სულის მუსიკა

 

– მე ისეთი ცუდი ვარ, ისეთი უვარგისი, – დაიჩივლა ერთმა ახალგაზრდამ მასწავლებელთან.

– შენ ცუდი არ ხარ, უბრალოდ უნდა შეიცვალო.

– ეს როგორ? თუ ცუდი არ ვარ, როგორც თქვენ ამბობთ, მაშინ რატომ უნდა შევიცვალო? რა, ცუდი უნდა გავხდე?

– არა, – ღიმილით უპასუხა მასწავლებელმა, – რატომ ცუდი. მოდი, ერთ რამეს გაჩვენებ.

 

salamuri

 

მან ამოიღო სალამური, გაუწოდა მოსწავლეს და თხოვა დაეკრა მასზე. ახალგაზრდამ არ იცოდა სალამურზე დაკვრა და როცა ჩაბერა, საკრავმა არასასიამოვნო, ხრიწიანი ხმები ამოუშვა.

– აი, ხედავ, როგორი მუსიკა გამოგივიდა, – უთხრა მასწავლებელმა. – მაგრამ თუ შენ მოინდომებ და სალამურზე დაკვრას ისწავლი, მაშინ შენი მუსიკა სულ სხვანაირად აჟღერდება…  

როგორ ფიქრობ, რატომ? ისევ შენ დაუკრავ, იგივე ტუჩებით და ხელებით, სალამურიც იგივე იქნება და ჰაერიც, მაგრამ… მიუხედავად იმისა, რომ გარეგნულად არაფერი იცვლება, ეს მაინც სულ სხვა მუსიკა იქნება. ეს იქნება მუსიკა, რომელიც სულს დაგიამებს, დაგამშვიდებს, სიხარულით და სინათლით აგავსებს, ოცნებებით ვარსკვლავეთში გამოგზაურებს…

ასე ხდება ცხოვრებაშიც.  შენში არის ყველაფერი, რაც ადამიანს სჭირდება ბედნიერებისა და წარმატებისთვის, მაგრამ ვერ ამჩნევ ან სათანადოდ ვერ აფასებ, იმიტომ, რომ ჯერ არ შეგიძლია ააჟღერო შენი სულის მუსიკა, არ გაგაჩნია სათანადო ცოდნა და გამოცდილება.

მაგრამ, თუ ისწავლი შენი სულის ძახილისთვის ყურის გდებას, საკუთარი აზრების, გრძნობების და სურვილების ჰარნმონიულ მართვას, მაშინ, შენს ხელში ისინი იქცევიან საუკეთესო ინსტრუმენტებად და ყველაფერი, რაც შენგან გამოვა, იქნება მშვენიერი და სრულყოფილი. მაშინ მიხვდები, რომ ნაკლოვანებები – სინამდვილეში ის სათნოებებია, რომელთა მართვა უბრალოდ მანამდე არ შეგეძლო.

 

სიყვარულით და მადლიერებით, ხვიჩა მებონია

P.S. გააზიარეთ ეს პოსტი, გავავრცელოთ სიყვარულის ენერგია!

 

წყარო:  http://v-garmonii-s-soboi.ru.muzyika-dushi-pritcha

თარგმნა: ხვიჩა მებონიამ
 

 

3 thoughts on “სულის მუსიკა”

    • მადლობა თქვენ, ნური, რომ მევიეთ და ბოდიშს გიხდით, რომ თქვენი კომენტარები რატომღაც სპამში აღმოჩენილა. იშვიათად, მაგრამ სისტემა ხანდახან მაინც უშვებს ასეთ შეცდომას და მერე მე მიწევს ჩარევა 🙂

      პასუხი
  1. რომელთა მართვა უბრალოდ მანამდე არ შეგეძლო.
    სწორი და სამართლიანი შენიშვნაა, მაგრამ ყველაზე მთავარია ადამიანს სწავლის სურვილი გააჩნდეს… აი მაშინ კი ადამიანი ყველაფერს მიაღწევს!

    პასუხი

Leave a Comment

Comment moderation is enabled. Your comment may take some time to appear.