მოხუცი და აბეზარი ბავშვები

ერთ კაცს ძალაინ აწუხებდა ის აზურზაური და ხმაური, რომელსაც ქმნიდნენ მისი სახლის წინ  სათამაშოდ შეკრებილი უბნის ბავშვები.მათთან არ ჭრიდა არც დარიგება, არც მუქარა, რომელსაც ამ კაცის მეზობლები მიმართავდნენ.

ბავშვები თამაშობენ ფეხბურთს

ერთხელ, როცა ბავშვები უკვე სახლში აპირებდნენ, წასვლას, ეს კაცი გავიდა მათთან, მისცა თითეულს 1 დოლარი და უთხრა:

– გმადლობთ! თქვენ ძალიან კარგად  იმხიარულეთ და მეც გამართეთ. ძალიან გთხოვთ, ხვალაც მოდით და ისევ მოგცემთ ფულს.

მეორე დღეს ბავშვები მოვიდნენ და კვლავ იგივე განმეორდა. საღამოს კაცმა მათ ისევ ჩამოურიგა თითო დოლარი და თხოვა მომდევნო დღეს კვლავ მოსულიყვნენ.

ასე გაგრძელდა 3 დღე.

მეოთხე დღეს  კაცმა ბავშვებს მხოლოდ 50 ცენტი ჩამოურიგა და უთხრა:

– მაპატიეთ, ფინანსური პრობლემები მაქვს და თითო დოლარს ვერ გადაგიხდით, მაგრამ თქვენ ხვალ მოდით და მე მაინც გამოვნახავ რაღაც სახსრებს.

კიდევ ორი დღის მერე მან უკვე მხოლოდ 20–20  ცენტი მისცა ბავშვებს და თან უთხრა რომ ხვალისთვის მხოლოდ 5–5 ცენტის მიცემა შეეძლო, მაგრამ თხოვა მაინც მოსულიყვნენ.

–მეტი საქმე არა გვაქვს 5 ცენტად მთელი დღე თქვენს ფანჯრებთან ვიხტუნაოთ და ვიყვიროთ კლოუნებივით!

უპასუხეს ბავშვებმა, დემონსტრაციულად დატოვეს იქაურობა  და  შემდეგ არასდროს არ გამოჩენილან.

სიყვარულით და მადლიერებით, ხვიჩა მებონია

 

 

7 thoughts on “მოხუცი და აბეზარი ბავშვები”

  1. მომწონს. ხერხი სჯობია ღონესა, თუ კაცი მოიგონებსა.
    მადლობა ხვიჩას. მე რომ ვარ რაღაც სტადიაში, ზუსტად ისეთ დროს  ისეთ პოსტებს წერს, ჩემს სვლებს რომ შეესაბამება.
    ხვიჩა,  მგონი შენ ნათელმხილველიც ხარ.

    პასუხი
    • არა, მარიკა. უბრალოდ თქვენ იქ ხართ, სადაც უნდა იყოთ 🙂 უფრო ზუსტად რომ ვთქვათ – ჩვენ ორივე ვმოძრაობთ სწორი მიმართულებით. დანარჩენს კი… “მიზიდულობის კანონი” აკეთებს 🙂

      მადლობა თქვენ, რომ ერთგული და აქტიური მკითხველი ხართ 🙂

       

      პასუხი
  2. ბატონო ხვიჩა თქვენი გვერდი სულ ახლახანს აღმოვაჩინე, ძალიან საჭირო და ქართულ პრობლემებზე მორგებულია… მადლობა პოზიტივისთვის, ბევრ რამეს გავითვალისწინებ.(არა მხოლოდ ამ სტატიას რა თქმა უნდა)

    პასუხი
    • მოგესალმებით ანა, უღრმესი მადლობა გამოხმაურებისთვის, მადლიერებისთვის 🙂 წარმატებებს გისურვებთ… და ხშირად გვესტუმრეთ 🙂

      შევხვდებით მწვერვალზე!

      პასუხი

Leave a Comment

Comment moderation is enabled. Your comment may take some time to appear.