკლის სახელობის უნივერსიტეტში სტატისტიკური მეცნირების ფაკულტეტზე.   გაგრძელება »

კონკურსი ბლოგზე — მოსამზადებელი ეტაპი

მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო!

უღრმესი მადლობა ყველას, ვინ სტუმრობთ ამ ბლოგს, ასევე ჩემს გვერდს ფეისბუკზე, კითხულობთ პოსტებს, გამოწერილი გაქვთ განახლებები, გვიზიარებთ თქვენს შთაბეჭდილებებს…

 

konkursi

 

თქვენი სიყვარული, თქვენი მხარდაჭერა და რწმენა იმისა, რომ ჩემი პოსტებით (სტატიები, იგავები, ისტორიები და ა.შ.), ჩემი წიგნით, გზავნილებით თუ უბრალოდ განწყობით, სარგებლობა მომაქვს სხვებისთვის, არის ის უზარმაზარი სტიმული, რომელიც მაძლევს ძალას და ენერგიას ვიმოძრაო მუდმივად წინ, გადავდგა ახალ–ახალი ნაბიჯები წარმატებისკენ ცხოვრების ყველა სფეროში და წავახალისო, მივცე მოტივაცია ყველას, ვინც შეიძლება ფეხდაფეხ მომყვება, ან შეიძლება ჩემზე წინ იყო, მაგრამ რაღაც მიზეზებით შუქი ჩაუქრა…   გაგრძელება »

სანამ წარმატებას მიაღწევდნენ

დღეს, როცა თვალს ვადენებთ წარმატებული ადამიანების ცხოვრებას, ჩვენ წარმოდგენა არა გვაქვს, თუ სინამდვილეში რა სირთულეების გადალახვამ, ხშირად კი რა ჯოჯოხეთის გავლამ მოუწიათ მათ სანამ წარმატების მწვერვალებს დალაშქრავდნენ.

დღეს ისინი გამარჯვებულები არიან, მაგრამ გაიმარჯვეს პირველ რიგში სწორედ იმიტომ, რომ თავის დროზე მიიღეს გადაწყვეტილება არ დანებებულიყვნენ არავითარ შემთხვევაში.

გადაავლეთ თვალი ამ ისტორიებს და კარგად დაფიქრდით მათზე.

Google1998 წელს Google – ს დამფუძნებლებმა, სერგეი ბრინმა და ლარი პეიჯმა YAНОО– ს შესთავაზეს თავიანთი კომპანიების გაერთიანება. YAНОО – მესვეურებმა ირონიული ღიმილით მოისმინეს მათი წინადადება და „დელიკატურად“ აუხსნეს, რომ არ აპირებდნენ თავინთი დროის დახარჯვას „დაუფრთიანებელ ბარტყების ბავშვურ პროექტზე“.

5 წლის მერე Google– ს საბაზრო კაპიტალიზაციამ შეადგინა  20 მილიარდი დოლარი, ხოლო 2012 წლის მონაცემებით ის შეფასდა 250 მილიარდ დოლარად.


1959 წელს კომპანია „უნივერსალ პიკჩერზმა“ კასტინგის შემდეგ უარით გაისტუმრა ორი ყმაწვილი:    გაგრძელება »

«გაჭრა წარმატებისკენ» ანუ სიბრძნის სიმფონია ლატანსკის თბილისურ ტრენინგზე

 sakredito-monoba

 

„თითოეულ ადამიანში მე ვხედავ გენიოსს!“

ეს ნიკოლაი ლატანსკის სიტყვებია, ადამიანისა, რომელმაც ნულიდან შექმნა საკუთარი წარმატება და უზარმაზარი სიმდიდრე  იმ პრინციპების გამოყენებით, რომლებსაც ახლა თავისი საკმაოდ ორიგინალური ტრენინგებისა და სხვადასხვა სახის სასწავლო პროგრამების მეშვეობით მთელ მსოფლიოში უზიარებს ადამიანებს.

რამოდენიმე დღის წინ, ის თავის არაჩვეულებრივ მეუღლესა და პარტნიორთან ტატიანა ლატანსკასთან ერთად თბილისს ეწვია და ჩაატარა თავისი ერთ–ერთი ყველაზე ცნობილი ტრენინგი „Прорив к успеху“.

