როგორ ვეზიაროთ ჭეშმარიტ სიბრძნეს?

სიბრძნე-ჭეშმარიტება

ერთ მოხუცთან  მივიდა სამი ახალგზარდა:

— გვასწავლეთ ყველაფერი, რაც თავად იცით, — თხოვა ერთმა.

— გვასწავლეთ მივიღოთ სწორი გადაწყვეტილებები და არ დავუშვათ შეცდომები, — თხოვა მეორემ.

— გაგვიმხილეთ საიდუმლო, როგორ ვეზიაროთ ცხოვრების ჭეშმარიტ სიბრძნეს, — დაამატა მესამემ.

მოხუცი ერთხანს მდუმარედ აკვირდებოდა ყმაწვილებს და ბოლოს უთხრა:

კარგი, მე გადმოგცემთ თქვენ ყველაფერს, რაც თავად ვიცი, მაგრამ მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული შეძლებთ თუ არა ჩასწვდეთ მათ სიბრძნეს.   

მაშ ასე, აი თქვენ პირველი გაკვეთილი: თითოეულ თქვენთაგანს მე მივცემ თანაბარი რაოდენობის ფულს და იმდენივეს ავიღებ თავადაც. ჩვენ გავემგზავრებით ქალაქში და თითეოული შევიძენთ ამ ფულით იმას, რაც ჩვენის აზრით ყველაზე ძვირფასია.

მოხუცმა დაურიგა ფული ახალგაზრდებს და ყველა გაეშურა ქალაქისკენ. საღამოს კი სახლში დაბრუნებულებმა საკუთარი შენაძენი მოიტანეს თა:.

პირველმა ახალგზარდამ მოოქროვილი ბეჭედი, მეორემ — უცნობი მხატვრის ძალიან ლამაზი ტილო, ხოლო მესამემ — ერთი ტომარა ხორბლის მარცვალი. თავად მოხუცი ხელცარიელი დაბრუნდა და არც მათი შენაძენისთვის გაუკეთებია რაიმე კომენტარი.

მეორე დღეს მოხუცმა მათ თხოვა დაესახელებინათ მათი აზრით ყველაზე ბედნიერი ადამიანი.

პირველმა ყმაწვილმა იმ ქალაქის ყველაზე მდიდარი ადამიანი. მეორემ — ყველაზე მრავალშვილიანი ოჯახის მამა. ხოლო მესამემ — ერთი შეყვარებული ყმაწვილი. თავად მოხუცს არც ამჯერად გაუკეთებია რაიმე კომენტარი.

მესამე დღეს მოხუცმა ბიჭებს თხოვა მოეყოლათ თავიანთ სანუკვარ ოცნებებზე.

— ბავშვობაში მე ვცხოვრობდი საშინელ სიღარიბეში, ამიტომ ვოცნებობ სიმდიდრეზე და კეთილდღეობაზე, — თქვა პირველმა.

— მე მინდა გავხდე ცნობილი ბრძენი, რომ ადამიანები პატივს მცემდნენ და მოდიოდნენ ჩემთან რჩევებისთვის, — უპასუხა მეორემ.

— მე კი მინდა ვიპოვო ნამდვილი სიყვარული და გავხდე ბედნიერი, — თქვა მესამემ.

— და თქვენ რაზე ოცნებობთ? — ჰკითხეს თავის მხრივ მოხუცს.

— სანამ ჩემს ოცნებაზე მოგიყვებით, მოდით აგიხსნით წინა გაკვეთილების არსს. პირველად მე გთხოვეთ გეყიდათ ყველაზე ძვირფასი, მაგრამ თქვენ შეარჩიეთ ყველაზე ძვირი საქონელი. მე ჩემი ფული მივეცი საავადმყოფოში მწოლიარე მომაკვდავი ბიჭის მკურნალობისთვის, რომ მცირე ხნით მაინც გამეხანგრძლივებინა მისთვის სიცოცხლე, რადგან სწორედ ეს არის ყველაზე ძვირფასი.

მეორე დღეს თქვენ დაასახელეთ ადამიანები, რომლებიც გამოარჩიეთ რომელიმე ერთი სიკეთის გამო: ფულით, სიყვარულით ან ბავშვებით. მაგრამ ყველაზე ბედნიერი არის პატარა ბავშვი, რადგან მას წინ აქვს მთელი ცხოვრება, მას ყველა გზა ხსნილი აქვს. მას შეუძლია ეზიაროს სიბრძნესაც, მოიპოვოს სიყვარულიც, სიმდიდრეც, ბავშვებიც და საერთოდ ყველაფერი, რასაც მოისურვებს.

როცა ადამიანს აქვს ბევრი რამე, ის ოცნებობს კიდევ უფრო მეტზე. მაგრამ თუ ის უცებ დაკარგავს ვთქვათ სიარულის, მხედველობის, ან სმენის უნარს, მაშინ მისი ოცნება უკვე იქნება არა ფული და სხვა მატერუალური ფასეულობები, არამედ გამოჯანმრთელება და დაკარგული უნარის აღდგენა. მე უკვე მოხუცი ვარ და ზემოთხსენებული ბრმების და ყრუ-მუნჯების მსგავსად, ვოცნებობ იმაზე, რაც დავკარგე — დროზე.

მე ის მჭირდება იმისთვის, რომ გამოვასწორი დაშვებული შეცდომები, ვთხოვო პატიება მათ, ვისაც ვაწყენინე, გამოვხატო უფრო მეტი მადლიერება უფლის, სამყაროს და ადამიანების მიმართ, უფრო მეტი სიყვარულით ავივსო გული და ვეზიარო კიდევ მრავალ ცხოვრებისეულ გაკვეთილს.

ახლა კი მოვიდა დრო დაგემშვიდობოთ. მე გადმოგეცით ყველაფერი, რაც თავად ვიცი, დანარჩენს კი დრო გასწავლით. ჩემი მასწავლებელიც ის იყო. დრო მოგცემთ ცოდნას და გამოცდილებას, ხოლო ჭეშმარიტ სიბრძნეს ეზიარება მხოლოდ ის, ვინც ცხოვრებაში ივლის სიყვარულით და სიყვარულისთვის გახსნილი გულით.

 

შევხვდებით მწვერვალზე!

 

სიყვარულით და მადლიერებით, ხვიჩა მებონია

 

 

დატოვეთ კომენტარი

Проверка комментариев включена. Прежде чем Ваши комментарии будут опубликованы пройдет какое-то время.