როგორ შევიტანოთ სინათლე ჩვენს შინაგან სამყაროში…

diogene-sinopeli

«ერთი მოხუცი თავისი სახლში წინ რაღაცას ეძებდა. გამვლელებმა ჰკითხეს:

– რა დაგკარგვია ძიაკაცო?

– ერთადერთი მონეტა დამივარდა და ვერ ვპოულობ, – უპასუხა მოხუცმა.

 

გამვლელებმაც დაიწყეს მონეტის ძებნა. მათ თანდათანობით სხვებიც შეუერთდნენ, მთლიანად გადაქექეს სახლის მიმდებარე ტერიტორია, მაგრამ ვერაფერი იპოვეს.   

– მოხუცო, დარწმუნებული ხარ, რომ აქ დაგივარდა? – ჰკითხეს მას ბოლოს.

– არა, მონეტა შიგნით, სახლში დამივარდა.

– შენ რა, გაგიჟდი? მონეტა სახლში დაგივარდა და გარეთ გვაძებნინე? – აღშფოთდნენ გამვლელები.

– კი მაგრამ სინათლე ხომ აქ არის, სახლში კი ბნელა…

აღშფოთება მხიარულებამ შეცვალა, რომელიც შემდეგ თანაგრძნობაში გადაიზარდა და ბოლოს ერთმა დაყვავებით უთხრა მოხუცს:

– იმისთვის, რომ დაკარგული გეპოვა, შენ კი არ უნდა გამოსულიყავი სინათლეზე, სინათლე უნდა შეგეტანა შიგნით. როგორ იპოვი გარეთ იმას რაც შიგნით დაკარგე?

– თუ ამდენი იცით თქვე დალოცვილებო, რატომ არ იყენებთ ამ ცოდნას თქვენს პირად ცხოვრებაში? რატომ არ იხედებით ხოლმე საკუთარ თავში და რატომ ხართ გადაყოლილი ყოველდღიურ გარეგან წვრილმანებს? რატომ ეძებთ ბედნიერებას გარე სამყაროში? თქვენ რა, ის იქ დაკარგეთ? «

 

ჩვენი დღევანდელი სამყარო და თანამედროვე კულტურა მთლიანად გარეგანი სამყაროს მიღწევებზეა ფოკუსირებლი. ანუ, ჩვენი წარმატებები იზომება გარეგანი ფაქტორებით, იმით თუ რას მივაღწიეთ ფიზიკური გამოხატულებით და თავად ამაში ცუდი  არაფერია. პრობლემა ჩნდება მაშინ, როცა ჩნდება დისბალანსი იმ ენერგიასა და დროს შორის, რომელსაც ჩვენ ვხარჯავთ ერთის მხრივ გარეგან ფაქტორებზე და მეორეს მხრივ – ჩვენს შინაგან მოთხოვნილებებზე.

ამ დისბალანს, თუ მას ყურადღებას არ მივაქცევთ, შეუძლია მიგვიყვანოს სავალალო შედეგებამდე.

ადამიანები, როგორც წესი, მშვენივრად ერკვევიან თავიანთი საქმიანობის სფეროებში, სამსახური იქნება ეს, ბიზნესი თუ პოლიტიკა და ა.შ. მათ შეუძლიათ არსებული სიტუაციების შეფასება, ანალიზი, მიღება სწორი და ოპერატიული გადაწყვეტილებების, მაგრამ როგორც კი საქმე მიდის საკუთარ ცხოვრებამდე, სიტუაცია რადიკალურად იცვლება.

როგორც წესი, ასეთ დროს ადამიანებს უჭირთ დააკვირდნენ საკუთარ თავს, საკუთარ ცხოვრებას, გააკეთონ სწორი ანალიზი და მიიღონ საჭირო გადაწყვეტილებები.

საქმე იმაშია, რომ  ბიზნესში თუ სამსახურში არსებული სიტუაციების ანალიზი, მათდამი სათანადო ყურადღების მიქცევა, გადაწყვეტილებების მიღება ჩვენ გვიწევს ყოველდღე და წლების განმავლობაში ჩვენი ოსტატობაც იხვეწება.

ხოლო რაც შეეხება საკუთარ თავზე, ცხოვრებაზე, ჩვენს შინაგან სამყაროზე ფოკუსირებას და ამ მხრივ რაიმე სახის ანალიზს, ამას ჩვენ არ ვართ მიჩვეული, ჩვენ ამაზე არ ვამახვილებთ სათანადო ყურადღებას და შესაბამისად არ გვაქვს სათანადო გამოცდილება და ცოდნა, რომ მივიღოთ საჭირო გადაწყვეტილებები.

