ადამიანი, რომელმაც გააცინა სიკვდილი!

30 წლის წინ ამერიკელი ფსიქოლოგი ნორმან კაზინსი სერიოზულად გახდა ავად, მას დაუსვეს დიაგნოზი – კოლლაგენოზი. მისი მდგომარეობა მართლაც კრიტიკული იყო, სტატისტიკის მიხედვით, მსგავსი დიაგნოზით ყოველი ათასი ავადმყოფიდან მხოლოდ ორი ინარჩუნებდა სიცოცხლეს.

ნორმან კაზინსი

ნორმანი პრაქტიკულად უკვე პარალიზებული იყო. პაციენტის მდგომარეობა ექიმებმა  უიმედოდ შეაფასეს და ის გაწერეს საავადმყოფოდან. 

მაშინ კაზინსმა გაიხსენა, რომ ბევრი მისთვის ცნობილი მეცნიერი, დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა სიცილით გამოწვეულ დადებით ემოციებს. პრაქტიკულად უმოძრაო ავადმყოფმა ითხოვა დაემონტაჟებინათ მის ოთახში კინოპროექტორი და დაიწყო ერთიმეორის მიყოლებით კომედიური ფილმების ყურება.

პირველივე 10 წუთიანი სიცილის მერე მან შეძლო ორი საათით ტკივილის გარეშე დაძინება. ხოლო რამოდენიმე დღის განმავლობაში თითქმის შეუწყვეტელი სიცილის შემდეგ – ფილმებს შორის შესვენებების დროს მას უკითხავდნენ ანეგდოტებს– ტკივილები საერთოდ გაქრა.

მოგვიანებით კაზინსმა გამოიანგარიშა, რომ ის იცინოდა ყოველდღე მინიმუმ 6 საათი. ამავე დროს მისი მეგობარი ექიმი ატარებდა სისტემატიურ გამოკვლევებს. ის აანალიზებდა სისხლის მდგომარეობას სეანსამდე და სეანსის შემდგომ. შედეგები აჩვენებდნენ რომ კანის ანთება თანდათანობით ცხრებოდა.

სიცილის თერაპიის დაწყებიდან ერთი თვის თავზე, ავადმყოფმა შეძლო თითების ამოძრავება, ხოლო კიდევ ერთი თვის მერე მას უკვე დამოუკიდებლად შეეძლო ლოგინში გადაბრუნება.

შემდეგ კი, თანდათანობით, მან კვლავ დაიწყო ფორტეპიანოზე დაკვრა, ცხენით ჯირითი და ჩოგბურთის თამაშიც კი.

ექიმები, რომლებიც თვლიდნენ, რომ კაზინსი განწირული იყო, რამოდენიმე წლის მერე გაოცებისგან გაშეშდნენ როცა ის სრულიად ჯანმრთელი და ბედნიერი იხილეს.

ამის შემდეგ ნორმან კაზინსს შეარქვეს „ადამიანი, რომელმაც გააცინა სიკვდილი“.

სიყვარულით და მადლიერებით, ხვიჩა მებონია

როგორ ფიქრობთ, ყველა ადამიანს შეუძლია «სიკვდილის გაცინება?» გაგვიზიარეთ თქვენი მოსაზრებები და შთაბეჭდილებები კომენტარების სახით.

ამასთანავე, გთხოვთ გააზიაროთ ეს პოსტი ქვემოთ განთავსებული სოციალური ქსელების ღილაკების მეშვეობით. გარდა იმისა, რომ ამით, თქვენ შეიტანთ ფასდაუდებელ წვლილს ამ ბლოგის განვითარების საქმეში,  შესაძლებელია დაეხმაროთ იმ ადამიანებსაც, ვისაც ძალიან სჭირდება «სიკვდილის გაცინება»

უღრმესი მადლობა წინასწარ და მომავალ შეხვედრამდე

4 комментария ჩანაწერზე “ადამიანი, რომელმაც გააცინა სიკვდილი!”

