გჯეროდეთ სასწაულის

 «…მომდევნო დღეს მოგზაურები პირველად აღმოჩნდნენ საშიშროების წინაშე. ისინი გადაეყარნენ შეიარაღებული მხედრებს.

– რა დაგრჩენიათ ამ უდაბნოში? – მკვახედ იკითხა მათმა წინამძღოლმა.

ბედუინი

– ეგვიპტეში მივდივართ. – უპასუხეს მოგზაურებმა.

– უნდა გაგჩხრიკოთ, რათა დავრწმუნდეთ, რომ მშვიდობიანი მგზავრები ხართ და არა მეომრები.    გაგრძელება »

გადაუხადე სხვას

ბრაიანი თავისი დანჯღრეული მანქანით მიუყვებოდა გზატკეცილს, როცა გზის პირას შეამჩნია საკმაოდ ძვირადღირებული მერსედესი, რომელსაც საბურავი ჰქონდა დაშვებული.

მერსედესი

მან გააჩერა მანქანა. გადმოვიდა და მიუახლოვდა მერსედესს. მასში იჯდა ხანშიშესული ქალბატონი, რომელიც საკმაოდ დაბნეული და შეშინებული ჩანდა.   გაგრძელება »

მარილი და წყაროს წყალი

ერთხელ, ერთმა მასწავლებელმა თავისი მოსწავლეები მთებში წაიყვანა ლაშქრობაზე. გზად ერთ წყაროსთან ჩამოჯდნენ დასასვენებლად. მასწავლებელმა მოსწავლეებს სთხოვა წყლით სავსე ჭიქებში თითო კოვზი მარილი ჩაეყარათ და ისე დაელიათ.

წყაროს წყალი

მოსწავლეებმა ასეც გააკეთეს, მაგრამ მარილიანი წყლის დალევა არცერთს არ ესიამოვნა და უმრავლესიბამ გადაღვარა.   გაგრძელება »

ცხენების რემა

ერთ ფერმერს ჰყავდა საუკეთესო ცხენების რემა. ეს ცხენები იყვნენ არამარტო ძალიან სწრაფები და ლამაზები, არამედ ძალიან ჭკვიანებიც. როცა მათ საბალახოდ უშვებდა, ფერმერს არ სჭირდებოდა იმაზე ნერვიულობა, თუ როგორ დაებრუნებინა ისინი უკან. ცხენები ყოველთვის თვითონ ბრუნდებოდნენ სახლში.

ცხენების რემა

ერთხელ, როცა ცხენები საბალახოდ იყვნენ, ამოვარდა საშინელი ქარიშხალი, რომელმაც მოწყვიტა ისინი რანჩოს ტერიტორიას და თანდათანობით მიიმწყვდია მთებისკენ. ცხენები მთელი დღე და ღამე უმისამართოდ მიჭენაობდნენ, რომ თავი დაეღწიათ ქარიშხლისათვის.    გაგრძელება »

გულის სიმღერა

 

მამა და შვილი

იყო ერთი შესანიშნავი კაცი, რომელიც დაქორწინდა თავისი ოცნების ქალზე. ერთხელაც ქვეყანას მოევლინა მათი სიყვარულის ნაყოფი – პატარა გოგონა. ის იყო ძალზე მხიარული, საყვარელი ბავშვი და მამა აღმერთებდა მას.  გაგრძელება »

ნუ დააშორებთ გულებს ერთმანეთს

 

სიყვარული

ერთხელ, ერთმა მასწავლებელმა ჰკითხა მოსწავლეებს:

– რატომ უწევენ ადამიანები ხმას კამათის დროს?

– იმიტომ რომ გამოდიან წონასწორობიდან, – უპასუხა ერთ-ერთმა.

– კი მაგრამ რა საჭიროა ხმის აწევა, ადამიანი ხომ გვერდით არის და შეგიძლია ყვირილის გარეშეც გააგებინო?