დღეს მე გაგაცნობთ ერთ ძალზე მარტივ, მაგრამ ძალზე ეფექტურ ინსტრუმენტს, რომლის დახმარებითაც თქვენ შეძლებთ უფრო ღრმად ჩაიხედოთ საკუთარ თავში და აიმაღლოთ თქვენი ცნობიერების დონე, ისწავლოთ საკუთარ ცხოვრებაზე დაკვირვება, საკუთარი თავისთვის გარედან შეხედვა და მისი უკეთ გაგება. 

ამისთვის კი საჭიროა ყოველ საღამოს, სასურველია დაძინებამდე ნახევარი–ერთი საათით ადრე, საკუთარ თავს დაუსვათ ხუთი, ერთი შეხედვით მარტივი შეკითხვა, რომლებზეც პასუხის გაცემით თქვენ ისწავლით განვლილი დღის შეჯამებას და ამასთანავე შეძლებთ რეგულარულად გაჩერდეთ, დააკვირდეთ თქვენს ცხოვრებას გარედან და გამოყოთ მაში მნიშვნელოვანი მომენტები.

მაშ ასე, შეკითხვა პირველი:

1.  რა გაკეთდა კარგად?

ამ შეკითხვაზე ჩვენ ვიხსენებთ ყველაფერს, რაც გავაკეთეთ კარგად, ყველა ნაბიჯს, რომელიც შეიძლება ჩაითვალოს წარმატებულად ან და ხელშემწყობ ფაქტორად წარმატებისა. აქ უნდა აღნიშნოთ ყველაფერი, ერთი შეხედვით სულ უმნიშვნელო, მცირე ნაბიჯიც კი და რაც მთავარია შეაქოთ საკუთარი თავი ამ ყველაფრისთვის.

როცა ჩვენ ვსწავლობთ საკუთარი მიღწევების აღნიშვნას, ამით ვაკეთებთ ორ მნიშვნელოვან რამეს:

პირველი რიგში ჩვენ ვახდენთ ფოკუსირებას წარმატებული ქცევის მოდელებზე და ამით იზრდება მომავალში წარმატების ალბათობა და მეორეს მხრივ იზრდება ჩვენი თვითშეფასების დონე და ჩვენ ვხდებით უფრო თავითდაჯერებულები. ეს კი ერთ–ერთი აუცილებელი ფაქტორია წარმატების მისაღწევად.

2. რისი გაკეთება შეიძლებოდა უკეთესად?

კარგად დააკვირდით ამ შეკითხვის ფორმულირებას. ჩვენ არ ვეკითხებით საკუთარ თავს „რა შეცდომები დავუშვი მე დღეს?“ ანდა „რა გავაკეთე არასწორად?“ და ა.შ. ვინაიდან ასეთ შემთხვევაში ჩვენი ქვეცნობიერის ფოკუსირება მოხდება შეცდომეზე, არასწორი ქცევის მოდელებზე და შესაბამისად გაიზრდება მათი ჩვენს ცხოვრებაში სულ უფრო მეტად გამოჩენის ალბათობა.

მაგალითად, თქვენ სამსახურში უხეშად მოექეცით თქვენს თანამშრომელს და აწყენინეთ მას. ასეთ შემთხვევაში არ უნდა თქვათ რომ  „მე ცუდად მოვიქეცი, არ უნდა ვყოფილიყავი ასეთი უხეში, არ უნდა მეწყენინებინა„ და ა.შ.

ამის მაგივრად თქვენ შეგიძლიათ თვქვათ, რომ „მე შემეძლო ვყოფილიყავი უფრო თავდაჭერილი“ ან „შემეძლო უფრო დელიკატური ვყოფილიყავი კოლეგის საქციელის (სიტყვის) შეფასებისას“ და ა.შ.

ამით ჩვენ ვქმნით და საფუძველს ვუყრით ქცევის ახალ მოდელებს, შეიძლება ხშირ შემთხვევაში ახალ რწმუნებულებებსაც და წარსულში ნეგატურის ქექვის ნაცვლად ვიწყებთ სასურველი მომავლის შექმნას.

თანდათანობით ასეთი მიდგომა იქცევა ჩვენი ცხოვრების წესად და მაშინ ვნახავთ თუ რამდენად უფრო პროდუქტიული და შემოქმედებითია ეს პროცესი.

3. რა ვისწავლე?

ამ შეკითხვის პასუხად ჩვენ ჩამოვთვლით ყველაფერს რაც ვისწავლეთ დღის განმავლობაში. ეს შეიძლება იყოს რამე პროფესიიდან გამომდინარე ან უბრალოდ ცხოვრებისეული სიტუაციები. ყველაფერი ახალი, რაც გაგიგეთ  იმ დღეს წაკითხულიდან, ნანახიდან თუ მოსმენილიდან.

