იყო ერთი ძალზე ემოციური და თავშეუკავებელი ახალგაზრდა, რომელიც ადვილად ბრაზდებოდა ხოლმე და შემდეგ საშინელი სიტყვებით ილანძღებოდა.
ერთხელ მამამისმა ის დასაჯა შემდეგნაირად: ყოველ ჯერზე, როცა ახალგაზრდა ვერ შეძლებდა სიბრაზის შეკავებას, მას ერთი ლურსმანი უნდა ჩაეჭედა ხის ძელზე.
პირველივე დღეს ძელზე გაჩნდა რამოდენიმე ათეული ლურსმანი. ასე გაგრძელდა რამოდენიმე დღე, მაგრამ მერე ახალგაზრდას მობეზრდა რა ხშირ–ხშირად ძელზე ლურსმნის მიჭედება, თანდათანობით აიძულა თავი გაეკონტროლებინა საკუთარი ემოციები და შესაბამისად ყოველდღიურად დაიწყო კლება ძელზე მიჭედებული ლურსმნების რაოდენობამაც.
და ბოლოს დადგა დღე, რომლის განმავლობაშიც ახალგაზრდა ერთხელაც არ გამოსულა წონასწორობიდან და ერთხელაც არ უთქვამს ვინმესთვის აუგი. მაშინ მამამისმა მისცა ახალი დავალება: ყოველდღე, როცა ის შეძლებდა თავის შეკავებას, ძელიდან უნდა ამოეძვრინა ერთი ლურსმანი.
დღე დღეს მისდევდა და ძელზე ლურსმნების რაოდენობა კლებულობდა. ერთხელ კი დადგა დღე, როცა მასზე არც ერთი ლურსმანი არ დარჩა. მაშინ მამამ მიიყვანა ის ძელთან და უთხრა:
– შენ ბრწყინვალედ გაართვი თავი ამოცანას, მაგრამ დააკვირდი რამდენი ნახვრეტი დარჩა ძელზე. ამ ძელის ზედაპირი არასდროს იქნება ისეთი, როგორიც ადრე იყო. როცა შენ ადამიანზე ბრაზობ და მას სალანძღავ სიტყვებს ეუბნები, ეს სიტყვები ლურსმნებივით ესობა მის გულს და შემდეგ რომც მოინანიო და ბოდიში მოუხადო, იარები მაინც რჩება. ამიტომ ეცადე ყოველთვის აკონტროლო შენი ემოციები, საქციელი და სიტყვები.
სიყვარულით და მადლიერებით, ხვიჩა მებონია
P.S. რამდენად ემოციური ხართ და გიჭირთ თუ არა საკუთარი გრძნობების კონტროლი? გაგვიზიარეთ თქვენი გამოცდილება კომენტარების მეშვეობით.
შეიტანეთ თქვენი წვლილი ბლოგის განვითარების საქმეში, გააზიარეთ ეს პოსტი ქვემოთ განთავსებული სოციალური ქსელების ღილაკების მეშვეობით.
უღრმესი მადლობა წინასწარ და მომავალ შეხვედრამდე
თარგმნა ხვიჩა მებონიამ
კი, ასეა – გულზე თუ მოგხვდა, ის სიტყვა თავს აღარასოდეს დაგავიწყებს. არც კარგი, არც ცუდი. ბოროტი მეხსიერება ნამდვილად არ მაქვს, მაგრამ ადამიანთან, რომელმაც ერთხელ გამიმეტა ცუდი სიტყვისათვის, ურთიერთობას ვეღარ ვაწყობ. კი, ბატონო, ვაპატიებ (ვინ ვარ, რომ არ ვაპატიო), მაგრამ ვერ… ვეღარ ვენდობი. შეიძლება ვინმემ მოსაკლავად დანა მოგიქნიოს და მერე ძველებურად ენდობოდე? სიტყვა კი ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი იარაღია, ხშირად სასიკვდილოც. თუმცა ისეთებიც მინახავს, ერთ ყურში რომ შეუშვებენ და მეორედან… რა ვიცი, ადამიანის ბუნებიდან გამოდის ყველაფერი 🙂
გეთანხმები ქეთევან, სიტყვა მართლაც ერთ–ერთი ყველაზე მძლავრი იარაღია და მეც ხშირად გავმხდარვარ მისი “მსხვერპლი” 🙂 მაგრამ ამავე დროს უნდა ავღნიშნო, რომ ერთ–ერთი კარგი თვისება, თუ ჩვევა, არ ვიცი როგორ ვუწოდო, რომლის სპეციალურად გამომუშავება არ დამჭირვებია და რომელიც ბავშვობიდანვე მქონდა ეს “ცუდი მეხსიერებაა”… ანუ, მე შეიძლება აქ და ამჟამად ისეთი რამ მითხრან, რომ გული მეტკინოს, მეწყინოს, ან გავბრაზდე და ა.შ. მაგრამ ხვალ ეს უკვე აღარ მახსოვს 🙂
