რა არის ნორმა და ვინ არის „ნორმალური“ მოქალაქე

norbekov

ნორმა – ეს არის ის რაც უმრავლესობისათვის მისაღებია… ნორმა ადამიანს იმორჩილებს, ერთხელ და სამუდამოდ ვიღაცის მიერ დადგენილ ჩარჩოში ათავსებს, გზას უღობავს შემოქმედებისაკენ. ეს არის ჭაობი, სადაც იხრჩობიან ისე, რომ გამოღვიძებასაც ვერ ასწრებენ მომავალი გენიოსები, ტიტანები, შემოქმედი ადამიანები.  

აქ ყოველივე წინასწარ არის დადგენილი, ვიცით ვინ, როგორ უნდა მოიქცეს. ბებიას უსათუოდ სათვალე უნდა ეკეთოს და ხელში საქსოვი ეკავოს. ბაბუას მოქუფრული სახე და ხელჯოხი აქვს. თუ მეტროში ხარ, აუცილებლად დამხვრჩვალ ქათამს უნდა ჰგავდე. გაშეშებული სახით იჯდე და უკეთეს შემთხვევაში, გაზეთში გქონდეს თავი ჩარგული.

აბა, სცადეთ და ვაგონში ისეთი გაბრწყინებული ღიმილით შედით, რომ ყველას ყურადღება მიიპყროთ, უმალვე არანორმალურთა კატეგორიას მიგაკუთვნებენ.

თუ ხელმძღვანელი პოსტი გიკავიათ, მუდამ ჭკვიანური გამომეტყველებით, ამპარტავნული სიფათით, და ისეთი სახით უნდა იდგე, თითქოს სულ რაღაცას ფიქრობ, „ტვინს იჭყლიტავ!“

მე, რა თქმა უნდა, ცოტას ვაჭარბებ, მაგრამ „ნორმალური ადამიანის“ მოქმედების ჩარჩოს მიხედვით ყალიბდება ხასიათი, ჩვენს გარშემო არსებული სამყარო თავს გვახვევს მოქმედების ფორმას და ვერ მოითმენს, თუ გავბედავთ და წინააღმდეგობას გავუწევთ.

ხალხი კი, რომელიც ბრბოს კანონებით ხელმძღვანელობს, არ მოითმენს, თუ ვინმე განსხვავებულად მოიქცევა.

გინახავთ ოდესმე დაბადებიდან ბრმა ადამიანების ჯგუფი? როგორია თქვენი დამოკიდებულება მათ მიმართ, რა გრძნობას იწვევს თქვენში? სიბრალულს, თანაგრძნობას? მათთან ურთიერთობა რომ გქონდეთ, აღმოაჩენდით, რომ ისინი თავიანთ წრეში ბედნიერად და ნორმალურად გრძნობენ თავს.

ხანდახან ისეთი გრძნობა მეუფლება, თითქოს კაცობრიობა – ეს უსინათლოთა უზარმაზარი საზოგადოებაა.

მათ აქვთ თავიანთი კომიტეტები, სამინისტროები, უწყებები, რომლებიც რაღაცას აკეთებენ, სადღაც მიისწრაფიან, მაგრამ ისმის კითხვა: სად?

თუ სხეული ვითარდება, ხოლო გონება ხუთი წლის ბავშვის განვითარების დონეზეა, მაშინ იგი მთელი ცხოვრება მომხმარებლად რჩება, ასეთები, სამწუხაროდ, ბევრია.

ისტორიას კი პიროვნებები წერენ. სცადეთ და ისტორიის ფურცლებიდან ამოშალეთ ფირდოუსი, მაკედონელი, ნაპოლეონი. გამოვა რამე?

თითოეულმა მათგანმა ამ ქვეყანაზე რაღაც შეცვალა, რაღაც დატოვა სიკვდილის შემდეგ.