ეს შეიძლებან იყოს რამე იდეა, რაც დაგებადათ თავში, ან გაკვეთილი რომელიც მიიღეთ ამა თუ იმ ცხოვრებისეული სიტუაციიდან და ა.შ.

ნაწილობრივ ამ კითხვაზე პასუხს ჩვენ ვცემთ პირველ და მეორე პუნქტებში, როცა ყურადღებას ვამახვილებთ იმაზე თუ რა გავაკეთეთ კარგად და რისი გაკეთება შეგვეძლო უკეთესად, მაგრამ ამ შეკითხვაზე პასუხის გაცემით, ჩვენ ერთის მხრივ ვახდენთ ფოკუსირებას უშუალოდ იმაზე, რაც ვისწავლეთ, რა გაკვეთილიც მივიღეთ და უკეთესად ვიმახსოვრებთ ამ ყველაფერს და მეორეს მხრივ – ვსწავლობთ თუ როგორ უნდა ვისწავლოთ ცხოვრებისგან.

როცა ეს მიდგომა გვექცევა ჩვევად, ჩვენ შეგვეძლება ნებისმიერი ცხოვრებისეული სიტუაციიდან მივიღოთ სასარგებლო გაკვეთილი.

4. ვისი და რისი მადლიერი ვარ?

მადლიერების კანონი ერთ–ერთი უმთავრესი კანონია წარმატებისა. ყველა წარმატებული ადამიანი არის მადლიერი ადამიანი. მათ იციან როგრო უნდა გამოავლიონ თავიანთი მადლიერება ყველას და ყველაფრის მიმართ ვინც და რაც მათ ცხოვრებაში არის: ადამიანები, სიტუაციები, წარმატებები თუ წარუმატებლობები და სიძნელეები, რადგან იციან რომ ყველაფრისგან რაც ჩვენს ცხოვრებაში ხდება შეიძლება ისწავლო და მიიღო სასარგებლო გამოცდილება.

ამასთანავე, როცა მადლიერების გრძნობით ივსებით, ის ავტომატურად განდევნის თქვენგან ნეგატიურ ემოციებს: შიშს, შფოთვას, წუხილს, ბრაზს, სიძულვილს და ა.შ.

ჩვენს ცხოვრებაში ყოველთვის არის მიზეზი მადლიერებისათვის. ამ თემაზე უფრო ვრცლად მე უკვე მოგიყევით ჩემს სტატიაში „მადლიერების კანონი“ და ახლა თქვენ ყურადღებას გავამახვილებ მხოლოდ იმაზე, რომ მთავარი აქ არის არა რაოდენობა, არამედ – ხარისხი.

ანუ არ არის აუცილებელი ჩამოთვალოთ უამრავი მიზეზი მადლიერებისთვის, შეიძლება ეს იყოს ერთი ადამიანი, ან ერთი მოვლენა, ოღონდ მთავარია – მადლიერება იყოს გულწრფელი.

5. რისგან მივიღე სიამოვნება?

ამ შეკითხვაზე პასუხის გაცემისას უნდა ვისაუბროთ სიამოვნების ორი ტიპზე.

პირველი – ეს არის სიამოვნება საქმიანობიდან. ანუ ჩვენ აღვნიშნავთ თუ ჩვენი საქმიანობის რა კონკრეტულმა ქმედებებმა, სიტუაციებმა მოგვანიჭა სიამოვნება.

შეიძლება ის, რასაც თქვენ აკეთებთ, საერთოდ არ მოგწონთ, მაგრამ ასეთ შემთხვევაშიც შეიძლება მოიძებნოს რაღაც ცალკეული მომენტები, რომლებიც სიამოვნებას განიჭებენ. ყველაზე ხშირად სწორედ ასეთი მომენტები გვკარნახობენ ჩვენს მოწოდებას…

მეორე – ეს არის სიამოვნება დასვენებისგან.

ეს შეიძლება იყოს გასეირნება ბუნებაში, პიკნიკი მეგობრებთან ან ოჯახის წევრებთან ერთად, წიგნის კითხვა, მდინარეში ბანაობა, ფილმის ყურება და ა.შ.

ადამიანთა უმრავლესობას უჭირს პასუხის გაცემა ბოლო კითხვაზე, რადგან ჩვენ ბავშვობიდანვე კარგად ვსწავლობთ ისეთ სიტყვებს, როგორიცა „ვალდებული ვარ“ „საჭიროა“ და გვავიწყდება სიტყვები: „მინდა“ და მომწონს“.

