ერთხელ, ერთმა წინასწარმეტყველმა განუცხადა ადამიანებს:
– დადგება დღე, როცა დედამიწაზე წყლის სახსენებელი გაქრება. გარკვეული დროის შემდეგ წყალი კვლავ გაჩნდება, მაგრამ ადამიანები გაგიჟდებიან, როცა მის დალევას დაიწყებენ!
ხალხს სასაცილოდ არ ეყო წინასწარმეტყველის სიტყვები და ცოტა ხანში დაივიწყა კიდევაც.
მხოლოდ ერთმა მარტოხელა კაცმა გადაწყვიტა, ყოველი შემთხვევისთვის, დაეწყო მარაგის შეგროვება. ის, წლების განმავლობაში, სხვებისგან მალულად ( ეშინოდა რომ სასაცილოდ აიგდებდნენ) აგროვებდა წყალს ყველასგან მივიწყებულ, შორეულ გამოქვაბულში.
და აი ერთხელ ახდა წინასწარმეტყველება – წყალი უცებ გაქრა დედამიწაზე.
ყველანი სასოწარკვეთილებამ მოიცვა. ის კაცი კი გაიქცა თავისი გამოქვაბულისკენ და იქ გაატარა რამოდენიმე დღე. შემდეგ დაბრუნდა რომ გაეგო რა ხდებოდა.
მან ნახა, რომ წყალი თურმე ისევ დაბრუნდა დედამიწაზე, მაგრამ ახლა ყველა ადამიანი გაგიჟებულიყო. მან რამოდენიმეს დაალევინა წყალი თავისი მარაგიდან, მაგრამ როცა მიხვდა რომ არ შველოდა, თავი გაანება, უბრალოდ თვითონ არ დაიწყო ახალი წყლის მოხმარება.
მას იმდენი მარაგი ჰქონდა, რომ მთელი ცხოვრება ეყოფოდა, მაგრამ რაც უფრო გადიოდა დრო, მით უფრო აუტანელი ხდებოდა ყოფა. ადამიანები მას არ ღებულეობდნენ, ისე გაურბოდნენ თითქოს თვითონ იყო გიჟი, ის ყველასგან გარიყულად, მარტოსულად გრძნობდა თავს. ბოლოს ვერ გაუძლო ასეთ ცხოვრებას, თვითონაც დაიწყო ახალი წყლის დალევა… და ისიც გაგიჟდა!
ამის შემდეგ დანარჩენი ადამიანები მას ისე უყურებდნენ, როგორც ყოფილ გიჟს, რომელიც რაღაც სასწაულის მეშვეობით განიკურნა და ნორმალურ ცხოვრებას დაუბრუნდა!
სიყვარულით და მადლიერებით, ხვიჩა მებონია
P.S. საინტერესოა რა მოსაზრებები გაგიჩნდათ ამ პოსტის კითხვისას. ნუ დაიზარებთ, გაგვიზიარეთ ისინი კომენტარებში.
ამასთანავე, გთხოვთ გააზიაროთ პოსტი ქვემოთ განთავსებული სოციალური
ქსელების ღილაკების მეშვეობით.
უღრმესი მადლობა წინასწარ და მომავალ შეხვედრამდე.