 

latansky

 

კოლიას და მის მეუღლეს ასისტენტობას უწევდნენ  ასევე ძალზე წარმატებული, არაჩვეულებრივი ადამიანები – დიანა რუნოვა და ბიძინა ღამბაშიძე, რომლებიც სპეციალურად ამ ღონისძიებისთვის ჩამოვიდნენ თბილისში: დიანა – უკრაინიდან, ბიძინა კი – ინგლისიდან.

ლატანსკის საქართველოში ჩამოყვანის იდეის ავტორი, ჩემი მკითხველებისთვის უკვე კარგად ნაცობი ადამიანი, პიროვნული ზრდის თემატიკაზე შექმნილი ერთ–ერთი პირველი ქართული წიგნის „სამასმეერთე მილიონერის“ ავტორი,  ლატანსკის კოუჩინგის სკოლის კურსადამთავრებული, არაჩვეულებრივი ქალბატონი თამარ საგინაშვილი იყო, რომელსაც ამ ღონისძიების დაგეგმაში, ორგანიზებასა და განხორციელებაში პარტნიორობა გაუწიეს ასევე არაჩვეულებრივმა ადამიანებმა, მშვენიერმა ქალბატონებმა: ქეთი ჩიქოვანმა და მარიკა ხალიანმა.

უღრმესი მადლობა ყველას იმ საოცარი დღესასწაულისთვის, რომელიც მოგვიწყვეთ ამ ორი დღის განმავლობაში. ეს იყო სიბრძნის, სიყვარულის, მადლიერების ზეიმი, პოზიტიური, დადებითი ენერგიით დამუხტული ორი არაჩვეულებრივი დღე!

მიუხედავად იმისა, რომ ბევრი რამ, რაც იმ ტრენინგზე გაჟღერდა, უკვე არაერთხელ მქონდა მოსმენილი და მათ შორის თავად ლატანსკის აუდიო თუ ვიდეო მასალებისგან, ეს მაინც აღმოჩენის ტოლფასი იყო. აქ თითქოს ყველაფერმა სულ სხვა დატვირთვა შეიძინა…    გაგრძელება »

კოკოლოგია – ფსიქოლოგიური თამაშები

 

«ერთხელ, მოულოდნელად, თქვენს ოთახში ლურჯი ჩიტი შემოფრინდა. რაღაცნაირად მიგიზიდათ ამ ჩიტმა და გადაწყვიტეთ დაიტოვოთ ის თქვენთვის, მაგრამ თქვენდა გასაკვირად, მეორე დღეს ჩიტმა შეიცვალა ლურჯი ფერი და გახდა ყვითელი! ეს საოცარი ჩიტი, ფერს იცვლის ყოველღამე. მესამე დღეს, დილით ის უკვე კაშკაშა წითელი იყო, ხოლო მეოთხე დილით –შავი ფერის…»

 

chiti

 

მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო! ის რაც ზემოთ წაიკითხეთ, იყო ნაწყვეტი «კოკოლოგიის» სახელით ცნობილი იაპონური ფსიქოლოგიური ტესტ–თამაშების სერიის ერთ–ერთი ტესტიდან. 

ფსიქოლოგიაში „კოკოლოგია“ არის პოპულარული ტერმინი ადამიანის ქცევების და სიტუაციური  საპასუხო რეაქციების დაფარული მნიშვნელობების ინტერპრეტაციისათვის. (კოკორო იაპონურად ნიშნავს ცნობიერებას, შეგრძნებას, გონებას,  სულს + ბერძნული ლოგია – შესწავლა)

ხოლო იაპონელი ფსიქოლოგების მიერ შექმნილი თამაში „კოკოლოგია“ არის, მხიარული და სახალისო ფორმით გადმოცემული ფსიქოლოგიური ტესტების სერია, რომელიც ეფუძნება ღრმა ფსიქოლოგიურ პრინციპებს და რომელთა დანიშნულებაცაა მოთამაშის ემოციონალური და ქცევითი თავისებურებების გამოვლენა…   გაგრძელება »