არადა ბედნიერი, სრულფასოვანი ცხოვრებისთვის აუცილებელია გონივრული ბალანსი ამ სიტყვებს შორის.

პირველი ნაბიჯი კი ამისკენ არის სწორედ ამ შეკითხვის რეგულარულად დასმა საკუთარი თავისთვის, ხშირად შეხსენება იმისა, თუ რა გვინდა, რა მოგვწონს.

და როგროც უკვე ავღნიშნეთ, ხშირად სწორედ იმაში, თუ რა გვინდა და რა მოგვწონს, იმალება გასაღები ჩვენი ცხოვრებისეული მოწოდების პოვნისა.

მაშ ასე, გააკეთეთ ეს სავარჯიშო ყოველდღე და რაც მთავარია აწარმოეთ სპეციალური ჟურნალი ამისთვის. ეს შეიძლება იყოს როგორც რაიმე სახის რვეული ან ბლოკნოტი, ისე ვთქვათ ვორდის დოკუმნტი კომპიუტერში.

მას შემდეგ რაც ეს გექცევათ ჩვევად და დაგიგროვდებათ რამოდენიმე ათეული გვერდი მასალა, თქვენ შეამჩნევთ თუ რამდენად გაიზარდა თქვენი ცნობიერების დონე, სამყაროს აღქმა და მასში მოქმედი კანონების ხედვის უნარი. ეს კი დაგეხმარებათ პასუხი გასცეთ იმ მთავარ შეკითხვას, თუ რა გინდათ სინამდვილეში ცხოვრებაში, გაარკვიოთ რა არის თქვენი დანიშნულება და რა მიმართულებით უნდა იაროთ რომ მიაღწიოთ წარმატებას და იცხოვროთ სრულფასოვანი, ბედნიერი ცხოვრებით.

 

სიყვარულით, პატივისცემით და მადლიერებით, ხვიჩა მებონია

გამოყენებული რესურსები:
1. www.prizvanie.com
2. Максим Сумароков — «Мудрая матрица, или Эффективное управление собственной жизнью»

 

გაგვიზიარეთ თქვენი შეხედულებები და გამოცდილება კომენტარების სახით. ასევე, გაუზიარეთ ეს პოსტი მეგობრებს ქვემოთ განთავსებული სოციალური ქსელების ღილაკების მეშვეობით.

გახსოვდეთ: აზრთა გაცვლა–გამოცვლა, გამოცდილებების გაზიარება ერთ–ერთი საუკეთესო საშუალებაა პიროვნული ზრდის სფეროში წარმატების მისაღწევად.

უღრმესი მადლობა წინასწარ და მომავალ შეხვედრამდე

 

 

18 комментариев ჩანაწერზე “როგორ შევიტანოთ სინათლე ჩვენს შინაგან სამყაროში…”

  1. მარიკა:

    საკუთარ ცხოვრებაზე დაკვირვება და საკუთარ თავზე გარედან შეხედვა რა თქმა უნდა, აუცილებელია, მაგრამ აქედან რა გამოდის, ცოტა არ იყოს, დასაფიქრებელია.
    შეიძლება ზედმეტად ღრმად ვიქექები და მე თვითონაც არ მაქვს ჭეშმარიტი წარმოდგენა, მაგრამ ყველა მომენტი პირობითად მიმაჩნია. 
    რა გაკეთდა კარგად?  
    რისი გაკეთება შეიძლებოდა უკეთესად? 
    რა ვისწავლე?
    ვისი და რისი მადლიერი ვარ?
    რისგან მივიღე სიამოვნება?
    რას ნიშნავს კარგი და ცუდი? უკეთესი და უარესი? ის რაც ერთს კარგი ჰგონია, მეორისთვის შეიძლება ცუდია. შეიძლება ზოგიერთმა იფიქროს, რომ უკეთესი იქნებოდა უფრო უხეშად მოქცეოდა თანამშრომელს და ჩათვალოს, რომ ეს მისთვის გაკვეთილია და ამის შემდეგ ისწავლის უფრო მკაცრად მოქცევას. ამასთანავე შესაძლოა იგივე სუბიექტმა მადლიერება გამოხატოს სამყაროსადმი, რომ ეს გაკვეთილი აითვისა.  შეიძლება ზოგიერთისთვის სიამოვნებაა სხვისი შეურაცხყოფა და ლამძღვა. 
    გამოდის, რომ ზოგიერთის დანიშნულებაა, იყოს მორალური, ზოგიერთისა კი – იყოს ამორალური. და ისინი ერთმანეთს ავითარებენ. უერთმანეთოდ წინ ვერ წავლენ.
    რა ვქნა, რა მოვუხერხო ამ აზრებს? 

