ერთ ღვთისმოშიშ კაცს ყავდა ურწმუნო შვილი. მამა ძალიან განიცდიდა, მაგრამ ვერაფრით შეძლო ბიჭისთვის ღვთის სიყვარული ჩაენერგა.
ერთხელ, როცა იგრძნო სიკვდილის მოახლოება, დაუძახა შვილს და უთხრა:
– შემისრულებ უკანასკნელ თხოვნას?
– რა თქმა უნდა მამა.
– ჩემი სიკვდიდილის შემდეგ, 40 დღის განმავლობაში, ყოველდღე, მინიმუმ 15 წუთით მოდი ამ ოთახში.
– და რა უნდა გავაკეთო?
– არაფერი, უბრალოდ მოდი და დაჯექი სკამზე, ოღონდ ყოველდღე და მინიმუმ 15 წუთით.
– კარგი მამა, გპირდები.
ცოტა ხნის მერე მამა გარდაიცვალა. დასაფლავების შემდეგ ბიჭმა დაიწყო დანაპირების შესრულება. ის ყოველდღე შედიოდა მამის ოთახში და 15 წუთით უბრალოდ იჯდა სკამზე. ორმოცი დღის შემდეგ ბიჭი თვითონ მივიდა ეკლესიაში და გახდა ღრმად მორწმუნე.
მხოლოდ მრავალი წლის მერე გააცნობიერა მან, თუ რა სიბრძნეს შეიცავდა მამის უცნაური ანდერძი.
მამას ესმოდა, რომ ახალგაზრდებს ცხოვრების საკმაოდ სწრაფი რიტმი აქვთ, რომლის დროსაც ისინი ვერ ასწრებენ ისეთ სულიერ და მარადიულ ღირებულებებზე ფიქრს, როგორიცაა უფლის სიყვარული, ადამიანის დანიშნულება, ცხოვრების მიზანი. მაგრამ საკმარისია გარკვეული ხნით შეჩერდნენ, დარჩნენ საკუთარ თავთან მარტო და მაშინ უფალი მიუკაკუნებს მათ გულებს.
სიყვარულით და მადლიერებით, ხვიჩა მებონია
თქვენ თუ პოულობთ ხოლმე დროს, რომ დარჩეთ საკუთარ თავთან მარტო? და რა განცდები და აზრები გეუფლებათ მაშინ? გაგვიზიარეთ თქვენი მოსაზრებები კომენტარების სახით.
ასევე გთხოვთ, გაუზიარეთ ეს იგავი თქვენს მეგობრებს, ქვემოთ განთავსებული სოციალური ქსელების ღილაკების მეშვეობით.
უღრმესი მადლობა წინასწარ და მომავალ შეხვედრამდე
წყარო: pritchi.castle.by/ras-06-517.html
თარგმნა ხვიჩა მებონიამ
ხვიჩა ჩემთვის საყვარელ ორ თემას შეეხეთ: სულიერება და ფიქრის უნარი. მომეწონა მამის ტაქტიკა, ძალდატანებით ნამდვილად არ შეიძლება ადამიანის უფალთან მიყვანა, უფალი ყოველთვის გვერდითაა, მთავარია ჩვენ მოვისურვოთ, შევიგრძნოთ და ვირწმუნოთ მისი მყოფობა…მიყვარს ის ადამიანები ვისაც ფიქრისა და განსჯის უნარი გააჩნია, სწორედ ფიქრს, თვითკრიტიკას, დღისა თუ ამბის ანალიზს მიჰყავს ადამიანი სწორი გადაწყვეტილებისაკენ… თუმცა საღი აზრისთვის და განსჯისთვის განათლება, სულიერი ხედვაა საჭირო, ყველაფერი ჯაჭვურადაა ერთვანეთთან დაკავშირებული…ცუდი და ბოროტი ადამიანებიც ბევრს ფიქრობენ…სულიერი და საერო განათლებაა აუცილებელი იმისათვის, რომ ჩვენი ნაფიქრალი ჩვენსა და სხვის სასიკეთოდ აისახოს ჩვენს ქმედებებში, საქმიანობაში…ფიქრი ჩემი ,,ჰობია” :)) თუმცა გადაწყვეტილებებს ერთი შეხედვით მალე ვიღებ, მაგრამ მას წინ ქვეცნობიერისა თუ განწყობის ხანგრძლივი ფარული მზადება უძღვის წინ…მადლობთ ხვიჩა, აი ეხლაც მომეცით საშუალება ფიქრისა…თქვენი თემები ყოველთვის ,,გვაიძულებს” დავფიქრდეთ და სიკეთე მოვუტანოთ ჩვენს ხვალინდელ დღეს…ძალიან ბევრი რამ შემახსენეთ და გულწრფელი მადლობა ამისთვის… :))
ამაზე უკეთესს, როგორც ანდერძს თუ დანატოვარს, ვერაფერს მიიღებდი მე პირადად….ასე მგონია ჭკვიანი მშობელი, რომელ ცხოვრებაშიც არ უნდა იყოს, ანთებული სანთელია შვილის ცხოვრების გზაზე… მარადიული ცეცხლში მარადიულ დიდებას ვხედავთ ….და ეს დიდი ენერგიაა საიმისიდ რომ ჩვენს ცხოვრებაზე გადავანაწილოთ, არა მარტო ჩვენს სხოვრებაზე, შვილებსაც კი ვარგუნოთ….