ათასი წლის წინ, გენიალურმა მათემატიკოსმა, ძველი სამყაროს დიდებულმა ადამიანმა, ალ ხორეზმა ალგებრა შექმნა, ხოლო მის მიერ გამოგონილი ალგორითმის ცნება ათასი წლის განმავლობაში ხელუხლებელი იყო, როგორც გამოუსადეგარი რამ. ახლა იგი საფუძვლად დაედო მთელ კომპიუტერულ ტექნოლოგიას.

რას იტყვით? რომ ძირითადი მასა შემოქმედი ხალხია? არა, ბატონებო! მომხმარებელია! საკუთარი არაფერი უჭყივის თავში, ყველაფერი გარედან აქვს მიღებული: სხვისი აზრები, წესები, მსჯელობა.

ეს არის ელემენტარული ბიოლოგიური, თვითმომსახურე რობოტების საზოგადოება. თუ ისტორიის ფურცლებიდან ამოვშლით ამ ათასობით ერთმანეთის მსგავს ადამიანს, ამით არაფერი შეიცვლება ისტორიაში…

ძნელია იყო პიროვნება რადგან მარტოობა – საშინელებაა. დიახ, მარტოობა, რადგან თქვენ ავტომატურად აღმოჩნდებით მწვერვალზე. პიროვნება არ შეიძლება იყოს საწყალი, ავადმყოფი, არარეალიზებული…

მაგრამ უფრო საშინელებაა ფართხალებდე უფერულ, უსახურ მასაში. რა მოსაწყენია! ნუთუ  სიცოცხლე ამისთვის გვაქვს მოცემული?

მითხარით, თუ შეიძლება, როცა მარტოდმარტო რჩებით საკუთარ თავთან, თქვენი შინაგანი ხმა არ გეუბნებათ: რას აკეთებ? შენ ხომ უფრო მეტი შეგიძლია? შენ უფრო მეტის ღირსი ხარ?

თქვენ მთელ სიცოცხლეს ხარჯავთ რომელიღაც პროფესიის შესწავლაზე, და კიდევ ათას რაღაცაზე, მაგრამ ოდესმე ერთი საათი დამჯდარხართ და გიფიქრიათ შეგესწავლათ საკუთარი თავი? ალბათ არა, რადგან ყველაზე ძალიან ამისი გვეშინია და ვცდილობთ, რაც შეიძლება შორს გავექცეთ საკუთარ თავს.

ჩვენ ბევრი რამ ვიცით, საკუთარ თავს კი არ ვიცნობთ. ამის გამოა, რომ ბრმასავით დავბორიალობთ ცხოვრებაში, ავადმყოფები, არარეალიზებულნი, უსუსურნი. როგორც ბავშვები, ხელოვნურად ვირგებთ უფროსების, ბიძიების და დეიდების ნიღბებს, თავი მოგვაქვს, თითქოსდა დიდი ვინმე ვართ.

ვის ვატყუებთ? არავის, ბოლოს მოტყუებულნი ჩვენვე გამოვდივართ.

გახსოვდეთ, ბრბო მუდამ სიმშვიდეს ეძებს. სიმშვიდის ბოლო კი  – მარადიული სიმშვიდეა. ბრბო დასაწყისიდანვე მკვდარია, მან მარტო ჭამა იცის და…

თქვენ რა იფიქრეთ?! მე კრებებზე სიარული ვიგულისხმე…

ცხოვრება, განსაკუთრებით ქალაქში, დიდი აბსურდის თეატრია, სადაც ყველა გამოგონილი ფასეულობებით ცხოვრობს და ხელმძღვანელობს, მისთვის უცხო როლს თამაშობს და ისე შედის როლში, რომ საკუთარ სახეს კარგავს, თავის განუმეორებელ ინდივიდუალობას ჰკარგავს. გესმით?

ყველა ფიქრობს, რომ ნორმალური იყოს, ნორმალურად იცხოვროს, იმუშაოს, ყველაფერი ისე უნდა, როგორც სხვას აქვს, მაგრამ ბრბო, ეს სიცარიელეა, გამოეყავით მას!