    • admin:

      ეს ძალიან კარგია მარიკა. მე თვითონაც ასე ვიქცევი მუდმივად, ანუ „ზედმეტად ღრმად ვიქექები“ ხშირად იმდენად ღრმად, რომ მეგობრები მეუბნებიან: „ხანდახან ჭირვეული ბავშვივით იქცევი, ისეთი ჩაძიება იციო“ 🙂

      გეთანხმები, რომ „ყველა მომენტი პირობითია“ და არა მარტო ამ სტატიაში მოცემული. ზოგადად ცხოვრებაში არის ყველაფერი შეფარდებითი. მაგრამ ამავე დროს არსებობს გარკვეული ღირებულებები, რომლებიც უნდა მივიღოთ როგორც ერთგვარი ჭეშმარიტება, მითუმეტეს კონკრეტული თემების განხილვის დროს.

      მაგალითად, რაიმე კონკრეტულ სიტუაციაში „უხეშად მოქცევა“ შეიძლება იყოს „უკეთესი“ რაიმე სხვაგვარ ქცევასთან შედარებით, მაგრამ ზოგადად „უხეში ქცევა“ არ შეიძლება იყოს „კარგი“…

      დიახ, შეიძლება ვინმე ამორალურად იქცეოდეს, სხვისი შეურაცხყოფა და ლანძღვა სიამოვნებას ანიჭებდეს, მაგრამ არ შეიძლება ეს მისი ნორმალური მდგომარეობა და მითუმეტეს მისი „დანიშნულება“ იყოს…

      ანუ როცა პიროვნულ ზრდაზე საუბრობთ, უნდა შევთანხმდეთ, რომ პასუხები კითხვებზე: „რა არის ცუდი და კარგი? მორალური და ამორალური?“ – არის ერთგვარი აქსიომები, წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება უსასრულობამდე ისე ჩაძიება, რომ ვერანაირ შედეგს ვერ მივიღებთ.

      და საერთოდ, საკუთარ თავზე მუშაობის დროს იმაზე დარდს, თუ როგორ აფასებენ სხვები თავიანთ და თუნდაც თქვენს ამა თუ იმ საქციელს, ჯობია კონცენტრაცია მოვახდინოთ იმაზე, თუ ჩვენ თვითონ რა ღირებულებებით ვხელმძღვანელობთ… ან გაგვაჩნია თუ არა ისინი საერთოდ და თვითონ როგორ ვაფასებთ ჩვენს ამა თუ იმ საქციელს, გადაწყვეტილებას…

      მოკლედ ჩემი ეს პასუხიც «პირობითია» მარიკა:) შეიძლება მოგეწონოთ, შეიძლება არა, მაგრამ თუ მათ კიდევ ახალი კითხვები გააჩინეს – არ მოგერიდოთ, გააჟღერეთ 🙂

      ახლა კი მადლობას გიხდით, რომ ყოველთვის ასე საინტერესოდ ერთვებით ბლოგის ცხოვრებაში. თქვენგან და საერთოდ ამ ბლოგის მკითხველებიდან მე ბევრად უფრო მეტს ვსწავლობ ვიდრე შეიძლება თქვენ ჩემგან! 🙂

      • «უხეშად მოქცევა“ შეიძლება იყოს „უკეთესი“ რაიმე სხვაგვარ ქცევასთან შედარებით, მაგრამ ზოგადად „უხეში ქცევა“ არ შეიძლება იყოს „კარგი“…
        «საკუთარ თავზე მუშაობის დროს იმაზე დარდს, თუ როგორ აფასებენ სხვები თავიანთ და თუნდაც თქვენს ამა თუ იმ საქციელს, ჯობია კონცენტრაცია მოვახდინოთ იმაზე, თუ ჩვენ თვითონ რა ღირებულებებით ვხელმძღვანელობთ… ან გაგვაჩნია თუ არა ისინი საერთოდ».
        ისე კარგად ამბობ ჩემს სათქმელს, მალე ლაპარაკი აღარ დამჭირდება, ხვიჩა — მარტო copy-paste ან სათანადო ბმულის მითითება :). 
        იმ მეგობარს კი, ჭირვეულ ბავშვს რომ შეგადარა, მხოლოდ იმის თქმა უნდოდა, რომ ხანდახან ისეთ რამეებს «ქექავ» და «ურევ», რაზეც თვითონაც გაქვს პასუხები, მაგრამ რატომღაც ამჯობინებ, სხვასთან კამათში «აღმოაჩინო». 😀

  2. მარიკა:

    ხვიჩა, ყველაფერში გეთანხმები, მხოლოდ იმის დარდი მაქვს, რომ ადამ და ევა რომ არა,  აქსიომები, ნლპ და რტპ სულ არ დაგვჭირდებოდა.:((

    • admin:

      მარიკა ტრანსერფინგის თეორიისა და ალფაგიპნოზის შემდეგ მგონი კიდევ მორიგი რამ უნდა ვისწავლო თქვენგან 🙂

      ეს «რტპ» რა არის?  