  1. გაცინების რა გითხრა, ხვიჩა, მაგრამ ერთი ჩემი ახლობელი (გემახსოვრება, ბლოგზე ვწერდი მის შესახებ) უკვე 6 თვეა, პირდაპირი მნიშვნელობით… დასცინის სიკვდილს! იცი, რას ვფიქრობ ამის შემყურე? მთავარი ის კი არაა, როგორ დამთავრდება სიკვდილთან შენი ორთაბრძოლა (საბოლოოდ, მოგების კი არა, ფრეს შანსიც რომ არ გვაქვს — ყველამ ვიცით :)), მთავარი ისაა… ამის მიუხედავად… შეგეძლოს სიცილი! ტყუილია, რომ ამბობენ: იცინის ის, ვინც ბოლოს იცინისო. მე ასე ვფიქრობ (და ნურავინ შემეკამათება :)): იცინის ის, ვინც გულიანად იცინის!!!

    • admin:

      რა თქმა უნდა მახსოვს ქეთევან. ბიძაშენი საოცარი ადამიანია, კიდევ ერთხელ ვიხრი ქედს მის წინაშე და შენ კი, კიდევ ერთხელ გიხდი მადლობას, რომ მის სიბრძნესა და სიცოხცხლის უსაზღვრო სიყვარულს გვაზიარე. იმ დღეს მიღებული პოზიტიური მუხტი დღემდე მომყვება, ხოლო გრძნობები, რომლითაც მის შესახებ ყვებოდი, დღესაც ათბობენ გულს..

      აი სიცილთან დაკავშირებით კი კამათს ნამდვილად არ ვაპირებ… უფრო მეტიც, ვაპირებ ჩემს ფეიჯზე დავდო შენი სურათი და ციტატა : «იცინის არა ის, ვინც  ბოლოს იცინის, არამედ ის ვინც გულიანად იცინის» და ბოლოში კი შენი სახელი მივაწერო… 🙂  რას იტყვი? წინააღმდეგი ხომ არ იქნები? 🙂

      • ახლა კი მართლა გულიანად გამაცინე, ხვიჩა —
        შემატყვე, ალბათ,  მანია გრანდე რომ მჭირს და ჩემი უკვდავყოფა გადაწყვიტე ფეისბუქზე! )))))))))))))))))

        ვერაფერს ვიტყვი, მე და ნიკუშას ბედი გვქონია…  😀 

        არა, წინააღმდეგი რატომ უნდა ვიყო — მაგარი სასაცილო იქნება )))))))))))))))

        ეგ კი არა, რაღაც იდეაც გამიჩნდა…  ერთი ფოტო მეგულება ჩემს ალბომში — საშინელი დღე მქონდა, რომ გადამიღეს,  მაგრამ იმ ფოტოზე ვიცინი, ვიცინი… ვკვდები სიცილით. სანამ ვინმეს ვაჩვენებ ხოლმე, ვეუბნები: აი, ასე გამოვიყურები, როცა ძალიან უბედური ვარ! და… ისინიც იცინიან :). გამოგიგზავნი, თუ ვიპოვე…

        წარწერა კი, ძალიან «ბრძნული» რომ არ გამოვიდეს, თუ საწინააღმდეგო არაფერი გაქვს, სიტყვა «არამედ» არ იხმარო და პირდაპირ ასე მიაწერე:

        «ტყუილია, რომ ამბობენ: იცინის ის, ვინც ბოლოს იცინისო.
        იცინის ის, ვინც გულიანად იცინის!»

        (ვერაფერს ვუხერხებ — კოპირაიტერი მძლავრობს ჩემში! )))))))))))

  2. მანანა:

    Tavs vxri yvela im adamianis winaSe, visac ar eSina da iqiT dascinis sikvdils.
    sicili rom pozitiuri ramea, amas yvela daadasurebs. 🙂 

დატოვეთ კომენტარი

Проверка комментариев включена. Прежде чем Ваши комментарии будут опубликованы пройдет какое-то время.