ერთხელ, ერთი ბებერი კატა შეხვდა ახალგაზრდა კნუტს, რომელიც ცდილობდა დაეჭირა საკუთარი კუდი. ის თავგანწირული ტრიალებდა წრეზე. ეცემოდა, წამოდგებოდა და ისევ განაგრძნობდა კუდის დევნას.
კატა დიდხანს იდგა და აკვირდებოდა. ბოლოს ჰკითხა:
– რატომ დასდევ საკუთარ კუდს?
– მე მითხრეს, რომ ჩემი კუდი ჩემი ბედნიერებაა, – უპასუხა კნუტმა – ხოდა მეც ვცდილობ დავიჭირო ის.
ბებერმა კატამ ჩაიღიმა და უთხრა:
– დიდი ხნის წინ, როცა შენი ხნის ვიყავი, მეც მითხრეს რომ ჩემი კუდი ჩემი ბედნიერებაა. მე მთელი დღეები დავრბოდი წრეზე და დავდევდი საკუთარ კუდს და ვცდილობდი მის დაჭერას. მე არ ვჭამდი, არ ვსვამდი, ძალაგამოლეული ხშირად ვეცემოდი, მაგრამ არ ვნებდებოდი, მაშინვე წამოვდგებოდი და კიდევ უფრო დიდი თავგანწირვით ვაგრძელებდი მცდელობებს.
ერთხელაც მომბეზრდა ეს ყველაფერი, რადგან მივხვდი რომ კუდს ვერ დავიჭერდი, დავანებე თავი წრეზე უაზროდ ტრიალს და წავედი.
– სად წახვედი? – ჰკითხა კნუტმა.
– უბრალოდ წავედი და იცი უცებ რა შევამჩნიე?
– რა?
– რომ სადაც არ უნდა წავსულიყავი, ჩემი კუდი ყველაგან თან მახლდა!
სიყვარულით და მადლიერებით, ხვიჩა მებონია
P.S. სად და რაშია თქვენი ბედნიერება? როგორ ცდილობთ მის მოპოვებას? გაგვიზიარეთ თქვენი მოსაზრებები კომენტარებში.
შეიტანეთ თქვენი წვლილი ბლოგის განვითარების საქმეში – გააზიარეთ ეს პოსტი ქვემოთ განთავსებული სოციალური ქსელების ღილაკების მეშვეობით.
უღრმესი მადლობა წინასწარ და მომავალ შეხვედრამდე
თარგმნა ხვიჩა მებონიამ
dayvela mainc tavis gzas miuyveba.
გეთანხმებით ნათია!
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ამ ბლოგზე. უღრმესი მადლობა რომ გვესტუმრეთ და თანაც კომენტარიც გააკეთეთ… 🙂
კარგი იყო, ხვიჩა…
კატას რომ ჩვენზე მეტი ესმის, ეგაა საქმე?! 😀 😀 😀
გმადლობ ქეთევან!
ეტყობა ბრძენი პატრონი ჰყავდა 🙂
ბედნიერება ჩვენშია. უბრალოდ თავი უნდა დავაღწიოთ მოჯადოებულ წრეს.
დიახ მარიკა, გეთანხმებით… ჩვენ რატომღაც ყოელთვის რაღაც შორეული და ძნელად დასალაშქრი მწვერვალი გვგონია ბედნიერება, სინამდვილეში კი ის ჩვენშია და მის აღმოსაჩენად რწმენა და სიმამაცეა საჭირო…
გმადლობთ, რომ ყოველთვის პოულობთ დროს გამოხატოთ თქვენი მოსაზრებები 🙂
ბედნიერება ჩემი განწყობაა და შინაგანი მე, ოღონდ ეს არ დამენგრეს და ჩავთვლი, რომ ბედნიერება ყველგან დამყვება… 🙂 დანარჩენი ირგვლივ…….. 🙂
თქვენ ძლიერი ადამიანი ხართ ქეთევან და დარწმუნებული ვარ ყოველთვის შეძლებთ შინაგანი მეს და ბედნიერების განწყობის შენარჩუნებას 🙂
უღრმესი მადლობა!!!
ყოჩაღ კატას 🙂 როცა ვინმეს გავახარებ ან თუნდაც პატარა სიკეთეს მაინც შევძლებ და გავაკეთბ ძალიან ბედნიერი ვარ, მიხარია, ეს მავსებს და მაძლევს ძალას
ბედნიერ ადამიანებს ყოველთვის არ აქვთ ყველაფერი საუკეთესო, მაგრამ გააჩნიათ უნარი აღმოაჩინონ ყველაფერი კარგი და სასიამოვნო, იმაში რაც აქვთ!..საერთოდ მე ვფიქრობ ბედნიერება არ უნდა ეძებო მომავალში(ანუ არ უნდა სდიო კუდს, რომელიც მუდამ შენს წინ იქნება… ), არამედ იყო ბედნიერი აქ და ახლა :თუნდაც მზის ამოსვლით, სიცოცხლის კიდევ ერთი დღით, ერთი ფინჯანი არომატული ყავით და ა.შ.სია შორს წაგვიყვანს…და რატომ უნდა სდიო ბედნიერებას, როცა მისთვის ამდენი მიზეზი გაქვს?! გავიხსენოთ,როცა დილით გავიღვიძებთ, რომ ვიღაც ვერ მოესწრო ამ დღის გათენებას და ვიქნებით მადლიერნი, მადლიერებიდან კმაყოფილებამდე ერთი ნაბიჯია,ხოლო როგორც ბიბლია ამბობს დიდი შენაძენია ღვთისმოსაობა და კმაყოფილება…გმადლობთ საინტერესო მასალებისთვის!
მომწონს თქვენთან )
bedniereba aris sibereshi……… da amaze unda izruvno axalgazrdobidan………..