  3. ნინო:

    ძალიან საინტერესო პოსტია.დამაფიქრებელი და ამავედროს დამაიმედებელი. ,,საკუთარი თავისა და სურვილების დაძლევა, ომში გამარჯვებაზე უფრო მეტი გამარჯვებაა»,მაგრამ სამწუხაროდ ეს ბევრს უჭირს.
     

    • admin:

      მოგესალმები ნინო! ძალიან მიხარია, რომ შემოგვიერთდი 🙂

      დიახ, ბევრ უჭირს, ძნელია, მაგრამ არა შეუძლებელი 🙂

  4. ვახტანგი:

    დიდი მადლობა, ბატონო ხვიჩა, ასეთი სასარგებლო პოსტისათვის!
    ჩემი პირადი გადმოსახედიდად მხოლოდ იმას დავამატებდი, რომ სხვა ყველა სიკეთესთან ერთად საკუთარ თავზე სისტემატიური დაკვირვება და შინაგან სამყაროზე ზრუნვა დიდი სიმშვიდეს გვაძლევს, რაც, ჩემი აზრით, ძალიან მაგარი გრძნობაა!!! მე პირადად, თუ ამ მდგომარეობამდე მიღწევა შევძელი, შემდეგ არაჩვეულებრივ, რაღაც იდუმალ, ენით არუწერელ სიამოვნებას ვიღებ. 🙂
    წარმატებებს გისურვებთ!

    • admin:

      უღრმესი მადლობა თქვენ, ბატონო ვახტანგ!

      კომენტარიდან ჩანს, რომ საკუთარ თავზე დაკვირვება და მუშაობა თქვენთვის უცხო არ არის და ძალიან მიხარია, რომ კიდევ ერთ მიზანდასახულ და პოზიტიურად მოაზროვნე ადამიანთან გადაიკვეთა ჩემი გზები. 🙂

      ხშირად გვესტუმრეთ ხოლმე და გაგვიზიარეთ თქვენი მოსაზრებები, თქვენი გამოცდილება…

      მადლობა კიდევ ერთხლ! სულ გამარჯვებებით გევლოთ წარმატების მწვერვალებისკენ! 🙂

       

      • ვახტანგი:

        ძალიან დიდი მადლობა! თქვენც ასევე! უფალი შეგეწიოთ!

  5. მაია კობახიდზე-ლöფფლერ:

