ერთი მარტივი მეთოდი, რომლითაც იხსნება შიშების 90%

არავის არ უნდა იყოს უმწეო და უბედური, მაგრამ არის სიტუაციები, როცა ჩვენ ასეთები ვხდებით. ეს არის სიტუაციები, როცა ჩვენ გვეშინია. ზოგჯერ ჩვენ ძალიან გვეშინია, ბევრს კი ძალიან ხშირად ეშინია. როცა ყველაფერი ხდება უცბად, მოულოდნელად და არაფერში არ შეიძლება იყო დარწმუნებული, სულში ისადგურებს შიში. 

რა უნდა ვქნათ ასეთ შემთხვევაში?

პირველ რიგში, მინდა გკითხოთ: თქვენ ჭკვიანი და საქმიანი ადამიანი ხართ?

თუ ასეა, მაშინ სიტუაციაში „მე მეშინია“ თქვენთვის მნიშვნელოვანია არა ის, თუ რას განიცდით, არამედ ის, რომ ეს ხელს გიშლით იფიქროთ და გაფერხებთ მოქმედებაში. ჭკვიანი და საქმიანი ადამიანებისთვის არ არის მნიშვნელოვანი ეშინიათ თუ არა, მათთვის მნიშვნელოვანია იმოქმედონ დროულად, და ისე, როგორც საჭიროა.

მეორე: იყავით ყურადღებით, ახლა მე გეტყვით ძალზე უცნაურ და არაორდინალურ რამეს.

როცა ჩვენ ვამბობთ „მე მეშინია“ სინამდვილეში შიში არ გვაქვს. ეს არის გამოგონილი შიში. ეს არის ფსევდოშიში. ეს არის ჩვევა მოვიგონოთ შიში იქ სადაც ის სინამდვილეში არ არის.

მოდი ვნახოთ რა არის ნამდვილი შიში. მეცნიერულად, შიში ეს არის ჰორმონალური ქარიშხალი. ეს არის ორგანიზმის ფუნქციური მდგომარეობის ობიექტური ცვლილება საშიშროებასთან შეჯახებისას. აქ ყველაფერი მარტივია: ან უნდა გაიქცე ან უნდა იბრძოლო. შესაბამისად ორგანიზმში ხდება ჰორმონების გატყორცნა, ადრენალინის და პარალიტური ნახშირორჟნგის. გონივრულ დოზებში ეს ზრდის ჩვენი გადარჩენის შანსებს. ხოლო ზედმეტი დოზით იწყება მანდრაჟი: ხმის კანკალი, ოფლიანობა, ხელების ცახცახი და ა.შ. აი ეს არის ნამდვილი შიში. ჩვენ ხშირ შემთხვევაში როცა ვამბობთ „მეშინია“ გვაქვს სრულიად სხვა მდგომარეობა.

როცა გოგო ამბობს: „მე მეშინია ვუთხრა ჩემს შეყვარებულს, რომ ფეხმძიმედ ვარ“ მას აქვს უბედური სახე, მაგრამ თუ ის ჰორმონალური ქაიშხალი, რომელიც დამახასიათებელია რეალურად სახიფათო სიტუაციაში მოხვედრისას, მის ორგანიზმში არ არის, ესე იგი ეს არ არის შიში. ის ამბობს შიშზე ალბათ იმიტომ,

რომ მას წინ შეიძლება სერიოზული უსიამოვნებები ელოდება და სურს ეს ყვლაფერი აირიდოს თავიდან. ეს არის არა შიში, არამედ პრობლემის მოგვარებაზე პასუხისმგებლობისგან თავის არიდების მცდელობა.

როცა დაძინების წინ ბავშვი გეუბნებათ: „არ წახვიდე, მეშინია მარტო დარჩენის“, როგორია მისი ნამდილი სურვილი: „დედა, უშენოდ მოსაწყენია. შენთან კი სინტერესო. დარჩი ჩემთან კიდევ ცოტა ხანი.“ ეს არ არის შიში. ეს არის შიშის მოფიქრება, რომ ამ გზით მიიღოს ის რაც უნდა: უფრო მეტხანს დარჩეს დედასთან.

სწორედ ეს ფსევდოშიშები, უფრო სწორედ მათი შექმნის ჩვევა აქცევს ადამიანს მსხვერპლად.

მაგრამ რჩება მთავარი კითხვა: „როგორ მოვიქცეთ მსგავს სიტუაციებში?“

და აი აქ გვაქვს ძალზე მარტივი და მოულოდენლი პასუხი.

მოემზადეთ გაიგოთ წესი, რომელიც მოგევლინებათ მხსნელად შიშებთან ურთიერთობის დროს.

