ერთი ჭეშმარიტების მაძიებელი გზაზე გადააწყდა ლოდს, რომელზეც ეწერა:
“გადააბრუნე და გაიგებ ახალს.”
მოგზაურმა ბევრი წვალების შემდეგ, როგორც იქნა, გადააბრუნა ლოდი და ნახა წარწერა:
“რისთვის ეძებ ახალ ცოდნას, თუ იმასაც არ აქცევ ყურადღებას, რაც უკვე იცი
და საერთოდ რად გინდა ცოდნა, თუ იმას რაც იცი, მოქმედებად არ აქცევ?!”
ძალიან მიყვარს წიგნები. მთელი ცხოვრება ვკითხულობდი. დღისით თუ ღამით, სახლში თუ ქუჩაში, ლამპის შუქზე და მთვარის შუქზეც, ვკითხულობდი მთელი არსებით, ვცხოვრობდი ამ წიგნებში, მიყვარდა, მძულდა, ვეჭვიანობდი და ვიბრძოდი, ვეძებდი ფათერაკებს ჩემს საყვარელ გმირებთან ერთად და ასე გრძელდებოდა წლების განმავლობაში…
და აი ერთხელ, მორიგი წიგნის წაკითხვის შემდეგ, დაფიქრებულმა იმაზე, თუ ვინ ვარ მე, რა არის ჩემი ცხოვრებისეული მისია და რამდენად შევძელი მისი განხორციელება, გავაცნობიერე, რომ თითქმის ოთხ ათეულ წელს მიღწეული კაცი, ჯერ ისევ ზღაპარში ვცხოვრობდი, რომ მთელი ცხოვრება კი არ ვქმნიდი, რისთვისაც არის მოწოდებული ადამიანი ზოგადად, არამედ, ვოცნებობდი და ვფიქრობდი იმაზე, თუ როგორ უნდა შემექმნა, ვაწყობდი გეგმებს, ვემზადებოდი, მაგრამ რეალურად ღირებული არაფერი გამიკეთებია…
მაშინ მივხვდი, რომ მართალია წიგნის კითხვა და სწავლა–განათლება აუცილებელია, მაგრამ გააჩნია რას და როგორ ვსწავლობთ და რაც მთავარია როგორ ვიყენებთ ნასწავლს, რომ წარმატებას აღწევენ არა ის ადამიანები, ვინც მუდმივად და ბევრს სწავლობენ, არამედ ისინი ვინც ეფექტურად იყენებენ იმ ცოდნას რაც გააჩნიათ…
ხოდა გადავწყვიტე მემოგზაურა სამყაროში, სადაც მარტო ოცნებებით არ ცხოვრობენ, სადაც იციან როგორ უნდა „სწორად ოცნება,“ როგორ უნდა გამოძერწო ოცნებიდან კონკრეტული მიზანი და დაიწყო რეალური ქმედებები მის მისაღწევად.
სადაც მუდმივად მოგიწოდებენ რეალური ნაბიჯების გადადგმისკენ, რადგან ნებისმიერ საქმეში ყველაზე მთავარი მოქმედების დაწყებაა, ხოლო ყველაზე ძლიერი მასწავლებელი ის წარუმატებლობები, რომლებიც ამ პროცესის დროს შეიძლება განვიცადოთ, რადგან სწორედ ისინი გვძენენ გამოცდილებას და სიმამაცეს, გვაწრთობენ და გვამზადებენ მომავალი წარმატებისთვის.
ეს არის სამყარო, სადაც გიდობას გაგიწევენ ისეთი გიგანტები, როგორებიც არიან: ნაპოლეონ ჰილი, ენდრიუ კარნეგი, ჯიმ რონი, რობერტ კიოსაკი, ბოდო შეფერი, ბილ გეიტსი, რიჩარდ ბრენსონი, სტივ ჯობსი და უამრავი სხვა „ზეწარმატებული“ ადამიანი.