    gamarjobat batono xvicha
    zalian saintereso da cxovrebashii gamosadegi rubrikebia, tu postebi davarkva?
    batono xvicha, mainteresebs ra profesiis brzandebit?psikologi? tumca ra mnishvneloba akvs, ori rurika bolomde chavikitxe gushin da zalian amagelva.
    patiebis unari, da es,rogor shevitanot sinatle sakutar cxovrebashi.imdenad amagelva rom sakutar tavs shevzeli da memgoni vapatie erti ram dges, rac didi xnis zin unda gameketebina. rogorc zesi kvelas kvelapers vpatiob miuxedavad imisa imsaxureben amas tu ara. gushin chems kopil sauketeso dakals romelsac 3 zelia agar shevxvedrivar kidev erxel mivzere da kidev ertxel vtxove patieba. mtlad damnashave var tu ara amisda miuxedavad.»patiebis unari»tkveni rubrikis linki gavugzavne da chemi zerili. sulertia mipasuxebs tu ara, me kidev ertxel davimdable tavi, da shevecade dges tavistvisac mepatiebina mistvis gulis tkena. tumca vin vis upro metad atkina guli es mxolod gmertma icis.gmadlobt tkveni rubrikebistvis zalian damexmara imashi rom sxvanairad damenaxa ragac-ragaceebi.is rom rom kvela adamiani ushvebs shecdomas da ucodveli mxolod gmertia. mec adaini var da rodisgac gabrazebul gulze ragac iseti zamomcda albat, ramac misi piradi cxovreba ragac momentshi gaashishvla. da szored amit isargebla ertma roca chven kamatis da problemebis shemdeg isev shevrigdit is ragac utxra chems kopil megobars da albat bevri miamat moamata, da chemma megobarma sauketeso dakalma teleponit daamtavra chemtan urtiertoba.tumca zustad arc vici ra zamomcda ra vtkvi aseti, chemma kopilma dakalma ar mitxra.amas imito gikvebit rom minda tkveni azric movismino, tumca am patara monaxazit kvelapris tkmas mainc ver shevzleb, ramdenad mikvarda sakutari dasavit pativs vcemdi da gajirvebashic kvelanairad gverdshi vedeki.da tvitonac ase iko chems mimart. da mec bevrjel metkina guli ,da bevri rame chavklape, magram dgemde ver mivxvdi ase rogor unda daamtavro sakutar dakaltan urtiertoba teleponit, kvelanairi shexvedris da laparakis gareshe?(rac zalian bevrjel vtxove)marto is mitxra rom me misi kvelaze didi saidumlo gaveci da amis gamo chemtan aranairi laparakis da arapris garkvevis survili ar akvs. mokled ase iko tu ise me dgemde xshirad mipikria masze.3 zeli gavida mas mere, me gavtxovdi amasobashi bavshvi mkavs, patara angelozi da archveulebrivi meugle, megobrebi? ki, magram shors arian da iseti megobroba rogoric mastan mkonda aravistan agar makvs. albat marto es maklia torem sxva kvelaprit ubenieresi adamini var.dgeidan vizkeb sakutar tavze mushaobas, sakutari tavis garedan shexedvas,da am kitxvebze kovel sagamos pasuxis gacemas.gmadlobt batono xvicha, imedi makvs tavi ar mogabezret, da patara komentars mainc damitovebt da imedia rom tkveni komentari kidev upro damemareba sakutari tavis amocnobashi.:-) upro metsac gavaketebdi movzebnidi vici rom venashia isev, da mushaobs da albat isev szavlobs, da racc akvs chemi didi zalisxmevit da daxmarebit, rasac ki ar vakvedri aramed vamakob amit.da chamokvana daxvedra dabinaveba, samushao da ase shemdeg dazvrilmaneba agar minda.tkveni azri mainteresebs akvs ki amas azri rom movzebno da mivide mastan binash(albat sheicvlida) rom vicode ra vtkvi aseti ra zamomcda ratom momisrola ase nagavshi sakutardasavit sakvareli da ert dros usakvarlesi dakali?tu ubralod vapatio tavs da vecado davivizko? pativiscemit mako

  6. admin:

    მოგესალმებით მაია.  უღრმესი მადლობა გულწრფელობისთვის, ნდობისთვის და მადლიერებისთვის.

    არა, მე არ ვარ ფსიქოლოგი, ყოველშემთხვევაში კლასიკური გაგებით და დიპლომით 🙂 მაგრამ შევეცდები გაგიზიაროთ ჩემი აზრი თქვენს მიერ მოყოლილ ისტორიასთან დაკავშირებით. თუმცა ეს მხოლოდ და მხოლოდ ჩემი სუბიექტური მოსაზრებაა და გთხოვთ ნუ განიხილავთ მას, როგორც პროფესიონალის კონსულტაციას.

    მე ბოლომდე ვერ გავერკვიე რა მოხდა, მაგრამ როგორც ვხვდები თქვენმა მეგობარმა დაგირეკათ და მოგიწყოთ სკანდალი, წამოგიყენათ «ბრალდება» რომ თქვენ მისი საიდუმლო გათქვით და გითხრათ, რომ ამის გამო წყვეტდა თქვენთან ურთიერთობას და მიუხედავად თქვენი მრავალგზის მცდელობისა არ მოისურვა აეხსნა თუ კონკრეტულად რა ბრალდებას გიყენებდათ და მითუმეტეს არც თქვენი განმარტებით დაინტერესებულა.

    მაია, მე მაქვს ასეთი შეკითხვა: იყო კი ის ნამდვილად თქვენი მეგობარი? ანუ თქვენ კი მიგაჩნდათ ის დასავით და ასეც ექცეოდით, მაგრამ მიაჩნდით კი მასაც ასეთად?

    თუნდაც დარწმუნებული იყო რომ დამნაშავეა, შეიძლება კი უახლოეს ადამიანთან ისე გაწყვიტო ურთიერთობა რომ შანსიც კი არ მისცე ახნს–განმარტება მოგცეს, მოინანიოს ბოლოს და ბოლოს? შეიძლება სხვა, მესამე პირის მიერ ნათქვამის გამო დასავით ძვირფას ადამიანზე ისე თქვა უარი, რომ ერთხელაც არ შეხვდე და არ დაელაპარაკო?