გმადლობ, რომ ერთგული “კომენტატორი” ხარ 🙂
ეგ შენ კარგი თვისება გგონია, ხვიჩ? 🙂 ადამიანს უფლებას აძლევ, მეორეჯერაც გატკინოს გული, მესამეჯერაც… რბილად რომ ვთქვათ, უპასუხისმგებლობაა საკუთარი გულის მიმართ! ეგ კი მხოლოდ ერთ შემთხვევაშია დასაშვები: თუ გულის ქსოვილის რეგენერაციის საიდუმლო იცი… იცი შენ ეგ საიდუმლო? 🙂
არა ქეთევან, პირიქით, სწორედაც რომ არ ვაძლევ უფლებას ტკივილმა და წყენამ ჩემი გული დაამძიმოს, მითუმეტეს მერე ეს სიმძიმე მთელი ცხოვრება ვათრიო…
მე ვიცნობ ადამიანებს, რომლებიც წყენას ვერ ივიწყებენ და ბოღმით დამძიმებულები დადიან.. ერთ–ერთმა მათგანმა არც თუ ისე დიდი ხნის წინ “იძია შური” ნაცნობზე, რომელთანაც წლების წინ დაუფიქრებლად ნათქვამი სიტყვის გამო იჩხუბა და შემდეგ კი როგორც ყველას ეგონა შეურიგდა…
წარმოგიდგენია, წლების განმავლობაში ეს ადამიანი რამხელა ბოღმას ატარებდა გულში თანაც ისე რომ ამას არ იმჩნევდა, მითუმეტეს რომ მათი გზები თითქმის ყოველდღე იკვეთებოდა და როგორც კი საშუალება მიეცა იმ ადამიანისთვის ევნო, შანსი ხელიდან არ გაუშვა…
არა, გმადლობთ, მადლობა ღმერთს, რომ ამისგან თავისუფალი ვარ… 🙂
რასაც შენ ამბობ, ეგ სულ სხვა რამეა, ხვიჩა.
ის, რომ სწორად აფასებ ამა თუ იმ ადამიანისგან რას უნდა მოელოდე, გულში ბოღმის და წყენის ტარებას არ ნიშნავს, მაგრამ ზურგი მიუშვირო მას, ვისაც შეუძლია, ნებისმიერ მომენტში გესროლოს, უპატიებელ სისულელედ მიმაჩნია და ნამდვილად ვიცი, ამას არასოდეს ვიზამ.
აი, მაგალითად, თუ ნახე, რომ ადამიანი უზრდელია, მისგან ხომ ცდილობ თავი შორს დაიჭირო? და იმიტომ კი არა, რომ იბოღმები, არამედ იმიტომ, რომ არ მოგწონს უტაქტო ურთიერთობები. სულ ესაა. ბოღმა, წყენა და შურისძიება რა სუფრაზე მოსატანია… 😀 😀 😀
ბაბუაჩემი მეტყოდა: ყოველთვის აარიდე ქალთან კამათს თავი… განსაკუთრებით კი მაშინ, როცა ვერ ხვდები რას გედავებაო 🙂 🙂 🙂
კარგი ბიჭი! :))))))))
ვინ თქვა, რომ გედავები? 🙂 ეტყობა, დღეს ვერ ვლაპარაკობ დალაგებულად)))))))))
ეს იგავი როცა წავიკითხე აღფრთოვანებული დავრჩი და მართლაც,რომ სიმართლეა,კარგი იქნება მშობლები ზოგჯერ ასეთი კარგი მაგალითებით თუ დაანახებენ შვილებს სწორს და არასწორს:)))
მართლა რა საშინლად იცის “ჩარჭობა” გულში ცუდად ნათქვამმა სიტყვამ. მე ყოველთვის ვცდილობ, სპეციალურად კი არა, შემთხვევითაც არ წამომცდეს რამე უტაქტო და საწყენი. თუ მაინც მოხდა და ვინმეს ვაწყენინე, ისე განვიცდი, მგონი ვისაც ვაწყენინე, იმას ვაჭარბებ განცდებში:)))
ეს ჩემთვისაც ძალზე სუსტი წერტილი იყო მთელი ცხოვრება…(ვგულისხმობ სიტუაციას, როცა ვინმეს ვაწყენინებდი) ამ მხრივ ნამდვილად არ მქონდა “ცუდი მეხსიერება” და ძალზე სერიოზულმა მუშაობამ მომიწია საკუთარ თავზე, რომ “მომეშალა” მეხსიერება 🙂
უღრმესი მადლობა თამარ!