წყარო: https://www.forum.mista.ru/topic.php?id=444411
თარგმნა ხვიჩა მებონიამ
ხვიჩა ჩემო კარგო საინტერესო და ძალიან დასაფიქრებელი იგავია ისე ალბად ნებისმიერი ჩვენთაგანი დაფიქრებულა ამაზე მარტო შენი ბედნიერებით ბედნიერი ვერ იქნები თუ ყველა ახლობელი კარგად არ გეყოლება. ამიტომ ძალიან უნდა გაუფრთხილდეთ ერთმანეთს. მხოლოდ ერთად ყოფნით და ერთმანეთზე ზრუნვით მივაღწევთ რომ მთელი ერი გავერთიანდეთ და მივაღწიოთ საყოველთაო ბედნიერებას. უფალი დიდია და ყოველთვის შეგვინდობს ჩვენს ცოდვებს ამიტომ ღმერთი გვპატიობს და განა ჩვენ არ უნდა შეუნდოთ ერთმანეთს ჩვენი შეცდომები?…. სიკეთის კეთება არასდროს არ არის გვიან და ღმერთი როცა გაძლევს ამის საშუალებას აუცილებლად უნდა გამოვიყვანოთ… უფალს ებარებოდეთ სიკეთეს სიყვარულს და სიცოცხლეს გისურვებთ…
იცოცხლე ნინო! შენც დაგლოცოს უფალმა, სიხარული, სიკეთე, სიყვარული ნუ მოგაკლოს 🙂 უღრმესი მადლობა რომ ყოველთვის მსტუმრობ 🙂
სიყვარულით, ხვიჩა 🙂
საგონებელში ვართ ხვიჩა იგავის გამო, სხვადასხვა მოტივით შეიძლება მისი გადმოტანა სინამდვილის საზღვრებში, მე ხშირად მიფიქრია ადამიანზე, რომელიც არასდროს არავისზეა ნაწყენი, არავის აყენებს ტკივილს, მას ხშირად შეურაცხყოფენ,დასცინიან, მაგრამ ის არასოდეს ბრაზდება და ვერც კი ამჩნევს მის ირგვლივ ბოროტებას…დოსტოევსკის იდიოტს რომ გავაგონებს აი ისეთ ადამიანზე იტყვიან ხოლმე იდიოტია, გიჯია, სულელია…არა და ასეთი ადამიანი უბრალოდ კეთილია და ცუდის დანახვა არ შეუძლია…იქნებ ასეთი ადამიანია სრულყოფილებასთან მიახლოებული და ჩვენ დანარჩენი გიჯები ვართ, ,,წყალდალეულების” მსგავსად…:)))რავიცი აბა…ერთი რამ გამახსენდა, ბავშვები, რომლებიც იბადებიან ფიზიკური-გონებრივი დეფექტით, მუდმივად მომღიმარი სახით, ასეთებს ჩვენი ეკლესია ღვთის შვილებს ეძახის… საიდუმლო დიდ არს და ამოუცნობი…გამოვადგეთ ერთმანეთს, სიკეთე ვაკეთოთ და უფალია შემწე… ან იქნებ ახალ წყალში ყოველგვარი სიახლეა ნაგულისხმევი (რომელიც კარგად დავიწყებული ძველია ამავე დროს) და მისი გამოყენება მართებულად უნდა ვისწავლოდ, თორემ გადაგვრევს და გადაგვაგვარებს…რავიცი, რავიცი…მადლობა:)))
ძალზე საინტერესო მოსაზრებებია ქეთევან! უფრო სწორად თუ ვიტყვით – არაჩვეულებრივი 🙂 თქვენი კომენტარები ყოველთვის იძლევა საზრდოს დაფიქრებისა და განსჯისთვის…
უღრმესი მადლობა, რომ ყოველთვის პოულობთ დროს გვესტუმროთ… ძალიან მიხარია და ვამაყობ, რომ ჩემი მკითხველი ხართ!
ეს იგავი პირველად ოშოსგან “მოვისმინე”, ხვიჩა და ახლა, უნებურად, იგივე ასოციაციები გამიჩნდა, რაც, თავის დროზე, მან “მომახვია თავს”… თუმცა ვეცდები, ჩემი აზრიც ჩამოვაყალიბო.
ცხოვრებაში, მგონი, კიდევ უფრო რთულადაა საქმე ანუ ყველანი ერთნაირად “გიჟებიც” კი არ ვართ :)), ყველა სხვადასხვა წყაროს წყალს ვსვამთ და საერთო ენის გამონახვაც იმიტომ გვიჭირს ხოლმე. ისე, ერთი-ორი ახლობლისთვის რომ გაეზიარებინა იმ კაცს თავისი მარაგი, გაგიჟების “საჭიროების” წინაშეც არდადგებოდა, შენ რას იტყვი? 🙂
რა გამახსენდა, იცი? – ბავშვობაში მთვრალ კაცებს, რომ ვუყურებდი, გიჟები მეგონნენ ხოლმე, ახლა მივხვდი, რატომ – უბრალოდ, სხვადასხვა სითხეს ვსვამდით ))))))))))
უღრმესი მადლობა ქეთევან! აბა როგორ იქნებოდა შენი შეუდარებელი იუმორის გარეშე 🙂
ისე იმ კაცმა მგონი სცადა, მაგრამ არაფერი გამოუვიდა, თუმცა ეს მაინც არ იქნებოდა გამოსავალი… მარაგი სადამდე ეყოფოდათ?