    ეს რას გავს იცით, აი სასამართლოდან რომ უწყება მოგივიდეთ მოულოდნელად იქ მისულს კი გითხრან , თქვენ დამნაშავე ხართ მკვლელობაში და მოგესაჯათ სამუდამო პატიმრობა და პირდაპირ ციხეში გადაგიყვანონ. არანაირი განმარტება თუ ვის მკველობაში დაგდეს ბრალი, არანაირი ადვოკატი და თავის დაცვის საშუალება და ა.შ.

    მე მგონი რომ ადამიანებს, მითუმეტეს უახლოეს მეგობრებს ასე არ ექცევიან და სწორედ ამიტომაც გამოვთქვი ეჭვი, რომ შეიძლება ის სულაც არ იყო თქვენი მეგობარი. ან შეიძლება იყო იქამდე, სანამ თქვენი თანადგომა სჭირდებოდა? არ ვიცი, მე ვერავის ვერ განვსჯი, უბრალოდ ვცდილობ სვხდასხვა ვარიანტი განვიხილო…

    კარგია, რომ პატიება თხოვეთ, კარგია ისიც რომ თვითონ უკვე აპატიეთ საკუთარ თავს. ეს არაჩვეულებრივია!… რაც შეეხება მის მოძებნას – არ ვიცი. ღირს კი იმ ადამიანზე დარდში ღამეების თევა, ვინც იმდენი პატივიც კი არ გცათ, რომ ის მაინც ეთქვა თუ რას გერჩოდათ? არ ვიცი! უფრო სწორად, მე როგორ მოვიქცეოდი კი ვიცი, იმიტომ რომ მოვქცეულვარ ასე, და ალბათ მიხვდით უკვე როგორც, მაგრამ აი თქვენ როგორ უნდა მოიქცეთ ეს არ ვიცი მაია. ეს თქვენ თვითონ უნდა გადაწყვიტოთ… 

    ეს არის რაც ზოგადად შემიძლია გითხრათ იმ მწირი ინფორმაციიდან გამომდინარე, რაც მქონდა. თუ თქვენ გსურთ უფრო დეტალურად ამ თემაზე საუბარი, არ მოგერიდოთ, დამიკავშირდით ნებისმიერი საკონტაქტო საშუალებით ნებისმიერ დროს. ჩემი კონტატქები შეგიძლიათ ამ ბლოგზევე ნახოთ (fakebook, skype, e-mail და ტელეფონიც)

    წარმატებებს გისურვებთ!

  7. Zalian saintereso temaa.momecona tqveni shexeduleba am temastan.dakavshirebit.me tviton studenti var am jamat sheviscavli fsiqologiasa da filosofias.da zalzed saintereso temebia.magram mainteresebs erti ram.roca am eqsperiments sakutar tavze chavitareb. Is me damexmarebaa tu ara ramodenime saqcielis davicyebashi.razec fiqric ki ar msurs.me am kitxvebidan sams ukvee viyenebb.da yovel gamee usvam sakutar tavs .da martlac gamomadga cxovrebashi gamovimushave unari adamianebis amocnobisa dges dgeobit vin aris sando da ara sando.magrsm minda ert kitxvaze gamcet pasuxi. Gana chvenn rac ar unda movindomott chvens qveyanashi carmatebuli viqnebit? Cinascar madlobt yuradgebistvis.

    • admin:

      წარმატებას და ბედნიერებას ეროვნება არ გააჩნია ირაკლი. განა საქართველოში არ იყვნენ და არ არიან წარმატებული, ბედნიერი ადამიანები? წარმატება, ბედნიერება შინაგანი მდგომარეობაა და არა რაღაც წერტილი სიბრტყეში რომელსაც უნდა მიაღწიო. ის პროცესია და არა შედეგი…

  8. […] ეს არის თამაში, რომელიც დაფუძნებულია ფსიქოლოგიურ მეცნიერებაზე, მაგრამ ამავე დროს მისი მხიარული და მსუბუქი მიდგომა იძლევა შესაძლებლობას ნებისმიერმა მიიღოს სიამოვნება ცნობიერების სამყაროსგან. […]

  9. […] ეს არის თამაში, რომელიც დაფუძნებულია ფსიქოლოგიურ მეცნიერებაზე, მაგრამ ამავე დროს მისი მხიარული და მსუბუქი მიდგომა იძლევა შესაძლებლობას ნებისმიერმა მიიღოს სიამოვნება ცნობიერების სამყაროსგან. […]

დატოვეთ კომენტარი

Проверка комментариев включена. Прежде чем Ваши комментарии будут опубликованы пройдет какое-то время.