ერთ ბრძენთან მივიდა ჭეშმარიტების მაძიებელი ახალგაზრდა.
– მე მთელი ცხოვრება ვეძებ ჭეშმარიტებას, მაგრამ ამაოდ. იქნებ დამეხმაროთ.– უთხრა მან ბრძენს.
–მომიყევი, რას აკეთებდი, რომ გეპოვა ჭეშმარიტება?
– მე ვიცოდი, რომ კაცობრიობის მიერ დაგროვებული სიბრძნე, ჩაქსოვილია წიგნებში და ბევრს ვკითხულობდი, – თქვა ახალგაზრდამ და ბრძენს გაეღიმა.
– მე ვიცოდი, რომ ზეციურ სიბრძნეს ადამიანებს გადასცემს რელიგია და ამიტომ ვკითხულობდი წმინდა წერილებს და დავდიოდი ტაძრებში.
ბრძენის ღიმილი გახდა უფრო ნათელი და მრვლისმეტყველი.
– მე ბევრს ვმოგზაურობდი, ვხვდებოდი ბრძენ ადამიანებს, რომ მათთან საუბარში და კამათში მეპოვა ჭეშმარიტება.
ბრძენმა თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია, მაგრამ როცა ნახა, რომ ახალგაზრდა გაჩუმდა – დანაღლიანდა.
– რა მოხდა? რამეს არასწორად ვაკეთებდი? – იკითხა ახალგაზრდამ.
– არა, შენ ყველაფერს სწორად აკეთებდი, მაგრამ არსად გიხსენებია სიყვარული.
– მე ვეძებდი ჭეშმარიტებას და სიყვარულისთვის დრო არ მქონდა. – თქვა ახალგაზრდამ.
– იქ სადაც არ არის სიყვარული, არ არის ჭეშმარიტებაც – უპასუხა ბრძენმა, – თუ შენ არ შეიგრძნობ სიყვარულს, არ განიმსჭვალები მთლიანად ამ გრძნობით, თუ სიყვარულით არ გადადგამ ყოველ ნაბიჯს, თუ სიყვარულს არ ჩააქსოვ ყოველ სიტყვაში, ქმედებაში და ამოსუნთქვაშიც კი, მაშინ ვერ იპოვი ჭეშმარიტებას და ვერ ეზიარები ჭეშმარიტ ბედნიერებას.
სიყვარული და მადლიერებით, ხვიჩა მებონია
დედა ტერეზა ამბობდა: “როცა უფლის წინაშე წარვსდგებით, არა მგონია მან გვკითხოს, თუ რამდენი კეთილი საქმე ჩავიდინეთ ცხოვრებაში. ის ალბათ უფრო იმას გვკითხავს, თუ რამდენ სიყვარულს ვაქსოვდით ჩვენს მიერ ჩადენილ საქმეებში”
და რამდენ სიყვარულს აქსოვთ თქვენ თქვენს ყოველდღიურ ქმედებებში? გაგვიზიარეთ თქვენი გამოცდილება კომენტარებში.
უღრმესი მადლობა წინასწარ და მომავალ შეხვედრამდე
იგავი თარგმნა ხვიჩა მებონიამ.
საინტერესო და დამაფიქრებელი თემაა…… დღეიდან ვცვლი ჩემი ცხოვრების წესს რადგან სიყვარულში ვიპოვო ჭეშმარიტება და არა პირიქით 😀 რადგან მომავალში ვეზიარო ჭეშმარიტ ბედნიერებას….. გმადლობ ხვიჩა ასეთი მრავლის მთქმელი და სასარგებლო სტატიებისთვის…. გაიხარე
მადლობა შენ ელენე, რომ ხშირად სტუმრობ აქაურობას და არც კომენტარებისთვის იშურებ დროს 🙂
მადლობა მშვენიერი იგავის “მოყოლისთვის”, ხვიჩა.
ჭეშმარიტების სიყვარული მაიძულებს ვაღიარო, რომ, რაც აქ წერია, ჭეშმარიტებაა 🙂
შეიძლება მთლად ორიგინალური არ ვიყო, მაგრამ მაინც გავიმეორებ, სხვადასხვა ფორმით, ათასჯერ ნათქვამს:
ჭეშმარიტება არ არის ინფორმაცია, რომელიც შეიძლება მოიპოვო, წაიკითხო, მოისმინო, ისწავლო და ყველაფერი ნათელი გახდეს.
ჭეშმარიტება არის საიდუმლო, რომელსაც უნდა ეზიარო. ზიარება კი მხოლოდ სიყვარულის მეშეობითაა შესაძლებელი.
ასეა სამყარო მოწყობილი და რა ბედნიერებაა, რომ ასე და არა სხვანაირად 🙂
დიახ ქეთევან, ნამდვილად დიდი ბედნიერებაა 🙂
გმადლობ, რომ ყოველთვის “გვერდით” ხარ! 🙂
ჭეშმარიტებაა ის, რაც ამ იგავშია: სიყვარულის გარეშე არ არსებობს სიკეთე.
დიახ, სიყვარულის გარეშე არ არსებობს არანაირი სიკეთე. “…უსიყვარულოდ დედის ძუძუს რძეც კი გაურბის, თვით მზის სხივიც კი იკბინება უსიყვარულოდ. უსიყვარულოდ გული გულსაც ვეღარ პოულობს და ვერც სიცოცხლე ვერ ზეიმობს უსიყვარულოდ…” 🙂
ძალიან მომეწონა, როგორც ყველა შენი პოსტი 🙂 დამაფიქრებელია, ბრძნული და საგულისხმო 🙂 გმადლობთ!!!!
ძალიან მომწონს თქვენი გვერდი ბატონო ხვიჩა, ჯერ იქიდან დავიწყოტ რომ ისეთი დრო მოვიდა სადაც მხოლოდ ყალბ ურთიერთობებს ჯერდებიან, და ავიწყდებათ რომ ჭეშმარიტი სიყვარული სიყალბეზე არ დგას ადამიანი, შეპყრობილია წუტისოფლის სადარდებლებით და ივიწყებენ უფალს ჭეშმარიტება არის თვით ღმერთი და ყოვლადძლიერი უფალია თვით სიყვარული, ადამიანებმაც შეიძლება მიგატოვონ, შეძლება კარიერაც თავზე ჩამოგექცეს და ის ვინც არასოდეს დაგტოვებს ეს მხოლოდ უფალია ამიტომ სიმდიდრის ნაცვლად მასთან სიახლოვე უნდა გვწყუროდეს და სულ იმის ცდაში უნდა ვიყოთ, რომ მანაც არ მიგვატოვოს ვისაც მართლა ვუყვარვართ ისეთები, როგორიც ვართ და არაფერს არ გვაიძულებს… გმადლობთ ყურადღებისთვის.
სასიამოვნოა და დიდი ბედნირებაა თნამოაზრეებთან შეხვედრა, თუნდაც ვირტუალურად. მადლიერი ვარ ცისია <3
რატომ აქამდე არ ვიცოდი თქვენს შესახებ.რაღაც ძალა ვიგრძენი ცხოვრების გაგრძელებისა
შემთხვევით არაფერი ხდება მანანა, ალბათ ასე იყო საჭირო 🙂 გმადლობთ რომ გვესტუმრეთ, გულწრფელად გაგვიზიარეთ თქვენი შთაბეჭდილება და კიდევ უფრო მადლიერი ვიქნები თუ ხშირად გვესტურებით ხოლმე…