წარმატების მიღწევა ადვილია, საჭიროა მხოლოდ პიროვნებად იქცეთ. თქვენი ყოველი გამარჯვება, ყოველი წარმატება, მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული. ყველაფერი მაშინ იწყება, როცა თქვენ იგრძნობთ თავს პიროვნებად, დიდ ადამიანად!

ჩემო კარგო, ყურადღებით მოუსმინეთ სულს, გულს და გონებას. თქვენ გაიგონებთ დიად შინაგან ხმას იმისას, ვინც შეგქმნათ.

შექმენით, შეიყვარეთ, იყავით ჯანმრთელი, ბედნიერი, მდიდარი ყოველმხრივ, ყველა და ყველაფერი თავად თქვენშია მოცემული!

თქვენში გენიალური ადამიანი იმალება, ნიჭიერი, უძლიერესი პიროვნება, რომელიც ადამიანური სიზარმაცის ანდა შეცდომის გამო, მოქცეულია საყოვეთაოდ მიღებული მოქმედების ნორმის, ქცევის, სიმართლის, გაგების ჩარჩოებში.

იყავით ბუნებრივი, იცხოვრეთ ნამდვილი გრძნობებით, მიიღეთ საწუთრო მთელი არსებით და ნუ შეგეშინდებათ იმისა, რომ სხვანაირად გაგიგებენ!

გახსოვდეთ: პიროვნება ყოველთვის თეთრი ყვავივით გამოიყურება.

 

 მირზაკარიმ ნორბეკოვი

(ნაწყვეტი წიგნიდან:  „სულელის გამოცდილება, ანუ მსოფლმხედველობის გასაღები“)
 

P.S. რას იტყვით საკუთარ თავზე, ნორმალური ადამიანი ხართ? 🙂

გაგვიზიარეთ თქვენი შეხედულებები ამ თემასთან დაკავშირებით კომენტარებში

 

შევხვდებით მწვერვალზე!

 

სიყვარულით და მადლიერებით, ხვიჩა მებონია

 

 

10 комментариев ჩანაწერზე “რა არის ნორმა და ვინ არის „ნორმალური“ მოქალაქე”

  1. ვახტანგი:

    გმადლობთ საინტერესო ნაწყვეტისთვის!
    უმეტესად ასე ხდება! ადამიანები არანორმალურებად ვრაცხავთ მათ, ვისაც საბოლოოდ არა მარტო თავისთვის, არამედ ჩვენთვისაც მოაქვთ დიდი სარგებელი! ამ დროს ყველაზე მთავარია, რაც არ უნდა მოხდეს, ადამიანმა არ თქვას უარი საკუთარ პრინციპებზე და ბოლომდე დაიცვას იგი.

  2. manana:

    ამ ნაწყვეტის წაკითხვის შემდეგ…. ცოტა ძნელია გადაწყვეტით თქმა. ისე, აქობამდე თავი შედარებით ნორმალურ ადამიანად მიმაჩნდა 🙂

    • admin:

      «შედარებით ნორმალურს» კიდევ არა უშავს მანანა… განკურნებადია 🙂

  3. მარი:

    ადრე ვწუხდი საკუთარი არანორმალურობის გამო, ახლა აღარ 🙂
     

    • admin:

      მშვენიერია მარი! კეთილი იყოს თქვენი მობრძანება საგიჟეთში 🙂

  4. Maki:

    Ar var ,,normaluri» da arc arasdros viqnebi.marto imitom ar mtvlian normalurad rom 29 wlit dids gavyevi colad ,didebul adamians,vityodi briliants ,asetebi dges mitumetes saqartveloshi ishviatia.vcxovrob da vtkbebi yoveli wutit,awmyoti da madlobeli var uflis, aseti adamiani rom. shemaxvedra.yvelafers gansxvavebulad vuyureb.da ukvirt.6tve tu nivts ar vxmarob vagdeb an vchuqni sxvas.mokled araferze mijachvulic ar var.madloba xvicha. dzaan momewona tqveni posti.