ამავე დროს, ამ ,,სამყაროში“ მე ერთი სასიამოვნო სიურპრიზი დამხვდა. აქ გადავაწყდი ჩემსავე თანამემამულეებს, რომლებიც, შეიძლება ჯერჯერობით ისეთივე საქვეყნოდ ცნობილები არ არიან, როგორც, წარმატების ფილოსოფიის ზოგიერთი აღიარებული გურუ (ჯერ–ჯერობით, რადგან დარწმუნებული ვარ ეს დროის საკითხია), მაგრამ ამ ადამიანებმა გაჭრეს ერთგვარი არხი ქართულ ინტერნეტსივრცესა და იმ სამყაროს შორის და მოგვევლინნენ “ახალი აზროვნების” პიონერებად საქართველოში, რომლის გამოც უკვე დაიმსახურეს უამრავი ადამიანის და მათ შორის ჩემი პატივისცემა და სიყვარული.
შენც, ჩემო ძვირფასო სტუმარო, გირჩევ ეწვიო ქეთევან გოგიაშვილს და გიორგი თვალაძეს მათსავე საიტებზე და გარწმუნებ იქიდან სულ სხვა თვალით, უფრო რეალურად, უფრო საღად დაინახავ და იგრძნობ როგორც სამყაროს, ისევე ამ სამყაროში წარმატების მიღწევის შესაძლებლობებს.
შემდეგ კი, ჩემთანაც შემოიარე და ერთად ვიფიქროთ, ვიმსჯელოთ ამ შესაძლებლობებზე, დავსახოთ მიზნები, ვეძებოთ გზები ამ მიზნების მისაღწევად, ვიაროთ ამ გზებით, რაც არ უნდა გაუკვალავი, ეკალბარდებით დახლართული არ იყოს ისინი, რამდენჯერაც არ უნდა დავეცეთ და გადავიტყავოთ მუხლები, რადგან სწორედ განუწყვეტელი, მიზანდასახული ქმედებები მიგვიყვანს იმ საბოლოო შედეგამდე – მიზნამდე, რომლის გარეშეც სხვა ყველაფერი აზრს კარგავს და ფუჭ გარჯად იქცევა.
როგორც მთაში იტყოდნენ: “საპატარძლო იმას კი არ ეკუთვნის, ვინც მას შუამავლები გაუგზავნა,
არამედ იმას, ვინც ის ცოლად მოიყვანა.”
სიყვარულითა და მადლიერებით, ხვიჩა მებონია.
P.S. ეს პირველია პოსტია, რომლითაც “შევცურე” ბლოგოსფეროს თვალუწვდენელ სივრცეში და ახლა ჰაერივით მჭირდება თქვენი დახმარება, რომ არ დავკარგო სწორი კურსი. ამიტომ, გთხოვთ ნუ დაიზარებთ და გამოხატეთ თქვენი მოსაზრებები (მოწონებები, შენიშვნები, სურვილები, რეკომენდაციები და ა.შ.) კომენტარების სახით.
აგრეთვე გაუზიარეთ ეს პოსტი თქვენს მეგობრებს სოციალური ქსელების მეშვეობით.
უღრმესი მადლობა!
შევხვდებით მწვერვალზე!
ძალიან ლამაზად წერთ ბატონი ხვიჩა, ლამაზი წასაკითხია. გისწურვებთ წარმატებებს პიროვნულ ზრდაში.
ჩემთვის თქვენი პოსტები გასაგებია, რადგან წაკითხული მაქვს ზემოთ ნახსენები პიროვნებების წიგნები, თუმცა “ჩვეულებრივ” მკითხველს ვფიქრობ გაუჭირდება გააზრება.
ამასთანავე როგორც თქვენ აღნიშნეთ ჩვენ(ქართველები) ამ კუთხით ჯერ ახლა ვისწყებთ განვითარებას
ეს ჩემი პირადი აზრია…
უღრმესი მადლობ დავით!