მოსწავლეები ჩაფიქრდნენ. მაშინ მასწავლებელმა თქვა:

გაგრძელება »

სიყვარული და ჭეშმარიტება

ერთ ბრძენთან მივიდა ჭეშმარიტების მაძიებელი ახალგაზრდა.

– მე მთელი ცხოვრება ვეძებ ჭეშმარიტებას, მაგრამ ამაოდ. იქნებ დამეხმაროთ.– უთხრა მან ბრძენს.

–მომიყევი, რას აკეთებდი, რომ გეპოვა ჭეშმარიტება?

– მე ვიცოდი, რომ კაცობრიობის მიერ დაგროვებული სიბრძნე, ჩაქსოვილია წიგნებში და ბევრს ვკითხულობდი, – თქვა ახალგაზრდამ და ბრძენს გაეღიმა.

სიყვარული და ჭეშმარიტება

– მე ვიცოდი, რომ ზეციურ სიბრძნეს ადამიანებს გადასცემს რელიგია და ამიტომ ვკითხულობდი წმინდა წერილებს და დავდიოდი ტაძრებში.

ბრძენის ღიმილი გახდა უფრო ნათელი და მრვლისმეტყველი.    გაგრძელება »

სიტყვის ძალა

«…მე შევედი სატელეფონო ჯიხურში, რომელიც ერთადერთი იყო  ჩვენს ქალაქში, მაგრამ ისეთი პოპულარული, რომ  მასში მოსახვედრად დიდხანს უნდა მდგარიყავი რიგში.

ბოლო დღეების მოვლენებისგან დათრგუნულმა და გულდამძიმებულმა, ძლივს ჩავაგდე მონეტა შესაბამის ჭრილში და ავიღე ყურმილი, მაგრამ ნომრის ასაკრეფად აწეული ხელი ჰაერში გამიშეშდა…

სიტყვის ძალა

ზუმერის ნაცვლად ყურმილიდან გადმოიღვარა სასიამოვნო მუსიკის ჰანგები, ხოლო შემდეგ გაისმა საოცრად თბილი, ახლობელი და სასიამოვნო ხმა ქალისა:    გაგრძელება »

ლურსმანი და თავშეუკავებელი ახალგაზრდა

იყო ერთი ძალზე ემოციური და თავშეუკავებელი ახალგაზრდა, რომელიც ადვილად ბრაზდებოდა ხოლმე და შემდეგ საშინელი სიტყვებით ილანძღებოდა.

ერთხელ მამამისმა ის დასაჯა შემდეგნაირად: ყოველ ჯერზე, როცა ახალგაზრდა ვერ შეძლებდა სიბრაზის შეკავებას, მას ერთი ლურსმანი უნდა ჩაეჭედა ხის ძელზე.

ლურსმანი

პირველივე დღეს ძელზე გაჩნდა რამოდენიმე ათეული ლურსმანი. ასე გაგრძელდა რამოდენიმე დღე, მაგრამ მერე ახალგაზრდას მობეზრდა რა ხშირ–ხშირად ძელზე ლურსმნის მიჭედება, თანდათანობით აიძულა თავი გაეკონტროლებინა საკუთარი ემოციები და შესაბამისად ყოველდღიურად დაიწყო კლება ძელზე მიჭედებული ლურსმნების რაოდენობამაც.   გაგრძელება »

ენით დაკოდილი

ერთი კაცი და ერთი დათვი დაძმობილდნენ. აწვია კაცმან მან დათვი იგი, ლხინი აჩვენა. დათვი დაეთხოვა, გამოესალმა, მან კაცმან აკოცა და ცოლსაც აკოცნინა დათვისათვის.

მას დიაცსა რა დათვის სიმყრალე ეცა, განერწყვა და თქვა:

– პირმყრალს სტუმარს ვერ ვეწყობიო!

დათვიწავიდა დათვი. და მერმე ეს კაცი ეწვია და თან ცული წაიღო: მოის შეშას დავკოდ და წამოვიღებო!

მოვიდა დათვი და, რაც მათ ეფერებოდა, იმგვარად იალერსეს. მერმე დათვმან დაუჟინა:  გაგრძელება »