სწორედ “გიჟები” ქმნიან ამინდს ამ სამყაროში! რომ არა “გიჟები” დღეს გამოქვაბულებში ვისხდებოდით!!!
როდესაც 3 წლის წინ, პიროვნულ/სულიერ განვითარებაზე სერიოზული მუშაობა დავიწყე, მეც “გიჟად” შემრაცხა ჩემმა გარემოცვამ, იმიტომ რომ იმის ფიქრი, კითხვა, სწავლა და კეთება დავიწყე, რასაც არც ერთი მათგანი არ აკეთებდა – დღეს ისინი ისევ იქ დარჩნენ სადაც იყვნენ (ან უფრო უკან ჩაიჩოჩეს) მე კი განვაგრძობ შემეცნებას და ზრდას!!!
მადლობა ხვიჩა, კარგი იგავია – ბევრს დააფიქრებს! 😉
დიახ გიორგი, წარმატების ერთერთი პირობა იმის კეთებაა რასაც ადამიანთა 99% არ აკეთებს, ეს კი თავისთავად ერთგვარი “საზოგადოებრივი აზრის” წინააღმდეგ წასვლას და “გაგიჟებას” ნიშნავს 🙂
გმადლობა რომ არ “დაჭკვიანებულხარ” და პირიქით, აქტიურად მუშაობ სხვების “გაგიჟებაზეც” 🙂
ვფიქრობ, ვფიქრობ და კიდევ ვფიქრობ… ვაი, რა წლები გასულაააააააააა………… მომიწევს ახალ წყალზე გადასვლა და ჯანდაბას თუ გამაგიჟებს…. 🙂 🙂
საკითხავი ის არის ქეთი სინამდვილეში როდის ვართ გიჟები 🙂 ხომ გახსოვს ის ლექსი: “ერთხელ გიჟმა თქვა სულ ფუჭია თქვენთან კამათი…” 🙂
უღრმესი მადლობა, რომ ყოველთვის პოულობ დროს მესტუმრო და გამოეხმაურო პოსტებს 🙂
ქართული ანდაზებია:”სადაც ერი,იქაც ბერიო”, “სადაც სოფლის ნახირი,იქაც ბებრის ხბოო”, “როცა სამი კაცი გეტყვის ჩაიდანი ხარ, შენ ვალდებული ხარ ორთქლი გამოუშვაო”, “ერთი მერცხალი გაზაფხულს ვერ მოიყვანსო”, ” ჩათრევას ჩაყოლა ჯობიაო” და ასე შემდეგ… როდესაც უმრავლესობა სიგიჟეს ნორმად ამკვიდრებს ერთი კაცის ძველ ჭკუაზე ყოფნა, ხომ ნახეთ – გაუსაძლისი აღმოჩნდა. ჯორდანო ბრუნო კოცონზე რომ დაწვეს გიჟად იყო შერაცხული,რადგან მის გარდა არავის სჯეროდა დედამიწა რომ მრგვალია,მაგრამ დღევანდელ საზოგადოებაში მაშინდელი უმრავლესობის ერთი წარმომადგენელიც რომ იყოს ისევ იმ აზრზე რომ დედამიწა არ არის მრგვალიო, რა საცოდაობა იქნებოდა არა? ააააა?იქნებ დღევანდელი სიგიჟე ხვალინდელი პროგრესი და საზოგადოებრივი ნორმაა?
im kacs sxvebistvisac rom mieca shegrovili ckali, tavisi chkuis xalxi ekoleboda gverdit. magram tu axali ckali kvelas agizhebda, rodemde ekofodat da rogor shedzlebda mati shtamomavloba sagi gonebis shenarchunebas?
garemo pirobebis shecvla gardauval cvlilebebs icvevs sheuguebel populaciashi. an agizhebs, an aavadebs da klavs. tu genetikur kodshi ramdenime individs aqvs am pirobebtan adaptirebuli geni, am shemtxvevashi aseti individebi gadarchebian, tumca sxva saxeobas daudeben sataves.
chemi azrit, adamianebi ukve vdgavart im faqtis cinashe, rom unda shevcvalot chvenshi ragaceebi. tu ra, es calke temaa. amave dros erti mercxlis chikchiki gazafxuls ver moikvans. unda gavertiandet ertnairi azrovnebis xalxi.
igavis azric albat amashia. is kaci marto iko. chven?
anu is kacic da sxvebic tviton unda shecvlilikvnen.
