სტადიონზე მყოფი 10 ათასი ადამიანი, ფეხზე იდგა და ჩუმად ტიროდა

 

ეს იტორია მოხდა ამერიკის შეერთებულ შტატებში, პარაოლიმპიურ თამაშებზე.

ღია სტადიონზე მიმდინარეობდა შეჯიბრება სირბილში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებს შორის.

ყველაფერი ჩვეულებრივად დაიწყო. მონაწილეები მოეწყვნენ სტარტზე, მსაჯმა აწია ხელი, გაისმა გასროლის ხმა და ბავშვები გაიქცნენ ფინიშის ხაზისკენ.

მაგრამ, მოულოდნელად, ერთი ბავში წაიქცა.

მას არაფერი განსაკუთრებული არ დამართნია, არც ტრამვა მიუღია, უბრალოდ წაიბორძიკა და წაიქცა, ხოლო შემდეგ, მღელვარებისგან, ვერ შეძლო წამოდგომა და ატირდა.

ბავშვმა, რომელიც გვერდით მირბოდა, შეამჩნია ეს და არც დაფიქრებულა, ისე გაჩერდა, მივიდა წაქცეულთან და სცადა მისი წამოყენება. ცოტა ხანში ყველა ბავშვი, ვინც გარბენში მონაწილეობდა, შეჩერდა და ყველამ წაქცეულის გარშემო მოიყარა თავი. ისინი ცდილობდნენ მის დამშვიდებას და ეხმარებოდნენ წამოდგომაში. შემდეგ კი, ასევე მოულოდნელად, მათ ერთად აიყვანეს ხელში წაქცეული, ასე ხელში აყვანილი გაატარეს მთელი ბილიკი და ყველა ერთად მივიდა ფინიშთან.

ამ სცენის შემყურე,  სტადიონზე მყოფი 10 ათასივე მაყურებელი, ფეხზე იდგა და ჩუმად ტიროდა. ყველა გრძნობდა, რომ ამ დროს სტადიონზე მოხდა სასწაული.

ეს იყო სიკეთის, თანაგრძნობის, ადამიანურობის, სიყვარულის გამარჯვება ცივ, პრაგმატულ სპორტულ წესებზე: „ვინც პირველი გახდება, ის მიიღებს ყველაფერს“.

ფიზიკურად შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებმა, უმნიშვნელოვანესი გაკვეთილი ჩაუატარეს „ჯანმრთელ“ მოზრდილებს.

ამ საოცარ წუთებში, შინაგანმა, სულიერმა მეტაფიზიკურმა სამყარომ, გაიმარჯვა ფიზიკურ სამყაროზე. თითოეული მაყურებელი, რომელიც ამ საოცრად ამაღელვებელ სცენას თვალს ადევნებდა, ალბათ გრძნობდა თუ როგორ სუფთავდებოდა მისი სული.

გამარჯვებულთა კვარცხლბეკი იმ დღეს დარჩა ცარიელი. მაგიდაზე ეულად ეწყო უკვე სრულიად ზედმეტი მედლები და პრიზები, რომლებიც ამ გარბენის გამარჯვებულებისთვის უნდა გადეცათ. წამზომი, რომელსაც გამარჯვებული უნდა გამოევლინა, უმწეოდ ეკიდა მსაჯის კისერზე. მთელი ეს ყალბი აღჭურვილობა, ყალბი ფასეულობები არავის სჭირდებოდა. ეს არ იყო მათი დღე. ფიზიკური სამყარო, ამ საოცარი სულიერი გმირობის ფონზე, ძალზე სულელურად და ყალბად გამოიყურებოდა.

ამ მაგლითზე, კიდევ ერთხელ ნათლად ჩანს სხვაობა უკიდეგანო სულიერ, მეტაფიზიკურ სამყაროსა და პრიმიტიულ, მილიარდობით ადამიანთა სულების შთანმთქმელ ფიზიკურ არსებობას შორის.

მთავარი ბრძოლა, ჩვენს ცხოვრებაში, მიმდინარეობს არა სპორტულ არენებზე, არა ოფისებში, არა ბანკებში, არა უნივერსიტეტებში და თუნდაც არა ნამდვილი, სისხლისმღვრელი ომების ბრძოლის ველზე. მთავარი ბრძოლა, ჩვენი ცხოვრებისა, მიმდინარეობს თვითონ ჩვენში. ბრძოლა ყრუ, ცივ, პრიმიტიულ ინსტიქტებსა და უკვდავ, ღვთიურ სულიერებას შორის.

და ეს ბრძოლა თითოეულ ჩვენთაგანში, გაგრძელდება მანამ, სანამ ჩვენი გული ძგერს, სანამ ჩვენი სული არ ამოჰყვება ჩვენს უკანასკნელ ამოსუნთქვას.

 

შევხვდებით მწვერვალზე!

სიყვარულით და მადლიერებით, ხვიჩა მებონია

 

P.S. გააზიარეთ ეს პოსტი. გაავრცელეთ სიყვარულის ენერგია 🙂

 

წყარო: ვლადიმირ დოვგანის წიგნი — Метавселенная

 

 

დატოვეთ კომენტარი

Проверка комментариев включена. Прежде чем Ваши комментарии будут опубликованы пройдет какое-то время.