ხვიჩა, შემისრულე “უკანასკნელი” თხოვნა:
“ჩაის დალევამდე”… “40 დღის განმავლობაში, ყოველდღე, მინიმუმ 15 წუთით შემოდი” infobiz.ge-ზე და “უფალი მიუკაკუნებს” შენს გულს 🙂
ხუმრობა! რა ვქნა, თავს ვერ ვიკავებ ხოლმე )))))))
ისე კი, წარმატებებს გისურვებ “ჩაის სმაშიც” და ბლოგის განვითარებაშიც!
„მარტოობა სულის ჰიგიენააო“, ვეთანხმები…
როცა თავში ფიქრები ბუზებივით ირევა, ადამიანიც გადარეულია. უბრალოდ უნდა დაჯდე, ახლართული ძაფები გახსნა
და გაიგო, სინამდვილეში რა გინდა.
მესმის იმ კაცის. გადარეული შვილის ბედი სიცოცხლის უკანასკნელ წუთებშიც აწუხებდა.
რამდენი უნდა ვიფიქროთ შვილებზე, რომ ფიქრი ისწავლონ და სწორ გადაწყვეტილებამდე მივიდნენ!
მე და ფიქრი საუცხოო მეგობრები ვართ, ამაში შენი ბლოგიც ხელს გვიწყობს, რადგან ვინ იცის ფიქრებით სად დამატარებს… ამიტომაც მიყვარს აქ შემოსვლა, რაღაც საჩემოს ყოველთვის წავაწყდები…
მამამ ზუსტად გათვალა შვილის ხასიათი, მან იცოდა, რომ ფიქრები სწორი მიმართულებით წაიყვანდა და იმ გზაზე დააყენებდა, რომელიც ტაძართან მიიყვანდა… და არც შემცდარა…
ნეტა, ჩვენ სად მიგვიყვანს ფიქრები????
ძალიან საინტერესო ისტორიაა და ზუსტად იგივე რჩევას იძლევიან ცნობილი ფსიქოლოგები. დღეში მინიმუმ 15 წუთი უნდა განმარტოვდეს კაცი და უბრალოდ იჯდეს სიჩუმეში. ამ დროს სამყაროსგან დროთა განმავლობაში მოდის პასუხი ყველაფერზე რაც ნამდვილად გჭირდება. თუმცა ზუსტად იმ მიზეზების გამო რაც აქ წერია მეც ხშირად მიჭირს ასეთი დროის გამონახვა.
მე ბუდიზმით ვარ გატაცებული და უფრო მეტიც, ვცდილობ გავთიშო გონება და შევიდე ნირვანაში. თუმცა ჯერ არ გამომდის რადგან ახალი დაწყებული მაქვს.
იგავის კვალობაზე არაუშავს. მამის ოთახში ეკლესიური გარემო იქნებოდა და ამ გარემოს გავლენის ქვეს მოექცა შვილიც განმარტოების ჟამს.
ვერ დავეთანხმები ირმას მოშველიებულ გამონათქვამს – მარტოობა სულის ჰიგიენააო. სულის ჰიგიენა მე ლოცვა მგონია, თორემ მარტოობისას შეიძლება ადამიანი სულისთვის არაჰიგიენური რამეებითაც დაკავდეს.