მწვანე ფერის თმები

latansky

 

ნიკოლაი ლატანსკი, თავისი  ერთ–ერთი ტრენინგის დროს, მოულოდნელად მიუახლოვდა ერთ მსმენელს და უთხრა: 

– იცით, მე წლებია  ამ ტრენინგს ვატარებ მთელ მსოფლიოშო. 40 ზე მეტ ქვეყანაში ათასობით ადამიანს გაუვლია ის, მაგრამ თქვენნაირი გონებაჩლუნგი კაცი ჯერ არ შემხვედრია!

მსმენელი ჯერ გაოგნდა მოულოდნელობისგან, მერე კი აშკარად შეეტყო როგორ გაუფითრდა სახე სიბრაზისაგან.

ლატანსკი კი მიუბრუნდა აუდიტორიას და იკითხა:

– ვინ ფიქრობს, რომ ჩემი სიტყვები დაეხმარება ამ სტუდენტს თვითშეფასების ამაღლებაში?

დარბაზში მყოფთაგან, რამოდენიმე ადამიანმა გაუბედავად ასწია ხელი.

– და ვინ ფიქრობს, რომ მე ახლა შეურაცყოფა მივაყენე მას და ჩემი სიტყვები დაამდაბლებს მისი თვითშეფასების დონეს?

თითქმის მთელმა დარბაზმა ასწია ხელი.

– გასაგებია, – თქვა ლატანსკიმ და კვლავ იმავე სტუდენტს მიუბრუნდა:

– იცით, როცა თქვენს მწვანე ფერის თმებს ვუყურებ, სულ მინდა, რომ ერთი გვარიანად გადავიხარხარო.

სტუდენტი უკვე აშკარად დაიბნა, თუმცა ამჟამად გაბრაზებული არ ჩანდა.

– როგორ ფიქრობთ, ჩემი ბოლო სიტყვები თქვენთვის შეურაცხმყოფელი იყო?

– არა.

– მაშინ რა ემოციებს იწვევს ის თქვენში?

– ნუ უკეთეს შემთხვევაში ვფიქრობ რომ თქვენ ხუმრობთ, უარეს შემთხვევაში – უბრალოდ გააფრინეთ…

– და რატომ გგონიათ ასე?

– კი მაგრამ, მე ხომ მშვენივრად ვიცი, რომ ჩემი თმები არ არის მწვანე ფერის! – უპასუხა სტუდენტმა.

– მაშინ რატომ გაბრაზდით, როცა გითხარით, რომ გონებაჩლუნგი ხართ?

 

სიყვარულით და მადლიერებით, ხვიჩა მებონია

 

P.S.თქვენ როგორ მოიქცევით, ვინმემ რომ გონებაჩლუნგი გიწოდოთ? გაგვიზიარეთ თქვენი მოსაზრებები კომენტარებში

უღრმესი მადლობა წინასწარ და მომავალ შეხვედრამდე

 

 

საინტერესო პოსტები

7 thoughts on “მწვანე ფერის თმები”

  1. ძალიან მომწონს თქვენი ბლოგი, ხშირად ვკითხულობ და ძალიან მომწონს თქვენი პოსტები, თან ბევრ რამეში მეხმარება ^ _ ^ ძალიან დიდი მადლობა რომ ასე სანტერესოდ წერთ, ასე განაგრძეთ.

    პასუხი
    • მოგესალმებით მარიამ! სასიამოვნოა იმის მოსმენა, რომ ჩემს პოსტებს სარგებლობა მოაქვს ადამიანებისთვის.

      უნდა გამოგიტყდეთ და თავად მე არანაკლებ მეხმარება თქვენი, ჩემი მკითხველების უკუკავშირი, თქვენს მიერ ამა თუ იმ საკითხზე გამოხატული მოსაზრებები  და ამიტომ ყოველტვის სულმოუთქმელად ველოდები კომენტარებს…

      უღრმესი მადლობა! ხშიარად მესტუმრეთ ხოლმე… 🙂

       

      პასუხი
  2. :)))))საინტერესო ისტორიაა.მე პირადად ადამიანების თვითშეფასებაზე დამაფიქრა.დაბალი თვითშეფასებაც ხელს გიშლის წინსვლაში და გადაჭარბებულად მაღალიც…ადამიანები ზოგჯერ ამოსავალ წერტილად იღებენ : “საკუთარ თავზე მეტად შერაცხეთ სხვები!” და ავიწყდებათ “შეიყვარე მოყვასი შენი, ვითარცა თ ა ვ ი  შ ე ნ ი!ასე რომ  ბალანსი ყველგან და ყველაფერში საჭიროა…

    პასუხი
  3. გამეღიმება ვინმემ რომ გონებაჩლუნგი მიწოდოს , და შესაძლოა კიტხვის სახით ვუთხრა კიდეც –” აბა,  როგორი ადამიანია თქვენი აზრით გონება გახსნილი?…. და ჭეშმარიტი  გონებაჩლუნგი კი ისაა ვინც ამ შეურაცყოფას სხვას მიაყენებს. რადგან შეგნებული სხვის ნაკლზე სიბრალულით საუბრობსს და არა შეურაცხმყოფელად 

    პასუხი
  4. :)))
    კარგი იქნება გაბრაზების წინ ამ ისტორიის გახსენება 🙂

    პასუხი

Leave a Comment

Comment moderation is enabled. Your comment may take some time to appear.