სახარებისეული იგავი გამახსენდა, როცა იესოს ედავებოდნენ იუდევველები…….იესომ უპასუხა – ბაგეებიდან გადმოსული სიტყვა წაბილწავს ადამიანსო…არც საკუთარი ბაგეებიდან გასროლა ვარგა ლურსმნებისა და სხვისგან მიღებაც არ არის სასიამოვნო…ძალიან,ძალიან დიიიდი გულისყური გვჭირდება რომ პირველ რიგში სხვას არ ვატკინოთ გული და როცა ჩვენ გვავნებენ მიმტევებლები ვიყოთ…ადამიანის გულს შეუძლია ნაჭრილობების მოშუშება,მაგრამ ეს დიდ ძალისხმევას საჭიროებს,ამაშია ადამიანის სიდიადე და სრულყოფა…ამისათვის კი დიდი შრომა და გარჯა გვმართებს…უფალმა შეგვაძლებინოს…მადლობა თემისთვის 🙂
ხო, სიტყვა მართალაც რომ ძლიერი იარაღია როგორც სახარებაშია ” არა თუ პირით შემავალი შეაგინებს კაცსა, არამედ პირით გამომავალი შეაგინებს კაცსა” (მათე 15. 11) ვცდილობ ჩემი სიტყვით არც თავი წავიბილწო და არც სხვას ვავნო რამე, თუმცა ეს შეიძლება ყოველთვის ისე არ გამომდიოდეს როგორც ვისურვებდი. მართალია წყენას არ ვიტოვებ,მაგრამ ადამიანთან რომელმაც ტკივილი მომაყანე ვცდილობ ურთიერთობა შევცვალო, დავიცვა თავიც და ისიც. 🙂
bedniereba aris kargi janmrteloba da susti mexsiereba..
namdvili realobaa.. amitom titoeuli chveni sityva unda movzomot da vakontrolot rom garkveuli dosi shemdeg ar shegvrcxves sakutari tavis… sabodishod ar unda gavixadot saqme…
batono vxicha arc ise didi xania rac shemogiertid da tqveni ertguli mkiitvxveli gavxdi,magram iqedan gamomdinare rom moverge tqvens tematikas,testebs da zogadad rasac wert yvelapers rom dge ar gadis ar gadavxedo tqvens gverds…
rac sheexeba emociurobas imdenad emocieuri var mcireodeni sixarulisganac da wyenisaganac vtiri,nervozic avikide,tavis motokva ver shevdzeli da axla ufro seriozuli problemebic maqvs,iqneb chemtvisac minaxos raime sashvaleba daxmarebi,msgvassi testebi an masala rom iyos,vmshviddebi kitxvis dros…
მოგესალმებით ევა, გილოცავთ დღევანდელ დღეს, სადღესასწაულო განწყობა და ჯადოსნური დღეები ნუ მოგიშალოთ ღმერთმა 🙂 <3
ყველანაირი პრობლემის ფესვი ჩვენშია და ყველაზე კითხვაზე პასუხის ჩვენს თავში უნდა ვეძებოთ. ამ ძიებაში შედეგის მიღება კი მხოლოდ საკუთარ თავზე მუშაობით და პიროვნული განვითარებით არის შესაძლებელი, ამიტომ ძალიან სასიამოვნოა რომ თქვენ ზრუნავთ ამაზე.
დასაწყისისთვის მე გირჩვეთ წაიკითხოთ ქართული წიგნები “სიურპრიზი” და “სამასმეერთე მილიონერი”. ან ერთ–ერთი მათგანი მაინც 🙂 პირველი ელექტრონულია და უფასო, მეორე კი ელექტრონულიც არის და ბეჭდურიც და ძვირიც არ ღირს. ხოლო თუ რუსული ან ინგლისური იცით, მაშინ ნებისმიერი წიგნი რომელიც ჩამოთვლილია ამ ბლოგზე განყოფილებაში “ბიბლიოთეკა”
ასევე სტატიები “სიურპრიზის” ავტორის გიორგი თვალაზის საიტზე http://inteleqtika.com
მგონი ჯერჯერობით ეს საკმარისია. დანაღცენზე მერე ვისაუბროთ… თუ სურვილი გექნებათ 🙂 წარმატებებს გისურვებთ ევა! შევხვდებით მწვერვალზე!
Aseti igavi arasdros wamikitxavs namdvili realobaa mec ar vici rogor davimshvido nervebi rodesac vbrazdebi da ver visveneb gamesac ki ar mdzinavs wesierad yvlaferi gulshi maqvs chadebuli
Magari igaviaa madloba am veb saits
მადლობა თქვენ, ლაშა, სტუმრობისთვის, შთაბეჭდილების გაზიარებისთვის, მადლიერებისთვის! 🙂