ამ საიტზე შენი ყველა სტატია გადავიკითხე და მინდა მადლობა გითხრა ასეთი ფასეული ინფორმაციისთვის. ეს ყველაფერი რაც აქ დადე როგორც წყალი ისე მჭირდებოდა ჩემი ცხოვრებისეული წარმატებებისთვის და პიროვნული განვითარებისთვის.
პატივისცემით რეზო ჩიგოგიძე
მოგესალმები რეზო, ძალიან მიხარია რომ ჩემმა სტატიებმა ასეთი დადებითი როლი ითამაშა შენს ცხოვრებაში. მათი დანიშნულებაც ხომ სწორედ ეს არის 🙂
უღრმესი მადლობა სტუმრობისთვის, კომენტარისთვის, პოზიტივისთვის…
საინტერესო სტატია არის ხვიჩა, მე მაინც მგონია, რომ ყველა განიოსი და ბუმბერაზი ადამიანი მხოლოდ თავის წყალს სვამს და ამიტომაც ითვლება ხოლმე იგი გიჟად. ასეთ ადამიანებს მისი თანამედროვეები დევნიან, გიჟებად შერაცხავენ, მაგრამ ასეთი ადამიანები ცვლიან სამყაროს.
gana tyuilad yTqvams Cvens winapars “sadac mixval, iqauri qudi daixureo?”, isc unda gagiJebuliyo, an iseTi Zlieri unda yofiliyo, sxavebi Seecvala.
cxovrebiseulia.
გამარჯობა.
მეც შემოგიერთდით ბატონო ხვიჩა
საინტერესო იგავიც წავიკითხე და თქვენი მეგობრების კომენტარებიც. თუმცა ვიდრე კომენტარებს წავიკითხავდი ჩემი პირველი მოსაზრება განსხვავებული იყო აქ გამოთქმული მოსაზრებებისგან.
ზოგადად ერთი და ყველა, იგავში შედარებითია. ცხადია ნოვატორი ადამიანი ერთია, რომელიც ირიყება ხოლმე სხვებისგან. (წყალი კი სიმბოლოა )
თუმცა მე ის მარტოხელა მამაკაცი ნოვატორი, ბრძენი ან თუნდაც მორჩილ მორწმუნედ არ მომჩვენებია. (მან ვერ გაუძლო ახალ ყოფას. არ გამოდგა საკმარისად მორჩილიც)
ბრძენი – წინასწარმეტყველი იყო, რომელმაც იწინასწარმეტყველა წყლის შეწყვეტა და ახალი საოცარი “გამაგიჟებელი” წყლის გადმოდინება, რომელსაც გაურბის ზოგი. (ამ შემთხვევაში მარტოხელა მამაკაცი რომელსაც ცვლილების ეშინია) მიუღებელია ახალი წყაროს დაწაფება, რადგან ძველი შეუცვლელი და მართებული ეჩვენება.
სწორედ ასეთი ადამიანები აფერხებენ ხოლმე განვითარებას, რომლის შეჩერება ყოვლად შეუძლებელია. დრომ აჩვენა რომ, მას მაინც მოუწია ახალი მაცოცხლებელი წყლის დალევამ, ახალი სიგიჟის შეცნობამ.
როცა საზოგადოება არაა მზად ახლის შესაცნობად ის იმ მარტოხელა მამაკაცის როლს ასრულებს. ამის უამრავლი მაგალითია კაცობრიობის აზროვნების განვითარების ისტორიაში.
თუმცა ამისთვის შორს წასვლა არც დაგვჭირდება, ჩვენს უახლეს ისტორიაში შეგვიძლია ვიპოვოთ არაერთი ანალოგიები.
P. S. შესაძლოა ჩემმა მოსაზრებამ დისკუსია გამოიწვიოს. ვფიქრობ ეს საინტერესო იქნება.
პატივისცემით რუსუდან შონია
kai igavia magram chven droshi ar gamodgeba……. sxvanairat aris
ადამინი მარტო ვერ იქნება, რაც არ უნდა ბედნიერი იყოს, ადამიანს ბედნიერება უხარია სხვა ადამიანებთან ერთად.მარტოობა არის დასასრული..