ძალიან სასიხარულოა კიდევ ერთი თანამოაზრის აღმოჩენა “ჯეო–ნეტში”
ხშირად მესტუმრეთ, დარწმუნებული ვარ, ჩვენ ერთად ბევრი სასარგებლო საქმის გაკეთებას შევძლებთ.
წარმატებებს გისურვებ ხვიჩა,ძალიან კარგი საქმე წამოგიწყია:*
გმადლობთ მზია! თქვენ თურმე აქაც მოგისწრიათ ყოფნა 🙂
am posts rom vkitxulobdi hemi dawerili megona imdenad axlosa hemtan gamikvirda kidec .zustad iq xart sadc unda ikot sadac bevri mova hemi hatvlit .me ki im blogebidan movedi sadac tkven mihvebt da kargia rom erti zala igrznoba. gisurvebt warmatebebs rac kvelas gvhirdeba.
უღრმესი მადლობა ქალბატონო ლელა! ძალზე სასიამოვნოა რომ ქეთევანის და გიორგის ერთგული მკითხველი ამ ბლოგმაც დაგაინტერესათ. ხშირად გვესტუმრეთ, თქვენი მოსაზრებები ჩემთვის ძალზე მნიშვნელოვანია!
:)) თვენს პოსტში ჩემი თავი აღმოვაჩინე :)) გმადლობთ რომ გამოჩნდით.
თქვენთან კი გიორგის საიტიდან მოვხვდი და ძალიან მოხარული ვარ რომ საქართველოშიც ჩნდებიან ასეთი საინტერესო ბლოგერები.
ყველას წარმატებებს გისურვებთ!!!!
ki yovelive eg kargiaa: aq chemi tavi davinaxee, jiutad ager 10 welia vibrzvi rom samsaxuri
mqondes,mindoda chemi saxsrebit kidev meswavla da meswavla , icit ra znelia, , roca mizani gaq ,
magram ert adgils tkebni ,tanac motminebit da imedit….maswavlet qutaisshi , roca mamikos da bizis
gareshe sheuzlebelia rames miagwio, pirovnulad , rogor gavizardo?????
მოგესალმებით მაია!
სანამ თქვენ დარწმუნებული ხართ, რომ “მამიკოს” და “ბიძის” გარეშე არაფერი გამოგივათ, სამწუხაროდ ასეც იქნება. ამიტომ პირველ რიგში სწორედ ამ მცდარი მტკიცებულებისგან უნდა განთავისუფლდეთ. მე თვითონ მთელი ცხოვრება სწორედ ასეთი მამიკოს და ბიძის ძებნაში გავატარე უშედეგოდ. ბოლოს, როცა ხელი ჩავიქნიე და გადავწყვიტე რომ არავინ იყო ჩემი პატრონი, რომ საკუთარი თავისთვის თვითონ მე უნდა მიმეხედა, “პატრონიც” სწორედ მაშინ გამოჩნდა 🙂
ხშირად ესტუმრეთ ამ ბლოგს, ასევე გიორგი თვალაძის და ქეთევან გოგიაშვილის ბლოგებს, მათზე ბმულები თვითონ სტატიაშია… წაიკითხეთ იმ ადამიანების მიერ თუ მათზე დაწერილი წიგნები ვინც სტატიაში მაქვს ჩამოთვლილი, გაითვალისწინეთ მათი რჩევები და თქვენ ნახავთ, როგორ შეიცვლება თანდათანობით თქვენი შეხედულებები ცხოვრებაზე, თქვენ დაიწყებთ სულ სხვა კატეგორიებით აზროვნებას და მაშინ გამოსავალიც ისე თვალსაჩინო გახდება, რომ თავად გაგიკვირდებათ, ღმერთო აქამდე სად ვიყავიო…
თუ რამე კითხვები გექნებათ, არ მოგერიდოთ, მოგვწერეთ, მეც (დარწმუნებით შემიძლია გითხრათ ქეთევანიც და გიორგიც) ყოველთვის მზად ვართ გიპასუხოთ…
სიყვარულით და კეთილი სურვილებით, ხვიჩა მებონია 🙂