იმის ნაცვლად, რომ ისაუბროთ თქვენს შიშებზე, დაუსვით საკუთარ თავს შეკითხვა:

„მართებულია ჩემთვის ამის გაკეთება თუ არა?“

მნიშვნელოვანია: შეკითხვას ვსვამთ ქცევაზე და არა შიშზე. თუ მე მეშინია დარეკვის, მაშინ ვკითხულობთ არა იმას არის თუ არა ეს საშიში, არამედ ვსვამთ კითხვას შემდეგნაირად: „მართებულია რომ დავრეკო?“ ანუ, იქნება ეს სწორი (მართალი, ღირსეული…) საქციელი ჩემი ხმრიდან?

თუ პასუხი იქნება „დიახ“ – გააკეთეთ. თუ „არა“ – არ გააკეთოთ.

ეს არის აბსოლუტურად ჯადოსნური მეთოდი, რომელიც უმეტეს შემთხვევაში მომენტალურად ხსნის შიშს. იმის ნაცვლად, რომ ვინეს მოვუყვეთ თუ როგორ გვეშინია, საკმარისია ვკითხოთ საკუთარ თავს: „მართებულია ამის გაკეთება, თუ არა?“

თუ, მაგალითად, თქვენ აპირებთ საკმაოდ მძიმე საუბრის გამართვას მეუღლესთან, შვილებთან, მშობლებთან, ხელმძღვანელობასთან და გეშინიათ, დაუსვით საკუთარ თავს შეკითხვა: „მართებული იქნება ამ საუბრის წამოწყება?“ თუ თვლით, რომ მართებულია, მიდით და დაელაპარაკეთ. მორჩა, ეს არ არის შიშის საკითხი. ან აკეთებთ ან არა.

იფიქრეთ ამ მეთოდზე. გამოსცადეთ ის.

მცირე დაზუსტება.

ზოგიერთ სიტუაციაში, ამ შეკითხვის დასმა არ არის საკმარისი. ასეთ შემთხვევაში ემატება ნაბიჯი 2 – შეკითხვა: „რა შემთხვევაშია ჩემთვის მართებული ამის გაკეთება და რა შემთხვევაში არ არის მართებული?“

მაგალითად, თქვენ გინდათ დაელაპარაკოთ უფროსს ხელფასის მომატებაზე, მაგრამ გეშინიათ. აქ მარტო შეკითხვა „მართებულია თუ არა ამის გაკეთება“ არ მოგვცემს შედეგეს. აქ არის ბევრი სხვადასხვა ფაქტორი: როგორ მუშაობდით ბოლო პერიოდი, როგორი სიტუაციაა ბაზარზე, როგორი რეპუტაციით სარგებლობთ უფროსის წინაშე, როგორ ხასიათზეა თავად ეს უკანასკნელი და ა.შ.

როცა ამ ყველაფრის გათვალისწინებით მიიღებთ გადაწყვეტილებას, შიშიც ქრება. ამიტომ, თუ გსურთ იცხოვროთ შიშის გარეშე – იფიქრეთ და მიიღეთ გადაწყვეტილებები.

P.S. პიროვნული განვითარების ცენტრი „იგიკაი“ 24 თებერვალს იწყებს ერთ კვირიან უფასო ონლიან ტრენინგს

„როგორ დავძლიოთ წარუმატებლობის შიში“

 დეტალური ინფორმაცია ტრენინგზე ⬇️

https://goo.gl/DzKeZh

 ტრენინგის დახურულ FB ჯგუფში გაწევრიანება ⬇️
https://www.facebook.com/groups/1027213114152370/

P.P.S. გაუზიარეთ პოსტი მეგობრებს. გავავრცელოთ სიყვარულის ენერგია

შევხვდებით მწვერვალზე!

სიყვარულით და მადლიერებით, ხვიჩა მებონია

წყარო: http://nkozlov.ru

საინტერესო პოსტები

2 thoughts on “ერთი მარტივი მეთოდი, რომლითაც იხსნება შიშების 90%”

  1. ძალიან კარგი და სიანტერესო მეთოდია და ვფიქრობ ზუსტად ასახავს ჩემს დამოკიდებულებას შიშის მიმართ.. რომელაც როგორც თქვენ აღნიშნავთ არსაიდან ვიგონებ… მაქვს შიში საჯარო გამოსვლის მაგრამ ხვალ ამ შიშის დაძლევა მომიწევს .. და თქვენს რჩევებს გავითცალისწინებ .. რადგან რასაც ვაკეთებ ჩემთვის წინსვლისთვის ფრიად საჭირო და მართებულია. გმადლობ

    პასუხი

Leave a Comment

Comment moderation is enabled. Your comment may take some time to appear.