  5. admin:

    შესანიშნავია მაკი, არაჩვეულებრივი ქალი ხართ! <3 ღმერთო გვიმრავლე ასეთი "არანორმალური" ადამიანები! 🙂

  6. ანაბელ:

    ყოველთვის ასეა, წესებს კანონებს ჩვენ ადამიანები ვქმნით და ამ კანონებით უფრო ბევრ პრობლემებს ვიჩენთ, ჩვენ ყველა თავისუფლები ვართ და არაა საჭირო ამ ჩარჩოებით ცხოვრება, ყველა რატომღაც ერევა სხვების ცხოვრებაში და ცდილობენ ერთიან ბრბოს ცხოვრებად აქციონ კონკრეტული ადამიანის გრძნობები და შეხედულებები. ვფიქრობ ყველა ადამიანმა უნდა გაიაზროს ერთი რამ რომ ყველა თავისებურად აღიქვამს სიტუაციებს და გრზნობებს, რასაც მე ვგრძნობ იმას სხვა ჩემს მსგავსად ვერ გაიგებს და როგორც არუნდა ვეცადო ობიექტურად ვერც მე გავიგებ სხვის გრძნობებს, უბრალოდ ყველას თავისუფლად სუნთქვის საშუალება უნდა მივცეთ. სამწუხაროდ ისრგვლის სწორედ ეს «ნორმალური» ადამიანები არიან მრავლად და ხშირად გვიწევს მათი ნორმების მორგება ჩვენს თავზე

  7. -70 იან წლებში სტერეოტიპი დამკვიდრდა ახალგაზრდა პოეტებში — წვერის მოშვება, ლოთობა და ზოგადი დარდიმანდობა — თუ ლოთი არა ხარ(აგერ, ახლახან გარდაცვლილი გალაკტიონივით), ნაღდი პოეტი ვერ იქნები, თუ ბოჰემურ ცხოვრებას არ ეწევი, კარგ ლექს ვერ დასწერ და ა.შ. რადგან გალილეი კოცონზე დაწვეს, შენც თავი დააწვევინო ვინმეს — არ არის აუცილებელი, აუცილებელია შეგეძლოს გააკეთო ის, რაც გალილეიმ გააკეთა. ჯერ დაწერე კარგი ლექსი(ნუ იქნება გალაკტიონის დონის) და წვერი მერე მოუშვი, ლოთობასაც მოასწრებ. იმის თქმა მინდა — ისე არ გაიგოს ვინმემ ხვიჩა მებონიას ნათქვამი(ცალსახად ვაღიარებ — საინტერესოდ წერს, აშკარად ნიჭიერი კაცია), რომ აუცილებელია «თეთრი ყვავი» გახდე, საზოგადოებას როგორმე გამოეყო და რასაც გააკეთებ ყველაფერი ღირებული იქნება. საზოგადოებიდან გამორჩეულს მხოლოდ მაღალი ღირებულების ნაწარმოები, უნიკალური აღმოჩენა, უმაგალითო გმირობა და ზოგადად — უზადო ნიჭიერება უნდა ხდიდეს ადამიანს. ამიტომ საყოველთაო მოწოდება «თეთრი ყვავი» იყავითო» — საშიშ ტენდეციაში შეიძლება გადაიზარდოს. რჩეული ადამიანები ყველა ეპოქაში თითო ოროლა იყო, მათი რიცხობრივი სიმცირე ზრდის მათ მნიშვნელობას. საზოგადოების უდიდესმა ნაწილმა(თუნდაც ბრბო დავარქვათ მას), სწორედ ჭამა უნდა იცოდეს(პირველ რიგში — საკვების მოპოვება) და კრებებზე სიარული. ყველამ «თეთრი ყვავობა» თუ მოინდომა, ამიტ მხოლო სავალალო შედეგს მივიღებთ.

დატოვეთ კომენტარი

Проверка комментариев включена. Прежде чем Ваши комментарии будут опубликованы пройдет какое-то время.