სახლი 1 დოლარად | პიროვნული ზრდა და თვითგანვითარება

სახლი 1 დოლარად

saxli

– ნახე, სახლს ყიდიან ერთ დოლარად.

უთხრა ერთმა მათხოვარმა მეორეს და რომელიღაც გაზეთის ნაგლეჯი მიაწოდა.

მეორემ დახედა. ეტყობა უცბად წაიკითხა რაც ეწერა და თქვა:

– სისულელეა!  ალბათ დაბეჭვდის დროს გაეპარათ შეცდომა.  მისამართს შეხედე, ეს ხომ მდიდრების უბანია. აქ ალბათ უნდა ყოფილიყო „1 მლნ დოლარი“.

– ხო, მართალი ხარ, – უთხრა პირველმა დანანებით, გაზეთის ნაგლეჯი გაბრაზებულმა გადააგდო და თითოეული თავიანთი გზით წავიდა.

მათ საუბარს ისმენდა ერთი კაცი, რომელიც იქვე ახლოს ძაღლს ასეირნებდა. როცა მათხოვრები წავიდნენ, მან აიღო გაზეთის ნაგლეჯი, რომელზეც ამოიკითხა:

„იყიდება სახლი. ფასი 1 დოლარი. მისამართი…“  

– რა სისულელეა? ასეთ სასაცილო ფასად სახლი? – ჩაილაპარაკა მან,  მაგრამ ცნობისმოყვარეობამ მაინც წასძლია და გადაწყვიტა მისულიყო და ადგილზე ენახა.

„რას ვკარგავ, იქნება და…“ – ფიქრობდა გზაში.

ის მივიდა განცხადებაში მითითებულ მისამართზე. გარედან შესანიშნავი სახლი ჩანდა. კარი ქალმა გააღო.

– მე განცხადების თაობაზე ვარ. თქვენ მართლა ყიდით სახლს ერთ დოლარად?

– დიახ, – უპასუხა ქალმა, – შემობრძანდით, დაათვალიერეთ და თუ მოგეწონებათ, დღესვე შეგვიძლია გავაფორმოთ ნასყიდობის ხელშეკრულება.

კაცი შევიდა სახლში. დაათვალიერა და აღტაცებული დარჩა. არაჩვეულებრივი სახლი იყო.

– კი მაგრამ, ასეთი არაჩვეულებრივ სახლს 1 დოლარად რატომ ყიდით? – ჰკითხა მან სახლის პატრონს.

– მე უბრალოდ ვასრულებ ჩემი გარდაცვლილი მეუღლის ანდერძს – უპასუხა ქალმა.

– თქვენმა ქმარმა გიანდერძათ, რომ სახლი 1 დოლარად გაგეყიდათ? – იკითხა კვლავ გაოცებულმა კაცმა.

– არა, ჩემმა მეუღლემ მიანდერძა, რომ ეს სახლი გამეყიდა და მასში აღებული თანხა მთლიანად მისი საყვარლის ანგარიშზე გადამერიცხა.

 

სიყვარულით და მადლიერებით, ხვიჩა მებონია

 

8 კომენტარი ჩანაწერზე “სახლი 1 დოლარად”

  1. ვახტანგი ამბობს:

    კარგი ისტორიაა 🙂

  2. 8888 ამბობს:

    ასეთებიც ხდება? 

    • admin ამბობს:

      ნუ, შეიძლება ცოტა “გაფორმებულია”, მაგრამ აქ საინტერესო ის გაკვეთილია, რომელიც კიდევ ერთხელ გვარწმუნებს, რომ  სასწაულები იმათ ცხოვრებაში ხდება, ვისაც სჯერა ამ სასწაულების!

  3. Levani ამბობს:

    მართლა მაგარია. ხვიჩა სად პოულობ ეგეთ საინტერესო ისტორიებს???? 🙂

  4. მალხაზი ამბობს:

    ქალბატონი ქეთევანის გარდა ვერავინ აღნიშნა ჭეშმარიტი არსი ისტორიისა! ბატონო ხვიჩა თქვენც კარგი ისტორია გადაგხდენიათ!

  5. giorgi ამბობს:

    აზრი ვერ გავიგე მაინც

  6. ხვიჩა ამბობს:

    ანდერძის თანახმად სახლის გაყიდვიდან მიღებული თანხა მთლიანად გარდცლილის საყვარლის ანგარიშზე უნდა ჩაერიცხათ. ანუ მილიონადაც რომ გაეყიდა, ცოლი მაინც ერთ ცენტსაც ვერ მიიღებდა. ხოდა გაყიდა ერთ დოლარად, რომ მისი ქმრის საყვარელს არ ენახა სარგებელი.

დატოვეთ კომენტარი

Comment moderation is enabled. Your comment may take some time to appear.